ნათალური ურანი IV სახლში

ნათალური ურანი IV სახლში

საკვანძო სიტყვა „უწესრიგობა“

ამ პიროვნების დედა ორიგინალური ადამიანია. საერთოდ, მშობლებთან და ოჯახის წევრებთან  მეტად უცნაური და რთული ურთიერთობა აქვს. შეიძლება ბავშვობაში მშობლებთან განშორებამ მოუწია ან რამდენიმე წელი უჩვეულო პირობებში ცხოვრობდა. არ არის გამორიცხული ერთ-ერთი მშობლის ნაადრევი გარდაცვალებაც.

ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს ან ცვლის თავად მას: ავეჯს გადაადგილებს, ახალი ავეჯით ანაცვლებს და ა.შ. არ არის გამორიცხული უბედური შემთხვევები სახლში. შეიძლება სახლი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო დაიწვას ან სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანდეს. მისთვის რთულია წარმატების მიღწევა სამშობლოში. შეიძლება გაფლანგოს ან სხვაგვარად დაკარგოს მშობლებისგან მიღებული მემკვიდრეობა. საერთოდ, ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია უბედურების მომტანი მემკვიდრეობა და ღატაკი სიბერე.

ეს ასპექტი უძლიერეს გავლენას ახდენს ადამიანის ქვეცნობიერებაზე, რაც მას სულიერი განვითარების საშუალებას აძლევს. ძალიან სურს ჩასწვდეს საკუთარი არსებობის აზრს. უყვარს ფილოსოფიური განსჯები თემებზე „საიდან“ და „ რატომ“.

ეს ადამიანი პერმანენტული ცვლილებების პირობებში ცხოვრობს. მისთვის არც ისე მარტივია სტაბილური ოჯახური კერის შექმნა. ბედის დარტყმები მუდამ თან სდევს. უპასუხისმგებლო ქცევების გამო, ხშირად ეხვევა კონფლიქტურ სიტუაციებში. ამასთან, სერიოზულად ეშინია მარტო დარჩენის.

 

პაველ გლობა:

+ თავიდანვე მკაფიოდ ფორმირებული სიყვარული თავისუფლებისადმი, მხოლოდ ტრადიციების განახლებით. ცვლილებების მოთხოვნა სახლში. ორიგინალური სახლი და უახლოესი გარემოცვა. ოჯახი, რომელიც ეხმარება. მეგობრული დამოკიდებულება მშობლებთან. კარგი ფსიქოლოგიური უნარები.

_გადატრიალებები, წინააღმდეგობები და უბედური შემთხვევები სახლში. ზოგადად, საკმაოდ მერყევი „ჭერი“. უახლოეს გარემოცვას მისი არ ესმის.

 

 

ფრენსის საკოიანი

უჩვეულო საშინაო პირობები და ოჯახური ურთიერთობები. ერთ=ერთი მშობელი ორიგინალური პერსონაა. თქვენ საჭიროებთ სახლში მიმოსვლის თავისუფლებას. სავარაუდოდ, თქვენი სახლი უხვად იქნება აღჭურვილი სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობით. არ არის გამორიცხული უცნაური არქტიტექტურაც.  ახლო მეგობრები ოჯახის წევრებად არიან დადგენილნი. თქვენი სახლი ხშირად ხდება მეგობრების თავშესაყარი, საერთო საქმეების განსახილველად ან თუნდაც ოკულტური რიტუალების ჩასატარებლად.

თქვენი ბავშვობა, განსაკუთრებით მშობლებთან ურთიერთობის კონტექსტში, არასტაბილურ ხასიათს ატარებდა, რის შედეგადაც თქვენ ძალიან გიჭირთ  მყარი დასაყრდენის შეგრძნება. თქვენი ერთ-ერთი მშობელი  უცნაური და ექსცენტრული პიროვნებაა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თქვენს ცხოვრებაზე. საცხოვრებელი ადგილის ან ოჯახური ურთიერთობების ხშირმა ცვლამ შეიძლება დაუცველობის გრძნობა განავითაროს, თუმცა იმავდროულად, თქვენ მოცემული გაქვთ მეტი თავისუფლება, ნაკლები წნეხი და აუცილებლობა, მოერგოთ ადათებს. შედეგად _ ინდივიდუალური განვითარების მეტი შესაძლებლობა  და ნაკლები შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით,როგორ უნდა მოიქცეთ,როგორ  იგრძნოთ და როგორ იცხოვროთ.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „წინასწარმეტყველი“

ნაკლებად სავარაუდოა ასეთმა ადამიანმა საკუთარი მსოფლმხედველობის საფუძვლების ზუსტი ფორმულირება მოახერხოს,განსაკუთრებით ჰარმონიულ რუკაში.

ურანის მცირედ დაზიანების შემთხვევაშიც კი ქვეცნობიერება არამდგრადია: ადამიანი ყოველთვის მოულოდნელ დარტყამს ელის და დროდადრო იღებს კიდეც. მთლიანობაში,მშვიდი ცხოვრება აქვს,მაგრამ ორმოცი წლისთვის,როდესაც ტრანზიტული ურანი X სახლში შევა და ნათალურ ურანთან ოპოზიციურ ასპექტს შექმნის,დარტყმები შესაძლოა გამანადგურებელი აღმოჩნდეს,თუ ადამიანი წინასწარ არ მოემზადა.

დაბალ დონეზე ადამიანის ცხოვრებისეული პოზიცია ენერგეტიკულად გამანადგურებელია: „ეს სამყარო განადგურების ღირსია!“ ასეთი დამოკიდებულება გარესამყაროს დარტყმებისადმი ფარული შიშით არის მოტივირებული. ურანული გამოვლინება ქვეცნობიერის სიღრმეში იმით გამოიხატება,რომ ქვეცნობიერების ზედაპირული პროგრამები ხშირად იშლება,ადამიანი მკვეთრად იცვლება,უმეტესად უარესობისკენ,რადგან,მყარი ნიადაგის ნაცვლად,ფეხქვეშ გახურებულ ლავას გრძნობს. თუ ურანი სუსტად არის ჩართული,მიწა ოდნავ ცხელია და მცირედ ირყევა,მაგრამ თუ მძლავრად ჩაირთო,ნიადაგი სკდება და იქიდან ცეცხლოვანი ლავა იფრქვევა.

დამუშავება ხდება ღვთიური ნებაზე დამორჩილებით,რომელიც შეიძლება იმპერატიული და მკაცრი იყოს,მაგრამ არასდროს ისახავს მიზნად ადამიანის განადგურებას. სხვა საქმეა,რომ ურანის ძლიერი ენერგეტიკული დინება ყურადღების მაღალ კონცენტრაციას მოითხოვს. ასევე საჭიროა „მეს“ პრინციპი უპიროვნებო მსახურების პრინიციპით შეიცვალოს,უფრო კონკრეტულად კი,პოზიციით: „მე მნიშვნელოვანი ვარ,მაგრამ არა აზრებით,რომლებიც  ღვთისგან მოდის,არამედ ჩემი ყურადღების მშვიდი კონცენტრირებით მათზე,რაც საშუალებას მაძლევს ეს ღვთაებრივი გამონათებები აღვიქვა,არ დავამახინჯო და ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე დავარედაქტირო“.

ბედისწერის გზავნილებს ადამიანი პირდაპირ საკუთარ სახლში იღებს. გადამწვარი ნათურა ან შვილის გახეთქილი მუხლი მისთვის ყოველთვის რაღაცას ნიშნავს,მაგრამ კონკრეტულად რას_ამას მხოლოდ ურანის გულდასმით დამუშავების შედეგად ისწავლის.

სახლში ხშირად დაძაბულობაა,როდესაც მოულოდნელი მოვლენები ხდება,მალული ქვეტექსტებით,რისი გაგებაც ადამიანს ძალიან უჭირს. ურანი გენიალური გამჭრიახობის მომენტებს იძლევა. მოცემულ შემთხვევაში,ადამიანმა შეიძლება მრავალი წლის მანძილზე არსებული საშინაო პრობლემების მოგვარების გზები და მეთოდები დაინახოს. მაგრამ მხოლოდ მიხვედრა არ არის საკმარისი. საჭიროა ცხოვრებაშიც გაატაროს.

 

 

ბორის იზრაიტელი

ხშირი გადაადგილებები, გარკვეულ შემთხვევაში (დამატებითი ასპექტებისას), ცხოვრება სამშობლოდან შორს. ურანის ამ მდებარეობას ხშირად ვაწყდებით გამცილებლების, მემანქანეების, პილოტების რუკებში.

უცნაური ურთიერთობები ოჯახში_შეიძლება იყოს ემოციური ,მაგრამ არათანაბარი,ძლიერი რყევებით. ხშირად მიუთითებს არასრულ ოჯახზე,მშობლიური სახლის ნაადრევ დატოვებაზე,მშობლებთან ურთიერთობის გაწყვეტაზე. ეს ადამიანი არ არის მიჯაჭვული ოჯახსა და ტრადიციებზე.

თუ ურანი ჰარმონიულია,სახლი სავსეა ელექტრომოწყობილობებით,მეგობრებით,მაგრამ კომფორტი და სიმყუდროვე მაინც არ არის.

 

 ბილ ჰერბსთი

მიკროკოსმი. თქვენი შინაგანი „მე“ ძალზედ ექსცენტრულია და სავარაუდოდ, დიდად განსხვავდება იმ „მესგან“, რომელსაც სამყაროს უჩვენებთ. თქვენს შინაგან ტაძარში სრული თავისუფლება სუფევს, სოციალური წესების, საზოგადოებრივი სტანდარტების შეზღუდვებისა და ჩარჩოებისგან თავისუფალი. მახე _ იმდენად საიმედოდ გადამალოთ თქვენი ინდივიდუალობა, რომ ვერავინ დაინახოს. ამოცანა _ რაც შეიძლება მეტი  წყალი შესვათ თავისუფლებისა და უნიკალობის ჭიდან. ურანი,სხვა პლანეტების სიმბოლური მდგომარეობით ამ სახლში,ყველაზე მეტად მიუთითებს გაუცხოების შეგრძნებაზე _ თქვენ ყველგან უცხო ხართ. მართალია, ყველა ადამიანი დროდადრო განიცდის ამ გრძნობას,მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს განცდა ნეგატიურია და სასწრაფოდ იცილებენ თავიდან. თქვენთვის კი ეს არამხოლოდ მეტაფორაა ან ფსიქოლოგია, გაუცხოება თქვენი განძია,რომელსაც ყველასგან მალულად ინახავთ. იმის მიუხედავად, პრივილეგირებულ მდგომარეობას იკავებთ თუ განდეგილი ხართ,ეს თქვენი სანუკვარი საიდუმლოა.

პირადი უსაფრთხოება. ოჯახი თქვენი პიროვნული განახლების მუდმივი წყაროა. კარგად გრძნობთ,რომ თქვენი ამოცანა საშინაო გეგმების ჩაშლა და ოჯახში რეფორმების გატარებაა და  ყოველთვის სიამოვნებით ასრულებთ ამ როლს. ერთის მხრივ,როგორც მეტად პოზიუტიური პირონება,მეორეს მხრივ_ჯიუტი ამბოხით. აქ აქცენტირებულია ანომალია ყველაფერში,რაც ოჯახსა და მშობლიურ სახლს უკავშირდება. თქვენთვის ცვალებადობა ბევრად უფრო კომფორტულია,ვიდრე სტაბილურობა. მახე_რეალური უსაფრთხოების მიუღებლობა,ექსცენტრულობის გამო. ამოცანა_ გააღვიძოთ თქვენში ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულება. გააცნობიეროთ,რომ ცვლილება ერთადერთია,რაც შეიძლება უცვლელად ჩაითვალოს.

ემოციური შტამპები. ისევე როგორც მარსის შემთხვევაში,აქ იმპრინტების სისტემას მოვლენები განაპირობებენ,მაგრამ რა განცვიფრებაც არ უნდა განგეცადათ ბავშვობაში (განშორება,დანაკარგები, მოულოდნელი გარდატეხები),ამან ხელი შეუწყო უსაფრთხო შინაგან სამყაროში გაქცევის მიდრეკილებას. ამიტომ,ადრეული ასაკიდანვე თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდით. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული შტამპები კი აგრძლებენ ძლიერ ზემოქმედებას მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში. ასევე შეიძლება გეგრძნოთ(ან გაიძულეს,განგეცადათ) ოჯახის  წევრებისგან განსხვავება,განცალკევება_ ან „განსაკუთრებულად“ გთვლიდნენ,ან „თეთრ ყვავად“.

მშობელი შინაგანად გადაჯაჭვულია ადამიანზე. თქვენი დედის ექსცენტრულობა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თქვენს იმპრინტებში. როგორ ტრადიციულადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ დედის ფასეულობები,არის მათში რაღაც,მეტად თავისებური,შეიძლება ითქვას,გამომწვევიც,რაც ღრმად არის აღბეჭდილი თქვენს „დედის ხატებაში“.  შესაძლოა არასტაბილური გეჩვენებოდათ. იმ შემთხვევაშიც,თუ ის მშვიდი და წყნარი ადამიანია,თქვენზე ცივსისხლიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. შეუძლებელია დედასთან ურთიერთობა მხოლოდ ერთი პლანეტის მდებარეობით განვსაზღვროთ,მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რომ მისი ზემოქმედება თქვენზე ძალზედ თვალსაჩინო და უცნაურია.

პრივატული ინტუიცია. შინაგან ხელმძღვანელებთან კონტაქტი არარეგულარულია. თქვენი ხელმძღვანელები უდაოდ ძლევამოსილნი,თუმცა არაპროგნოზირებადები არიან. გარკვეული დროით უხილავები და მდუმარენი,შემდეგ მოულოდნელად გაიელვებენ თქვენ მზერაში. ხშირად გიჩნდებათ შეგრძნება,რომ ისინი გმართავენ: „ნუ გვიძახებ,ჩვენ თვითონ მოვალთ!“,თუმცა ეს,ცხადია,ილუზიაა. სავარაუდოდ,თქვენ მათთან მიუკერძოებელ,მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებით,ეს ერთგვარი გრილი გულითადობაა; ისინი გამოწმებენ,მათ გვერდით ხართ თუ არა. მოცემული მდებარეობის სიმბოლიკა,ყველა სხვა პლანეტაზე მეტად,შეესაბამება გამოცხადებას: დამაბრმავებელი მენტალური სხივი უცებ იჭრება თქვენს ცნობიერებაში  და არამხოლოდ იმას ანათებს,რაც დაინახეთ,იმასაც,რაც არასდროს გინახავთ: თქვენს უნიკალობას,თქვენს განსაკუთრებულ ჭეშმარიტებას.

 

 

ფელიქს ველიჩკო

ურანს IV სახლში საბედისწერო მდებარეობა აქვს. ადამიანი უკეთესად ახდენს თვითრეალიზაციის სამშობლოდან შორს. ოჯახური ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ცვლილებებით და უცნაურად ეწყობა. მშობლებთან ცივი ურთიერთობა აქვს. რეკომენდებულია ადგილსამყოფელის შეცვლა(რელოკაცია), რომ ურანმა მესამე ან მეხუთე სახლში გადაინაცვლოს. ეს საკმაოდ რთული მდებარეობაა ასტროლოგიური პროგნოზირებისთვის.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეგრძნება ოჯახში. ბევრი ცვლილებაა. არც ისე ბედნიერი ბავშვობა და მოუწყობელი ოჯახური მდგომარეობა ცხოვრების ბოლოს. ადამიანი არვითარ ვალდებულებას არ გრძნობს ოჯახის წინაშე,მოხერხებულად იცავს დისტანციას ოჯახის წევრებთან და საკმაოდ მარტივად შეუძლია საერთოდ გაეცალოს ოჯახს. საშინაო მეურნეობა არ აინტერესებს,რადგან შინაგანად ზედმეტად დამოუკიდებელია. პერიოდულად დიდ სირთულეებს განიცდის ოჯახთან ურთიერთობაში. მრავალრიცხოვანი ვალდებულებები მის ამბოხს იწვევს. ოჯახურ გარემოში ყოველთვის ფიგურირებს დისჰარმონიის წყარო.

თანდაყოლილი შემოქმედებითი უნარი. ახლობლების გარემოცვაში ძალიან იმპულსურია და არ უყვარს კომპრომისზე წასვლა. სიამოვნებით სწავლობს,კარგად ითვისებს ზეპირსიტყვიერებით გადაცემულ ინფორმაციას(სმენითი მეხსიერება). ბევრს ფიქრობს მომავალზე და მზადაა,მსხვერპლიც გაიღოს. სასიყვარულო ურთიერთობებში ფრთხილია,რადგან პასუხისმგებლობა აშინებს. ოჯახს ქმნის საფუძვლიანი ფიქრის შემდეგ. ხშირად ცვლის დეკორაციებს საკუთარ სახლში.

ურანის IV სახლში მდებარეობა ხშირად იმის მანიშნებელია,რომ ადამიანის მშობლები გაყრილები არიან,კონფლიქტურად თანაცხოვრობენ. თავად პიროვნება ისურვებდა,რომ მის ოჯახის წევრები თითის წვერებზე დადიოდნენ მის წინაშე. როგორც არ უნდა იყოს,IV  სახლის ურანი მნიშვნელოვნად ართულებს ადამიანის ცხოვრებას.

თუ ადამიანი ოკულტზიმმა გაიტაცა,შეიძლება საერთოდ მოწყდეს გარესამყაროს. უხილავ სამყაროსთან მჭიდრო კონტაქტი კი,სამედიცინო თვალსაზრისით,შეშლილობას ესაზღვრება. ეს დებულება უფრო სარწმუნოა,თუ ჰოროსკოპში არსებობს მისტიციზმისკენ მიდრეკილების სხვა მაჩვენებლები ან VI და XII სახლები დაზიანებულია.

როდესაც ტრანზიტული ურანი ნეგატიურ ასპექტს შექმნის IV სახლის კუსპიდთან ან ნათალურ ურანთან,განსაკუთრებით თუ ასეთ ასპექტს მარსი,სატურნი,ნეპტუნი,პლუტონი ან მთვარის სამხრეთ კვანძი ქმნიან,ადამიანის საცხოვრებელი და ოჯახური ცხოვრება მძიმე დარტყმებს იღებს.

 

ცნობილი ადამიანები  IV სახლის ურანით:

ვერძში: Elizabeth Taylor, Friedrich Nietzsche, Thomas Edison, Jacques Martin, Ray Charles, Rupert Murdoch, Shirley Temple, Noam Chomsky, Donald Rumsfeld…

კუროში: Brigitte Bardot, Sophia Loren, Elizabeth Teissier, Chuck Norris, Dustin Hoffman, Francis Ford Coppola, Adriano Celentano…

ტყუპებში: David Bowie, Jim Morrison, Jane Birkin, Pamela Courson, Deepak Chopra, Mireille Mathieu, Charlotte Rampling, Tom Selleck…

კირჩხიბში: Marcel Proust, Mark Knopfler, Donatella Versace, Margaux Hemingway, Gordon Brown…

ლომში: Melanie Griffith, Jennifer Jason Leigh, Daryl Hannah, Susan Boyle, Rosie O’Donnell, Kenneth Branagh, Jack London…

ქალწულში: Carla Bruni Sarkozy, Sandra Bullock, Cindy Crawford, Elizabeth Hurley, Sophie Favier, Ben Stiller, Elle MacPherson, Franz Schubert, Mira Sorvino…

სასწორში: Angelina Jolie, Cameron Diaz, Penélope Cruz, Ben Affleck, Tyra Banks, Kate Moss, Tobey Maguire, Jennifer Garner, Alanis Morissette, Mark Wahlberg, Benjamin Biolay, Noah Wyle, Joseph Smith…

მორიელში: Justin Timberlake, Jessica Alba, Katie Holmes, Kanye West, Jake Gyllenhaal, Fergie, Reese Witherspoon, Eva Green, Joseph Goebbels, Emma Bunton, Rudolf Hess, Nikita Khrushchev, Michael Ballack…

მშვილდოსანში: Avril Lavigne, Kirsten Dunst, Ernest Hemingway, Marlene Dietrich, Cheryl Cole, Florence Nightingale, Antoine de Saint-Exupery, Andy Murray, Heinrich Cornelius Agrippa, Charlotte Brontë, Martin Luther, Otto Von Bismarck, Lucrèce Borgia, Franz Joseph Haydn…

თხის რქაში: Emma Watson, Niall Horan, Bill Kaulitz, Charles Baudelaire, Jacques-Yves Cousteau, Henry Fonda, Mayer Amschel Rothschild…

მერწყულში: Abbé Pierre, John Fitzgerald Kennedy, Frank Sinatra, Mark Twain, Ingmar Bergman, Joan Fontaine, Arthur Miller, Alfred Nobel, Ferruccio Lamborghini…

თევზებში: Maria Callas, Pope John Paul II, Margaret Thatcher, Sathya Sai Baba, Gilles Deleuze, Paul Cézanne, Cardinal Richelieu…


About Qet

Scroll To Top