1984-1997 წწ.
აღქმას + კონცენტრაცია = მედიტაცია
ხასიათის ნეგატიური განვითარებისას,ყალიბდება ძალზედ ეგოისტური,ვერაგი და ცბიერებამდე მისული გონებამახვილი პიროვნება,რომელსაც შეუძლია ინტუიციურად შეიგრძნოს სხვისი სისუსტეები და ეს უპირატესობა საკუთარი კარიერული მიზნებისთვის გამოიყენოს. ინსტინქტური სივრცე სავსეა გაურკვეველი იმპულსებითა და უცნაური სურვილებით,მაგრამ ქვეცნობიერი ქაოსი ცნობიერად დისციპლინირდება და პირად მიღწევებზე კონცენტრირდება. ამ ადამიანს ყოველთვის ბევრი სირთულე აქვს სიყვარულში. ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული პატივმოყვარეობა,შესაძლოა ცრუ პატრიოტიზმიც. მიდრეკილია პარაზიტობისკენ.
ხასიათის დადებითად განვითარების შემთხვევაში,ყალიბდება განსაკუთრებული,ინტუიციურ-ლოგიკური გონება,რომელსაც უნარი აქვს,შინაგან ხმაზე დაყრდნობით,ურთულესი სიტუაციებიდანაც იპოვოს სწორი გამოსავალი. მისი შრომის სფერო და მეთოდები ყოველთვის ნაყოფიერია. უზარმაზარი შინაგანი ძალა აქვს,რასაც საქმისთვის სასარგებლოდ იყენებს. შეუძლია სტრუქტურაში მოაქციოს,გააფორმოს და გააფართოვოს შინაგანი წარმოდგენები,რასაც წარმატებით იყენებს სახელმწიფო თუ რელიგიური საზოგადოებების ფორმირებაში. მისი სულიერი აღქმა დაფუძნებულია მატერიალურ სამყაროში მიმდინარე პროცესების სიღრმისეულ შემეცნებაზე. მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საქმის მოწესრიგებულად წარმოების თითქმის ექსტატიკური შეგრძნება.
ემოციები,განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე,კონტროლდება გონებით. ჭეშმარიტების განცდა ძალზედ მკაფიო და ზუსტია. ეს ადამიანები ხშირად სკეპტიკურად უყურებენ წინა თაობებს და ცდილობენ ცხოვრების ორგანიზაციის საკუთარი სისტემა გამოიმუშაონ. ეს დარწმუნებული ასკეტების თაობაა,ძლიერი თვითდისციპლინითა და საკუთარი სულიერი ფასეულობების რეალიზების უნარით დაჯილდოებული. ისინი ისე მკაცრად და მონდომებით გეგმავენ მომავალს,მოგვიანებით არც ისე იშვიათად საკუთარი პროგრამული ილუზიების მსხვერპლნიც ხდებიან.
თვითმოტყუება დაკავშირებული იქნება სამყაროს საჭიროებების უკიდურესად პრიმიტიულ აღქმასთან; მატერიალიზმის,როგორც ფილოსოფიის,ყველაზე ცუდ გაგებასთან. ასეთი ადამიანი მთელი ძალებით ცდილობს შეცვალოს ადამიანური გაერთიანებების ორგანიზაციული ფორმების ხედვა. ის სიამოვნებით აქარწყლებს,მისი აზრით,არაეფექტურ ორგანიზაციებსა და რესურსებს და შეუპოვრად ცდილობს, ახალი, უფრო მკაცრი ფორმების ურთიერთობები და სუბორდინაცია ჩამოაყალიბოს. ასეთი ადამიანი არასდროს მისცემს თავს აბსტრაქტული სულიერების უფლებას. ყველა გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ და მეთოდურად ახორციელებს საკუთარი ძალებით.
მისი ძირითადი იდეა მკაცრი სულიერი დისციპლინის შენარჩუნებაა,სამყაროს გაუმჯობესებისთვის. ისინი საკმაოდ მარტივად ახერხებენ უზარმაზარი სულიერი ენერგიის კონცენტრირებას დასახულ ამოცანებზე. ეზოთერულ სწავლებებსაც კი პრაქტიკული ცხოვრების გარდაქმნისთვის იყენებენ. ხანდახან ძალიან დოგმატურები და ტლანქები არიან. შეუძლიათ მნიშვნელოვანი მიზნების გამო ადამიანთა კონკრეტული საჭიროებები დაივიწყონ.
გულის სიღრმეში ეს ჩაკეტილი,პესიმისტი,მიუსაფარი და კუთხეში მომწყვდეული ხალხია. მიუხედავად ამისა,მათ შუძლიათ სულიერ განვითარებას მიაღწიონ,თვითკონტროლის მეშვეობით,რადგან ძალზედ პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარეები არიან. სულიერი და პოეტური ოცნებები,ასე თუ ისე,მათი ყოველდღიური ცხოვრების ორგანული ნაწილი ხდება.
ისინი გამოიმუშავებენ ხელმძღვანელობის ახალ ფორმებსა და ახალ პოლიტიკურ კონცეფციებს. მათი აზრით,ძირითადი გარდაქმნები ცხოვრების ახლებურ ორგანიზებას უკავშირდება. ძალიან თავდაჯერებულნი არიან. ყოველთვის საღი აზრით ხელმძღვანელობენ ყველაზე ღრმა საკითხების მოგვარებისას. ნიჭიერი პოლიტიკოსები და ხელმძღვანელები. ძალიან ყურადღებიანი და დაკვირვებული,წინდახედული და უშიშარი ხალხია. ისინი თავდაჯერებულად ანგრევენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობებს,თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ინტუიციურად მიაგნეს პროცესების მოწესრიგების ახალ ფორმებს.
პაველ გლობა
აქ ნეპტუნი იმყოფება სატურნისა და ურანის დომიცილის,მარსის ეგზალტაციის,მთვარისა და ისიდას ტყვეობის/განდევნის,იუპიტერისა და სელენას დაცემის ნიშანში.
ამ პერიოდში კაცობრიობა აბსტრაქტული სულიერებიდან უფრო მკაცრ სულიერ დისციპლინაზე გადადის,რადგან თხის რქა,როგორც მოგეხსენებათ,სატურნის სატახტო ნიშანია.
ამ თაობაში ვლინდება მსოფლმხედველობის გარდატეხა_ეს ასკეტების თაობაა,რომელიც ერთ საერთო მიზანს ემორჩილება. მისთვის დამახასიათებელია უფრო მკაფიო და ნათელი გრძნობითი აღქმა. აღსანიშნავია ასევე,რომ 1984-1997 წლებში დაბადებული თხის რქები მეტად სენტიმენტალურნი არიან. ბუნებრივია,ამ თაობისთვის დამახასიათებელია საკმარისი ძალა,რასაც ხელს უწყობს მარსის ეგზალტაცია ამ ნიშანში. მიწის ელემენტი კი ამ თაობისგან სულიერების ჩართვას მოითხოვს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის გამოსყიდვის დრო თევზების ეპოქისთვის. მომავალზე დაფიქრების პერიოდი. ამ დროს იწყება შინაგანი პატიოსნების შემოწმება,სწორი მიმართულების ძიება თითოეულისთვის, მისტიური ენერგიების კონცენტრირება, ოკულტური მოძღვრებების აღიარება, საზოგადოებაში ახალი ტიპის დისციპლინებისა და იერარქიების დამკვიდრება. ჩინეთმა,რომელიც თხის რქის ნიშნის გავლენის ქვეშ იმყოფება,ნეპტუნის ამ ნიშანში შესვლას ბუდიზმის აღორძინებით უპასუხა.
ვინც თევზების ეპოქას და ნეპტუნის თხის რქის ნიშანში დგომას გადაიტანს,სულიერი განვითარების გაცილებით მაღალ მწვერვალებს მიაღწევს,ვიდრე ოდესმე.
უარეს შემთხვევაში,ამ თაობისთვის დამახასიათებელი იქნება ქაოსი და ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტრუქტურების ნგრევა(ბერლინის კედლის დანგრევა,საბჭოთა კავშირის დაშლა).
პიროვნულ დონეზე,ნეპტუნი თხის რქაში გამოვლინდება დოგმატიზმით, ფანატიზმით, პესიმიზმით, ჩაკეტილობით, შინაგანი იმედგაცრუებებით, სულიერი მოქნილობისა და მაღალი იდეალების არარსებობით. შესაძლოა განვითარდეს სოციალური გულგრილობა,როდესაც ადამიანები საკუთად თავში გამოიკეტებიან და სრულ ინდეფერენტულობას გამოავლენენ სხვების გასაჭირის მიმართ.
ავესალომ პადვოდნი
უმაღლესი პლანეტები,დაცემული მდებარეობით,ყველაზე რთულად ექვემდებარებიან დამუშავებას.
ნეპტუნი გონებას უბინდავს და სიტუაციის აღქმის სიცხადეს ართმევს თხის რქას,ყურში მიმდინარე მოვლენების ათობით ინტერპრეტაციას ჩასჩურჩულებს,რაც ხშირად საკმაოდ შორს არის ჭეშმარიტებისგან.
ეს თაობა მიდრეკილია მისტიკისკენ. მას არ აკმაყოფილებს მიწიერი საქმეები და მიზნები,როგორც ასეთი. მას სჭირდება განცდა,რომ ყველაფერი იდუმალებით აღსავსეა და ყველაფერში რელიგიური აზრი დევს. ამიტომ,ნეპტუნელი თხის რქა შლის ადამიანების შრომითი,ნაციონალური და პოლიტიკური საზოგადოებების აქამდე არსებულ ფორმებს. შემდეგ ახალ,უფრო ბუნდოვან და გაუგებარ,ხშირად მატყუარა, ფორმებს აყალიბებს. სიმართლე რომ გითხრათ,კონსტრუქციული აქ არც არაფერია(ან ძალიან მცირე),იმის გამოკლებით,რომ ამ პროცესში ქრება ისეთი მკაცრი და მოძველებული ფორმები,რომელსაც სწრაფი პლანეტები უბრალოდ ვერ გაუმკლავდნენ.
მხოლოდ პლუტონსა და ურანთან დადებითი ასპექტების შემთხვევაში და სრული მზადყოფნის პირობებში,მოსალოდნელია ისეთი სიტუაციები,სადაც წარმოიქმნება ჭეშმარიტად კონსტრუციული და სულიერი საზოგადოება.
კოსმიური სიყვარული(ნეპტუნის,უმაღლესი ვენერას,თვისება) თხის რქაში ყველაზე უკანასკნელ შემთხვევაში ვლინდება,როდესაც პირადი,ოჯახური და ნაციონალური ეგოიზმი დაიძლევა,როდესაც საზოგადოება ძირითადი ქვეცნობიერი წყლულებისგან განიწმინდება და თაობა მზად იქნება სულიერი სწავლების აღქმაზე გადავიდეს.
არის იმედი,რომ მეოცე საუკუნის ბოლოს დაბადებული თაობა,ნეპტუნისა(თხის რქაში) და პლუტონის(მორიელში) სექსტილით,შექმნის ისეთ ორგანიზაციებსა და სამუშაო ფორმებს,რაც მთავარი ფუნდამენტი გახდება მერწყულის მთელი ეპოქისთვის.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
ჰარმონიულ ასპექტებში: სიფრთხილე, სიმტკიცე, შრომისმოყვარეობა, სულიერი სიღრმე, რწმენის ძალა, ფსიქოლოგიზმი, კეთილგონიერება, მოთმინება, პრაქტიკულობა, სიბეჯითე, დისციპლინა, სულიერება, რელიგიურობა, ყურადღება. ინტერესი რელიგიის,სულიერების, მეცნიერებების, სოციოლოგიისა და სოციალური საკითხების, სოციალური ფსიქოლოგიის მიმართ.
დაზიანებისას: გაურკვევლობა, გაორება, გაუბედაობა, თავხედური ტყუილები, იმედგაცრუებები, ფანატიზმი, იდეალიზაციისკენ მიდრეკილება. არასწორი გათვლეები. შიშები. ფობიები, ცრურწმენები. მოტყუება და თვითმოტყუება. რწმენის დაკარგვა. შიზოფრენიით დაავადების საფრთხე. პანიკა.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ამ თაობისთვის დამახასიათებელია კონსერვატიზმი და ტრადიციული რელიგიური შეხედულებები. თქვენი ასაკობრივი ჯგუფი რელიგიის,მუსიკისა და თუ ხელოვნების ტრადიციულ საფუძვლებს უბრუნდება. კლასიკური მუსიკა და ლიტერატურა ახალ სუნთქვას იღებს. თქვენ აღგაფრთოვანებთ წარსული(კლასიკური) ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა და ფილოსოფია.
რაც შეეხება რელიგიას,თქვენი ასაკობრივი ჯგუფი ანალიტიკურ პოზიციას იკავებს: რელიგიურ საკითხებს ობიექტურად და ლოგიკურად უდგებით. თუმცა არც თვალშისაცემი ცინიზმია გამორიცხული სულიერი და მეტაფიზიკური საკითხების მიმართ.
სხვა ასაკობრივი ჯგუფები(ნეპტუნის სხვა მდებარეობით) ხშირად დაგადანაშაულებენ გულგრილობასა და თანაგრძნობის დეფიციტში. უმეტესად ეს სამართლიანი შენიშვნა იქნება,თუ გავითვალისწინებთ თქვენი თაობის უჩვეულო ცბიერებას, მანიპულირებისა და მოტყუების უნარს, რაც განსაკუთრებულად მძაფრად ვლინდება სახელისუფლებო და ბიზნესს წრეებში.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
თქვენი სულიერი აღქმა აგებულია მატერიალური სამყაროს სიღრმისეულ შემეცნებით პროცესებზე.
მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავშვი“
ამ პერიოდში ხდება ტრადიციული ფასეულობების პროპაგანდა. რელიგიური აღორძინება,უფრო ფუნდამენტური ფორმით,ერთერთი დომინანტი ფაქტორია. კონსერვატორები დიდხანს ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას,რაც პატივისცემით სარგებლობდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მოხდა ილუზიების გაქარწყლება. ამ პერიოდში რელიგიური მოღვაწეები ხშირად ებმებოდნენ სკანდალურ ისტორიებში. დაიწყო ღია უკმაყოფილების გამოხატვა რეიგანის ადმინისტრაციის მიმართ. არალეგალურმა ნარკობიზნესმა უამრავი ადამიანი მოწყვიტა რეალობას. შედეგად,ჩვენ მივიღეთ ახალი იდეოლოგიის,ახალი ადმინისტრაციის გიგანტური დეფიციტი,რომელიც მოინდომებდა „ხელისუფლების ძირფესვიანად შეცვლას“. ამის ნაცვლად, ისეთ ადამიანებს მოუწიათ მუშაობა,რომელთა ილუზიებიც კვლავ წარსულში იდეალიზებული სტრუქტურების აღდგენას ლამობდა.
ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ,რომ ახალ იდეალს აღმოვაჩენთ და ის ახალ,ჯანსაღ რეალობაში გამოვლინდება.
ცნობილი ადამიანები ნეპტუნით თხის რქაში:
I სახლში: Scarlett Johansson, Taylor Swift, Cristiano Ronaldo, Leona Lewis, Fyodor Dostoyevsky…
II სახლში: Justin Bieber, Rafael Nadal, Demi Lovato, Liam Payne, Kesha, Evan Rachel Wood, Gustave Flaubert, Athina Onassis Roussel, Lewis Carroll, Wilhelm Wundt…
III სახლში: Harry Styles, Joe Jonas, Louis Pasteur, Emily Dickinson, Alfred Nobel…
IV სახლში: Emma Watson, Mark Zuckerberg, Drake, Ariana Grande, Charles Baudelaire, Florence Nightingale, Andy Murray…
V სახლში: Megan Fox, Chris Brown, Lana Del Rey, Bill Kaulitz, Emma Stone, Mary-Kate Olsen, Tom Kaulitz, Ashley Olsen, Edouard Manet, Louisa May Alcott…
VI სახლში: Robert Pattinson, Selena Gomez, Nick Jonas, Gustave Eiffel…
VII სახლში: Lady Gaga, Helena Blavatsky, Lindsay Lohan, Jean-Baptiste Maunier, Mandy Moore, Jamie Lynn Spears, Leo Tolstoy, Fernando Torres, Gustave Moreau…
VIII სახლში: Rihanna, Kristen Stewart, Lionel Messi, Jessie J…
IX სახლში: Miley Cyrus, Taylor Lautner, Louis Tomlinson, Jules Verne…
X სახლში: Vanessa Hudgens, Bruno Mars, Dakota Fanning, Mario Balotelli…
XI სახლში: Jennifer Lawrence, Zayn Malik, Nostradamus, Adele, Shia Labeouf, Oscar Pistorius, Amanda Bynes, Johannes Brahms…
XII სახლში: Zac Efron, Charlotte Casiraghi, Hilary Duff, Novak Djokovic, Andrea Casiraghi, Lauren Conrad, America Ferrera, Ulysses S. Grant, Paracelsus…