1998-2011 წწ.
აღქმას + ცვლილება = მისტიკა
ხასიათის ნეგატიური განვითარებისას,ყალიბდება მასხარა,ავანტურისტი და ეგოცენტრული ტიპის ადამიანი,რომელსაც სურს ყველა და ყველაფერი მოიცვას.
დადებითი განვითარების შემთხვევაში,ადამიანი ჰუმანური და ალტრუისტულია,თანამგრძნობი და გულუბრყვილო,ძლიერ შთაბეჭდილებიანი და გულისხმიერი.
ასეთი ადამიანები განსაკუთრებული ხალისით მიმართავენ პრაქტიკულ მაგიას და წარმატებულად თანამშრომლობენ საიდუმლო ორგანიზაციებთან. ბრწყინვალედ მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით,თანაც ისე,რომ არც საკუთარი წინააღმდეგობრივი და გაურკვეველი პოზიციები ეთაკილებათ.
საზოგადოებრივი ურთიერთობები თვალშისაცემად იდეალიზებულია. მათ საკუთარი წარმოდგენა აქვთ სოციალური სამართლიანობის კრიტერიუმებზე. პოლიტიკური ჭრილის პრობლემები მოგვარებას ექსტრავაგანტულად და ორიგინალურად უდგებიან.
ისინი მუდამ სულიერების ახალი ფორმების ათვისებისკენ ისწრაფვიან. თავდავიწყებით სწამთ მომავლის. სერთოდ,მომავალი მათი შთაგონების უმთავრესი წყაროა და სწორედ მომავალზე ოცნებობისას იღებენ ყველაზე დიდ სიამოვნებას. ამიტომაც გამოირჩევიან უჩვეულო და თამამი იდეებით,რაც სხვა თაობების მიერ შეყოვნებით აღიქმება,ხანდახან რამდენიმე ათწლეულის დაგვიანებითაც.
ისინი სიამოვნებით განიხილავენ ყველაფერს,რასაც კითხვები დაესმის. მიდრეკილნი არიან რისკისკენ. მყისიერად აღიქვამენ განვითარების ახალ მიმართულებებს. ეს ექსპანსიური,პროგრესული და ჰუმანური თაობა ცდილობს უნივერსალური პრინციპებით იცხოვროს. მათ მხოლოდ პირველსაწყისების შეცნობა სწადიათ და იშვიათად ინტერესდებიან თანმიმდევრული შედეგების შესწავლით. ასეთი ადამიანების შთაგონება მისტიურია. ყველაფერ რაციონალურს დაუფიქრებლად ცვლიან ინტუიციური საწყისით. ისინი შესანიშნავად განმარტავენ სიმბოლოებს და ხანდახან იმდენად ღრმად იძირებიან შინაგანში,ხშირად ივიწყებენ გარეგანს.
მათი მთავარი ცდუნება ის არის,რომ ყველაფერ ძველსა და არსებულს უკიდურესად მოსაწყენად და უსარგებლოდ აღიქვამენ. და კიდევ,მათი ინტუიციური შეგრძნებები იშვიათად ეთავსება საღ და პრაქტიკულ აზრს. ამიტომ,მათი იდეების მატერიაში განხორცილება საკმაოდ რთულია. ისინი ცდილობენ ძალიან მკაფიოდ განასხვავონ სიკეთე და ბოროტება,ძველი და ახალი. მათი მსოფლმხედველობა, ძირითადად, ანარქისტულია.
ეს ენერგეტიკულად ძლიერი და მენტალურად გენიალური თაობაა. ისინი ყოველგვარ ცრურწმენასა და წინასწარ განწყობაზე მაღლა დგანან. შეუძლიათ ნებისმიერ შინაგანი კომპლექსის გაცნობიერება. გენიალურები არიან პარტნიორობასა და თანამშრომლობაში.
დაუოკებელი და რადიკალური გრძნობებით გამოირჩევიან. ტრადიციებს ზემოდან უყურებენ,ხანაც საერთოდ არ იმჩნევენ მათ არსებობას. მათი ზეაქტიური აზროვნება კარგ საშუალებას იძლევა მეცნიერების,ხელოვნებისა და სოციალური აგებულების ახალი ფორმების აღმოჩენისათვის. საერთოდ,სოციალური სამართლიანობა და უნივერსალური ჰარმონია მათი უმთავრესი პრიორიტებებია. სიღრმისეული აზროვნება კარგად ერწყმის კაცთმოყვარეობას,თუმცა აღსანიშნავია,რომ მათ ადამიანებზე არანაკლებ უყვართ იდეები და სიახლეები. ყველა შეხედულებაში ისინი ორიგინალური და დამოუკიდებლები არიან,ხშირად ზედმეტად აქტიურებიც,რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის თანამოაზრეებსა და მეგობრებთან თანამშრომლობაში. მათი მთავარი ამოცანა დედამიწაზე ჰუმანიზმის ახალი პრინციპების დანერგვა და უნივერსალური ძმობის ეპოქის შემოსვლისთვის ხელშეწყობაა.
პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
მერწყულში ნეპტუნი ეგზალტაციაშია,ურანის სამკვიდრო,მზის ტყვეობის,პლუტონის დაცემის ნიშანში,ჰაერის სტიქიაში.
ეს მერწყულის ეპოქის დასაწყისია(2003წ.) ამ ეპოქაში ახალი,ასტროლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული, ცივილიზაცია იბადება.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადამიანთა ინტუიციური უნარები,სიახლის აღქმა,სიკეთისა და ბოროტების დიფერენციაცია. მოხდება ნაციონალური რელიგიების წაშლა და მთლიანობაში,ნაცისტური იდეების კრახი. ეს თაობა ხელოვნებისა და მეცნიერებების ახალი ფორმების მკაფიო მოთხოვნას განიცდის. მას სურს შექმნას ახალი ენერგეტიკა,ჩაატაროს თამამი ექსპერიმენტები საზოგადოებრივი ურთიერთობების სივრცეში. მაგალითად,ნეპტუნის წინა ტრანზიტი მერწყულის ნიშანში ქალთა ემანსიპაციით გამოვლინდა. მიმდინარე ტრანზიტისას მოსალოდნელია ბავშვთა ემანსიპაცია.
თქვენი თაობა მაღლდება რასობრივ თუ ნაციონალურ ცრურწმენებზე. თქვენ შეგიძლიათ ჭეშმარიტი მეგობრობის დამყარება, შინაგანი თავისუფლების აღქმა და გარეგან კომპლექსებზე გამარჯვება, თავისუფალი სიყვარული და ქორწინება, პარიტეტულ საწყისებზე თანამშრომლობა. ამ თაობაში ხდება სულიერი უნარების მნიშვნელოვანი განვითარება, გარდაცვლილებთან კომუნიკაციის დამყარება.
უარეს შემთხვევაში,თქვენთვის დამახასიათებელი იქნება გადაჭარებული თავისუფლება, ანარქისტული იდეები, მასხარაობა, სიგიჟე, ექსტრემალური გრძნობები და სიყვარული. შეიძლება სახიფათო თამაშებში ჩაერთოთ. არც ისე იშვიათია მკაფიოდ გამოხატული ზიზღი ნაციონალური ტრადიციებისადმი.
ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ნეპტუნი მერწყულში მისტიურ შთაგონებას გზავნის,თუმცა ადამიანს ძალიან გაუჭირდება მისი ჰაერის სტიქიის კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოქცევა.
დამუშავებული ნეპტუნი ხსნის მერწყულის ზედმეტად რაციონალურ საწყისს,უფრო სწორად,რაციონალიზმს მისტიციზმით ცვლის(სადაც საჭიროა). აქ მერწყულს საშულება ეძლევა შეიცნოს ისტორიის ჭეშმარიტი აზრი; ის შეიგრძნობს წარსულისა და მომავლის ერთიანობას,მათ ორმხრივი ურთიერთზემოქმედებას.
ნეპტუნს დამატებითი მისტიური აზრი შეაქვს მერწყულის სიმბოლურ სისტემაში,მაშასადამე აძლიერებს სიმბოლოების ენერგეტიკას.
იმავდროულად,დაუმუშავვებელი ნეპტუნი იმით ვლინდება,რომ მერწყული კარგავს როგორც გარესამყაროს,ისე ფაქიზი სამყაროსგან შემომავალი ინფორმაციის მკაფიო საზღვრებს. დამუშავება ძალიან რთულია,რადგან მისტიური ბურუსი ხელს უშლის გაერკვეს ისედაც ბუნდოვან ეგრეგორებში.
მიუხედავად იმისა,რომ დამუშავების პირველ ეტაპზე ნეპტუნი ხელს უშლის ადამიანს ეგრეგორის ინფორმაციული არხის აღქმაში,ის არსებითად ეხმარება შემდგომ ეტაპებზე. კერძოდ,ნეპტუნი მერწყულში ხელს უწყობს იეროგლიფური ტიპის ინფორმაციის გამტარიანობას ცნობიერებაში (მაგალითად, ასტროლოგია, რომელიც მერწყულის ეპოქაში მნიშვნელოვნად განვითარდება და გაცილებით უფრო ფართოდ გავრცელდება). ეს არის სიმბოლური ტიპის,მაგრამ ძალიან მდიდარი შემცველობის,ინფორმაცია,რომლის კონკრეტული აზრის დაზუსტება კონტექსტუალურად ხდება. ამიტომ,ყოველი ტექსტი დიდ სიღრმეს შეიცავს და ადამიანის ცნობიერების მიერ თანდათან,ევოლუციური განვითარების შესაბამისად,აღიქმება.
ინდივიდუალურ რუკაში განვითარებული ნეპტუნი მიუთითებს ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების, წარსულისა და წინა ინკარნაციების ხილვის ძლიერ უნარზე, ფაქიზ სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე, მოვლენების ყოველმხრივი და სინთეზური აღქმის ნიჭზე.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
აქ ნეპტუნი ვარდნაშია(შესტაპალოვის ვერსია),ამიტომ მისი თვისებების გამოვლენა,რამდენადმე შესუსტებულია,მაგრამ ჰარმონიულ ასპექტებში პიროვნებას ძლიერ ინტუიციას,ფიქოლოგიურ და წინასწარმეტყველურ უნარებს ანიჭებს. უანგარობა და მოწყალება,მეგობრულობა და ჰუმანიზმი,ორიგინალური და პროგრესული სულიერი და რელიგიური შეხედულებები. კარგი მდებარეობაა ასტროლოგისთვის, ფსიქიატრისთვის, სოციალური ფსიქოლოგისთვის, სოციოლოგისთვის,ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე ლიტერატორისთვის.
თუ ნეპტუნი დაზიანებულია,სუბიექტის ხასიათში იკვეთება საკუთარი სისუსტეების წაქეზება, თვითშეწმყნარებლობა, იდეალიზმი, თვითმოტყუება, ახირებულობა, რომანტიზმი, უტოპიზმი, პასიურობა, გაუგებრობა და უმეცრება. მიდრეკილება უაზრო და სასტიკი აჯანყებისადმი. მონური დამოკიდებულება ადამიანებსა და გარემოებებზე. ნდობისა და რეპუტაციის დაკარგვა. სიჯიუტე და სკეპტიციზმი.
ფრენსის საკოიანი
ეს პროგრესული თაობა ფართო თვალსაწიერით გამოირჩევა,განსაკუთრებით რელიგიური ფილოსოფიისა და სულიერების საკითხებში. მართალია,მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მისტიციზმის მიმდევრებს,მაგრამ არც სკეპტიკოსებსა და ცინიკოსებს მიეკუთვნებიან. თუმცა რელიგიურ ფილოსოფიას მხოლოდ მაშინ იზიარებენ,თუ ის ლოგიკასა და საღ აზრს შეესაბამება. ისინი ნაკლებად ინტერესდებიან მხოლოდ ინტუიციურ აღქმაზე დაფუძნებული უძველესი რელიგიებით. საერთოდ,ამ პერიოდში რელიგიები მნიშვნელოვან მოდერნიზაციას განიცდის.
ეს თაობა ამცირებს ზღვარს მეცნიერებასა და მისტიციზმს შორის. მათ მეცნიერულ მიღწევებს თან ახლავს მოწიწება და გაოცება. მეცნიერებისადმი მშრალი და აკადემიური მიდგომა უკანა პლანზე ინაცვლებს.
ამ თაობაში განსაკუთრებით პოპულარულია სამეცნიერო ფანტასტიკა და ფერწერის აბსტრაქტული სტილები,რაც მათ პროგრესულ წარმოსახვას გახატავს.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
ეს შთაგონებული თაობა სამყაროს კომპოზიტორთა ახალ პლეადას უსახსოვრებს, მას სწამს მომავლის და ცხოვრებაში სულიერების ახლებური აღქმა შემოაქვს. მისთვის იდეა და იდეალებიც სულიერია.
მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავშვი“
ამ თაობის უმთავრესი იდეალი ინდივიდულიზმია. გადაჭარბებული ინდივიდუალური თავისუფლება (ანარქია) მიგვიყვანს საზოგადოებრივი სტრუქტურის ახალი იდეალების ძიებამდე.
ცნობილი ადამიანები ნეპტუნით მერწყულში:
I სახლში: Ramakrishna, Auguste Renoir, Auguste Rodin, Paul von Hindenburg, Sully Prudhomme, Mary I of England…
II სახლში: Thomas Edison, Emile Zola, Nero, Andreas Vesalius, William James…
III სახლში: Friedrich Nietzsche, Mark Twain, Antonin Dvorak…
IV სახლში: Paul Verlaine, Madeleine McCann, Paul Cézanne, Camille Saint-Saëns, Georges Bizet, Modest Mussorgsky…
V სახლში:Elisabeth of Bavaria, Antonio Vivaldi, Ferdinand von Zeppelin…
VI სახლში: Ann Boleyn, Karl Benz, Henry James…
VII სახლში: Wilhelm Röntgen, Thomas Hardy, Olney H. Richmond…
VIII სახლში: Genghis Khan, Odilon Redon, Charles Louis Alphonse Laveran…
IX სახლში: Tchaikovsky, Sarah Bernhardt, Jesse James, Georges Clemenceau, Nikolai Rimsky-Korsakov, Berthe Morisot…
X სახლში: Paris Jackson, Ludwig II of Bavaria, Anatole France…
XI სახლში: John D. Rockefeller, Francis of Assisi, Catherine de’ Medici, Peter the Great, William the Conqueror, Stéphane Mallarmé, John Calvin, Henry II of France, Gabriel Fauré, Paul Mounet…
XII სახლში: Alexander Graham Bell, J. P. Morgan, Edgar Degas, Gerardus Mercator, Henri Rousseau, Alphonse Daudet, Leopold von Sacher-Masoch…