საკვანძო სიტყვა _ „ექსპერიმენტები“
შესაძლოა აღმოაჩინოს სხვისი ფულის მართვისა და კოლექტიური სახსრების ინვესტირების ნოვატორული მეთოდები. არ არის გამორიცხული მოულოდნელად გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა მემკვიდრების მეშვეობით.
ხშირად უყვარდება ისეთი ადამიანი,რომელსაც არ შეუძლია სათანადო გრძნობით უპასუხოს და ვერც მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სექსზე არატრადიციულ შეხედულებებს საიდუმლოდ ინახავს. მეტად განვითარებული იუმორის გრძნობა აქვს. ხშირად ახასიათებს წინათგრძნობები და უცნაური სიზმრები. საქმიანი პარტნიორი და ცხოვრების თანამგზავრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ მის მატერიალურ მდგომარეობას.
მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა. არ არის გამორიცხული სწრაფი და მოულოდნელი სიკვდილი. არც ისე იშვიათად მიდრეკილია სუიციდისკენ . საერთოდ,ამ ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. ისეც ხდება,რომ გარდაცვალებამდე ინტუიციურად შეიგრძნობს საკუთარი სიკვდილის დროსა და ფორმას. თუმცა ყველაზე ხშირად ცხოვრებისეული უსიამოვნებები მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვით შემოიფარგლება. ამიტომაც, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოვლენა მართებს საქმიან პარტნიორებთან. ზოგადად,ასეთი ადამიანი ხშირად აწყდება სხვების ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს. არაერთი უსიამოვნება ელის თანაავტორობასა და ქორწინებაშიც.
დიდ ინტერესს ავლენს ბირთვული ფიზიკის,პარანორმალური მოვლენებისა და ექსპერიმენტული მისტიკის მიმართ. პარანორმალური ფსიქიკური უნარების მფლობელია. აინტერესებს ეზოთერიკა და საიქიო ცხოვრება.ის ყოველთვის ინტერესდება ისეთი ცხოვრებისეული საიდუმლოებებით,რაც მენტალური ფიზიკური აღქმის ჩარჩოებს სცდება. თითქმის ყოველთვის გაუცხოებულად გრძნობს თავს. მას ნამდვილად შეუძლია ჩასწვდეს სამყაროში მიმდინარე ფარულ პროცესებს. უზომოდ აინტერესებს ღრმა ფსიქოანალიზი. უმეტესად არარეალური,ფანტასტიკური ოცნებები აქვს.
აუცილებლად უნდა ისწავლოს ჭარბ სექსუალურ ემოციურობასა და მატერიალურ სიმდიდრეზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება. ასევე უნდა შეიგნოს,რომ ცხოვრება დინამიური და ცვალებადი პროცესია,სადაც მუდმივი მხოლოდ სულიერი ფასეულობებია.
პაველ გლობა
+ხშირად ვაწყდებით ოკულტისტებისა და ნათელმხილველების რუკებში. ინტერესი იმიერი სამყაროსადმი. ქვეცნობიერის გამონათებები. წინასწარმეტყველების ნიჭი. განსაკუთრებით კარგად ხედავენ საფრთხეებს(მათი თავიდან აცილებაც შეუძლიათ) და სიკვდილს,ხანდახან საკუთარსაც. ექსტრემალური და კრიტიკული მდგომარეობები უკეთესი ცლილებების მომასწავებელია.
– მოულოდნელი გარდატეხები და კატასტროფები. საფრთხის მოლოდინი. თავდასხმის საფრთხე. მოულოდნელი მკვლელობა,მყისიერი სიკვდილი ელექტრობისგან,მეხის დარტყმისგან,რკინის ნივთისგან,სიმაღლიდან ჩამოვარდნისგან. უარეს შემთხვევაში,ძალადობრივი სიკვდილი. მთვარესთან ნეგატიური ასპექტებისას ან კოსმოგრამაში წყლის სტიქიის დომინირებისას_სიკვდილი წყლისგან.
ფრენსის საკოიანი
ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის მოთხოვნა შეიძლება ადამიანის რეაქციაა ბავშვობის ტრავმებზე,რაც მის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. მას ეშინია აჰყვეს უცაბედ აღმაფრენებს. პარტნიორებს ძალიან ფრთხილად ირჩევს. საერთოდ,პარტნიორობაში უფრო დამკვირვებელია,ვიდრე მონაწილე. კარგი იქნება,თუ საკუთარი ხასიათის ორიგინალურ მხარეებს სრული განვითარების საშუალებას მისცემს.
სურს გაარღვიოს მატერიალური სამყარო და ფიზიკური მოვლენების ჩარჩოები და ასე ამოიცნოს ცხოვრების საიდუმლოებები. მისი ქონებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება მემკვიდრეობასთან,ქორწინებასთან,საქმიან პარტნიორობასთან,დაზღვევასა და გადასახადებთან დაკავშირებული სიტუაციების მეშვეობით. მოსალოდნელია უცაბედი სიკვდილი უბედური შემთხვევის შედეგად.
თქვენი ცხოვრება მოულოდნელი მოვლენებით არის სავსე,რაც სრულიად არაპროგნოზირებადად ცვლის თქვენი მოძრაობის მიმართულებებს. შეიძლება მოუთმენლობა და უგუნურება გამოავლინოთ,იმპულსურად განახორციელოთ თქვენი ვნებები. ემოციურად ძალიან რთული ადამიანი ხართ,ინტენსიური და დაძაბული სურვილებით.
თუ თქვენს საკუთრებასა და რესურსებს სხვა ადამიანთან გაინაწილებთ(მაგალითად,საქორწინო ან ბიზნესს პარტნიორთან),თქვენი იღბლიანობის მასშტაბები გაიზრდება,საქმიანი მდგომარეობა კი სწრაფად და მკვეთრად შეიცვლება უკეთესობის ან უარესობისკენ.
ავესალომ პადვოდნი: „როდესაც ადამიანს საკუთარი ძალისხმევის საგანს აშორებს,ღმერთი მას ყურადღების ობიექტს არ ართმევს“
ურანი VIII სახლში სიმბოლურ კულმინაციაშია.
ზოგადად,უმაღლესი პლანეტები(ურანი,ნეპტუნი,პლუტონი) არ ალამაზებენ იმ სახლს,სადაც ხვდებიან და VIII სახლის შემთხვევაში,ეს ტენდენცია ორმაგდება. საკუთარი ქცევების დამუშავება უკიდურესად დაძაბულ და კრიტიკულ სიტუაციებში ისედაც რთულია. ამ შემთხვევაში კი აბსოლუტის შემოქმედების ხელწერაც ემატება_იმდენად ენერგიული და არაპროგნოზირებადი,რამდენადაც მას შეესაბამება.
აქ ურანის დამუშავება იმით გამოიხატება,რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს ურანის მითითებების ამოცნობა VIII სახლის სუსტ ნიშნებში: გზის გადაკვეთისას,თვითმფრინავით მგზავრობისას,შემთხვევითი გამვლელების წყევლაში,მოულოდნელ და არასერიოზულ დაქორწინების შემოთავაზებაში და ა.შ. მაშინ VIII სახლის ძლიერ სიტუაციებში,ურანი არამხოლოდ მოულოდნელ და მომცელავ ეფექტებს მისცემს,სიტუაციის გარკვევაშიც დაეხმარება. ყოველ შემთხვევაში,იმას მაინც უკარნახებს,რა აკეთოს. (რატომ უნდა აკეთოს_ადამიანი მთელი ცხოვრება ვერ ხვდება და ვერც მიხვდება,მაგრამ კრიზისს დაძლევს).
მისი ფსიქოლოგიური კრიზისები ძალზედ ენერგიული და მოულოდნელია და მათში გარკვევა ფსიქოლოგსაც გაუჭირდება. დაძაბულობის მოსახსნელად გაცილებით მარტივი იქნება მისი ფსიქიატრთან ან ფარმაცევტთან გაგზავნა. მართალია,ამ დროს პრობლემები არათუ გვარდება,უარესად მძიმდება. ამიტომ,ჯობია შინაგანი კრიზისები მშვიდ მდგომარეობაში მოაგვაროს,საკუთარ ემოციურ და მენტალურ სხეულებზე კონტროლის მიღწევით.
ურანის ეს მდებარეობა პოტენციურად ქვეცნობიერებაში ღრმად შეჭრის უნარს იძლევა,რის შედეგადაც ადამიანს შეუძლია სრულად აკონტროლოს თავი და საკუთარი ფსიქიკა. მაგრამ ეს დადასტურებული უნდა იყოს მთლიანი ჰოროსკოპით და ამ შემთხვევაშიც კი დიდ შრომას მოითხოვს: შინაგანი მტერი ძალიან ცბიერი და ძლიერია და არ ღირს მისი გაღვიძება,განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე .
დამუშავება იძლევა დიდ ძალაუფლებას,კოლექტივებზე ზემოქმედების თვალსაზრისით; გონებამხვილ ეთიკურ და სტრატეგიულ იდეებს,რომელიც ადამიანებს იტაცებს და აიძულებს,იმუშაონ და განვითარდნენ. მაგრამ ამისთვის სუბიექტმა წინასწარ უნდა გაიაროს გრძელი და მტკივნეული სტადია,როდესაც ადამიანებს მისი აბსოლუტურად არ ესმით(საუკეთესო შემთხვევაში,მას უბრალოდ აიგნორებენ).
ძლიერად ასპექტირებული ურანი იძლევა ოკულტურ უნარებს,განსაკუთრებით ასტროლოგიაში.
ბორის იზრაიტელი
ამ სახლის ურანი ბადებს ძლიერ მიდრეკილებას სახიფათო თავგადასავლების მიმართ. ადამიანი,თავის და უნებურად,აღმოჩნდება კრიტიკულ და არაპროგნოზირებად მდგომარეობებში. იმავდროულად,მას შეუძლია გადარჩეს კრიტიკულ სიტუაციებში(თუ ურანი ჰარმონიულია) ან წინასწარ „დაინახოს“ და აღკვეთოს სახიფათო სიტუაცია.
საფრთხე ელექტრომოწყობილოებების, ტრანსპორტისა და გამოსხივებისგან.
თვითტრანსფორმაცია ხელს უწყობს დიდ სივრცეში გასვლას. ადამიანს შეუძლია უზარმაზარი რაოდენობის ფული გამოიმუშაოს,მაგრამ ასეთივე ფართომასშტაბიანი მხარჯველია.
ექსპერიმენტატორი ბირთვულ ფიზიკაში,მფრინავი,კოსმონავტი.
ბილ ჰერბსთი
კავშირი. ინტიმური ურთიერთობა თქვენი გამოცდილების პიკია. თქვენ დიდ დროს ხარჯავთ კავშირზე დაკვირვებით და არა მასში მონაწილეობით,მტკიცედ იცავთ რომელიმე მხარის პოზიციას. ამ შემთხვევაში თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ პირადი შეფასება სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებით. შემდეგ,სრულიად მოულოდნელად თქვენსა და პარტნიორს შორის ნაპერწკალი იელვებს:ის გაფეთქებთ,რაკეტასავით გაგისვრით,კავშირის უმაღლეს მწვერვალებზე გაგტყორცნით. მახე_ ურთიერთგამორიცხვა,დამოუკიდებლობა,უარყოფის ტენდენცია,განსხვავებული აზროვნების სტილი,მიუხედავად თქვენი მდგომარეობისა. ამოცანა_გამოეხმაუროთ ინტიმური კონტაქტის ძახილს ყოველ ჯერზე. თქვენ შესანიშნავად აცნობიერებთ,რომ ეს რევოლუციური კავშირები ხანმოკლეა,მაგრამ მაინც იმსახურებს პატივისცემას.
ტრანსფორმაცია. ერთ წუთში თქვენ ის ადამიანი ხართ,რომელსაც იცნობთ,მეორე წუთში_აბსოლუტურად გეუცხოებათ საკუთარი თავი. ეს მდგომარეობები იშვიათად გრძელდება დიდხანს. მეტსაც გეტყვით,ისინი თქვენს განვითარების ეტაპებს ასახავენ. ეს არის წინასწარი ხილვა,როგორი უნდა გახდეთ. თუმცა ორივე მდგომარეობა განმარტოებისკენ გიბიძგებთ. ამოცანა_განიწმინდოთ ილუზიებისგან და მიაღწიოთ საბოლოო რეალობას,როგორც გველი ტოვებს ძველ კანს. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ფაზები. დაე,მათ კომპასის მსგავსად წარგმართონ ზრდასრულობისკენ.
სექსუალური შერწყმა. რატომ ფეთქედებით დროის ერთ მონაკვეთში სექსუალურ ექსტაზში,მაგრამ მეორე მონაკვეთში ცივსისხლიანი ხართ? თქვენ არ იცით,რა გვიპასუხოთ. ეს კითხვები თქვენ ინდივიდულობასა და ნების გამოვლენას ეხება. როდესაც თქვენთვის ჩვეულ ნებელობით მდგომარეობაში იმყოფებით,შეგიძლიათ მტკიცე უარი თქვათ სექსუალურ ურთიერთობაზე. როდესაც მეტად შემეცნებითი ხართ ცნობიერების უფრო ფაქიზი ვიბრაციების მიმართ,მხოლოდ მაშინ იღებთ სრულფასოვნად ტანტრული ძალის მთელ ძღვენს. სექსუალური კავშირი,როგორი იშვიათიც არ უნდა იყოს,მოულოდნელად აღვიძებს თქვენი მგრნობიარობას. ამ განთავისუფლების პროცესში ხდება თქვენი უნიკალობის განცდა და განახლება; ეს არის მორჩილი პატივისცემა იმ ძალისა,რომლითაც გარემო სივრცეა გაჟღენთილი. ამოცანა_ მიიღეთ ეს ძალა,როდესაც მას უერთდებით. პატივი ეცით საკუთარ თავს,თქვენს პარტნიორსა და სივრცეს ამ სექსუალური მაგიისთვის.
ფოკუსირებული ინტუიცია. თქვენ ხან იხიბლებით,ხანაც განიხიბლებით ინტუიციური აღქმით. ხან დახელოვნებული მაგი ხართ,ხანაც_სრული ნული,რომელიც უარყოფს საკუთარ ჯადოსნურ შესაძლებლობებს. თქვენ უარს აცხადებთ გაწვრთნილი ცხოველი იყოთ,რომელიც უხილავ ბრძანებებს ემორჩილება,საკუთარსაც კი. თქვენი ინტუიცია თავისთავად ვლინდება და თავისი მოულოდნელობით თანაბრად შოკის მომგვრელია როგორც თქვენთვის,ისე სხვა ადამიანებისთვისაც. თქვენი კონცენტრირება იმდენად კაცთმოყვარეა,ხშირად ინფორმაციას უცხო ადამიანებზე იღებთ და არა ახლობლებზე. დისტანციის მანძილი,გარკვეული თვალსაზრისით,ზრდის თქვენს მგრძნობიარობას და თქვენც ახერხებთ მოულოდნელი ინტუიციური გამონათებებით სარგებლობას. ამოცანა_გასცეთ ყველაფერი,რასაც ინტუიციურად იღებთ. მიანიჭეთ თქვენს ინტუიციას სრული თავისუფლება. დაე,იმ მიმართულებით განვითარდეს,საითაც თვითონ უნდა. ნუ ეცდებით მის განვითარებას ან მოწესრიგებულად სარგებლობის ჩარჩოებში მოქცევას.
საერთო საკუთრება. სავარაუდოდ,თქვენთვის ძალიან ნაცნობია ფულსა და საკუთრებასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი სიტუაციები,განსაკუთრებით თუ ეს სახსრები პარტნიორულ ურთიერთობებს უკავშირდება. თქვენ შეიძლება მოიპოვოთ ან დაკარგოთ მთელი ქონება ერთ ღამეში. ამიტომ,მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. ძალიან კარგია,თუ ფულს არასტანდარტული მეთოდებით შოულობთ,თუმცა ჯობია შეასუსტოთ თქვენი მიჯაჭვულობა ფულისა და მფლობელობისადმი და თქვენი შიშებიც მნიშვნელოვნად შემცირდება. მახე_გადაჭარბებული თავნებობა. თქვენ არ გახასიათებთ გარემოებებზე დამორჩილება და შესაძლოა არანორმალური სიჯიუტე გამოავლინოთ,როდესაც ვინმე თქვენზე ზეწოლას ცდილობს. თუმცა შეგიძლიათ გრაციოზულად მოქნილიც იყოთ,როდესაც ურთიერთობაში თავისუფლებას გრძნობთ. თქვენ ყოველთვის ცდილობთ საკუთარი წესებით ითამაშოთ ფულთან და მართალია,ეს დასაფასებელი თვისებაა,მაგრამ ამის გამო შეიძლება უბედურებაშიც გაეხვიოთ. ამოცანა_კარგად გააცნობიეროთ,რას მოიპოვებთ და რას კარგავთ.
ფელიქს ველიჩკო
სიღრმისეულად ესმის ადამიანების არსი. შეუძლია და გამოსდის სხვების შთაგონება. ოცნებობს სოციალური შეზღუდვებისგან თავისუფალ ცხოვრებაზე. საკუთარ თავზე მარტივად იღებს მომავალზე ორიენტირებული განმათავისუფლებლის როლს. სექსში ორიგინალურია. თვითდისციპლინის დეფიციტს არ უჩივის. ძლიერი ინტუიცია აქვს,ცნობისმოყვარეა. ძალიან აინტერესებს ოკულტიზმი,ტელეპატია,რეინკარნაციის პრობლემები,ატომური ფიზიკა,პარალელური სამყაროები,ფსიქოანალიზი,ასტროლოგია.
VIII სახლის ურანი მოულოდნელ კრიზისებს წარმოშობს,რაც მყისიერად ცვლის ადამიანის მთელ ცხოვრებას. ინტენსიურ სურვილებს აღვიძებს,რომელსაც ადამიანი არ და ვერც ეწინააღმდეგება. თუმცა მას ძლიერი თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს და შეუძლია გამოსავალი იპოვოს ნებისმიერი სახიფათო სიტუაციიდან.
ურანი იშვიათად კლავს. მხოლოდ ძალიან ძლიერი გავლენის დროს და ამ შემთხვევაშიც სიკვდილის ირიბი მიზეზია და არა პირდაპირი. ჩვეულებრივ,ეს მოულოდნელი სიკვდილია,შესაძლოა უბედური შემთხვევით გამოწვეული,ოპერაცის დროს წარმოქმნილი გამწვავებები,არასწორი მკურნალობა,პარალიჩი ან თუნდაც სახიფათო ექსპერიმენტები ახალ გამოგონებებთან.
ცნობილი ადამიანები VIII სახლის ურანით:
ვერძში: Dalida, Shirley MacLaine, Roger Moore, Annie Girardot…
კუროში: Alain Delon, Silvio Berlusconi, Natalie Wood, Leonard Cohen, Guy de Maupassant, Warren Beatty, Julie Andrews, Bernard Kouchner, Neil Diamond, Donald Sutherland…
ტყუპებში: Hillary Clinton, George Harrison, Julio Iglesias, Ozzy Osbourne, Eric Clapton, Rod Stewart, Ivana Trump, Bryan Ferry, Oliver Stone, Demis Roussos, Chevy Chase, Anton Chekhov, Jerry Springer, Giacomo Puccini…
კირჩხიბში: Leonardo da Vinci, Grigori Rasputin, Vladimir Lenin, Isabella Rossellini, Muriel Robin, Wassily Kandinsky, Ray Liotta, La Toya Jackson, Mark David Chapman, Ed Harris, Michael Bolton, Stendhal, Arsenio Hall…
ლომში: Diana Princess of Wales, Lambert Wilson, Sean Penn, Ellen DeGeneres, Catherine Ringer, Michael Hutchence, Jamie Lee Curtis, Nikki Sixx, Richard Ramirez, Hermann Hesse, Rosanna Arquette, Gloria Estefan, Rita Wilson…
ქალწულში: Monica Bellucci, Joseph Stalin, Coco Chanel, Meg Ryan, Trent Reznor, Lenny Kravitz, James Hetfield, José Mourinho, Patricia Kaas, Eros Ramazzotti, Kiefer Sutherland, Brandon Lee, James Joyce…
სასწორში: Matt Damon, Hugh Jackman, Naomi Campbell, Russell Brand, James Blunt, David Grohl, Jenny McCarthy, Tori Spelling, Bobby Brown, Madame de Pompadour, Ryan Phillippe…
მორიელში: Orlando Bloom, Ryan Gosling, Heath Ledger, Abraham Lincoln, Sarah Michelle Gellar, Chelsea Handler, Catherine the Great, Gianluigi Buffon…
მშვილდოსანში: Joseph Gordon-Levitt, Louis Armstrong, Vladimir Nabokov…
თხის რქაში: Kristen Stewart, Greta Garbo, Leo Tolstoy, Laurence Olivier, Michelangelo Antonioni…
მერწყულში: Helena Blavatsky, Francisco de Goya, Augusto Pinochet…
თევზებში: Marilyn Monroe, Ava Gardner, George H. W. Bush, Ann Boleyn, Yves Montand…