ნეპტუნი მშვილდოსანში

ნეპტუნი მშვილდოსანში

1971 – 1983 წწ.

აღქმას + გულწრფელობა = წინათგრძნობა

ხასიათის ნეგატიურად განვითარებისას,ადამიანს უჩნდება მიდრეკილება სექტანტური მსოფლმხედველობის, ფანატიკური მიზანდასახულობისა და ფარისევლობისკენ. შეიძლება გახდეს მაწანწალა, ფულის გამყალბებელი, მატყუარა, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი ან ცრუმოძღვრებათა აგიტატორი.

პოზიტიური განვითარების შემთხვევაში,ადამიანი უღალატოდ და თავგანწირვით იბრძვის თავისი იდეებისა და იდეალების რეალიზებისთვის. სავსეა ენთუზიაზმითა და შთაგონებით,როდესაც თავისი მიზნებისკენ მიდის. ძალიან ძლიერი და ღრმა ინტუიცია საშუალებას აძლევს მარტივად მოაგვაროს რთული რელიგიური,ფილოსოფიური თუ კულტურული პრობლემები.

დაბადებით ავანტურისტია,აზარტულად და თამამად რისკვას და უფრო ხშირად იგებს,ვიდრე აგებს. სამყაროს მისტიური აღქმა მჭიდრო ურთიერთქმედებაშია კონკრეტული საკითხების პრაქტიკული კუთხით მოგვარებასთან,ამიტომაც,მას გულთან ახლოს მხოლოდ ისეთი თეორიები მიაქვს,რომლის პრაქტიკაში გამოყენება და ცხოვრებაში განხორციელება რეალური ძალისხმევით შეუძლია.  ყველა უსიცოცხლო და ილუზორულ თეორიას კი ზურგს აქცევს.

ეს ადამიანი გიჟდება მოგზაურობაზე ცხადშიც და სიზმარშიც. ასეთი წარმოსახვითი თუ რეალური გადაადგილება ეხმარება ახლებურად შეხედოს სამყაროს და კიდევ ერთხელ დარწმუნდეს თავის იდეალებში.  მისი მსოფლმხედველობა ღრმად იდეალისტურია,მიზნები _ ამაღლებული, მედიტაცია _ დახვეწილი და ფაქიზი.

ყველაზე დიდი ექსტაზს მხიარულების დროს განიცდის. ამასთან,სიხარული  ყველაზე განსხვავებულ განცდებს მოაქვს: ნიშნის მოგებას,საკუთარი აღმატებულების ან სულაც კაცობრიობისთვის მსახურების შეგრძნებას. საკუთარი ფილოსოფიური იდეებისგან ხანდახან თავბრუ ეხვევა. ის ექსტატურად ერთვება უმაღლეს ზნეობრივ იდეალებში და ასე წვდება სულიერი მიზნების შინაგან არსს,რაც მისთვის სასიცოცლო ძალას წარმოადგენს. მის მიერ გახმოვანებული მარალი იდეალება მის შინაგან ფასეულობებს შეესაბამება. მას შეუძლია წლობით ასულელოს და ისულელოს თავი შინაგანი და გარეგანი განვითარების სრულიად უტოპიური იდეებით. ასეთი ადამიანისთვის ყველაფერი წმინდა სინათლით არის მოსილი. ის აღიქვამს მხოლოდ იმას,რაც უშუალოდ უკავშირდება მის მიღწევებს. ყოფიერება მისთვის მოსაწყენია,ყველაფერში კოსმოსის უმაღლესს ვიბრაციებს ეძებს და მუდამ მისტიური ტრანსისკენ მიილტვის.

ისინი უაღრესად გახსნილი,გულწრფელი და იდელისტი მოძღვრები არიან. მუდმივად ამოწმებენ ცხოვრების კანონებს და დაჟინებულად ეძებენ ახალ აღმოჩენებს.  შეუძლიათ განათლების სფეროს ტრანსფორმაცია. ძალიან უყვართ მისტიკისა და ეზოთერიკის შემოტანა სასწავლო დისციპლინებში. ხელს უწყობენ სხვადასხვა ხალხისა და ეპოქების გაერთიანებას. მათთვის ძალიან მისაღებია უნივერსალური რელიგიის იდეა. საერთოდ,მათ რიგებში ხშირად შეხვდებით დარწმუნებულ კოსმოპოლიტებს.

ეს გონიერი,გაბედული და პატივმოყვარე ხალხია,რომელიც პატივს მიაგებს წარსულს და მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლია. ძალიან უყვართ ცვლილებები,გამოირჩევიან ზედმეტად მხურვალე განცდებითა და უცნაური სიზმრებით. მათი რელიგიური პოზიციები მარტივია_ისინი ინტენსიურად ცდილობენ ღმერთამდე მიაღწიონ,რაც მხოლოდ მედიტაციითა და ინტუიციური უნარების გამოყენებით არის შესაძლებელი.

 

პაველ გლობა

აქ ნეპტუნი,იუპიტერთან ერთად,თავის დღის სამკვიდროშია; ქირონის ეგზალტაციის, მერკურის ტყვეობისა და პროზერპინას დაცემის ნიშანში, ცეცხლის სტიქიაში.

თქვენთვის დამახასიათებელია უმაღლესი სულიერი და რელიგიური ფასეულობების, ზნეობრივი იდეალების აღდგენის მოთხოვნა.  თქვენს თაობა  შთაგონებულ ფილოსოფიურ აზრებს ახმოვანებს.   კულტურათა და ტრადიციათა,აზრთა მასშტაბური გაცვლა-გამოცვლა (მშვილდოსანი/იუპიტერი აფართოებს), სხვადასხვა რელიგიის საფუძვლების შესწავლა. თქვენთვის დამახასიათებელია რელიგიური წესების აღსრულების მოთხოვნაც, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა. თუ ნეპტუნელი ვერძები იდეის გატანისთვის იბრძვიან,თქვენ ამ იდეის შემოქმედნი ხართ. ყველა ცოცხალი არსების მიმართ საოცარი ალტრუიზმი გახასიათებთ.

უარეს შემთხვევაში,თქვენ მიდრეკილი იქნებით მაწანწალობისა და კოსმოპოლიტიზმისკენ, არ გექნებათ სამშობლოს ცნების განცდა, მარტივად მოექცევით ცრუ წინასწარმეტყველების გავლენის ქვეშ.

 

 

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ნეპტუნი მშვილდოსანში,უმაღლეს ოქტავაში,ადამიანს ეხმარება შინაგანი მიზნებისა და გარეგანი განვითარების იდეალების დაკავშირებაში.

განვითარებული ნეპტუნი მშვილდოსანში პიროვნებას საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური მედიტაციის მეთოდით, ზემოქმედება მოახდინოს სამყაროზე.

მთელი თაობისთვის მოდურია რელიგია და ოკულტიზმი. ფართოდ გავრცელებულია კოსმიური სიყვარულის იდეა, როგორც ევოლუციური განვითარების ენერგეტიკული საფუძველი. ეს კი სამყაროს სრულიად განსხვავებული ხედვაა, რომელიც გამოირჩევა წინა თაობათა მსოფლმხედველობისგან, რომელსაც გააცილებით ნაკლებით საერთო კეთილშობილება ახასიათებს.

ცუდი დამუშავებისას,მოსალოდნელია ბუნდოვანი იდეალები,რაც ართულებს სულიერი გზის არჩევანს. ამ თაობამ უნდა ისწავლოს განვითარების დაბალი და მაღალი საფეხურების გარჩევა. ნეპტუნელ მშვილდოსანს მაღალი იდეალები ახვევენ თავბრუს, რის გამოც, კრიტიკულობის დონე და შეფასების სიცხადე მკვეთრად შემცირებულია.

არის შესაძლებლობა,რომ ეს თაობა მიაგნებს ინდივიდუალური და ჯგუფური ნების სინთეზის მეთოდს, უკვე არსებული ცნობიერების გაფართოების, ინდივიდუალური ფსიქიკისა და საზოგადოებრივი ქვეცნობიერების სიღრმეების შეცნობის საშუალებით.

 

 

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

რადგან რეტროგრადული ნეპტუნი მშვილდოსნის მმართველია,ჰარმონიულ ასპექტებში,ეს გულისხმობს მოწყალებას, სიკეთეს, თანაგრძნობას, ფილანტროპიას,სულგრძელობას, ინტერესს სულიერებისადმი, წინასწარმეტყველურ უნარებსა და სიზმრებს, მდიდარ წარმოსახვას; მოგზაურობის, რელიგიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, მედიცინის, განათლების, ხელოვნების განსაკუთრებულ სიყვარულს; ინტერესს  სოციალურ-ეკონომიკური მეცნიერებების,ზნეობრივი საკითხებისა და საერთაშორისო ვაჭრობისადმი.

თუ ნეპტუნი დაზიანებულია,სუბიექტის ხასიათში ვლინდება ელიტურობა, თვალთმაქცობა, ფარისევლობა, უსაფუძვლო იდეალიზმი, „დონ კიხოტობა“, დაბნეულობა, მიდრეკილება სპირიტიზმისა და მედიუმიზმის, ტანჯვის, წყენის, განშორებების, შეპყრობილობის, ფანატიზმის, ზღვარგადასული ემოციურობის, უცნაური ოცნებებისა და ხილვებისკენ.

 

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ღმერთთან დაბრუნების,ახალი ზნეობრივი წესრიგის მოთხოვნა. ძლიერი ინტუიცია,სულიერი იდეალებისთვის ბრძოლა. მაგრამ იდეალები ძალზედ ბუნდოვანი იქნება. ასეთი ადამიანებისთვის ხელოვნება,და უპირველესად მუსიკა,სულიერებით არის გაჯერებული. ბევრს მოგზაურობენ,სიამოვნებით ურთიერთობენ სხვა ნაციონალობის, აღმსარებლობის, კულტურის, იდეოლოგიის ხალხთან.  გაძლიერებული მედიტაცია, ინტუიციური უნარების გამოყენება აზროვნების მწვერვალების მისაღწევად.

საფრთხეები: უმიზნო ხეტიალი (ჰიპი); ირეალური კულტურების, ცრუ წინასწარმეტყველებისა და გურუების  მიმდევრობა. ბევრი მათგანი ყველგან და ყველაფერში ღმერთს შეიცნობს.

თქვენ იდეალისტი და მეოცნებე თაობა ხართ. თქვენი ასაკობრივი ჯგუფი დიდი გულმოწყალებით, გულუხვობითა და ფართო მსოფლმხედველობით გამოირჩევა. თქვენი გავლენით ეკლესია უფრო მოქნილი და ეკლექტური ხდება თავის მიდგომებში. ის რელიგიები,რომელთაც გაფართოების უნარი არ აქვთ,თქვენ უბრალოდ ვერ დაგაინტერესებთ.

თქვენს თაობას უყვარს მეტაფიზიკურ საკითხებზე მსჯელობა. ძლიერ ინტერესს გამოხატავთ ყოველგვარი ფსიქიკური მოვლენის,მათ შორის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების,მიმართ. ეს ინტერესი უამრავ საინტერესო აზრამდე მიგიყვანთ,თუმცა არც ის დაგავიწყდეთ,რომ თქვენი აზრები უხვად არის გაჯერებული ჭარბი ფანტაზიებით,რომელსაც იმაზე სირიოზულად აღიქვამთ,ვიდრე იმსახურებს.

 

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

თქვენი სულიერი აღქმა რომანტიულია და აგებულია მისტიურ-რელიგიურ შეგრძნებებზე. თქვენ კოსმოსის სადღესასწაულო რითმები გიხმობენ.

 

 

მარია ქეი სიმსი  „თქვენი ჯადოსნური ბავშვი“

მშვილდოსნის ნიშანი ყველაზე მეტად არის დაკავშირებული რელიგიასთან. ლოგიკურია,რომ ამ პერიოდში  ხდება რელიგიური ჭეშმარიტებების იდეალიზება,როგორც ტრადიციულ და ალტერნატიულ რელიგიებში,ისე ფილოსოფიის სხვადასხვა მიმართულებებში. ეს აზრის,ფასეულობებისა და ეთიკის ძიების პროცესია,რაც დაიკარგა ან დამახინჯდა. ბევრი თქვენთაგანი იმედგაცრუებული იქნება წინამორბედი თაობების ტრადიციებით. იმავდროულად, თანამედროვე ელიტური კულტურაც ცარიელი მოგეჩვენებათ. თქვენი თაობა ახალ გზას ეძებს.

 

 

ცნობილი ადამიანები ნეპტუნით მშვილდოსანში:

I სახლში: Kim Kardashian, Eminem, Paris Hilton, Vanessa Paradis, Mila Kunis, Jessica Biel, Eva Longoria, Ville Valo, Alicia Keys, Anne Hathaway…

II სახლში: Beyonce Knowles, Natalie Portman, Isaac Newton, Clara Morgane, Jennifer Love Hewitt, Ewan McGregor, Enrique Iglesias

III სახლში: Leonardo DiCaprio, Britney Spears, Katy Perry, Aishwarya Rai, Kate Winslet, Joaquin Phoenix, Audrey Tautou, Ryan Reynolds, Paul Walker…

IV სახლში: Uma Thurman, Marion Cotillard, Robbie Williams, Jessica Alba, Katie Holmes, Nicole Scherzinger, Heidi Klum, Roger Federer…

V სახლში: Angelina Jolie, Cameron Diaz, Justin Timberlake, Penélope Cruz, Tyra Banks, Avril Lavigne, Kate Moss, Tobey Maguire, Jake Gyllenhaal, Liv Tyler…

VI სახლში: Milla Jovovich, Kanye West, Ben Affleck, Victoria Beckham, Drew Barrymore, Jean Dujardin…

VII სახლში: Mariah Carey, Amy Winehouse, Ashton Kutcher, David Beckham, Zinedine Zidane…

VIII სახლში: Shakira, Jared Leto…

IX სახლში: Ryan Gosling, Gwyneth Paltrow, Heath Ledger, Abraham Lincoln…

X სახლში: Christina Aguilera, Orlando Bloom, Adam Levine, Pink, Adriana Lima, Russell Brand…

XI სახლში: Colin Farrell, Nicki Minaj, Ian Somerhalder, Carmen Electra…

XII სახლში: Alyssa Milano, Prince William, Gisele Bündchen, Jude Law, Prince Harry, Winona Ryder, Bradley Cooper…


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top