1928-1943 წწ.
აღქმას + სიზუსტე = დაგეგმვა
ხასიათის ნეგატიური განვითარების შემთხვევაში, ადამიანი ზედმეტად მიჯაჭვულია ცხოვრების მატერიალურ მხარეს, სავსეა მერყეობითა და ეჭვებით, ცვალებადი და გაუწონასწორებელია. უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს ცხოვრების რიტუალურ ნაწილს. რის შედეგადაც, დროთა განმავლობაში, საკმაოდ ჩაკეტილი, ჩუმ-ჩუმელა და არაგულწრფელი ხდება. მას აკლია მაღალი იდეალები, რაც სახიფათოა.
პოზიტიური განვითარებისას, ადამიანს შეუძლია ყოველდღიური რუტინა ცამდე აიყვანოს და ყოფითი ცხოვრების ყველა ასპექტი სრულყოს.
მისი ნერვული სისტემა ყოველთვის ძალიან დაძაბულია. ხშირად იხრება ეგოიზმისა და ცბიერებისკენ; ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უარყოფს საზოგადოდ აღიარებულ აზრებს. საქმე ის არის, რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდად აღიქვამს სიტუაციების ნიუანსებსა და ნახევარტონებს. იმავდროულად, ცდილობს სამყაროს მთლიანობა ათასობით დეტალით აღიქვას. განუხორციელებლი რეალობა მისთვის ძალზედ მტკივნეულია.
კოსმიური სიყვარული თავის ირიბ გამოხატულებას პოვებს ხორციელ, უხეშ ფორმებთან მძიმე და მონოტონურ შრომაში. ასეთი ადამიანი სიამოვნებას ცხოვრების მატერიალურ წვრილმანებში ეძებს და პოულობს. ხანდახან ზებუნებრივის შეცნობასაც ახერხებს ყოფით სიტუაციებში.
თვითმოტყუება მდგომარეობს შინაგანი სამყაროსა და რეალური ფაქტების ზედმეტად პრიმიტიულ და არასწორ აღქმაში. განცდების რომანტიკას ქცევების რომანტიკით ანაცვლებენ. მათ ძალიან უჭირთ ცხოვრების ამაღლებული მხარეების გაგება. კარგად აცნობიერებენ საკუთარ სიმორცხვესა და თვითშეზღუდულობას.
დამახასიათებელია ერთგვარი სულიერი ინფანტილურობა, იდეალების გაუფასურება. საკუთარ უზენაეს დანიშნულებას მუშაობაში ხედავენ. მათ ნამდვილად აკლიათ იდეალიზმი და ტრანსცედენტური რეალობის აღქმა. საკუთარი შეხედულება აქვთ ჯანსაღ შრომასთან დაკავშირებით და შეუძლიათ საათობით ისაუბრონ შრომის გამაჯანსაღებელ მეთოდებზე. ისინი აღიარებენ ფსიქიატრიას, როგორც ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილს. ამის განმაპირობებელი მიზეზი ის არის, რომ ისინი მუდმივად იხლიჩებიან საღ აზრსა და ემოციებს შორის. რთულად გადააქვთ პასუხისმგებლობა, რადგან ძალიან ღრმად გრძნობენ ვალდებულებებს. ხშირად იბრძვიან ადამიანთა უფლებებისთვის, თუმცა მათთვის დაწერილი კანონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამართლიანობა. ეს ძალზედ თავშეკავებული, პრაგმატული და მერკანტილური თაობაა.
პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ქალწულის ნიშანში ნეპტუნი ტყვეობაშია, მერკურისა და პროზერპინასთან სტუმრად, პროზერპინას ეგზალტაციის, ვენერას ვარდნის ნიშანში, მიწის სტიქიაში.
თქვენი შემოქმედებითი წარმოსახვა გადახაზულია მატერიალური გარემოებებით. ქალწული მართავს სამსახურს, რისი პოვნაც ძალიან ჭირდა ამ პერიოდში, ფაშიზმის დასაწყისში.
შეიძლება ითქვას, რომ თქვენ შეზღუდული ხართ გრძნობებში და ცუდად გაქვთ განვითარებული შემოქმედებითი უნარები. თქვენ თვითშეზღუდვებისკენ მიდრეკილი თაობა ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება წვრილმანები და შენაძენები. თქვენ არც ისე მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებები გაქვთ ზნეობაზე. თქვენს თაობაში ვლინდება სულიერი ფასეულობების დევალვაცია, იდეალების გაუფასურება, სულიერი ინფანტილიზმი.
თქვენ გაცილებით უფრო თამამად ენდობით მეცნიერებას, რომელიც მეტად მიწიერი და წვრილმანებად დაქუცმაცებულია. იშვიათად ინტერესდებით ამაღლებული იდეალებით. ასევე თითქმის უპირობოდ ენდობით ექიმებს და აქიდან გამომდინარე, შესაძლოა გსურდეთ ჯანმრთელობის უნივერსალური სისტემის შექმნა.
საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ ჰარმონიას ეძებთ წვირლმანებში, ცდილობთ შექმნათ სრულყოფილად ჰარმონიული სისტემა. თქვენთვის დამახასიათებელია ცოდნის მიღების ამოუწურავი სურვილი, ასკეზი, უმაღლესი ვალდებულების შეგრძნება, სამუშაოში გათქვეფა _ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ საქმისთვის ყველაფერი გაწიროთ. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ნებისმიერი რამის რეალიზებისთვის უზარმაზარი სამუშაოს ჩატარება მოგიწევთ. თუ თქვენ დეტალებში დაიკარგებით, მხედველობიდან გაგისხლტებათ საერთო იდეა. ამაში ხელს გიშლით გადაჭარბებულად საღი აზროვნება. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ადამიანისთვის აუცილებელია იდეალიზმის გარკვეული დოზა, რომ ისწავლოს წინასწარი შეგრძნება; რომ მიიღოს და აღიქვას ინფორმაცია არამხოლოდ ვერბალურ დონეზე.
თქვენთვის აუცილებელია ასტროლოგიური ცოდნა, მაშინ ნეპტუნი ტრანსცედენტალურ გამოსავალს მოგცემთ. თქვენმა თაობამ ერთგულად უნდა ემსახუროს კაცობრიობას.
უარეს შემთხვევაში, დამახასიათებელია უნდობლობა ავტორიტეტების მიმართ, უტრირებული მატერიალიზმი და მავნე ჩვევები, განსაკუთრებით კვებასთან დაკავშირებით.
ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ეს თაობა საკუთარი რელიგიურობისა და სულიერების გამოსავალს რიტუალების დეტალებში ეძებს, რაც ხშირად არც ისე რელიგიურ ხასიათს ატარებს.
ქალწულის ნიშანში ნეპტუნი განდევნილია, ამიტომაც სულიერი და რელიგიური ასპექტები ღრმად არის გამოკეტილი საზოგადოებრივ და პიროვნულ ქვეცნობიერში, ცხოვრება კი მთლიანად ქალწულურ იდეოლოგიას, პრაგმატიკას ემორჩილება, სრულიად კონკრეტული და დამიწებული ფორმით, თუმცა საკმაოდ აბსტრაქტულ-იდეალისტური არსით.
ეს მდებარეობა მძიმე გამოცდაა სულიერი განვითარებისთვის. თითქოს ღმერთი ქრება და ძალიან შორიდან აკვირდება, როგორ გაუმკლავდება ადამიანი ყველაფერს მარტო, რომელი ზნეობრივი და ეთიკური ფასეულობები დარჩება უდრეკი და რომელი გაქარწყლდება უკვალოდ.
ეს ასპექტი ძალიან რთული დასამუშავებელია. ეს დაბადებით ათეისტების თაობაა, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს ღმერთის პოვნა. მათ არც შვილების თაობის რელიგიურობის სჯერათ, თუმცა კი კარგი იქნებოდა, მათგან რამე ესწავლათ.
დატყვევებული ნეპტუნი ძლიერ დანაშაულის კომპლექსს უვითარებს ქალწულს, რომელსაც ის შეძლებისდაგვარად რაციონალურად(ხშირად დამახინჯებულად) აანალიზებს ან ზოგიერთი ფორმების სრულიად უაზრო განადგურებით აკომპენსირებს (როგორც წესი, ეს უფრო თვითგანადგურებით ვლინდება).
დაუმუშავებელი ნეპტუნი ქალწულში ბადებს ზიზღს ნებისმიერი ფორმის მისტიკის მიმართ, რაციონალურ ცოდნას, რომელსაც ყველაფერი დანაწევრებული ფაქტების სახით ესმის, უზარმაზარ იერარქიულ სისტემაში ან ენციკლოპედიაში ალაგებს, რომელსაც მთელი გრძნობით ეთაყვანება (ცხადია, იმ გრძნობით, რამდენის საშუალებასაც განდევნილი ნეპტუნი აძლევს).
დამუშავების დონის მიხედვით, ვლინდება (გულმოდგინედ დათრგუნული) გრძნობა, რომ ფორმის მიღმა შესაძლოა რაღაც, რაციონალური ტერმინებით განუსაზღვრელი, შინაგანი აზრი იმალებოდეს. თუმცა ყველა სუბიექტურ-მისტიური შეგრძნება, საბოლოოს ჯამში, ცრურწმენას უტოლდება.
ნეპტუნის უმაღლესი ოქტავისთვის დამახასიათებელია მისტიკა, რომელიც ნებისმიერი ხორციელი ფორმის ნაწილაკებში ერთ მთლიანობას ხედავს.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
ნეპტუნი ქალწულში დაცემულია. შესაბამისად, მისი გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტებულია, მაგრამ ჰარმონიულად ასპექტირებული ნეპტუნი ადამიანს ანიჭებს მოთმინებას, პრაქტიკულობას. ადამიანი ტაქტიანი და თანამგრძნობია. დიდ ინტერესს ავლენს ფარმაკოლოგიის, ქიმიის, პარფიუმერიის, სამედიცინო პრობლემების (დიეტები, ორგანიზმის გაწმენდა, ჰიგიენის საკითხები), პარაფსიქოლოგიის, ექსტრანსენსორიკის, ნატუროლოგიის, სახალხო მედიცინის, ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის, მკურნალობის, ოკულტიზმის, ეზოთერიზმის, სულიერი საკითხების მიმართ. თუმცა მთლიანობაში, ამ თაობაში მაინც მატერიალიზმი და ათეიზმი ჭარბობს.
დაზიანებული ნეპტუნი ქალწულში ბადებს სკეპტიციზმს, ჩაკეტილობას, მეწვრილმანეობას, უნდობლობას, ეჭვნეულობას, პედანტიზმს, მავნე ჩვევებს, ინტრიგნობას, გაუბედაობას, ფარისევლობას, რაიმე იდეით შეპყრობილობას, მტრულ ნაციონალიზმს, ათეიზმს, უსიამოვნო წინათგრძნობებსა და სიზმრებს, მიდრეკილებას ტყუილებისკენ.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
თქვენ დაიბადეთ 14 წლიან პერიოდში, როდესაც იბადებოდნენ კონსერვატული და მოზომილი ადამიანები, განსაკუთრებით სულიერ საკითხებში. თქვენს ასაკობრივ ჯგუფს საერთოდ არ აინტერესებს ზებუნებრივი მოვლენები. პარაფსიქოლოგიისადმი ინტერესი რაღაც გაუგებარ ფანტასტიკად აღიქმება. თქვენში ასევე ძლიერ განვითარებულია სამართლიანობისა და უსამართლობის განცდა. რელიგიურ საკითხებში ძალიან უმნიშვნელო როლს ასრულებს ეთიკა და მორალი. თქვენი თაობის მიერ შექმნილი კონსერვატიზმი და პედანტიზმი ძალიან ნერვების მომშლელია სხვა თაობის ადამიანებისთვის, ვისაც უფრო განვითარებული წარმოსახვა აქვს. და ადრე თუ გვიან, ისინი თქვენ წინააღმდეგ ამხედრდებიან.
ამ ნეპტუნის გავლენა თქვენ პიროვნებაზე (თუ რუკაში ძლიერ ასპექტიებულია) გონებაგახსნილობით, შთაბეჭდილებიანობით, წინათგრძნობით, წარმოსახვის ძალით ვლინდება. სავარაუდოდ, კარგ უნარებს უნდა ავლენდეთ მათემატიკაში. ასევე დამახასიათებელია დაბნეულობა, საკუთარი თავით იმედგაცრუება, ეგოიზმი, ცბიერება, საკუთარ ინტუიციურ იმპულსებში დაეჭვება და უარყოფა, უტრირებული მატერიალიზმი. თქვენ გიჭირთ კონკრეტული გეგმების შედგენა, მკაფიო მიზნების დასახვა, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ ზნეობაზე.
შემოქმედებით და წარმოსახვით უნარებს მატერიალური გარემოებები ახშობს. არ არის გამორიცხული უმუშევრობა ან პრობლემები თანამშომლებთან.
ჯანმრთელობის დაზიანება: კუჭ-ნაწლავის დაავადებები. საკვებით მოწამლვა. ნერვული დაზიანებები, რადგან თქვენ ზედმეტად კონცენტრირდებით დეტალებზე. ფსიქოსომატური დაავადებები. ფრთხილად გამოიყენეთ წამლები და ალკოჰოლური სასმელები.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
თქვენი თაობისთვის მიუწვდომელია ცხოვრების უხილავი მხარეები. თქვენ აიდეალებთ სამსახურსა და ჯანმრთელობას, რასაც სულიერების ძიებაზე მაღლა აყენებთ.
მარია ქეი სიმსი „თქვენი ჯადოსნური ბავშვი“
ამ თაობის იდეალებში წარმატება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული დაძაბულ სამუშაოსთან. ბუნებრივია, დამახასიათებელი იქნება პასუხისმგებლობა და თვითდისციპლინა. შესაძლოა დანაშაულის გრძნობასაც განიცდიდეთ, როდესაც რაიმე არაპროდუქტიულს აკეთებთ. ბევრ მათგანს უცრუვდება იმედი და ებადება კითხვა, ვის იდეალებს უნდა ემსახუროს. და მაინც, განდგომილებიც კი უფრო ბეჯითად მუშაობენ ახალი, გაურკვეველი იდეალებისთვის, ვიდრე ახალი თაობების ბევრი წარმომადგენელი.
ცნობილი ადამიანები ნეპტუნით ქალწულში:
I სახლში: Woody Allen, Johnny Hallyday, Jane Austen, Faye Dunaway, James Brown, Bernard Madoff, Pelé, John Cleese…
II სახლში: Tina Turner, Pope Francis, Muhammad Ali, Steve McQueen, Luciano Pavarotti, George Carlin, Giorgio Armani, Terence Hill…
III სახლში: 14th Dalai Lama, Al Pacino, Jack Nicholson, Muammar al-Gaddafi, François-René de Chateaubriand, Rudolf Nureyev…
IV სახლში: Romy Schneider, Bhagwan Shree Osho Rajneesh, Saddam Hussein, Jean-Paul Belmondo, Morgan Freeman, Neil Armstrong, Edie Sedgwick, Michael Caine, Burt Reynolds…
V სახლში: Martin Luther King, Mick Jagger, Charles Manson, Claudia Cardinale, Juan Carlos I of Spain, Peter O’Toole…
VI სახლში: John Lennon, Robert Redford, Joan Baez, James Dean, Rochelle Gordon, Johnny Cash, Barbra Streisand, Ringo Starr, Joan Rivers, Bill Cosby, Jon Voight, Joan Collins…
VII სახლში: Sean Connery, Paul McCartney, Jacques Chirac, Yves Saint Laurent, Sylvia Plath, John McCain, David Carradine, Anton LaVey, Kim Novak, William Shatner, Joanne Woodward, Nina Simone, Tom Jones, François Truffaut, Yuri Gagarin…
VIII სახლში: Elizabeth Taylor, Sophia Loren, Anthony Hopkins, Warren Buffett, Jane Fonda, Dustin Hoffman, Francis Ford Coppola…
IX სახლში: Elvis Presley, Brigitte Bardot, Bob Dylan, Elizabeth Teissier, Chuck Norris, Raquel Welch, Frank Zappa, Jacques Martin, Ray Charles, Robert Wagner, Rupert Murdoch…
X სახლში: Grace Kelly, Napoleon I, Bruce Lee, Clint Eastwood, Jacqueline Kennedy Onassis, Ludwig van Beethoven, Michèle Mercier, Joe Dassin, Barbara, James Caan, Rembrandt…
XI სახლში: Roman Polanski, Yoko Ono, Michel Drucker, Martha Stewart, Barbara Walters, Omar Sharif, Aretha Franklin, Linda McCartney, Bernard Kouchner, Mikhail Gorbachev, Jean-Luc Godard…
XII სახლში: Alain Delon, Dalida, Harrison Ford, Silvio Berlusconi, Natalie Wood, Leonard Cohen, Shirley MacLaine, Warren Beatty, Annie Girardot, Julie Andrews, Neil Diamond…