ნათალური ურანი V სახლში

ნათალური ურანი V სახლში

საკვანძო სიტყვა _ „გადამლაშება

ეს რომანტიული ადამიანი ცხოვრების განმავლობაში არაერთ სასიყვარულო კავშირს აბამს. უყვარს ფინანსური სპეკულაციები და აზარტული თამაშები,თუმცა უფრო ხშირად აგებს და კარგავს,ვიდრე მოგებაშია.

ძალიან ძლიერი შემოქმედებითი საწყისი. შესანიშნავი ფიზიკური კორდინაცია დადებითად ვლინდება სპორტში. ხშირად  არის აფორიაქებული და უგუნურ სიმამაცეს ავლენს. თავს მნიშვნელოვან პერსონად ასაღებს და განზრახ უარყოფს ყველაფერ ჩვეულებრივს. ის მიდრეკილია ლიდერობისა და ხელმძღვანელობის და არა მორჩილებისკენ.

ძალიან თავისებური,ექსცენტრული და ორიგინალური საყვარელია. აქტიურად ეძებს უჩვეულო შთაბეჭდილებებსა და ავანტიურებს. არ აღიარებს დადგენილ მორალის წესებს. ხანდახან მისი მგრძნობიარობა აშკარად არაჯანსაღი ხასიათს იძენს. არც ისე პრეტენზიულია სასიყვარულო პარტნიორების შერჩევისას. უწესრიგო,მსუბუქი და იდუმალებით მოცული ეროტიული ურთიერთობები აქვს. მისთვის უცხოა პირობითობა  და შეზღუდვები ყველაფერში,რაც ინტიმურ კავშირებს ეხება. საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გამჟღვნებას სკანდალები მოყვება.

თავი უნდა აარიდონ ზედმეტ რისკს,რადგან შემთხვევითობებს მათ ცხოვრებაში,ძირითადად, ნეგატიური ხასიათი აქვს. ზღვარგადასულ აზარტსა და გართობას დაღუპვის ზღვრამდე მიჰყავს.

შესაშნავი ინტუიცია აქვს,მაგრამ მათი გეგმები უტოპიურია,იდეები კი არარეალური. ყოველთვის სრულ თავისუფლებას ითხოვს. ასეთი ადამიანი შემოქმედებითი შრომისკენ ისწრაფვის. უცნაური გატაცებები და პიკანტური გასართობები აქვს. მისტიური და იდუმალი არსებაა,ამიტომ თითქმის ყოველთვის აინტერესებს ეზოთერიკა. შესაძლოა ელექტრონულმა მუსიკამ ან რაიმე ავანგარდისტულმა ხელოვნებამ გაიტაცოს.

ხშირია ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილები; ან შვილს აღსაზრდელად სხვას გადასცემს. არც იშვიათად სხვის ბავშვებსაც ზრდიან. უცნაური  და  ძალიან ნიჭიერი შვილები ჰყავთ,რომელთაც არატრადიციული მეთოდებით ზრდიან. ეს ადამიანები სრულ თავისუფლებას ანიჭებენ შვილებს,თუმცა ასეთი ლიბერალური დამოკიდებულება ხშირად უყურადღებობაში გადადის და ბავშვების მხრიდან მზრუნველობის დეფიციტად აღიქმება.

 

 

პაველ გლობა

+სრული პიროვნული თავისუფლება. შემოქმედებითი უნარები და მათი მრავალმხრივად გამოყენების შესაძლებლობა_ყველაფერს მარტივად აღწევს,რადგან შემოქმედებითი იღბალი მუდამ თან სდევს. ბევრი შვილი(ხშირად ქორწინების გარეშე გაჩენილი). თავისუფალი და მეგობრული დამოკიდებულება ბავშვებთან. ბევრი სასიყვარულო კავშირი. დაუგეგმავი სიტუაციები. ძალიან უყვარს აზარტული თამაშები და გართობა.

-არსებობის აზრის,ინიციატივის დაკარგვა. აფერები და ავანტიურიზმი. პრობლემებისგან გაქცევა. ჩახლართული სიტუაციები საყვარლებთან. ქალები მიდრეკილნი არიან მსუბუქი სასიყარულო კავშირებისკენ. გავრცელებულია აბორტები ან ნაყოფის მოულოდნელი მოწყვეტაც. შვილები სახლიდან ადრე მიდიან. ბავშვებთან დაკავშირებული უსიამოვნებები და ნერვიულობა. მამაკაცების შემთხვევაში_ალიმენტები.

 

 

ფრენსის საკოიანი

უცნაური სასიყვარულო თავგადასავლები,რომლებიც მოულოდნელად იწყება და მოულოდნელად წყდება. ექსცენტრული და მეტად თავისებური სასიყვარულო პარტნიორები. მუდმივად ახალ შეგრძნებებსა და ავანტურებს ეძებს. არ აღიარებს დადგენილ მორალს. ინტერესდება სწავლისა და აღზრდის ნოვატორული მეთოდებით. ბავშვებს ზედმეტ თავისუფლებას ანიჭებს. ხანდახან მათი შვილები თავს მიტოვებულად და მოუვლელად გრძნობენ. შემოქმედებითი ნიჭიერება.

შეიძლება ითქვას,რომ თქვენ თავშეუკავებელი ადამიანი ხართ,არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით. საკუთარ თავს სრულ თავისუფლებას ანიჭებთ, ხშირად მოქმედებთ იმპულსურად,“ველურივით“.  გიზიდავთ  ექსცენტრული,შემოქმედებითი და უჩვეულო ადამიანები. სიყვარულში ყველაზე ბედნიერი მაშინ ხართ,როდესაც თქვენი ურთიერთობა მოულოდნელი თავგადასავლებით  არის გაჯერებული. თქვენი სასიყვარულო პარტნიორები და ურთიერთობები სტაბილურობით არ გამოირჩევა.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „მეხის მტყორცნელი“

ურანი  V სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.

Vსახლში მოხვედრილი უმაღლესი პლანეტები(ურანი,ნეპტუნი,პლუტონი)  ისეთი თვისებებს ანიჭებენ ადამიანის „მეს“,რაც  მის ნება-სურვილის კონტროლს არ ექვემდებარება. კერძოდ,ურანი ისეთ ფეთქებადობას და მოულოდნელ აგრესიას ბადებს,რომ ადამიანი,რომც უნდოდეს,ვერაფრით შეაჩერებს საკუთარ თავს და ვერანაირად ვერ მოექცევა სოციალურად მიღებულ ჩარჩოებში.

ასპექტის დამუშავება მის როლებს გენიალობის ელფერს შესძნენს_რასაც ის აკეთებს და ქმნის,აქამდე არავის გამოსვლია.

მარსთან ტრინის ან სექსტილის შემთხვევაში,შესაძლებელია წარმატებული სპორტული კარიერა.

შესანიშნავი შემოქმედებითი უნარები,განსაკუთრებით იმ სფეროებში,სადაც არაორდინალური ჩანაფიქრები აქვს. თუმცა,სამწუხაროდ,ამ ჩანაფიქრების არათუ განხორცილებისას,გაფორმების დროსაც კი უამრავი წინააღმდეგობა ხვდება და ჩანაფიქრები დაუმუშავებელ დონეზე რჩება ან ნახევარ გზაზე თავად ავტორის მიერ მახინჯდება. საქმე ის არის,რომ ურანის ჩანაფიქრები გულდასმით დამუშავებას საჭიროებს,რაც საკმაოდ რთულია,რადგან ეგოს მოთხოვნების უკუგდებასა და დიდ თავგანწირვას მოითხოვს(თუნდაც მედიტაციურს).

ურანის ეს მდებარეობა მეტად თავისებურ ბედისწერის ნიშნებს იძლევა,რაც ადამიანის მიერ შექმნილ „მეს“ სახებებს უკავშირდება. მისი შექმნილი „როლები“ სრულიად არაპროგნოზირებადად იქცევიან,თუმცა თუ ინდივიდმა მათი გაშიფრვა მოახერხა,მარტივად ამოიკითხავს კარმის მითითებებს.

არაჩვეულებრივი სასიყვარულო ისტორიები ელის,ძლიერი ენერგეტიკული ეფექტების თანხლებით: ადამიანი შეიძლება სიტყვა სიტყვით ჭკუიდან იშლებოდეს(ან პარტნიორს აგიჟებდეს),თუმცა მოვლენათა განვითარება არაპროგნოზირებადია(ტანჯვა-წამების ეფექტების თანხლებით) და შეიძლება სრულიად მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეწყდეს.

სუბიექტის რელიგიური მდგომარეობაც ძალზედ თავისებურია.მას ნამდვილად ექნება პერიოდული გამონათებები,მაგრამ ღმერთთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება არც ისე მარტივია. ურანის ეს მდებარეობა საოცრად ზუსტდ ეხმაურება თეზისს: „შეუცნობლენი არს გზანი უფლისანი“

 

 

ბორის იზრაიტელი

ადამიანი მარტივად გადადის ერთი „სიყვარული ერთი ნახვიდან“ მეორეზე. მისი ცხოვრება უჩვეულო განცდებით არის სავსე.

უსიამოვნებები ბავშვებთან. ნაადრევი შვილი,შვილთან ურთიერთობის გაწყვეტა(მიტოვება). ქალებს ხშირად აქვთ დარღვეული დედობრივი ინსტინქტი.

ხელოვნებაში_ავანგარდისტი,უახლეს ტენდენციებს მიჰყვება. საკმაოდ აზარტული და უმუხრუჭო ადამიანია,რომელიც ხშირად აძლევს თავს უგუნური ქცევების უფლებას. მოკრძალებული მოგება მას არ აინტერესებს_ „ყველაფერი ან არაფერი“.

 

 

ბილ ჰერბსთი

შეგნებული ადამიანი. ექსცენტრულობა თქვენი ცნობიერების საკვანძო სიტყვაა. თქვენ მოგწონთ მაყურებელთა გაოცება,შეიძლება ითქვას,შოკში ჩაგდება,არაადეკვატური და შეუსაბამო ქცევებით. თქვენი ეგოს ცნობიერი ექსპრესია პასიურია,თითქმის ცივსისხლიანი,მაგრამ როგორც კი ცენტრალურ ადგილს იკავებთ სცენაზე,ენერგეტიკული აფეთქებაც არ აყოვნებს.თქვენი ღვთაებრივი ნიჭი რევოლუციურ შემეცნებასთან შეთანხმებული უტეხი ნების დემონტრაციაა. მახე_კაპრიზული უყურადღებობა პუბლიკის მიმართ. ამოცანა_ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერი რაოდენობის როლის შესრულების უნარის დემონსტრაცია.

რომანტიკა,სიყვარულის გაცემა. თქვენ ჭეშმარიტ ინდივიდუალობას ავლენთ არშიყობაში. ხშირად დისტანციურად ცივსისხლიანი და პასიურად განმარტოებული ხართ. გარშემომყოფებს მიაჩნიათ,რომ სასიყვარულო ავანტურებისადმი გულგრილი ხართ. მაგრამ გარკვეულ მომენტში თქვენ აუცილებლად ჩაგერთვებათ ბობოქარი რომანტიული გრძნობები და მაშინ სოციალური ქცევის წესებს ფანჯრიდან მოისვრით. სიყვარული აქ არამხოლოდ რიტუალია_ის გრიგალია,რომელიც თქვენი ეგოთი იკვებება. თქვენს აზრობრივ თუ ემოციურ კონცენტრაციას ნებისმიერ ადამიანზე,ლაზერის სხივის ეფექტი აქვს,მანიაკალურია. მახე_წინააღმდეგობრიობა და უაზრო მოთხოვნები: “მომეცი,თორემ…“ დაიმახსოვრეთ,რომ სიყვარული ვერ იცოცხლებს,თუ თქვენ მოითხოვთ თავისუფლებას საკუთარი თავისთვის და უარყოფთ ასეთივე თავისუფლებას სხვებისთვის. ამოცანა_დაე,რომანტიკის შოკურმა ზემოქმედებამ წინამორბედი მოლოდინება დაამსხვრიოს და შეცვალოს თქვენი ორიენტირები.

სექსუალური სპექტაკლი.  თქვენი სასიყვარულო თამაშები რევოლუციური და ექსპერიმენტულია _ ამის ლოგიკურად აღწერა შეუძლებელია. აქ ექსტრიმი მეფობს. თამაშში ჩართულობა და გამოთიშვა ელვისებური სისწრაფით ცვლის (და ხშირად გამორიცხავს)ერთმანეთს. თქვენი ცნობიერი პიროვნების მიღმა გამეფებული თავნებობა ხან საყვარელი ადამიანისკენ გიბიძგებთ,ხანაც მისგან უკუგაგდებთ. სექსუალური ქცევების სტილი სიტუაციიდან სიტუაციამდე,მომენტიდან მომენტამდე იცვლება. თქვენ ძალიან მძაფრად აღიქვამთ ელექტროშოკის მსგავს ცვლილებებს,რაც დაკავშირებულია მოთხოვნასთან,გამოიყურებოდეთ რაც შეიძლება უნიკალურად. მახე_გაუმაძღარი სურვილების ციკლური ცვლა,რაც ხშირად გიბიძგებთ სასიყვარულო ურთიერთობის უარყოფისკენ. ამოცანა_ ისე მოიქეცით,რომ სექსუალური ურთიერთობები ტრანსფორმაციის საშუალება გახდეს,რაც ყოფიერებაზე ამაღლებაში დაგეხმარებათ.

პირადი შემოქმედება.  თქვენს შიგნით თითქმის იძულებითი ხასიათის სურვილი ფეთქავს,დაამსხვრიოთ წესები და გასცდეთ ჩარჩოებს შემოქმედებითი აღმაფრენისა და მენტალური ნათების აქტებში. როგორც წესი,მარტივად აღწევთ თქვენსას და უპრობლემოდ მოიპოვებთ წარმატებას. თქვენ არასდროს მღერით ერთ სიმღერას ორჯერ. ყოველთვის ნოვატორული, განსხვავებულ გზაზე დგებით და უკიდურესად იშვიათად იყურებით უკან. მახე_გააიგივოთ საკუთარი თავი თქვენს ეგოსთან. ამოცანა_შეავსეთ ჭეშმარიტი ორიგინალობით ყველაფერი,რასაც  შემოქმედებთ.

შეჯიბრი.  თქვენ არც ისე გიზიდავთ შეჯიბრი,თუმცა ნამდვილად შეგიძლიათ რკინის ნებისყოფის გამოვლენა გამარჯვებისთვის,მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც აჯანყდებით. არც იღბლიანი თამაში,არც გაფრთხილება აქ არავითარ როლს არ ასრულებენ. აქ ნება მეფობს. განდეგილობის გრძნობა,რომელიც მუდამ თან სდევს სატურნიელ პიროვნებას,მხოლოდ აძლიერებს ურანიელი პიროვნების რეპუტაციას: „მე აბსოლუტურად არ მადარდებს რას ლაპარაკობენ ჩემზე. მთავარია,ჩემი სახელი სწორად დაწერონ!“ მახე_არაპროგნოზირებადობა. როდესაც საქმე რისკს ეხება,წინასწარ ვერაფერს გათვლით. ამოცანა_ დაიმახსოვრეთ,რომ ავანტურები თქვენი განვითარების პროცესის ბუნებრივი კომპონენტია. წარმატებულია თუ წარუმატებელი,ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ახალი ცნობიერება_აი,რას აქვს მნიშვნელობა და რა არის თქვენი საბოლოო მიზანი და შედეგი.

 

 

 

ფელიქს ველიჩკო

V სახლის ურანი ცხოვრების ყველა სფროში მოულოდნელობებს ქმნის. ადამიანი მიდრეკილია სწრაფი და თავბრუდამხვევი სასიყვარულო ავანტურებისკენ. უყვარს რისკი და სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები. აინტერესებს ოკულტიზმი,ასტროლოგია,პედაგოგიკა,ფილოსოფია.

კარგი ინტუიცია აქვს. ექსცენტრული და მფლანგველია.  სასიყვარულო ურთიერთობებში არ უყვარს პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღება. არც ხანგრძლივი კავშირების მოყვარულია. შემოქმედებითი პიროვნება. გატაცებულის ხელოვნებით. ხშირად შემოქმედებაში იმისთვის მიდის,რომ ოჯახური ვალდებულებებისგან განთავისუფლდეს.

შემთხვევას არ უშვებს ხელიდან,რომ გარშემომყოფების თვალწინ საკუთარი გონებრივი უნარების დემონტრირება მოაწყოს,მთელი თავისი ბრწყინვალებით. ძალიან არადისციპლინირებულია. მისი წესია_აკეთოს მხოლოდ ის,რაც უნდა. ვერ იტანს ვერანაირ შეზღუდვას. სასიყვარულო პარტნიორისგან სრულ თავისუფლებას მოითხოვს. საზოგადოებაში და ინტიმურ ურთიერთობაში ძალიან,ხშირად ზედმეტად თავისუფალია. მისი ემოციური და გრძნობითი სფეროები სავსეა უცნაური მოვლენებით. ხშირად არატრადიციული შეხედულებები აქვთ სქესთა კავშირზე.  ურანი აქ თავისუფალ სიყვარულს აქეზებს.

ხშირია შვილთან განშორება ან  ბავშვებთან დაკავშირებული უსიამოვნებები.

 

ცნობილი ადამიანები V სახლის ურანით:

ვერძში: Elvis Presley, Grace Kelly, Clint Eastwood, Jacqueline Kennedy Onassis, Stanley Kubrick, Paul Verlaine, Robert Wagner, Yves Rocher, Ariel Sharon…

კუროში: Bob Dylan, Michèle Mercier, Raquel Welch, Frank Zappa, Dennis Hopper, Ian McKellen, Vivienne Westwood…

ტყუპებში: Jimi Hendrix, Catherine Deneuve, Susan Sarandon, Priscilla Presley, Barry White…

კირჩხიბში: Isabelle Adjani, Jay Leno, Ivan the Terrible…

ლომში: Dave Gahan, Marie Trintignant, Sheryl Crow, Benjamin Franklin, Bo Derek, Steve Vai, Boy George, Zucchero…

ქალწულში: Pamela Anderson, Halle Berry, Charlie Sheen, Sarah Jessica Parker, Philip Seymour Hoffman, Virginia Woolf, Felipe VI of Spain, Frédéric Beigbeder, Steffi Graf, Dr. Dre…

სასწორში: Jean Dujardin, Matthew McConaughey, Juliette Lewis, Christina Applegate, Sarah Silverman, George Patton, David Charvet, Bixente Lizarazu, Calogero, Prosper Mérimée…

მორიელში: Milla Jovovich, Drew Barrymore, Liv Tyler, Michelle Williams, Kate Hudson, Anders Breivik, Didier Drogba…

მშვილდოსანში: Megan Fox, Lana Del Rey, William Shakespeare, Alfred Hitchcock, Mary-Kate Olsen, Ashley Olsen, Emma Stone, Carrie Underwood, Galileo Galilei, John Steinbeck, John Dillinger, Jorge Luis Borges…

თხის რქაში: Taylor Swift, Chris Brown, Frida Kahlo, Howard Hughes, Henry VIII of England, Lyndon Johnson…

მერწყულში: François Mitterrand, Albert Camus, Richard Nixon, Gene Kelly, Zsa Zsa Gabor…

თევზებში: Charles Bukowski, Charlton Heston, Jimmy Carter, Nancy Reagan, Georges Bizet…

 

 

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top