ნეპტუნის და მთვარის კვანძების შეერთება

ნეპტუნის და მთვარის კვანძების შეერთება

ნეპტუნის შეერთება აღმავალ/ჩრდილოეთის კვანძთან

Ellen DeGeneres _ ♃ ☌ ♆ ☌ ☊ ♏

ასეთი ადამიანი კარგად ერგება საზოგადოებრივ ნორმებს.  ნეგატიურ ვარიანტში, თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს _ მინიმალური წინააღდეგობის გზით მიდის. მაგალითად, შეუძლია წვეულებიდან წვეულებაზე იაროს, იმიტომ რომ ასეა მიღებული და შედეგად, ალკოჰოლდამოკიდებულებაც განივითაროს. საჭიროა საზღვრების მკაფიოდ დადგენა, მოსალოდნელი საცდურების დროულად აღმოჩენა და ფილტრაცია.

ასეთმა ადამიანმა თავვად უნდა განსაზღვროს საკუთარი დანიშნულება ამ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ამ მისიას, დიდი ალბათობით, მარტივად გაუმკლავდება. თუმცა არსებობს საზოგადოებაში გათქვეფის და საკუთარი თავის დაკარგვის საფრთხე.

მოდუნდით. ყური უგდეთ თქვენს ინტუიციურ იმპლუსებს. სწორედ ის დაგეხმარებათ საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩენაში, საჭირო კონტაქტების დასმაყრებლად სასარგებლო ხალხთან.   თქვენ უნდა ისწავლოთ ბრბოსთვის წინააღმდეგობის გაწევა. ნუ აჰყვებით მასობრივ ისტერიას, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის.

 

 

ნეპტუნის და დაღმავალი კვანძის შეერთება

Matthew Fox _ ♆ ☌ ☋ ♏

საკმაოდ რთული ასპექტია. თქვენ იმას ამბობთ, რაც არ არის საჭირო და მაშინ, როცა არ არის საჭირო. გიჭირთ თქვენი ცხოვრების ცალკეული ფრაგმენტების მთლიანობაში თავმოყრა. დიდ ყურადღება გმართებთ საკუთარი „მეს“ შესანარჩუნებლად. არასდროს დაივიწყოთ, რომ საკუთარი რეალობის შემოქმედი სწორედ თქვენ ხართ. თქვენს ჩვევებს იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული, საკუთარი პიროვნების განუყოფელ ნაწილად მიგაჩნიათ, თუმცა თუ მათ თავს ვერ დაარწევთ, ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

თქვენი ჩვევები და ინტუიციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში გაბატონებულ წარმოდგენებს უპირპისპირდება. თქვენი იდეების სისტემაში ინტეგრირების შანსიც რომ მოგეცეთ, დიდი ალბათობით, ხელიდან გაუშვებთ. სამაგიეროდ, საკმაოდ კრიტიკულად შეგიძლიათ მასების ენთუზიაზმის შეფასება და, აქიდან გამომდინარე, საყოველთაო უგუნურების გავლენის თავიდან არიდება. არსებობს გაქურდვის საფრთხე და აქ მხოლოდ მატერიალური სიკეთეები არ იგულისხმება, თქვენი ინტელექტუალური შემოქმედებაც შესაძლოა სხვისმა სიხარბემ იმსხვერპლოს.


About Qet

Scroll To Top