საკვანძო სიტყვა _ „წინდაუხედაობა“
ეს ადამიანი ყოველთვის უცნაურ პარტნიორებს ეძებს,ვისთანაც ორიგინაური ურთიერთობა ექნება. საზოგადოებრივი კავშირები,ქორწინება და პარტნიორობა მოულოდნელობითა და უცნაურობით ხასიათდება.
საქორწინო ურთიერთობის მიმართ პლატონური დამოკიდებულება აქვს. მისი აზრით,ქორწინება აფერხებს მის პიროვნულ განვითარებას და მაინც,რომანტიული კავშირი შეიძლება სრულიად მოულოდნელად შემოუტრიალდეს ქორწინებით. როგორც წესი,მიმდინარე განწყობის მიხედვით ქორწინდება და ასევე მარტივად შეუძლია განქორწინება. ეს იმიტომ,რომ,ჩვეულებრივ,ადრე ან ნაჩქარევად ქორწინდება და მას შემდგ,რაც საკუთარ შეცდომას აღმოაჩენს,ცდილობს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. მისი რჩეული ძალზედ შემოქმედებითი და ნიჭიერი ადამიანია,თუმცა უფრო მეგობარია,ვიდრე საყვარელი. ქორწინებასა და პარტნიორობაში სრულ თავისუფლებას ითხოვს. შესაძლოა პარტნიორს უყურადღებოდ ექცეოდეს,როგორც ნივთს. ქორწინება,ოჯახური ცხოვრება და საქმიანი პარტნიორობა სავსეა ცვლილებებითა და კრიზისებით,რაც განპირობებულია მისთვის დამახასიათებელი იმპულსურობით, სისწრაფით, დაუფიქრებლობით, წინდაუხედაობით, მოულოდნელობითა და არაპროგნოზირებადობით. ისწრაფვის თავისუფალი კავშირებისკენ ან ურთიერთობს განქორწინებულ,დაქვრივებულ ადამიანებთან. ასევე ხშირია მოულოდნელი განქორწინება,სკანდალების თანხლებით,ან ერთერთი მეუღლის გარდაცვალება.
პარტნიორებად ექსცენტრულ და დაძაბულ ადამიანს ირჩევს,რომელიც მიდრეკილია თავად დაადგინოს ქცევის წესები. მისი უსაზღვრო დამოუკიდებლობა თითქმის შეუძლებელს ხდის ხანგრძლივ პარტნიორულ კავშირებს. მეგობრებსა და ახლობლენთან ან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ან ძალიან ზედაპირული და უპასუხისმგებლო.
თითქმის ტელეპატიური უნარი აქვს,პირდაპირ აღიქვას სხვა ადამიანების გრძნობები და აზრები. ის ხშირად აოცებს გარშემომყოფებს ცვალებადი განწყობითა და არაორდინალური ქცევებით,თუმცა უნდა აღვნიშნოთ,რომ თავადაც არანაკლებ გაკვირვებულია საკუთარი არასტაბილურობით. გაუთვალისწინებელი გარემოებები მუდმივად ახალ წინააღმდეგობებს უქმნის,რომელზეც პასუხიმგებელი თავად ეს ადამიანია. თანამშრომლობის უუნარობის გამო,არ არის გამორიცხული საფრთხეები. მოსალოდნელია დანაკარგები სასამართლო პროცესებში.
ასეთ ადამიანს მტრები მოულოდნელად ესხმიან თავს. რთულია მისი აქტივობის პროგნოზირება. მისი ქცევები ყოველთვის კრეატიული და ნოვატორულია. თუმცა ნებისმიერი ინიციატივის შემთხვევაში,მოულოდნელ წინააღმდეგობებს აწყდება. შეიძლება მეგობრებმა უმუხთლონ და მისი მტრებიც გახდნენ.
გარშემომყოფებთან ურთიერთობა სავსეა დაძაბულობითა და კონფლიქტებით. ზოგადად,მისი ურთიერთობები არ არის თანაბარი და მშვიდი. დროდადრო სრულიად ცივდება,ხანაც სრულ ერთიანობას განიცდის პარტნიორებთან. სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორების გამო,ეს ადამიანი ყოველთვის ყოყმანობს საკუთარ გრძნობებში,ქცევებსა და მოქმედებებში. მისი სული მუდამ აფორიაქებულია.
პაველ გლობა
+ საზოგადოებრივი პოპულარობის მოულოდნელი ზრდა. ორიგინალური როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უკიდურესად თავისუფალი დამოკიდებულება ქორწინებასთან. მოულოდნელად ქორწინდება,თუმცა ქორწინებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავისუფალი სახლი. მეუღლე მეგობარია. ძლიერი სტატუსის შემთხვევაში,განქორწინება და ხელმეორედ დაქორწინება იმავე ან სხვა პარტნიორზე.
– „თავისუფალი სიყვარული“. განქორწინებები. არამდგრადი სოციალური მდგომარეობა. საზოგადოებრივი ურთიერთობები ნეგატიურად უტრიალდება. კატასტროფები სოციალურ ცხოვრებაში. კონფლიქტი სასამართლოსთან,ხელისუფლებასთან და საერთოდ,ყველასთან,ვინც ძალაუფლებას წარმოადგენს. სკანდალური გახმაურებები. ბევრი მტერი ჰყავს.
ფრენსის საკოიანი
ქორწინებასა და პარნტნიორობაში უპირველესად თავისუფლებას ითხოვს. დამოუკიდებლობის ძლიერი წადილი ხელს უშლის დიდხანს მიეჯაჭვოს პარტნიორს. მოულოდნელად და უცნაურ გარემოებებში ქორწინდება. მჭიდრო ურთიერთობა აქვს ახლო მეგობრებთან; ან პირიქით,დაზიანების შემთხვევაში,მისი მეგობრული ურთერთობები დროებითი და ზედაპირული ხასიათის არის,რაც არაფრით ავალდებლებს და არაფრად უღირს. გარშემომყოფთა გრძნობებსა და განწყობებს ტელეპატიურად აღიქვამს.
თქვენ საჭიროებთ უსაზღვრო თავისუფლებას პირისპირ,ერთი-ერთზე ტიპის ურთიერთობებში. შეიძლება ექსპერიმენტებსაც ატარებდეთ ურთიერთობის არასტანდარტული ფორმებით. როდესაც საქმე ქორწინებამდე ან ურთიერთობის დაახლოებამდე მიდის,თქვენ უარს აცხადებთ დაემორჩილოთ ნებისმიერ პირობასა და შეზღუდვას. სავარაუდოდ,ცხოვრების მეგზურად საკმაოდ უცნაურ,ექსცენტრულ და ჩარჩოებიდან ამოვარდნილ ადამიანს აირჩევთ.
ავესალომ პადვოდნი: „ატომური ბომბის გამოგონებას არ შეურყევია კაცობრიობის რწმენა საკუთარი გონების ძალაში“.
ეს ადამიანი ყოველთვის დაძაბულია,თუმცა ჰარმონიული ნათალური რუკის შემთხვევაში შეიძლება არც ეტყობოდეს. მაგრამ ცხოვრებისგან მიღებული გამოცდილება,რომელიც არასდროს ავიწყდება მის ქვეცნობიერს,უმტკიცებს,რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს,თუნდაც სულ ახალ გაცნობილს,შეუძლია სრულიად მოულოდნელად,პრაქტიკულად არამოტივირებულად,აგრესიული და თითქმის მტრული რეაქცია მისცეს. იმავდროულად,ურანი არც სატურნია და არც პლუტონი_ ამ მტრულ რეაქციას შეიძლება არც არაფერი მოჰყვეს და ურთიერთობაში გაჩენილი ბზარიც სწრაფად ამოივსოს,მაგრამ არც ის არის გამორიცხული,რომ უმცირესი ბზარის მიღმა უფსკრული აღმოჩნდეს და მაშინ ძველი მეგობრობა თუ გამოცდილი პარტნიორობა განხეთქილებით დასრულდება.
საერთოდ,VII სახლის ურანი არამოტივირებული განშორებებისა და განქორწინებების მიზეზია,განსაკუთრებით დაზიანების შემთხვევაში. თუ ურანი ჰარმონიულია,საბოლოო ჯამში,ყველაფერი კარგად დასრულდება. მართალია,დაძაბულობას თავიდან ვერ აიცილებს,მაგრამ შეხედეთ ამას,როგორც მადისაღმძვრელ პილპილს ყოფიერების უგემურ ღვეზელში.
ასპექტის დამუშავება გულისხმობს მტრისა და პარტნიორის გაფართოებულ აღქმას. ურანის საბედისწერო გზავნილებს სწორედ მათთან მწვავე შეტაკების სიტუაციებში მიიღებთ. ის კარგად უნდა დააკვირდეს და არასდროს მობეზრდეს ურანის მინიშნებების ინტერპრეტაცია,რასაც წარმატებით გაითვალისწინებს სამომავლოდ. მოცემულ შემთხვევაში,ეს მინიშნებები მტრებსა და პარტნიორებთან ურთიერთობაში ვლინდება. მაგალითად,მის მტერს შეიძლება ბრწყინვალე იდეები ჰქონდეს და ამით წაიტრაბახოს,თავისთვის საზიანოდ(ცხადია,თუ ყურადღებიანი მოწინააღმდეგე ჰყავს),მაგრამ მისი თავდასხმა გაელვებას უფრო ჰგავს,ვიდრე ხანგრძლივ ჩასაფრებას; თუმცა სატურნთან კვადრატისას,შესაძლოა ასეც გამოვლინდეს და ისეც,რაც,თავის მხრივ,შეიძლება სტიმული აღმოჩნდეს სუბიექტისთვის,სერიოზულად შეაღწიოს საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში და თავისი აგრესიის მიზეზები ეძებოს.
ასეთ ადამიანთან ქორწინებაში თანაცხოვრება ძალიან რთულია. მას უჩვეულო და ორიგინალური იდეები აწუხებს პარტნიორობასთან დაკავშირებით და ხშირად საკმარისი ენერგიაც აქვს მათ განსახორციელებლად. გარდა ამისა,სახლში ხშირად იწვება ელექტრომოწყობილობები და ნათურები,განსაკუთრებით ოჯახური სცენებისას.
ბორის იზრაიტელი
ყველაზე ნაადრევი ქორწინებები, ყველაზე ექსტრავაგანტული პარტნიორები. უცებ იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებს, რომელსაც უმეტესად მშობლები არ უწონებენ. რაც უფრო არაორდინალურია პარტნიორი, (სხვა ნაციონალობის, აღმსარებლობის, პროფესიის), მით უფრო ხანგრძლივია ქორწინება.
ამ ადამიანს პრაქტიკულად არ ესმის, რას ნიშნავს შეთანხმება, ხელშეკრულება. არაფორმალურ (ზეპირ) გარიგებებს ურანი მარტივად არღვევს. ასეთი მდებარეობა მიუთითებს საზოგადოებაში ეპატაჟურ ქცევებსა და სხვების ინტერესების უგულვებელყოფაზე.
ბილ ჰერბსთი
არეკლილი ცნობიერება. თქვენ დედამიწას იმისთვის მოევლინეთ,რომ ცხოვრებაში უამრავი მოულოდნელი და ამაღელვებელი მოვლენა განიცადოთ,რაც პირადი გამოცდილების სივრცეში,სიტყვა სიტყვით,ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდებათ. პარტნიორული ურთიერთობა თქვენთვის საკუთარი ხასიათისა და შინაგანი თავისუფლების საზღვრების წვდომის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. როგორც კი რაიმე კონფლიქტი წარმოიშვება ზემგომებთან ან ახლობლებთან,თქვენ განსაკუთრებით მკაფიოდ აცნობიერებთ საკუთარ არსს და წვდომას იღებთ თქვენი ფსიქიკის სიღრმეებთან. რაც უფრო არაპროგნოზირებადი,ფეთქებადი და არაორდინალური პარტნიორი გყავთ,მით უკეთესად ეცნობით საკუთარ თავს. კატასტროფები, ურთიერთობაში ბალანსის დარღვევა,თავისუფლების მოულოდნელი შეზღუდვა და შემდეგ სტაგნაციური გარემობების გადალახვა,ნებისმიერი სასიამოვნო თუ უსიამოვნო მოულოდნელობა საკუთარი თავში ჩაღრმავებაში გეხმარებათ. თქვენ უკეთ შეიცნობთ თავს მათთან ინტერაქციის მეშვეობით,ვინც თქვენთანაა და იმასვე განიცდის,რასაც თქვენ.
თანასწორი ურთიერთობა. ყოველგვარი ურთიერთობა გამოსაცდელი პოლიგონია,თქვენთვის დამახასიათებელი შინაგანი თავისუფლების შესამოწმებლად. მნიშნველოვანი ის არის,რომ თქვენ განსაკუთრებით ცხადად აცნობიერებთ ურთიერთობის კონკრეტიკას მაშინ,როდესაც საკუთარი ბედის არეული რითმების ფონზე, „თეთრ ცხენზე ამხედრდებით“. ნებისმიერ ურთიერთობას გრიგალისა და ქარიშხლის არომატი უნდა დაკრავდეს. თქვენი აზრით,კონტაქტი მონაწილე მხარეების ინდივიდუალური თავისუფლების სრული დაცვით უნდა წარიმართოს. შესაბამისად,პარტნიორობაში ყველაზე მეტად საკუთარ თავისუფლებას აფასებთ. თქვენს სასარგებლოდ უნდა ითქვას,რომ ასეთივე თავისუფლებას ანიჭებთ ახლობლებსაც. თქვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა სტუმრებისთვის,თქვენი პირადი ურთიერთობები კი გახსნილია საზოგადოებისთვის.
ქორწინების მიმართ თავისუფალი დამოკიდებულება გაქვთ. საერთოდ,საქორწინო ვალდებულებებს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. წინააღმდეგობები,კონტაქტების დამყარების გზაზე,დიდად აღგაგზნებთ და გახარებთ_თქვენ მეტეორივით ისწრაფვით სიახლოვისკენ და ასეთივე სისწრაფით ტოვებთ უკვე არსებულ კავშირებს. სხვათა შორის,ამ თვისების გამო,ბევრი თავს არიდებს თქვენთან პარტნიორულ ურთიერთობას. თქვენი ნაცნობი ხან თქვენი მეგობარი ხდება,ხანაც პირიქით,მეგობარი „უბრალო ნაცნობის“ პოზიციაზე გადაგყავთ,ან საერთოდ გაუგებრობაში ტოვებთ,რა ტიპის ურთირთობაშია თქვენთან. თქვენთვის ასევე დამახასიათებელია ხშირი ოჯახური კონფლიქტები,საქმიანი ხელშეკრულებების დარღვევა და განქორწინებები. სოციალურ ცხოვრებაში ექსტრავაგანტულ და სრულიად თავისუფალი ადამიანის როლს ასრულებთ,ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა,პოლიტიკით დაკავდეთ. შესაძლოა საზოგადოებრივი პოპულარობის სწრაფი ზრდა,რასაც ყველა სიკეთესთან ერთად,თქვენსავით არაპროგნოზირებადი და ექსცენტრული მტრების რაოდენობრივი მატებაც მოჰყვება.
ხელშეკრულებები და ვალდებულებები. როდესაც ხელშეკრულებას დებთ ან ზეპირ ვალდებულებას იღებთ საკუთარ თავზე,თქვენთვის დამახასიათებელია დამატებითი დათქმები,შენიშვნები, ორჭოფობის დონემდე. საქმე ის არის,რომ თქვენ ყოველთვის ცდილობთ წინასწარ გაითვალისწინოთ მოცემული ვალდებულებებისა და მიღწეული შეთანხმებებისგან თავდახსნის გზები. გახსნილ პარტნიორულ ურთიერთობებში საოცარ ორიგინალობას ავლენთ და ღიად დემონსტრირებთ თავისუფლების სიყვარულს. თუმცა სრულიად არ ინტერესდებით პარტნიორის კეთილდღეობითა და აზრით. თქვენი საზოგადოებრივი ვალდებულებები ყოველთვის ორიგინალურია,შეიძლება ითქვას,სკანდალურიც. ყოველ შემთხვევაში,გარშემომყოფებისთვის ძალზედ საინტერესო. თქვენ ხშირად თანხმდებით ამა თუ იმ საქმის შესრულებას აბდა-უბდად,მოგვიანებით კი მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობთ და საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებისგან განთავისუფლების მწვავე აუცილებლობას განიცდით. თუმცა გაითვალისწინეთ,რომ ვალდებულებები თქვენი თავისუფლების საზღვრების გაფართოებას ემსახურება და არა შევიწროებას. თქვენ არც ისე ძალიან გწყინთ,როდესაც ესა თუ ის შეთანხმება ირღვევა და არასასურველი პარტნიორობა ჩიხში შედის,რადგან რუტინული თანამშრომლობა დიდად გამძიმებთ. ამიტომაც,ძალისხმევას არ იშურებთ თავგადასავლების ძიებაში,რომ,როგორც თავად გიყვართ თქმა,“გამოაცოცხლოთ სიტუაცია და ახალი ფერები შეიტანოთ გაერთფეროვნებულ პარტნიორულ ურთიერთობაში“.
არ არის გამორიცხული სკანდალური გახმაურებების,ხმაურიანი ანტიპიარისა და მოულოდნელი კატასტროფების გმირიც აღმოჩნდეთ,თანამშრომლობითი ურთიერთობების გამო. ხელშეკრულებებს ხშირად და აბსოლუტურად უპრობლემოდ წყვეტთ,რადგან სწრაფად და მოუმზადებლად დებთ. ამოცანა_თქვენთვის აუცილებელია საფუძვლიანად მიუდგეთ თავისუფლების შენარჩუნების გარანტიების ძიებას,საქმიანი და ინტიმური პარტნიორების მეშვეობით. გახსოვდეთ,რომ სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე მოპოვებული პირადი თავისუფლება ყელში ძვალივით გაგეჩხირებათ…
თანამშრომლობა. თქვენ საკმაოდ მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ,თუმცა მაინც არაერთ სირთულეს აწყდებით კონსტრუქციული და თანმიმდევრული თანამშრომლობის დამყარებისას. საერთო სამუშაოს შესრულებისას წარმოშობილი სირთულეები ყველაზე ხშირად იმას უკავშირდება,რომ თქვენთვის დამახასიათებელია განწყობისა და პრიორიტეტების მოულოდნელი ცვლა,როგორც პარტნიორების,ისე საერთო საქმისა და მეთოდების მიმართ,რომელსაც ჯგუფურ მუშაობაში იყენებთ. თქვენ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე,უარს აცხადებთ ძველ შეხედულებებზე,შეფასებებსა და პოზიციებზე და გავიწყდებათ,რომ ამას გარდაუვლად მოჰყვება თავად პარტნიორობის ხასიათის შეცვლაც. საკუთარი არასტაბილურობით ხშირად აკვირვებთ არამხოლოდ გარშემომყოფებს,არამედ საკუთარ თავსაც! შეიძლება ეს საკითხი ხანდახან გაშფოთებდეთ კიდეც,მაგრამ ძალიან ხანმოკლედ და ზედაპირულად. თქვენ არ გსიამოვნებთ ხანგრძლივი,მონოტონური და ერთფეროვანი კავშირები. თქვენთვის აუცილებელია პარტნიორული ურთიერთობის მუდმივი განახლება,ტრანსფორმაცია,გადახალისება,მით უმეტეს,რომ ყოველთვის სრული დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვით. შემოქმედებითი კომპრომისების მიღწევაც რთული თემაა,თუმცა იმიტომ არა,რომ საკუთარ ვალდებულებების ხასიათს ვერ აცნობიერებთ სხვების წინაშე. საქმე ის არის,რომ თქვენ ყოველთვის ირაციონალურად ისწრაფვით სრულად განთავისუფლდეთ ნებისმიერი შეზღუდვისგან,იმ შემთხვევაშიც,თუ აცნობიერებთ,რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ეს თქვენთვის. ის რასაც თქვენ თანამშრომლობად თვლით,ყველაზე ხშირად თავისუფლების საძიებლად გამართული თამაში აღმოჩნდება ხოლმე. თქვენ უნდა იცოდეთ,რომ ჭეშმარიტი თავისუფლება პარტნიორთა ურთიერთშევსებაზეა დამყარებული_შეუძლებელია თავისუფლად იგრძნოთ თავი,როდესაც თქვენი თავისუფლებისგან პარტნიორი უბრალოდ იტანჯება.
პარტნიორები და პარტნიორული ურთიერთობები. თქვენ ძალიან ორიგინალურ კომპანიონებსა და ამხანაგებს ირჩევთ. თქვენი ბუნებრივი პარტნიორი კაშკაშა,ექსცენტრული,დამოუკიდებელი და სრულიად არაპროგნოზირებადი პიროვნება უნდა იყოს. ის უფრო მოძმე და მეგობარია,ვიდრე თანამშრომელი და თანამზრახველი. თქვენ ხალისიანად აძლევთ პარტნიორებს მკვეთრი მანევრირების საშუალებას. მოგწონთ კიდეც,როდესაც თქვენი ახლობელი ადამიანები ჭეშმარიტ თავისუფლებას ავლენენ. თქვენი პარტნიორები მიდრეკილნი უნდა იყვნენ ავანტურისტული ქცევებისკენ,თამამად უნდა რისკვადნენ და უშიშრად ყვინთავდნენ ყველაზე საეჭვო წამოწყებებში. ამგვარი საქციელით ისინი თქვენთვის ესოდენ სიმპათიურ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპს განასახიერებენ,რაც თქვენთვის ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობის ფუნდამენტია. სხვათა შორის,ასეთ ადამიანებს პირდაპირ ტელეპატიურად აღიქვამთ,მარტივად იჭერთ მათი სულის ყველა მოძრაობას. თქვენს პარტნიორებს ნამდვიად ვერ ვუწოდებთ მოსაწყენ,ერთფეროვან, თავდაჭერილ და სტერეოტიპების ჩარჩოებში მომწყვდეულ ადამიანებს. მათი მთავარი პრინციპია_არასდროს განმეორდნენ და ყოველთვის განაახლონ ის,რაც უკვე არსებობს,იმ შემთხვევაშიც,თუ განახლების სურვილი იდეაფიქსად ექცევათ.
ბუნებრივი პარტნიორული ურთიერთობები ბობოქარ და ვალდებულებებისგან თავისუფალი ნაცნობობის ხასიათს იღებს,რომლის გაგრძელებისას საკუთარი აღქმის განახლებასაც ახერხებთ და უამრავ სიახლეს შეიმეცნებთ საკუთარ თავსა და სამყაროზე. ფეთქებადი,ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე პარტნიორი გავსებთ და თქვენ მასთან ერთად ეძებთ პირად თავისუფლებას. ზუსტად ასეთია თქვენი ღრმა სოციალური არსის გამოხატვა: ყველაფერი ახალი და უჩვეულო უნდა იყოს!
თქვენ შესაშურ ინტუიციასა და გულისხმიერებას ავლენთ პარტნიორულ ურთიერთობებში. არც ისე იშვიათად წყვილურ კავშირებს ღვთის საჩუქრად ნათლავთ და იმავდროულად,შეუქცევადად წყვეტთ ნებისმიერ კავშირს,თუ მოგეჩვენათ,რომ ის რამით გზღუდავთ.
ხშირად ყველაზე უცნაური,ჯადოსნური და დაუგეგმავი გარემოებები გიქმნით სირთულეებს პარტნიორულ ურთიერთობებში. თქვენ გიწევთ პასუხი აგოთ იმისთვის,რომ თქვენი პარტნიორი ყველაფერს აკეთებს,რაც მოეპრიანება. მაგრამ თქვენ მაინც მიესალმებით ასეთ ურთიერთობებს,რადგან რაც არ უნდა მკვეთრი მოსახვევები შეგხვდეთ,ეს იმის ნიშნებია,რასაც ყველაზე მეტად აფასებთ_ინდივიდუალური თავისუფლება ნებისმიერ სიტუაციაში. სახება _ მხიარული და ხმაურიანი კარნავალი,შუშხუნები და ფეირვერკები,წარმოდგენის მსვლელობა და ბევრი,ბევრი,ბევრი,უამრავი ახალი ნაცნობი.
ფელიქს ველიჩკო
მოულოდნელობის ფაქტორი ქორწინებასა და ყოველდღიურ თანამშრომლობით სიტუაციებში. მას უცნაური და ამოუხსნელი დაბრკოლებები ეღობება. უცაბედი და მრისხანე მტრობა. კონსტრუქციული პარტნიორული ურთიერთობა არც ისე მარტივად ეწყობა. ისწრაფვის პროგრესული ადამიანებისკენ,ვინც ფართო თვალსაწიერით გამოირჩევიან და არ არიან შეზღუდული პირობითობით. არ უყვარს ვალდებულებები,თავს არიდებს პასუხისმგებლობას. ამ ადამიანს არ ადარდებს შთაბეჭდილება,რომელსაც სხვებზე ახდენს,რადგან არ არის დამოკიდებული სხვის აზრზე. თავისუფლების მოყვარეა და სიცოცხლით ტკბობა უნდა,ყოველგვარი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე. დაბადებიდან რეფორმატორია და მეამბოხე სული აქვს. დარწმუნებულია,რომ ცოდნა ძალაა. ბევრ გავლენიან ადამიანს ეცნობა თავის პროფესიულ სფეროში,თუმცა მას ძალიან არ უყვარს და არ აღიარებს ავტორიტეტებს.
ამ ადამიანისთვის ფულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ურთიერთობაში რაღაც მოუხელთებელი ბუნებრივი შარმი აქვს. შთაბეჭდილებიანია. პარტნიორობაში მუდმივობით არ გამოირჩევა. ნიჭიერ ცხოვრების თანამგზავრს ეძებს, რომელთანაც ინტუიციურ კავშირს დაამყარებდა. „სულიერი ნათესაობა“ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რომანტიული მიჯაჭვულობები, ნაჩქარევი და იმპულსური ნიშნობები თუ ქორწინებებიც მის სტილშია. რომანტიულ სიყვარულში რაღაც პიკანტურს ეძებს, თანახმაა თავისუფალ ურთიერთობაზე. საქორწინო პარტნიორის არჩევნით ხშირად განაცვიფრებს თავის ახლობლებს.
ცნობილი ადამიანები VII სახლის ურანით:
ვერძში: Roman Polanski, Yoko Ono, Barbara Walters, Omar Sharif, Antonio Vivaldi, Mikhail Gorbachev, Jean-Luc Godard, Roger Vadim, Chet Baker, Sonny Bono…
კუროში: Napoleon I, Sigmund Freud, Ludwig van Beethoven, Martha Stewart, Aretha Franklin, Rembrandt…
ტყუპებში: Gérard Depardieu, Michael Douglas, Elton John, Keith Richards, Robert Plant, Jimmy Page, Rudolf Steiner, David Lynch, Steven Tyler, Diana Ross, Diane Keaton, Joe Biden, Gianni Versace, Linda Evans, Kevin Kline, John Kerry, Ian Gillan, John Dee, Max Weber…
კირჩხიბში: Oprah Winfrey, Angela Merkel, Liam Neeson, Isabelle Huppert, Marie Curie, Elizabeth I of England, Benazir Bhutto, Cheiro, Niccolo Paganini, Recep Tayyip Erdogan, Anjelica Huston, Michael Dudikoff, Sonia Braga, Helena Rubinstein…
ლომში: Barack Obama, Bono, Carl Jung, Carole Bouquet, Michael J. Fox, Val Kilmer, Carrie Fisher, Dennis Rodman, Steve Irwin, Guy Pearce, Gustav Holst, Enrico Caruso…
ქალწულში: Russell Crowe, Eric Cantona, Matt Dillon, Vincent Pérez…
სასწორში: Gwyneth Paltrow, Jared Leto, Charlotte Gainsbourg, Indira Gandhi, Jenna Elfman, Jimmy Fallon, Andre Agassi…
მორიელში: Shakira, Eliza Dushku, Amelia Earhart, Henry Miller…
მშვილდოსანში: Lionel Messi, George Washington, Humphrey Bogart, Gary Cooper, Queen Victoria…
თხის რქაში: Rihanna, Jessie J, Johannes Kepler, Akira Kurosawa, Luchino Visconti…
მერწყულში: Joan of Arc, Gustave Eiffel…
თევზებში: Rihanna, Hugh Hefner…