ნათალური ურანი III სახლში

ნათალური ურანი III სახლში

 

საკვანძო სიტყვა _  „გამომგონებლობა“

ეს ადამიანი შეიძლება ჭეშმარიტი გენიოსი აღმოჩნდეს. მეცნიერული აზროვნების უნარი იდეალურად ეთავსება მის თანამედროვეობას. კომუნიკაციის არატრადიციული მეთოდები დიდად წაადგება ლიტერატურულ ხელოვნებასა და ორატორობაში. მოქნილი და გამჭრიხი გონება კი შესანიშნავ უნარებს აძლევს კვლევითი სამუშაოებისთვის. ხანდახან წინდაუხედავად იქცევა. ძალიან უყვარს ახალი იდეები. პლანეტის დაზიანებისას,შეიძლება მალფეთქებადი,თავნება და ექსცენტრული იყოს,რაც არამხოლოდ მის ქცევებში,მეტყველებასა და მიმიკებშიც კარგად იკითხება.

არ არის გამორიცხული მოულოდნელი განშორება ნათესავებთან. ზოგადად,ცნობისმოყვარეობა აიძულებს ბევრი იმოგზაუროს და ხშირად შეიცვალოს დისლოკაციის ადგილი,მოვლენათა განვითარების მიხედვით. აინტერესებს ყველაფერი უცნაური და უჩვეულო. მოულოდნელ გამონათებებს ახალ მიხვედრილობამდე მიჰყავს. ბუნებრივია,რომ შესანიშნავი ასპექტია გამოგონებებისა და მეცნიერულ-კვლევითი საქმიანობისთვის. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან რევოლუციური იდეების გავრცელებისკენ,თუმცა, როგორც წესი,ბეჭდვითი ან ზეპირი სიტყვით შთააგონებენ სხვებს და თავად იშვიათად გადადიან მოქმედებაზე. უპირატესად ინტელექტუალებთან მეგობრობენ და თანამშრომლობენ,ვინც ხელს უწყობს მათი თვალსაწიერის გაფართოებას. თანამშრომლებსა და ნათესავებთან ურთიერთობას თან ახლავს მღელვარებები და უცნაური მოვლენები. ხანდახან გონება რეალობას წყდება. ვლინდება ნაჩქარევი და ზედაპირული დასკვნების ტენდენცია ან აზრების ნერვული დინამიკა.

უკიდურესად ცნობისმოყვარე და ორიგინალური აზროვნება აქვთ,ცრურწმენებისა და წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი და მთლიანად უცნაურ საგნებსა და მოვლენებზე კონცენტრირებული. ინტერესდებიან ეზოთერული,ასტროლოგიური და მეცნიერული მონოგრაფიებით. ხშირად უშუალოდ არიან დაკავშირებულნი მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან. მისი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი მოვლენებით,ცვლილებებით,გარდატეხებით, თავგადასავლებით.

პლანეტის დაზიანება მიუთითებს უბედურ შემთხვევებსა და ნათესავების მხრიდან მუხანათობაზე. ხანდახან მკაცრი კრიტიკის მსხვერპლია,საკუთარი მოწინავე იდეებისა და პროექტების გამო. ამას მიჰყავს ნერვული გაღიზინებისკენ და შეიძლება სრულიად აბსურდული ქცევებისა და უცნაური გამოთქმების მიზეზიც გახდეს. უდაოდ შრომისმოყვარე და ბეჯითი ხალხია,თუმცა მათი შრომა ყოველთვის ნაყოფიერი არ არის,რადგან მიზნები და ინტერესები ელვის სისწრაფით ეცვლებათ. მიდრეკილნი არიან აზარტული ღონისძიებებისა და ავანტურისტული ინიციატივებისადმი. აბდა-უბდა და არაორგანიზებული გეგმები აქვთ,არეული ცხოვრება განაპირობებს ადამიანებისგან გაუცხოებას. შესაძლოა ვინმე გაქურდონ მატერიალური,თუმცა უფრო ხშირად ინფორმაციული სარგებლის მიღების მიზნით. ხანაც პირიქით_შურიანი და ნაკლებად გენიალური კოლეგები პარავენ ან ითვისებენ მის იდეებს.

 

პაველ გლობა

დადებითი  და იღბლიანი კონტაქტები უახლოეს გარემოცვასთან. პოპულარობა ვიწრო წრეში. აზრების ორიგინალური ფორმებით გამოხატვა. მოულოდნელად მიღებული ინფორმაცია. ნაადრევი განვითარება.

– ბოჰემური გარემოცვა. გაურკვეველი ინფორმაცია. ცუდი აღზრდა და უარყოფითი ურთიერთობები ნათესავებსა და უახლოეს გარემოცვასთან. კატასტროფების,გაქურდვის,დაუგეგმავი გარემოებების საფრთხე ახლო მანძილზე მოგზაურობისას.

 

ფრენსის საკოიანი

არაორთოდოქსალური,კლიშეებისგან თავისუფალი აზროვნება. საკუთარი შეხედულებებს აყალიბებენ მხოლოდ გამოცდილებასა და მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით. მათი აზრები არ არის დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე. იდეის შეფასებისას,ობიექტური და მიუკერძოებლები არიან. უცნაური ინტერესები აქვთ. დაუგეგმავი ახლო მოგზაურობები,ადგილსამყოფელის მოულოდნელი ცვლილებები მოკლე რადიუსში. ხშირად ვხვდებით გამომგონებლებისა და მეცნიერების რუკებში.

თქვენ სწრაფად ითვისებთ ახალ კონცეფციებს,გაინტერესებთ ახალი ტექნოლოგიები და საერთოდ,ყველაფერი ნოვატორული. ასევე ძლიერ გიზიდავთ უცნაური,უჩვეულო იდეები და პრობლემებისადმი შემოქმედებითი,ორიგინალური მიდგომა. თუმცა გიჭირთ კონცენტრაცია ერთ იდეასა და ამოცანაზე,რადგან სწრაფად გბეზრდებათ. ფრიად გამომგონებლური გონების მფლობელი ხართ.

 

ავესალომ პადვოდნი: „იმედის მიცემისას,იმაზეც იზრუნეთ,რომ ის ვინმემ მიიღოს“.

დაძაბული ასპექტების შემთხვევაში,ეს ადამიანი სოციალურად სახიფათოა,კრიმინალური და სამოქალაქო თვალსაზრისით თუ არა,ყოფით დონეზე მაინც.

ამ ადამიანის იდეები,რომელიც უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობაში ებადება,მართლაც საოცარი და ორიგინალურია,თუმცა საღ აზრს სრულად მოკლებული. მაგალითად,მან შეიძლება გოგო დაპატიჟოს ახალ მოდურ სპექტაკლზე,მოვიდეს ნახევარი საათით ადრე და აღელვებულად და უშედეგოდ ეცადოს ბილეთების შოვნას! თუმცა აღსანიშნავია,რომ მისი ნაცნობებიც ორიგინალური იდეებითა და ექსცენტრული გამოხტომებით გამოირჩევიან. მიზეზი მარტივია_ნატივი თავად ინტერესდება არაორდინალური ადამიანებით.

ურანის ძლიერად ჩართულობის შემთხვევაში,ის ფსიქიკური კლინიკის კანდიდატია,გამორჩეული ძალის მანიის მძიმე სინდრომებით_“ჩემი მოუზომავი მზერისგან შეიძლება პლანეტა განადგურდეს. მე კი მუდმივად ვიცავ მას ცუდი ადამიანების,მფრინავი თეფშების,შამბალებისგან…“ და ის ძალიან წიგნიერი ენით აღწერს დედამიწის აურაში მიმდინარე პროცესებს. ან სულაც შესაძლოა ეჩვენებოდეს,რომ მას ემუქრება ასეთი ძლიერი ძალა(დევნის მანია).

ურანისგან გზავნილი ბედისწერის ნიშნები ნაცნობებისგან მოდის(შესაძლოა,შემთხვევითი შემხვედრებისგანაც) და ხელს უწყობს სწავლის პროცესს,რომელსაც ასევე თან ახლავს უცნაური ხელისშემშლელი გარემოებები. მოსწავლისა და მასწავლებლის გენიალობის გამოვლინებებიც ვერ დაეხმარებათ  თავიდან.

ასპექტის დამუშავება ისეთი საგნებისა და იდეების ათვისების საშუალებას იძლევა,რომლებიც კაცობრიობისთვის რამდენიმე წლის შემდეგ გახდება ცნობილი და პოპულარული.

ეს მდებარეობა გამოარჩევს შესანიშნავ ეზოთერულ მასწავლებელს.

 

ბორის იზრაიტელი

ადამიანს ძალიან გამომგონებლური გონება,უამრავი ახალი იდეა აქვს.  მარტივად ითვისებს სხვის იდეებს და უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას მცირე დროში. რუტინული ტიპის განათლება მისთვის მძიმე ტვირთი ხდება. მისთვის მთავარია ცოდნის სტრუქტურა აითვისოს,სუფთა კონცეფციაზე გავიდეს.

ძლიერი კავშირი აქვს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან. ინფორმაციის ორიგინალურ არხებს იყენებს,რაც მიუწვდომელია სხვებისთვის. პირდაპირ კითხულობს ნეოსფეროს ფაქიზ ფენებს. მნიშვნელოვანია საერთოპლანეტური აზროვნება.

ექსპერიმენტებს ატარებს სიტყვებზე:იგონებს ნეოლოგიზმებს,გადაანაცვლებს მარცვლებს,ყველგან ლინგვისტურ სტრუქტურას ეძებს.

უცნაური და-ძმა ჰყავს.

უჩვეულო მოვლენები მოგზაურობისას.

 

ბილ ჰერბსთი

გარემომცველი ადამიანები და ნივთები. ურანის III სახლში მდებარეობა იმის მაუწყებელია,რომ გარემოცვის აღქმა ხშირად დაელექტროებულია,ნაწილობრივ ქაოტური,მუდმივად ცვალებადი და  მომხიბვლელობის ულევ წყაროს წარმოადგენს. გარესამყაროსთან ინტერაქცია გახსნილია,გამოწვევებისა და თავნებობის ძლიერი ტენდენციით. თქვენ თვალის დამხამხამებაში გადადიხართ მშვიდი  და პასიური მდგომარეობიდან ფეთქებად აქტიურობაზე,მაგრამ როდესაც მიზეზზე გეკითხებიან,მხრებს იჩეჩავთ და ამბობთ,რომ ეს თქვენთვის სავსებით ნორმალურია. თქვენთვის არც ერთი სტიმული არ წარმოადგენს ზედმეტი დაძაბულობის მიზეზს,არც ერთი ქმედება არ  გეუცნაურებათ ექსპერიმენტებისთვის. მახე დამალულია ძველ გამოთქმაში: „ცნობისმოყვარეობამ კატა მოკლა“. თქვენთვის  საბედნიეროდ,თითქოს მართლაც ცხრა სიცოცხლე გაქვთ. ამოცანა_ ამაღელვებელი ზეგავლენა მოახდინოთ გარესამყაროსა და ადამიანებზე ჩვენს სამყაროში,თუმცა ისე,რომ არ უარყოთ კეთილგანწყობილი ადამიანები.

კონკრეტული აზროვნება. ურანი აჩვენებს,რომ რაციონალიზაცია შემოქმედებითი ექსპრესიის,მეცნიერული ექსპერიმენტებისა და პირადი თავისუფლებისკენ მიმავალი გზაა. თუ მარსი(ამ სახლში) „მენტალური მეომარია“,ურანი_ „მენტალური დივერსანტია“,რომელიც არ აღიარებს ჩვეულებრივი კანონების ლოგიკას,რომელიც მეხივით სრულიად მოულოდნელად ურტყამს. და მაინც,დროის უმეტესი ნაწილი მშვიდად გამოიყურებით,პასიური დამკვირვებლის როლში. მაგრამ აზროვნების გრიგალი მოულოდნელად გეპარებათ. მახე_მენტალური მეამბოხეობა ანუ ამბოხება ამბოხებისთვის. ამოცანა_ გასხივოსნება,მოულოდნელი შეჭრა სიღრმეში,თავთან ანთებული ნათურა,“ევრიკა“! გენია,რომელიც თქვენი ეგოს საზღვრებს სცილდება.

ცნობისმოყვარეობა. ისევე როგორც მერკურის შემთხევაში,თქვენთვის დამახასიათებელია ულევი ცნობისმოყვარეობა,მაგრამ სატურნისგან განსხვავებით,აქ სრული უშიშრობაა. ისევე როგორც მარსის შემთხვევაში,თქვენ ძლიერ გამოწვევებს გრძნობთ,მაგრამ ეს უჩვეულო შეჯიბრია_ის არ არის მიმართული სხვა ადამიანებისკენ. მეტსაც გეტყვით,ეს თავად ცხოვრებასთან შეჯიბრია_შეგიძლიათ დაიყოლიოთ იმაზე,რომ თავისი ყველა საიდუმლო გაგიმხილოთ? თუმცა თქვენი ცნობისმოყვარეობა არ გიბიძგებთ,ყველაფერს ეტაკოთ. სინამდვილეში,თქვენი ინტერესი ცივი დაკვირვების პოზით შემოიფარგლება. მაგრამ დროდადრო მაინც რაღაც ჩაივლის თქვენი გონების მიღმა და თქვენ ნებისმიერ ფასად უნდა დაიკმაყოფილოთ  ცნობისმოყვარეობა და გაიგოთ,რა იყო ეს. თქვენი გონება ორივე ვარიანტში მუშაობს,თუმცა პირველ შემთხვევაში_ცივსისხლიანად, მეორეში _ დაელექტროებულად.

განათლება. ურანის ამ მდებარეობისას,ბავშვმა შეიძლება ნამდვილი მღელვარება განიცადოს სწავლის პირველი პროცესისგან,ის ყოველთვის სასიამოვნოდ განცვიფრებულია,როდესაც რაიმე ახალს იგებს. პარადოქსია,მაგრამ ასეთი ბავშვი რევოლუციური იმპულსების ძლიერ გავლენასაც განიცდის,როდესაც ისეთ სიტუაციებში ხვდება,სადაც გამომწვევი თავნებობა ვლინდება. დაწყებითი განათლება დიდად განაპირობებს თავდაჯერებისა და დამოუკიდებლობის განვითარების დონეს,მაგრამ ის შეიძლება ოსტრაკიზმისა(განდევნა,გაძევება) და დაუმორჩილებლობის გამოცდილების მიზეზიც გახდეს. ზრდასრული ადამიანი,ურანის ასეთი მდებარეობით, ინტელექტუალურად ძალიან თავდაჯერებულია. ამასთან,მისი თავდაჯერება თანაბრად ვარირებს ჯიუტი თავნებობისა(როგორც ნეგატიურ) და ბრწყინვალე გამჭრიახობის(როგორც პოზიტიური)  დიაპაზონებში.

კავშირი. თქვენი მეტყველებითი პატერნები გარკვეულწილად უჩვეულოა ან იდიოსინკროზულია. ეს შეიძლება გამოიხატოს ხმით,მაგალითად,ჩლიფინით,ზოგიერთი ბგერის უცნაური გაჟღერებით ან დიფთონგით. ნებისმიერ შემთხვევაში,ეს არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. პირიქით,თქვენს პიროვნებას განსაკუთრებულ მომხიბვლელობასა და უნიკალობას ანიჭებს. სხვა ადამიანები კარგად ვერ ხვდებიან,რას უნდა ელოდონ თქვენი სიტყვებისგან,მაგრამ როდესაც ფიქრობენ,რომ კაუჭზე წამოგაგეს,თქვენ რაიმე უცნაური განცხადებით ან თუნდაც ერთი მჭახე ფრაზით აოცებთ.

 

 

ფელიქს ველიჩკო

საკმაოდ ძლიერი მდებარეობაა,რომელიც ხელს უწყობს უშუალო კომუნიკაციასა და საინტერესო საუბრების წამოწყება-შენარჩუნებას. შესანიშნავი მდებარეობაა მწერლებისა და ორატორებისთვის; ტყუპების,ქალწულისა და მერწყულის ნიშნების დატვირთულობისას _ გამომგონებელ ინჟინრებსა და ტექნიკოსებს ბადებს,განსაკუთრებით ელექტრონიკის სფეროში. ავითარებს იდეალიზმს,გუმანსა და ფანტაზიას,შრომისმოყვარეობას,ცხოველ ინტერესს  მეტაფიზიკის მიმართ. ფართოდ გავრცელებულია რეფორმატორული იდეები,თუმცა ხშირად კონკრეტული მიზნის გარეშე.

დამოუკიდებლობის მძაფრი შეგძნება,რომელსაც ნეგატიურად განსჯიან გარშემომყოფები. სრული თავისუფლების მოთხოვნა. მტკიცედ უარყოფს იძულებასა და ვალდებულებებს. მუდმივად მოვლენების ეპიცენტრშია და გარშემომყოფებზე უკიდურესად სუბიექტურად მსჯელობს. როგორც წესი,გამორჩეულად ჭკვიანი ადამიანები არიან. მათ აუცილებლად სჭირდებათ კარგი განათლების მიღება,რომ სრულიად მოახდინონ საკუთარი მენტალური შესაძლებლობების რეალიზაცია.

მიბაძვის,იმიტაციის,გაჯავრების ნიჭი. ეს ნოვატორი ადამიანია,რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს მენტალური პროცესები. არც ისე იშვიათად მშობლების ავტორიტეტი იმდენად ძლიერია, ახალგაზრდა ასაკში ისინი უბიძგებენ ცხოვრებისეული გზის არჩევისკენ. თუ ეს გეზი მცდარი აღმოჩნდა,შემდგომ ადამიანი უარს აცხადებს აღიაროს ნებისმიერი ავტორიტეტი. ეს მდებარეობა ხელს უწყობს ძალიან გონებაგახსნილი,ყოველგვარი ექსპერიმენტებისთვის მზადმყოფი,ორიგინალური პიროვნების ჩამოყალიბებას,რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავსა და ძალებში. ის ყველანაირ საქმეს დიდი გატაცეებითა და ინტერესით ჰკიდებს ხელს,თუმცა ბოლომდე იშვიათად მიჰყავს. ურთიერთობაში ექსცენტრულია,უყვარს მოგზაურობა უცნაურ ადამიანებთან ერთად.

შეეფერება პროგრამისტის,კინო ან ტელეოპერატორის,მწერლის,მდივნის,რეპორტიორის პროფესიები. ისინი გაჭირვებით ან საერთოდ ვერ იტანენ რუტინულ და ერთფეროვან სამუშაოს. ყველა სპეციალობაში დასჭირდებათ ახალი ტექნოლოგიური მიღწევებისა და მეთოდების გამოყენება.

 

ცნობილი ადამიანები III სახლის ურანით:

ვერძში: Warren Buffett, René Descartes, Pierre Bergé, Larry King…

კუროში: Anthony Hopkins, Jane Fonda, Martin Sheen…

ტყუპებში: Janis Joplin, Stevie Nicks, Theodore Roosevelt…

კირჩხიბში: François Hollande, Jean-Marc Ayrault, Sigourney Weaver, Tony Blair, Howard Stern, Pedro Almodóvar, Dodi Fayed, Althea Flynt, Olivia Hussey…

ლომში: Michelle Pfeiffer, Albert II, Prince of Monaco, Patrick Bruel, Tim Burton, Julianne Moore, Maria Shriver…

ქალწულში: Albert Einstein, Juliette Binoche, Céline Dion, Will Smith, Michael Jordan, George Michael, Lisa Kudrow, Patricia Arquette, Lisa Marie Presley, Vanessa L. Williams…

სასწორში: Jennifer Lopez, Robbie Williams, Heidi Klum, Victoria Beckham, Lara Fabian, Agatha Christie, Matthew Perry, Tina Fey, Jason Bateman, Alexandre Dumas…

მორიელში: Roger Federer, Chris Martin, Christina Ricci, Usher, Nicole Richie, Frédéric Chopin, Katherine Moennig, Brittany Murphy, Paramahansa Yogananda, Nicolaus Copernicus, Charles Dickens, Franz Liszt, Ronaldo…

მშვილდოსანში: Britney Spears, Mark Zuckerberg, Walt Disney, Tony Parker, George Orwell…

თხის რქაში: Katharine Hepburn…

მერწყულში: Nelson Mandela, Edith Piaf, Johann von Goethe, Emily Dickinson…

თევზებში: Marlon Brando, Emile Zola, Kurt Vonnegut…


About Qet

Scroll To Top