ნეპტუნის და პლუტონის შეერთება

ნეპტუნის და პლუტონის შეერთება

ნეპტუნის შეერთება: “სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს”

ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც(დაუმუშავებელი ასპექტისას) ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.

მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.

გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება, კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.

ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.

დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია გამოხატოს გამოუთქმელი, ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.

 

პლუტონის შეერთება: “ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს”

პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში, ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით, იმ ფორმებში, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.

დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა, აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას  უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის ან მთლიანობაში რუკის არსებობისას, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.

პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად” და ცხოვრების იმ სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ  იმ ინსტრუმენტების შეცვლით გამოიხატება, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.

მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სახლის სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს  პლანეტის პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა  ეძლევა. ამრიგად, მას შეუძლია უმნიშვნელო ზემოქმედებითაც კი  მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.

ავესალომ პადვოდნი

 

Anna Akhmatova _ ♆ ☌ ♇ ♊

ზოგადად, უმაღლესი პლანეტების ასპექტები აჩვენებს, როგორ ერწყმება ცალკეულ ადამიანთა კარმა მასობრივ კარმას.

ეს უკიდურესად ფაქიზი ასპექტი დაკავშირებულია საზოგადოებრივი ქცევების ცვლასთან, რომელიც უკავშირდება რელიგიას, ფილოსოფიას, ადამიანის ადგილს სამყაროში. გარდამტეხი მომენტია ამაღლებისთვის. შესაძლოა მეცნიერებათა გარკვეულ დარგები, კულტურები, სოციალურ ინსტიტუტები დაასამაროს. დადგენილ შეხედულებათა რღვევა გამანადგურებელ გავლენას ახდენს ხალხის მასებზე. ამიტომ, ამ ასპექტმა შეიძლება შვას გზააბნეული თაობა.

თუმცა ეს ასევე განმაახლებელი ასპექტია მსახურების მეშვეობით, რომ გახალი სიცოცხლე შთაბეროს ყველაფერ ცოცხალს; კოსმიური სიყვარული, რომლის გამოხატვა მხოლოდ საკუთარი თავის დავიწყებით შეიძლება.

ეს ასპექტი სიღრმისეულ ურთიერთბაში ითრევს ინდივიდს მთელს კაცობრიობასთან. მისი აქტიური ჩართვა, სახელმწიფოებრივი გადატრიალების თუ არა, ახალი იდეების პროპაგანდის სურვილს აღვიძებს, რაც ადამიანთა მოდგმას მნიშნვნელოვნად გააკეთილშობილებდა. თუ შეერთება მთლიან რუკაში გამოკვეთილია, ადამიანი იდეალისტურად ეკიდება სიყვარულს და ყველანაირად შეეცდება მასობრივი ხასიათის სულიერ მოძრაობებში ჩაერთოს. შეიძლება ითქვას, რელიგია მათი მთავარი ვნებაა. მაღალგანვითარებული ტიპები სულიერი მისიონერები არიან, რომელიც გარშემომყოფთა ცნობიერებას ამაღლებენ თვითაკვეთილი მსახურებით, კოსმიურ სიყვარულის გამოსხივებით.


About Qet

Scroll To Top