ნათალური ურანი IX სახლში

ნათალური ურანი IX სახლში

საკვანძო სიტყვა _არაორთოდოქსულობა

ეს გამომგონებელი,დამოუკიდებელი,ყველაზე განსხვავებული ტალანტებით დაჯილდოებული და ავანტურებისკენ მიდრეკილი ადამიანია. უყვარს მოგზაურობა,განსაკუთრებით ეგზოტიკურ ადგილებში,სადაც ყველაზე უჩვეულო შეგრძნებებს განიცდის. რელიგიასა და იდეოლოგიებთან მიმართებაში არადოგმატურია. მისი მსოფლმხედველობა რეალობის ინტუიციურ ხედვებს ეფუძნება და მკვეთრად არის შეფერილი სოციალურ-უტოპიური ორიენტაციით. პლანეტის დაზიანება განაწყობს ფანატიზმისკენ,ასევე განაპირობებს მართლმსაჯულებასა და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულ უსიამოვნო სიტუაციებს. ამიტომ,ძალიან მნიშვნელოვანია დაემორჩილოს კანონის ნორმებს,რადგან მართლმსაჯულებასთან კონფლიქტში დამარცხდება!

წარმატებულია პედაგოგიკის,პოლიტიკის ან საგამომცემლო საქმიანობაში. არც ისე იშვიათად ხდება ნიჭიერი სოციალური რეფორმატორი ან გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი. მარტივად ემიჯნება ორთოდოქსალურ რელიგიურ და საზოგადოებრივ შეხედულებებს. ის ყოველთვის მოწინავე იდეების მომხრეა,განსაკუთრებით ფილოსოფიის,აღზრდისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. ძლიერ იტაცებს ასტროლოგია,ეზოთერიკა და პარაფსიქოლოგია.  წარმატებით იყენებს სწავლების უახლეს მეთოდებს: ვიდეოტექნიკას,კომპიუტერულ სისტემებს.

გულის სიღრმეში გამოუსწორებელი უტოპისტია. მართალია,წარსულის საიდუმლოებები და შორეული სამყაროების გამოცანები ძალიან მოსწონს,მაგრამ უმეტესად მაინც მომავალში მოგზაურობს გონებით. არც ისე იშვიათად ხდება სექტანტი ლიდერების ფანატიკური მიმდევარი ან ამქვეყნიურ მანკიერებებს მოწყვეტილი „კაბინეტის ფილოსოფოსი“. არ არის გამორიცხული წინასწარმეტყველების ნიჭი,განსაკუთრებით სოციალურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასეთი ადამიანები ხშირად ხდებიან ოკულტური ნაწარმოებების ავტორები.

უყვართ ყველაფერი უჩვეულო და არაორდინალური,ორიგინალური და ექსცენტრული. დიდი გატაცებით აგროვებენ ანტიკვარიატს. აქტიურ ცნობისმოყვარეობას ავლენენ წინასწარმეტყველებების მიმართ. მოსწონთ ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა. მიდრეკილნი არიან ცრურწმენებისკენ. შორეულ მოგზაურობაში შეიძლება კატასტროფებს გადააწყდნენ. ძირითადად,თვითგანათლებით არიან დაკავებულნი და სწავლების დაუსწრებელი ფორმები უფრო იზიდავთ. ეზოთერიკაში საკუთარ გზას ირჩევენ. ხშირად აღენიშნებათ პარანორმალური უნარები,რაც მოულოდნელად ვლინდება. შეუძლიათ გახდნენ ნიჭიერი გამომგონებლები,ბიზნესმენები, კონსტრუქტორები, მეწარმეები, მკურნალები, პირველაღმომჩენები.

 

 

პაველ გლობა

+ორიგინალური კავშირები,მოულოდნელი ნაცნობობა და მგზავრობები(შორ მანძილზე). ბევრი კავშირი სახლის/ქვეყნის გარეთ. ტრადიციული წესდებების უარყოფა. ხშირ შემთხვევაში ეს იმასაც გულისმოხბს,რომ ადამიანს არ შეუძლია თვითრეალიზება სახლში. თვითექსპრესია და ბედნიერება სახლისგან შორს,მოგზაურობებში უნდა ეძიოს,რაც ძალიან უყვარს_მყისიერად „წყდება ადგილს“.

-განდეგილი,მოკვეთილი,ანარქისტი. ხეტიალი და უსასრულო მოგზაურობები. საეჭვო კავშირები. წინააღმდეგობები, უბედურებებისა და კატასტროფების საფრთხე მგზავრობისას. საშიშროება ჰაერში(ავიაკატასტროფების საფრთხე).

 

 

ფრენსის საკოიანი

მოწინავე აზრები ფილოსოფიის,რელიგიის და უმაღლესი განათლების სფეროებში. ტრადიციული რელიგიური შეხედულებებისგან განდგომა. პროგრესული მიდგომა აღზრდასთან დაკავშირებით. აინტერესებს პედაგოგიკის  უახლესი მეთოდები,მაგალითად,რადიოს,ტელევიზიის, ელექტროტექნიკის საშუალებებით(დისტანციური სწავლება). იტაცებს მოგზაურობა. პერიოდულად საჭიროებს შთაბეჭდილებების შეცვლას და ახალ თავგადასავლებს. სრულიად ატყვევებს წარსული,უცნობი ცივილიზაციების საიდუმლოებები,ამიტომ ხშირად ინტერესდება არქეოლოგიით,ასტროლოგიით.

თქვენთვის დამახასიათებელია არატრადიციული მიდგომა,შეიძლება ითქვას,მეამბოხე სული რელიგიის,ფილოსოფიისა და პოლიტიკის საკითხებში. ტრადიციულ რელიგიას აღიქვამთ,როგორც შემზღუდველ ჩარჩოებს,უაზრო რიტუალებს_ეს თქვენთვის არ არის და ამიტომაც,მუდამ ალტერნატიული გზების ძიებაში ხართ. თქვენთვის დამახასიათებელია შემოქმედებითი,ნოვატორული იდეები,თუმცა ხვდებით,რომ სხვები თქვენსავით მასშტაბურად ვერ აღიქვამენ ფესვგამდგარ წესებსა და ნორმებს.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „გაცილებით სწორი იქნება გენიალობა აბსოლუტს მიაწეროთ და სიჩლუნგე საკუთარ თავს, ვიდრე პირიქით“

როდესაც ურანი „იდეალური მეს“ სახლში ხვდება,მასთან ურთიერთობა არასტაბილურ ხასიათს იძენს და მისი ხმა(უფრო სწორად,ურანული ინტონაცია) არც ისე ხშირად ისმის. სამაგიეროდ,ადამიანისადმი მოთხოვნები შეიძლება ყველაზე უჩვეულო ხასიათის იყოს. თავის მხრივ,იდეალური მეს ჩამოყალიბების პროცესში ადამიანს უჩნდება მოთხოვნა,რაც შეიძლება არასტანდარტული მე შექმნას: თვითსრულყოფისკენ მიმართული იდეები შეიძლება ყველაზე საოცარი იყოს. მართალია,უმეტესად არარეალური,მაგრამ ნატივს ეს დიდად არ აწუხებს.

დამუშავება ბადებს „მეს“ უმაღლეს იდეალს,რომელსაც ძალუძს ბრწყინვალედ გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა თუ ამოცანა და სრულიად აითვისოს გენიალური გამონათების მეთოდები,რაც მკვეთრად ზრდის მის შესაძლებლობებს.

ურანის დაუმუშავებლად იდეალის ქმედებები უადგილოა_ის მოულოდნელი ძალით ირთვება და ადამიანისგან უსარგებლო ქცევებსა და მოქმედებებს ითხოვს. ნატივმა აუცილებლად უნდა ისწავლოს ამ იდეალის მისადაგება გარემო რეალობასთან,რაც საკმაოდ რთულია,მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელი.

ცნობიერების გაფართოება ენერგიულად და მოულოდნელად ხდება,რისთვისაც ადამიანი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება ხოლმე. ამიტომ ურანის ძლიერმა ჩართვამ შესაძლოა ცუდად დაარტყას მის ფსიქიკას,რისი გადატანაც ძალიან გაუჭირდება. ამისთვის საჭიროა არსებითად გადააწყოს და შეცვალოს მსოფლმხედველობა.

მოსალოდნელია უჩვეულო და ძლიერი განცდები სულიერი სწავლის ან სწავლების პროცესში,შორეულ ქვეყნებში მოგზაურობისას,უცხო კულტურების გაცნობისას. ანალოგიურ პროცესებში უნდა ამოიკითხოთ და განმარტოთ ურანის საბედისწერო მინიშნებებიც,რაც უცნაურ აფექტებსა და დამთხვევებში ვლინდება,როგორც გარესამყაროში,ისე ფსიქიკაში. მაშინ შეძლებთ ყველაზე მოულოდნელი და გენიალური იდეების განხორციელებას მატერიაში.

 

 

ბორის იზრაიტელი

ეს ადამიანი არღვევს არსებული კულტურის საზღვრებს და გადადის ზეკულტურაში ან უკულტურობაში (მთლიანი ჰოროსკოპის გათვალისწინებით). შეიძლება იყოს ღვთის დამგმობი. მასში ძლიერ განვითარებულია პრომეთეს სინდრომი_ადამიანი ყველაფერზე მაღლა დგას,მისი ტვინი და აზროვნება უნიკალური ინსტრუმენტია,რომელსაც თავად შეუძლია ჩაწვდეს ჭეშმარიტებას.

უმაღლესი განათლების მიღება პრობლემატურია. ხშირად რამდენიმე არასრული უმაღლესი განათლება აქვს. არატრადიციული რელიგიებისა და ხატოვანი ფილოსოფიების აღმსარებელია. ხშირად აინტერესებს ასტროლოგია.

უამრავი შორეული კონტაქტი,კონტაქტების მთელი ქსელი,რომელიც უზარმზარ სივრცეს მოიცავს.

კინორეჟისორი,კინოოპერატორი,ქალაქის ლანდშაფტების კონსტრუქტორი,სექტის ლიდერი.

 

 

ბილ ჰერბსთი

კონცეპტუალური სტრუქტურები. უმაღლესი ცნობიერება თქვენი ქცევების საბაზისო მოტივია. თქვენ გსურთ გაარღვიოთ საზღვრები და დაინახოთ,რა იმყოფება აზროვნების აკრძალულ სფეროებში. დროდადრო  ფილოსოფიური ან რელიგიური რევოლუციონერი ხდებით და მთელი ძალებით ებრძვით მოძველებულ რწმენას. მაშინ ვერაფერი შეგაჩერებთ სტატუს კვოს გასანადგურებლად. თქვენი გამოთქმები უმეტესად მკვახე და გამომწვევია,ამიტომ აბნევს ადამიანებს. სავარაუდოდ,ისეთივე წარმატებით იქმნით ოპოზიციას,როგორც მოიპოვებთ მხარდაჭერას. გახსოვდეთ,რომ დესტრუქციული სოციალური კრიტიკა არც ისე რთული განსახორციელებელია. ამის ნაცვლად,ისწრაფეთ რაიმე უფრო ამაღლებულისკენ,ჭეშმარიტი რეფორმებისკენ. ამოცანა_დაე,თქვენმა გონებამ იმოგზაუროს ყველაგან,სადაც მოესურვება. დაე,აქამდე უცნობი სფეროებისკენ წარგიძღვეთ,სადაც ბრწყინვალედ გამოხატავთ თავს. იცხოვრეთ საკუთარი ფილოსოფიით,რადგან ასე უფრო გამოიწვევთ გლობალურ ცვლილებებს სამყაროში,ვიდრე ტრადიციული ძალაუფლების ციხე-სიმაგრეებზე შტურმით.

პერსპექტივა კულტურის სფეროში. როდესაც სახლიდან(ან,როგორც მინიმუმ,ჩვეულო გარემოცვიდან) შორს მოგზაურობთ,შეიძლება სხვადასხვა მოულოდნელობა შეგემთხვათ. მოგზაურობა თქვენს წინაშე ახალ ჰორიზონტებს ხსნის და თქვენც სურვილი გიჩნდებათ ახლებურად შეხედოთ სამყაროსა და საზოგადოებას. ან ჩვეული ფორმიდან გაგდებთ,ქაოსი შემოაქვს და ცხოვრებას გინგრევთ. თუ სულიერი მხნეობა შემოგაკლდათ, წადით სახლიდან და რაღაც აუცილებლად მოახდენს რადიკალურ გავლენას თქვენს ცნობიერებაზე. თუმცა არც ის არის გამორიცხული,მოგზაურობისას თავი მარტოდ იგრძნოთ,იმ შემთხვევაშიც,თუ მეგობრებთან ერთად იმყოფებით. და ეს ბუნებრივია,რადგან სამყაროს გამოკვლევა ძირითადი მეთოდია საკუთარ ინდივიდულობასთან შესახებად. გამოიყენეთ მოგზაურობა იმისთვის,რომ ახლებურად დაინახოთ საკუთარი „მე“.

უმაღლესი განათლება. ურანის IX სახლში მდებარეობის გამო,თქვენ ყველაზე ნაკლებად ხართ მიდრეკილი,მიჰყვეთ უმაღლესი განათლების მიღების კლასიკურ კანონებს. დიახ,თქვენ შეიძლება აღმოგაჩინონ საკლასო ოთახში,მაგრამ ასეთი რამ უკიდურესად იშვიათად ხდება. სწავლის პროცესიც ნამდვილად არათანმიმდევრულია. არის თქვენს ცხოვრებაში პერიოდები,როდესაც განათლება არ გაინტერესებთ. მაშინ თქვენ უბრალოდ დინებას მიჰყვებით. მაგრამ შემდეგ რაღაც აღაგზნებს თქვენს ცნობიერებას და თავით ეფლობით ინტენსიური სწავლის პროცესში. თქვენს გონებას გამონათების ტალღა შთანთქავს. სხვა ადამიანებს ეს არ ესმით და თქვენი ქცევები არანორმალურად მიაჩნიათ. არც ისე იშვიათად თქვენ ტრადიციულ სიბრძნეს უპირისპირდებით,რითაც არაერთ მტერს და მოშურნეს იჩენთ,მიუხედავად იმისა,რომ თქვენს ინტელექტუალური უნარებს არავინ აყენებს ეჭვქვეშ. ეშმაკსაც წაუღია ეს ტორპედოები! სრული წინსვლა.

ჭეშმარიტების მიღება. თქვენთვის ჭეშმარიტება არა ხანგრძლივი და ოფლისმღვრელი კვლევების შედეგი,არამედ გამჭრიახობის მოულოდნელი გამონათებაა. რადგან პრაქტიკული ხართ,თქვენ ნამდვილად დაინტერესდებით იმ ჭეშმარიტებებით,რომელსაც სხვა ადამიანები ფლობენ,მაგრამ,მიუხედავად ამისა,დაჟინებულად ცდილობთ მოუყვეთ საკუთარი აღმოჩენების შესახებ. თქვენ სიამოვნებას განიჭებთ საკუთარი აღმოჩენილი ჭეშმარიტების გაზიარება. თქვენი გზავნილი ხშირად საკმაოდ უცნაურად გამოიყურება,თუმცა უნდა გახსოვდეთ,რომ შოკისმომგვრელი ეფექტი_ყოველთვის საუკეთესო მეთოდი არ არის ჭეშმარიტების გადასაცემად. ნუ დაივიწყებთ სირბილეს და მაშინ თქვენ აღგიქვამენ,როგორც გენიოსს და არა როგორც ბუზღუნა სულელს. ჭეშმარიტება თავისუფლების გაცნობიერებაა.

იდეალური საზოგადოება. თქვენს იდეალურ საზოგადოებაში თვითგამოხატვის მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა იარსებებდა ან სულ არც ერთი. საზოგადოების სტრუქტურირება თქვენი თემა არ არის. რაც უფრო ნაკლებად ჩაერევით მართვაში,მით უკეთესი. ყველა მამაკაცი ძმები,ყველა ქალი კი დები იქნებოდნენ; ყველა ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ განავითარებდა თავის ტალანტებს. პიროვნული თავისუფლების პატივისცემა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას უზრუნველყოფდა და ეს კონფლიქტის მხარეების გათიშვით მოხდებოდა. ყველაფერი რაც დაძველდა და თავისი დრო მოჭამა,დაუყოვნებლივ და დაუნანებლად განადგურდებოდა და უახლესი მოდელით ჩანაცვლდებოდა. როგორც (თქვენი) სამყაროს მმართველი,კეთილი და დიდსულოვანი იქნებოდით. გააუქმებდით ძალაუფლების ყველა ინსტიტუტს და  უარს იტყოდით გვიგვინზე,თუმცა არავის ეცოდინებოდა დანამდვილებით,სერიოზულად მოიქეცით ასე თუ იხუმრეთ.

 

 

ფელიქს ველიჩკო

დიდი ინტერესი ოკულტუზმის, ასტროლოგიის, ლიტერატურის, მეცნიერების მიმართ. ურანის მნიშვნელობა დამოკიდებბულია მთლიან ჰოროსკოპზე. ხანდახან ეს გულისხმობს გამომგონებლობას, მეტაფიზიკით გატაცებას, ძლიერ ინტერესს ოკულტური დისციპლინების მიმართ. აქტიურად მოაზროვნე ადამიანია, გამოირჩევა ძლიერი გამჭრიახობით. ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ვადაგასული ტრადიციების მიმართ. ის ყოველთვის საკუთარ სტანდარტებს მიჰყვება და დაჟინებულ პროპაგანდას უწევს საკუთარ ფილოსოფიურ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ შეხედულებებს. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ცდილობს მიიღოს უმაღლესი განათლება. ბუნებით ოპტიმისტია. ყოველთვის ორიენტირებულია წარმატების მიღწევაზე. მისი გზიდან გადაცდენა საკმაოდ რთულია. არასდროს ამბობს უარს დახმარებაზე. მიმართულია მომავლისკენ და თავის ცხოვრებას საკუთარი მიზნების გარშემო აგებს. ამიტომ,ხშირად ავიწყდება ახლობელი ადამინების განზრახვები. საუკეთესო შემთხვევაში, ურანი მეტყველებს პროგრესულ გონებაზე, რომელიც მუდმივად საჭიროებს სტიმულირებას გამოწვევებით. შემჩნეულია, რომ ურანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. განუვითარებელ ადამიანებში ურანი ბადებს ცრურწმენებსა და აბსურდულ იდეებს.

 

 

 

ცნობილი ადამიანები IX სახლის ურანით:

ვერძში: Andy Warhol, Paul Gauguin, Anouk Aimée, Robert Conrad, Ennio Morricone…

კუროში: Woody Allen, Oscar Wilde, Luciano Pavarotti, Brian Jones, Giorgio Armani, Faye Dunaway, Bernard Madoff, Pelé, Antonio Gaudi, John Cleese, Caligula, Paul Simon, Friedrich Hegel, Placido Domingo, Dick Cheney, Vanessa Redgrave, Bernardo Bertolucci…

ტყუპებში: Bill Clinton, Harrison Ford, Johnny Hallyday, Cat Stevens, Jane Austen, Alice Cooper, Sally Field, Rudy Giuliani…

კირჩხიბში: Mahatma Gandhi, Vladimir Putin, David Icke, Stevie Wonder, Phil Collins, Gene Simmons, Angus Young, Eddie Van Halen, Lynda Carter, Jean-Paul Gaultier, Adrian Ross Duncan, Bertrand Russell, Maria Schneider, Chaka Khan, Debra Winger…

ლომში: Prince, Sid Vicious, Samy Naceri, Geena Davis, Molière, Mata Hari, Sarah Ferguson, Dave Mustaine, Julia Gillard, Gary Numan…

ქალწულში: Brad Pitt, Jodie Foster, Nicolas Cage, Shania Twain, Courteney Cox, Tori Amos, Sinéad O’Connor, Garry Kasparov, Tommy Lee, Boris Becker, Sarah McLachlan, Bridget Fonda, Nero, Eleanor Roosevelt, Miguel de Cervantes, Georges Braque, Joan Cusack…

სასწორში: Catherine Zeta-Jones, Gwen Stefani, Carmen Electra, Rebecca Romijn, Niccolò Machiavelli, Joseph Fiennes, Hans Christian Andersen, Minnie Driver…

მორიელში: Christina Aguiler, Colin Farrell, Jiddu Krishnamurti, Adam Levine, Pink, Adriana Lima, Alicia Silverstone, Thierry Henry, Lucky Luciano, Erwin Rommel, F. Scott Fitzgerald, Alfred de Musset…

მშვილდოსანში: Al Capone, Ashlee Simpson, Walt Whitman, Federico García Lorca…

თხის რქაში: Miley Cyrus, Taylor Lautner, Jules Verne, Swami Muktananda, Ginger Rogers…

მერწყულში: Louis de Funès, Orson Welles, Eva Gabor, Julia Child…

თევზებში: Lauren Bacall, Jerry Lewis, Tony Curtis, Charlie Parker, Michele Ferrero, Dave Brubeck…


About Qet

Scroll To Top