ნეპტუნი ვერძში

ნეპტუნი ვერძში

1861-1874 წწ.

აღქმადობას  + ძლიერი სურვილი = შთაგონების რეალიზაცია

ხასიათის ნეგატიური განვითარებისას, ყალიბდება საშინელი თავნებობა, ეგოიზმი, ავანტურიზმი, ქაოსური გრძნობები, უაზრო აღქმა, უმიზნო მოქმედებები, გადაჭარბებული მოწყვლადობა, მიდრეკილება აკვიატებული და მანიაკალური მდგომარეობებისკენ. შესაძლოა ჩამოყალიბდეს გენიალური თაღლითი.

ხასიათის პოზიტიური განვითარების შემთხვევაში, ადამიანი მთელ  ენერგიას თავისი ოცნებების რეალიზებისკენ მიმართავს. საკუთარ გულისთქმას აყოლილი,  განუხრელად მიიწევს  მომავლისკენ. პრობლემა ის არის, რომ მას ხშირად ავიწყდება ფეხქვეშ ყურება, რის გამოც წონასწორობას კარგავს ცხოვრებაში.

რელიგიური ნოვატორი და ფრიად  იღბლიანი რეფორმატორი. ეს ადამიანი ტოტალური კაცთმოყვარეობით, ფანტასტიურად მდიდარი განცდებითა და ჭეშმარიტი უანგარობით  გამოირჩევა. ის სავსეა ღრმა მისტიციზმით, რელიგიური განცდებითა და შემოქმედებითი ძალებით. საზრიანი და ინიციატივიანია. მისი ინტელექტი გამსჭვალულია სულიერებით, ფანტაზია და წარმოსახვა მიუკერძოებლად მუშაობს, თუმცა კი მისი აზროვნება მიდრეკილია ავანტურისტული სქემებისა და ფანტასტიური პროექტებისკენ. ასეთი ადამიანი არ ექცევა სხვებისგან მომავალი შთაგონების ქვეშ. პირიქით, ის თავად  იყენებს საკუთარ ჰიპნოზურ უნარებს გარშემომყოფებზე ზემოქმედებისთვის. შინაგანად ყოველთვის აფორიაქებულია. სიამოვნებით მონაწილეობს რთულად განხორციელებად პროექტებში. თავდაჯერებულად ცდილობს საკუთარი გეგმების განხორციელებას. იღბლიანია აზარტულ თამაშებში. განსაკუთრებული წარმატება მოაქვს უცხოელებთან კონტაქტებს.

ამ ადამიანის შთაბეჭდილებები ძალზედ ძლიერი და მკაფიოა, რადგან მისი აღქმა შერწყმულია  სულიერ აღმოჩენებთან. ის ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, საკუთარ მისწრაფებებს მისდიოს. ლოგიკურია, რომ ძალიან ცუდად აკონტროლებს ინსტინქტებს. უდიდეს  სულიერ ენერგიას თვითსრულყოფის ან ღია ფანატიზმისკენ მიჰყავს.  მისთვის სამყარო ერთი დიდი მთლიანობაა, სადაც უბრალოდ არ შეიძლება დარჩე მიღმა. არ არის გამორიცხული მესიის კომპლექსის ჩამოყალიბებაც.  მხურვალედ ისწრაფვის შვას ახალი რელიგიური და მისტიური დოქტრინები. ეს სულიერი რაინდი ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი იდეების ხორცშესხმისთვის, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი რწმენისა და სიყვარულის მხურვალება არც ისე სტაბილურია და ენერგიას ხშირად უაზროდ ხარჯავს, რადგან მტკვნეული მგრძნობიარობა შეთავსებულია ხშირ ემოციურ ეგზალტციებთან. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დიადი  სოციალური მისიის შესრულებაა. ის მარად  მეოცნებე და თავგანწირული აღმშენებელია, რომელსაც ღრმად და მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული, რომ ყოველთვის გაბედულად უნდა იმოქმედოს.

კეთილშობილი და გულისხმიერი  ხასიათის ადამიანია. განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს სოციალურ უსამართლობასა და ცხოვრების უხეშ პირობებზე. ამის გამო არც ისე იშვიათად მონაწილეობს ხელისუფლების არსებული ინსტიტუტებისა და მმართველი სტრუქტურების რეფორმირებაში.  თანაც საოცრად დაჟინებულად, თითქოს ამ რეფორმის წარმატებაზე  იყოს დამოკიდებული მისი პირადი ცხოვრებაც. ბობოქარი, ინსტინქტური გამოცდილება, გადაჭარბებული გულითადობა და შინაგანი დაძაბულობა ხშირად აღიქმება სიბრძნედ. ადამიანი დამახინჯებულად აღიქვამს რეალობას. ხანდახან უხეშად და უცერემონიოდ იქცევა.  მყისიერად ინუსხება საკუთარი იდეების მაგიით და მათ განსახორციელებლად ყველაფრისთვის მზადაა.  ის  დაჟინებულად, თუმცა კი მეტად გულუბრყვილოდ და არათანმიმდევრულად ატყუებს საკუთარ თავს და სულაც არ აშფოთებს ეს ფაქტი. ძალიან მარტივად ტყუვდება და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რაც მის თავს ხდება სრული ჭეშმარიტებაა.

 

 

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ნეპტუნი ვერძში მარს სტუმრობს, მზის ეგზალტაციის, ვენერას ტყვეობისა და სატურნის დაცემის ნიშანში, ცეცხლის სტიქიაში. ამ თაობის  უმაღლესი ფასეულობები და მისტიური იდეები საკმაოდ არასრულფასოვანია . საუკეთესო შემთხვევაში ეს მდებარეობა მგზნებარე იდეებს იძლევა. თაობა შობს ახალ რელიგიურ და მისტიურ იდეებს. სულიერი რაინდები, იდეისთვის მებრძოლები.  ხშირად უმძაფრდებათ მგრძნობიარობა. ზოგადად, მიდრეკილნი არიან  უკიდურესობებისკენ. სწორედ ამიტომ  ვერ გიზგიზებენ სტაბილურად.

თუ თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ხშირად უაზროდ ფლანგავთ ენერგიას. ხანდახან დაჟინებულად ჰყვებით ილუზიებს და ყოველთვის პირდაპირ მოქმედებთ, რის შედეგადაც თქვენი ენერგია ეცემა და იმედგაცრუება ისადგურებს.  უარეს  შემთხვევაში, თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ქედმაღლობა და ეგოიზმი.

 

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ნეპტუნი ვერძს მისტიური მოქმედებებისა და დინებებისკენ უბიძგებს. ამ თაობაში მოდაშია  მისტიკისა და რელიგიის ისეთი სახეობები, რაც ღმერთისა და მიღმიერი ფენომენების მაქსიმალურად რეალურად აღქმის საშუალებას იძლევა, ენერგეტიკული დინების ფორმით. დაბალ დონეზე დამახასიათებელი იქნება ალკოჰოლი და ნარკოტიკები (ძლიერი დაზიანებისას_მხეცობა და სადმიზმიც), როგორც თვითგამოხატვის დინებაში ჩართვის საშუალება. მტანჯველი დეპრესიები, განსაკუთრებით ჯგუფური, ხშირად ირაციონალური ხასიათის არის  და  დანაშაულის გრძნობა ახლავს თან.

იმპულსების ზემოქმედებით, ისინი  დამახინჯებულად განმარტავენ „ღვთის ნებას“ (ანუ ეგრეგორის მითითებებს არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა).ზოგადად, რეალობის აღქმა ძალზედ პროფანირებულია. სწორედ ამ თაობის ადამიანებმა (მომდევნო თაობასთან ერთად, ნეპტუნით და პლუტონით კუროში) მიიყვანეს ევროპა პირველ მსოფლიო ომამდე.

დამუშავებულ ვარიანტში, ნეპტუნის ეს მდებარეობა მაღალ სულიერ  წინამძღოლებსა და მასწავლებლებს შობს, რომელთაც შეუძლიათ გახსნან ახალი ძლევამოსილი არხები, რაც საშუალებას მისცემს მასას კონსტრუქციულად აღიქვას შესაბამისი ეგრეგორის ენერგეტიკული დინებები და ჩაერთოს სულიერ ცხოვრებაში. არის იმედი, რომ ნეპტუნის მომდევნო ტრანზიტი ვერძის ნიშანში 21-ე საუკუნეში უფრო კონსტრუქციული იქნება, ვიდრე წინამორბედი იყო.

 

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

ჰარმონიულ ასპექტებში: სუბიექტი არაჩვეულებრივ მუსიკალურ, პოეტურ და შემოქმედებით უნარებს ავლენს. იტაცებს რელიგია, მისტიკა, საიდუმლო საზოგადოებები, ფსიქიკური გამოკვლევები. ძალიან ძლიერი წარმოსახვა აქვს. სულიერება. ფსიქოანალიზის ძლიერი უნარი, გულმოწყალება. ღარიბებისა და უბედურების  თანაგრძნობა, ქმედითი თანამონაწილეობა. სულიერი რეგენერაცია.

ნეგატიურ ასპექტებში: სიზარმაცე, ახირებები, ილუზიები, უზნეობა, მიდრეკილება ინტრიგებისა და შეთქმულებებისადმი. შეპყრობილობა,უკიდურესი ფანატიზმი, მუხანათობა, გენიალური თაღლითობა, უზარმაზარი თვიტმოტყუება და მოტყუება. სუბიექტი თვლის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.

 

 

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

თქვენი თაობისთვის დამახასიათებელია რელიგიისა და სულიერი საკითხებისადმი ინდივიდუალური მიდგომა. თქვენ ხშირად ესხმით თავს ეკლესიურ დოქტრინებსა და დოგმებს. ფაქტობრივად ყველა ორგანიზებული რელიგია მნიშვნელოვან  ცვლილებას განიცდის თავის ფილოსოფიაში. თქვენი თაობა ასევე სიმყარეზე ამოწმებს სხვა ხანგრძლივვადიან საზოგადოებრივ იდეალებს და ეძებს ახალ იდეებს, იმედებს, მისწრაფებებს. თქვენი ასაკობრივი ჯგუფი რადიკალურად ახალი კონცეფციების და სტილების ფუძემდებელია ხელოვნებაში, მუსიკასა და ლიტერატურაში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ავანგარდი _ კლასიკოსები გზას უთმობენ ახალბედა  ტალანტებს.

 

 

 

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

სამყაროს სულიერი აღქმა ვლინდება მესიანისტურ  მისწრაფებაში, მართოს მისი რითმები, როგორც დირიჟორმა ორკესტრი.

 

 

ცნობილი ადამიანები ნეპტუნით ვერძში:

I სახლში: Marcel Proust, Benjamin Franklin, Piet Mondrian, Evangeline Adams, William Somerset Maugham…

II სახლში: Marie Curie, Harry Houdini, Nicholas II of Russia, William Butler Yeats, Maxim Gorky…

III სახლში: Swami Vivekananda, Cheiro, Enrico Caruso, Helena Rubinstein…

IV სახლში: Vladimir Lenin, Wassily Kandinsky, Max Weber…

V სახლში: Grigori Rasputin, Frank Lloyd Wright…

VI სახლში: Mahatma Gandhi, Maurice Ravel, Bertrand Russell…

VII სახლში: George Gurdjieff, Alexandra David-Néel, Colette, Albert Schweitzer, Rudyard Kipling…

VIII სახლში: Winston Churchill, Claude Debussy, Henry Ford…

IX სახლში: Henri Matisse, Maria Montessori…

X სახლში: Sergei Rachmaninoff, Erik Satie, Max Heindel, Richard Strauss…

XI სახლში: Alois Alzheimer, Omar Khayyám, O. Henry…

XII სახლში: Rabindranath Tagore…


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top