ნეპტუნის და ქირონის შეერთება

ნეპტუნის და ქირონის შეერთება

ნეპტუნის და ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება

ესაა ორი პასიური საწყისის გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთს ფუნქციონირებაში ეხმარებიან. ნებისმიერი ასპექტის შემთხვევაში ინდივიდს თვითჩაღრმავებითი ანალიზი ახასიათებს. შემოქმედებითი უნარები გააჩნია. კონცენტრირებას რთულად ახერხებს. თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნის. თანაგრძნობის, წარმოსახვის, მეოცნებეობის ძლიერი გამოვლინება ახასიათებს.
სხვების დახმარებაზე ორიენტირებული, მუდამ დასახმარებლად მიდის. ამის გამო კი ხშირად შარში ეხვევა. ფაქტების გარეშე ღმერთისა და უმაღლესი ძალების რწმენა აქვს. ინფორმაციას ენერგეტიკულად საკმაოდ ადვილად იღებს და გასცემს. ასევე, ადვილად მედიტირებს. სასურველია, რომ გარკვეული გეგმის მიხედვით მოახდინოს მედიტაცია (მედიტაციის დაწყების, დასრულების გეგმა შეიმუშაოს), წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა „დაიკარგოს“. ამ ორი პლანეტის ურთიერთკავშირი ყველა ადამიანში არ ვლინდება. სასურველია, რომ მგრძნობიარე ფსიქიკა, მატერიალური და არამატერიალური სამყაროების გარჩევის უნარი ჰქონდეს. რეკომენდებულია: წარმოსახვისა და აღქმის კონტროლი.

ნეპტუნის და ქირონის შეერთება

Hermann Hesse _ ♆ ☌ ⚷ ♉

შეერთება შერწყმას, ორი საწყისის გაერთიანებას იძლევა. ამ ასპექტის მქონე ადამიანი სიღრმისეული ანალიზისა და ღრმა ფსიქოლოგიური კონტაქტებისკენაა მიდრეკილი (როდესაც სულიერ-ენერგეტიკულ დონეს ეხება). ახასიათებს: სხვების გასაჭირის ჭეშმარიტი განცდა, მათთვის პრობლემების მოგვარების გზების ჩვენება. კარგად სწავლობენ, ძლიერი მგრძნობელობა ახასიათებთ. ადამიანთა დიდი მასების გაძღოლისა და მართვის უნარს ამჟღავნებენ. საფრთხე – შესაძლოა საკუთარი სურვილების „მონა“ გახდნენ. ქაოსიდან რაციონალური მარცვალი ყალიბდება. ამ შემთხვევაში ქირონი მამაკაცურ საწყისს ითავსებს და ახალი ციკლი, იდეა, რაღაც სიახლის წამოწყება იბადება. როგორც დედისგან და მამისგან, ამ ორი პლანეტის შეერთებისგან მსგავსად იბადება ახალი საწყისი (ინტუიცია+სამყაროსეული გონება=სიბრძნე; ინ+იან=ძენ). ასევე გასათვალისწინებელია, რომ „რაღაცის დაწყება მის დასასრულს ნიშნავს, სიკვდილი კი – ხელახლა დაბადებას“.

ამ ადამიანს შეუძლია დაარწმუნოს სხვები, რომ მხოლოდ მისი შეხედულება არის სწორი. ასეთი შთაგონების უნარი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს დასახული მიზნების მიღწევასა და  პოპულარობის მოხვეჭაში.  მას თანაბარი წარმატებით შეუძლია სწავლაც და სწავლებაც. უკიდურესად მგრძნობიარეა, შეიძლება ითქვას, მოწყვლადიც. დიდად არის დამოკიდებული გარემოზე, რომელშიც ხვდება.

 

ძირითადად დამუშავებულია vgoroskope.ru-სა და ა. და ლ. შმიდტების მასალა.

ავტორი: თამთა


About Kate

Scroll To Top