ნათალური ურანი X სახლში

ნათალური ურანი X სახლში

საკვანძო სიტყვა _ „მრავალფეროვნება

როდესაც ეს ადამიანი  რაიმე მიზანს დაისახავს და მისკენ მოძრაობას იწყებს,სპონტანურად იქცევა დაუმარცხებელ მებრძოლად. მას შეუძლია შეცვალოს მოძველებული ცხოვრებისეული წესები,ამიტომ  ხშირად მიიწევს პოლიტიკური ლიდერის პოსტისკენ.  თავნებაა და არ ეპუება არანაირ შეზღუდვას,რითაც ლოგიკურად იწვევს თანამდებობის პირების თუ საზოგადოებრივი ლიდერების წინააღმდეგობას. პლანეტის დაზიანება განაპირობებს  ბუნტისკენ მიდრეკილებას_ის  მზადაა უმიზეზოდ დაესხას თავს ნებისმიერ ავტორიტეტს.

ორიგინალური მეოცნებე,ჰუმანისტი და ალტრუისტი. მას არ შეუძლია იყოს თანმიმდევრული. ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი მოძრაობის ან ჯგუფის სათავეში მოექცეს. მისი კარიერა სავსეა მოულოდნელი ცვლილებებით,აღმასვლებითა და  დაცემებით. გარშემოყმოფებს ხშირად  არ ესმით მისი,განსაკუთრებით განიცდის ხელქვეითების მხრიდან გაუგებრობას.  იზიდავს უჩვეულო პროფესიები. თითქმის ყოველთვის აინტერესებს ოკულტიზმი და ასტროლოგია. მარტივად მოიპოვებს ცნობადობას. ასეთი ადამიანები წრმატებული ხელმძღვანებელები და გამოჩენილი პირველაღმომჩენები ხდებიან ბუნებათმცოდნეობის, ასტროლოგიის,ელექტრონიკის,ღრმა ფსიქოლოგიისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროებში.

მისგან გამოვლენილი ნებისმიერი ძალისხმევა ჩარჩოებისა და საზღვრების განადგურებას ისახავს მიზნად. აღენიშნება რევოლუციური სულისკვეთება. ძლიერი სურვილი აქვს გამოირჩეოდეს თავის პროფესიაში. უზომო პატივმოყვარეობა,ნებისყოფა,დიდებისა და აღიარების მოთხოვნა,რაც განსაზღვრავს მოულოდნელ ცვლილებებს დაკავებულ მდგომარებასა და საკუთრებასთან ურთიერთობაში. ასეთი ადამიანები ხშირად იცვლიან პროფესიებს და სამუშაო ადგილებს. მათ უჭირს ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა.

ძალიან არ უყვარს რუტინული სამუშაო. ეს ადამიანი  სრულ თავისუფლებას საჭიროებს და ისე შრომობს,როგორც მოეპრიანება. ამიტომ მისი კარიერა და რეპუტაცია დიდი საიმედოობითა და სტაბილურობით არ გამოირჩევა. ის ცდილობს საკუთარი ინდივიდუალობა გამოხატოს და ყველგან ახალი მიმართულებების ინიციატივით გამოდის. მისი პიროვნება მაგნიტურად მიმზიდველია. პერიოდულად შთაგონებით აღივსება და ახალ მიზნებს ისახავს.  მას სურს შექმნას საკუთარი ორიგინალური წესები და მორალური ნორმები,აღიარებული საზოგადოებრივი მორალის ალტერნატივად.

არ არის გამორიცხული განშორება მშობლებსა და ნათესავებთან. არამხოლოდ ჩხუბის შედეგად,არამედ „უბრალოდ…ისე…სრულიად უმიზეზოდ“.

მათ არ უყვართ ბრბოში ცხოვრება და არითმეტიკულ უმრავლესობაზე დამორჩილება. მათ ცხოვრებაში წარმტება და წარუმატებლობა შესაშური მუდმივობით ცლიან ერთმანეთს.  ბედისწერა უხვი კრიზისების,დავებისა და ცვლილებებისგან შედგება. მუდამ თან სდევთ კონფლიქტები,რომელიც  ცხოვრებისეული მოვლენების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. ისინი სავსენი არიან შინაგანი მღელვარებით,რაც ხშირად უბიძგებთ რადიკალური,გარდამტეხი ცვლილებებისკენ.

სულიერი თვალსაზრისით,გარშემომყოფებზე მაღლა დგანან,რადგან ურანი უშუალოდ ზემოქმედებს მათ სულსა და აზროვნების პროცესებზე.

არც ისე იშვიათად ხდებიან მფრინავები,პროგრამისტები,რეპორტიორები და ფსიქოლოგები. მათ ნიჭიერება სიღრმისეულ,თუმცა უცნაურ ხასიათს ატარებს და უჩვეულო და სარისკო საქმიანობებისკენ უბიძგებს. შესაძლებელია წარმატებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. არ არის გამორიცხული მაღალჩინოსანი სახლმწიფო პოსტიც.

 

პაველ გლობა

+მოულოდნელი დაწინაურება. „ნახტომებით“ აღმასვლა. ორიგინალური და გაუთვალისწინებელი გარემოებები,რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიზნების მიღწევაში. არაორდინალური მოსვლა ხელისუფლებაში_არ უნდა,მაგრამ მაინც აღწევს. პულსაცია კარიერაში_მიაღწია მდგომრეობას,გაისუსა,შემდეგ მოულოდნელად ისევ რამდენიმე საფეხურით მაღლდება. შეუძლია კონტროლს დაუქვემდებაროს და საკუთარი მიზნების მიღწევას მოახმაროს მერყევი სიტუაციები. უნარი აქვს,არავის დაემორჩილოს და ისე აკეთოს თავისი საქმე.

-მარტოხელები,ანარქისტები,მეამბოხეები. დაბნეულები და ექსცენტრულები. მერყევი მდგომარეობა თანამდებობაზე. აღმასვლა და დაცემა კარიერაში. პრესტიჟის ვარდნა. მოულოდნელი დარტყმები. ავტორიტეტის განადგურება. მეათე სახლის ურანი ხშირად გვხვდება ავანტურისტი პოლიტიკოსების რუკებში.

 

 

ფრენსის საკოიანი

უჩვეულო პროფესია და ცნობადობა. როგორი კარიერაც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა,ის ყოველთვის ეცდება ახალი მეთოდები და ტექნიკა დანერგოს. მისი პოლიტიკური კრედო ლიბერალური და რადიკალურია,მაგრამ არასდროს კონსერვატული. მას სჭირდება მუშაობის თავისუფალი მეთოდები. ბედნიერია თუ  პროფესიული საქმეების მოწყობას საკუთარი შეხედულებისამებრ ახერხებს.

თქვენი კარიერა,ალბათ,ძალიან უჩვეულოა ან გარკვეულწილად გამოწვევას უცხადებს საზოგადოებრივ შეხედულებებს. თქვენი როლი_იყოთ  სამყაროში პროგრესული ცვლილებების ინსტრუმენტი. თქვენთვის აუცილებელია ყველაფერი გადაატრიალოთ,სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. ასევე შეიძლება ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ გამოიცვალოთ კარიერა,მიმართულებები და ხანგრძლივვადიანი მიზნები.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „პრაქტიკული სიბრძნე არ მოითხოვს დამტკიცებას,მაგრამ არც განმეორებას დაუშვებს“

ეს ადამიანი კარგად გრძნობს „ღმერთი დახელოვნებულია,მაგრამ კეთილმოსურნე“ თეზისის ძალას,განსაკუთრებით მის პირველ ნაწილს. ცხოვრებისეული არჩევნები,როგორც ხელმძღავენლობასთან დაბარება და ახალი ამოცანების მიღება,როგორც წესი,მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს და რა უნდა გააკეთოს,თავიდან საერთოდ არ ესმის. ეს ადამიანი კარმის ზღურბლზე დგას და მან თანდათან უნდა ისწავლოს საკუთარი ცხოვრების რითმის დაჭერა,ბედისწერის ნიშნების ამოცნობა და მზად იყოს მორიგი განმეორებისთვის. საბედნიეროდ,ურანის ძლიერი და ხანგრძლივი ჩართვა იშვიათად(ან არასდროს) ხდება,მაგრამ მის უმცირეს გამოვლენასაც კი დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს,მით უმეტეს,რომ მოცემულ შემთხვევაში მისი ძლიერი დარტყმები და მოულოდნელი შემთხვევები ისეთ არსებით საკითხებს ეხება,როგორიც კარიერა,ხელქვეითებთან ურთიერთობა,საპასუხიმგებლო(და არც ისე) გადაწყვეტილებებია.

ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძალიან მოულოდნელი და ძლიერი იდეები,არჩევნის გაკეთების მომენტში,ასევე უფროსთან ან ხელქვეითებთან საუბრის დროს. საჭიროა სწორად მოქცევა: მყისვე არ გააჟღეროს,როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება,მაგრამ არც დაივიწყოს,როგორც სრულიად შეშლილი იდეა,არამედ შეეცადოს გაანალიზოს და მიიყვანოს პრაქტიკულად სასარგებლო იდეამდე.

ურანის დამუშავება  ამ ადამიანისგან ძალიან საინტერესო იდეებით აღჭურვილ ხელმძღვანელს ჩამოყალიბებს. მის ინიციატივებს ხალისით განიხილავენ ხელქვეითები,ხანაც საკუთარი ხელმძღვანლობა დაესესხება(ან მოპარავს). საჭიროა პასუხიმგებლობის გრძნობის განვითარება,რადგან მორიგი ბრწყინვალე იდეით გატაცების შემთხვევაში,ადამიანი სრულიად დაივიწყებს ყველაფერ დანარჩენს. მას სურს,მისი ყველა რჩევა გენიალური იყოს,მაგრამ ეს  მხოლოდ მაღალ სულიერ დონეზე გამოუვა,როდესაც X სახლის ურანის დამუშავება მისცემს კარმის მუდმივ ხედვას და აქედან გამომდინარე,მასზე ზემოქმედების საშუალებას.

 

 

ბორის იზრაიტელი

ადამიანი გაჭირვებით ეწერება საზოგადოებრივ ნორმებში. ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს ან პროფესიას. მოწოდება_შეიტანოს სიახლე ცნობიერებაში. კავშირი მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან. თუ პლანეტა ზენიტთან(სახლის კუსპიდთან) ახლოს იმყოფება,მიღებულ ინფორმაციას  ყოველთვის სწორად ვერ განმარტავს,მით უმეტეს,უჭირს მისი რეალიზება მატერიალურ სამყაროში. მოულოდნელი აღმასვლა და უზარმაზარი პოპულარობა შეიძლება დაცემით შეიცვალოს და მას ყველ დაივიწყებს.

მისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილური პროფესიები: კიბერნეტიკა,ასტრონომია,ასტროლოგია,უმაღლესი მათემატიკა,ფიზიკა,ლინგვისტიკა.

 

 

ბილ ჰერბსთი

კოლექტიური პასუხისმგებლობა.  თქვენი სულიერი ამოცანა განზე დგომაა,ბრბოსგან გამოყოფა. ტრადიციული უსაფრთხოება არათუ სიმართლესთან ახლოა,არამიზნობრივია. დროდადრო ინდივიდუალიზმი შეიძლება დამამძიმებელ ტვირთად აღიქვათ,თუმცა,მიუხედავად ამისა,მტკიცედ იცავთ საზღვრებს,რადგან თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოირჩეოდეთ ბრბოსგან. სხვებიც დამოუკიდებლად გთვლიან და ეს თქვენი მოწიფულობის,უნიკალური ცხოვრებისეული გზის ნიშანია. თუმცა ეს იმას რა გულისხმობს,რომ სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრებით ტკბობა არ შეგიძლიათ. ახლო ურთიერთობები იქნება თუ კონტაქტები_თქვენთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია. მაგრამ როგორღაც უნდა გამოეყოთ მასას. ამოცანა: გასცდეთ ყოფიერების ჩარჩოებს ადამიანურ ურთიერთობებში,გახდეთ დამოუკიდებელი და არ დაემორჩილოთ ოსტრაკიზმის (გარიყვის) შიშს.

პროფესიული პატივმოყვარეობა. კარიერა ის სფეროა,სადაც თქვენი პიროვნება ბრწყინავს. სხვები შეიძლება  უცნაურ პიროვნებად გთვილდნენ,მაგრამ ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას(და არც იქნებით ასეთი). უბრალოდ მიჰყევით თქვენს კურსს. თქვენთვის აუცილებელია დამოუკიდებლობა,რაც პირდაპირი გაგებით გულისხმობს მარტო საქმიანობას ან მოიაზრებს კონტრაქტით სამუშაოს. მსახურება_თქვენი საქმიანობა არ არის და ისევე არ გიხდებათ,როგორც ძროხას უნაგირი. იმ შემთხვევაშიც,თუ უსაფრთხო კარიერა გიხმობთ,არ დაგავიწყდეთ,რომ თქვენთვის ჯობია საკუთარ გზას მისდიოთ,რადგან საზოგადოებრივი მდგომარეობა თითქმის უმნიშვნელოა თქვენთვის. აღსანიშნავია ასევე წარმატების უცაბედი მიღწევა. ნებისმიერი ანალოგიური(მაგრამ ნეგატიური) ცვლილებაც იმის მაჩვენებელია,რომ რთული ცხოვრება გქონდათ. თუმცა მათაც კეთილგანწყობილი შეეგებეთ,რადგან ეს საშულებას მოგცემთ მოძრაობის კურსის მნიშვნელოვანი კორექტირება მოახდინოთ. იყავით გახსნილი და ცნობიერი,„იქნიეთ მუშტები“.

მისიები და გზავნილები. რატომღაც თქვენ  უცნაურ და უცხო ადამიანად გვეჩვენებით,თითქოს სხვა პლანეტიდან,სხვა ვარსკვლავური სისტემიდან ხართ. თუმცა ვერ ვიტყვით,რომ საფრთხედ ან კოსმოსიდან მოსულ მონსტრად აღგიქვამთ. მაგრამ თქვენ გვახსენებთ,რომ ჩვენ უცხოები ვართ,ამა თუ იმ თვალსაზრისით. ჩვენ თქვენს მაგალითზე ვაცნობიერებთ დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ვხედავთ სხვებისგან განზრახ განცალკევების შედეგებს,როგორც დადებითი,ისე უარყოფითი თვალსაზრისით. თქვენი მეშვეობით ჩვენ გვახსენებენ,რომ ყოველი ადამიანი შეიძლება გაბრწყინდეს და შეურთდეს წმინდა იდეას. და აი,ჩვენ ვხედავთ,რომ ცხოვრება შესაძლოა სრულიად მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეიცვალოს. უსაფრთხოება ილუზიურია. ჩვენ არ უნდა ვებღაუჭებოდეთ იმას,რაც უსაფრთხოდ გვეჩვენება. ამის ნაცვლად,ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ საკუთარ ცხოვრებაზე.

მშობელი გარეგნულად გადაჯაჭვულია ადამიანთან. თქვენი მამა  სხვებისგან გამორჩეული,უნიკალური პიროვნებაა. მას თქვენთანაც არაპროგნოზირებადი ურთიერთობა აკავშირებს. შესაძლოა მისი შეხედულებები მერყევია ან ზედმეტად თავნება,მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,მან თვითონ შექმნა თავისი უნიკალური ცხოვრება. სავარაუდოდ,თქვენ უნდა გრძნობდეთ მისგან განცალკევებას,პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით. მასთან ურთიერთქმედებაში,თქვენ გაითავისეთ აუცილებლობა,მყარად იდგეთ საკუთარ ფეხებზე და არავისზე იყოთ დამოკიდებული. ამ იმპრინტმა ჩამოაყალიბა თქვენი ერთერთი საბაზისო დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ,რომელსაც  ყოველთვის მიჰყვებით.

ავტორიტეტი. თქვენ გსურთ მისდიოთ საკუთარ კურსს,აღმოაჩინოთ ახალი სამყარო. ალბათ,თქვენთვის არც ისე სასიამოვნოა სხვების მაგივრად პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღების იდეა. თქვენ გირჩევნიათ განზე გადგეთ და დამოუკიდებელი კუნძული იყოთ ოკეანის შუაგულში. მაგრამ ნამდვილად ხელგეიწფებათ ხელმძღვანელობა,როდესაც გრძნობთ ამის აუცილებლობას. ძალა,რომელსაც თქვენ ფლობთ,გამომდინარეობს თქვენი პიროვნების უნიკალობიდან,თქვენი ხელმძღვანელობის წარმატება კი დამოკიდებულია თქვენს მოქნილობაზე. ამოცანა_გამოავლინოთ რევოლუციური,ფეთქებადი პასუხისმგებლობა,რაც პარადოქსულია.

 

ფელიქს ველიჩკო

პროფესიული და საზოგადოებრივი კარიერა შთაგონების,მოულოდნელის,თეატრალური ეფექტების, გართულებების ბეჭდით არის ხელდასმული. მღელვარება,მერყევი სოციალური და მატერიალური მდგომარეობა. ადამიანი ცდილობს საკუთარი  ტალანტებისა და შესაძლებლებლობების დემონსტრირებას. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი განათლების ამაღლებას. ყოლვეთვის ცდილობს საკუთარ გზას მიჰყვეს,გარემოებების მიუხედავად. მისი ცხოვრებისეული გზა უჩვეულოა,ინტერესი ყოველთვის სიახლეებისკენ არის მიმართული. ორიგინალური მეთოდები. პოპულარობის(ან მკვეთრი არაპოპულარობის) ალბათობა. გამომგონებლური ნიჭი. ადამიანი ვარგისია იმ პროფესიებში,რომლებიც საჭიროებს არატრადიციულ აზროვნებას: ასტროლოგი,გამომგონებელი,მფრინავი,რადიოტექნიკოსი,ელექტრიკოსი, ანტიკვარი,დიზაინერი,მხატვარი ავანგარდისტი. საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული მეცნიერებები,ოკულტიზმი,მათემატიკა,ასტროლოგია_ყველგან საკუთარი მეთოდები და ტექნიკა შეაქვს. შეუძლია სწრაფად აირბინოს სოციალური საფეხურები,მაგრამ მიდრეკილია ხშირად შეიცვალოს ორიენტაცია,რაც ხელს უშლის ბრწყინვალე კარიერის გაკეთებაში. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე  კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან,ოჯახში და მეღლესთან. ურანის ტრანზიტი განაპირობებს პროფესიული ურთიერთობების შეცვლას,თუ ნატივს მოქმედების თავისუფლება ეზღუდება.

 

ცნობილი ადამიანები X სახლის ურანით:

ვერძში:  Steve McQueen, Anne Frank, Jean Rochefort, Judi Dench, Jean-Louis Trintignant, Nikolai Rimsky-Korsakov, Yasser Arafat, Umberto Eco, Boris Yeltsin…

კუროში: Al Pacino, Jack Nicholson, Tina Turner, Pope Francis, Muhammad Ali, George Carlin, Marina Vlady, Nancy Sinatra, Pierre Richard, Bill Wyman…

ტყუპებში: Freddie Mercury, Ted Bundy, Donald Trump, Mystic Meg, Dolly Parton, Martin Scorsese, Donna Summer, Henry Ford, Edmund Kemper, Kathy Bates, Ian Anderson, Johan Cruyff, Andrew Lloyd Webber…

კირჩხიბში: Nicolas Sarkozy, Bruce Willis, Patrick Swayze, Kevin Costner, Denzel Washington, Ornella Muti, Jeff Bridges, Olivia Newton-John, Annie Lennox, George Gurdjieff, Lou Ferrigno, Don Johnson, Sissy Spacek, Rudyard Kipling, Steve Wozniak, David Byrne…

ლომში: Tom Cruise, Jim Carrey, Jean-Claude Van Damme, Colin Firth, Jeffrey Dahmer, Diego Maradona, Nastassja Kinski, Victoria Abril, Pierre Moscovici, Craig Ferguson, Bill Maher, Maurice Ravel, John McEnroe, Katie Couric, Jean-François Champollion, Rupert Everett, André Citroën…

ქალწულში: Björk, Mike Tyson, Janet Jackson, David Guetta, Benito Mussolini, Mark Ruffalo, Mathilda May, Mike Patton, Helen Keller, Kahlil Gibran, Alexandra Vandernoot…

სასწორში: Alyssa Milano, Eminem, Jude Law, Winona Ryder, Pharrell Williams, Denise Richards, Hilary Swank, Toni Collette, Niels Bohr, Martin Heidegger…

მორიელში: Ian Somerhalder, Zooey Deschanel, Michelangelo, Mao Zedong, David Trezeguet, Robert Schumann, Wilhelm Reich…

მშვილდოსანში: Nicki Minaj, Bruno Mars, Shia Labeouf, Henry Cavill, Amanda Bynes, Karl Marx, Emma Daumas, LeAnn Rimes, Jean Gabin, Henry David Thoreau…

თხის რქაში: Adele, Vanessa Hudgens, Dakota Fanning, Aristotle Onassis, Mario Balotelli…

მერწყულში: Rita Hayworth, Vivien Leigh, Gregory Peck, Isaac Asimov, Gerald Ford…

თევზებში: Marie Antoinette, Fidel Castro, Judy Garland, Klaus Kinski, Eva Peron, Tchaikovsky, Lana Turner, Jack Lemmon…


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top