უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ კონკრეტულ ინდივიდთა ურთიერთობები დამოკიდებულია მათ პირად ჰოროსკოპზე, პერსონალურ ნათალურ რუქაზე, თუმცა სტრუქტურული ასტროლოგია გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით,ქმნის გამოთვლით სისტემას, რომლის მიხედვითაც ადგენს ნიშნებს შორის ურთიერთობის ზოგად მოდელებს.
მაშ ასე, ციკლიდან “ვინც გაფრთხილებულია, შეირაღებულია”
მე და ჩემი “სარკე”. საკუთარი ნიშნის წარმომადგენელთან ურთიერთობა იშვიათი მოვლენაა, მსგვასი ენეგეტიკის მატარებლები ნაკლებად იზიდავენ ერთმანეთს და ანალოგი ტიპაჟებითაც დიდად არ ინტერესდებიან. და მაინც ასტროლოგები ასეთ ურთიერთობაში ყველაზე დიდ შანსებს კირჩხიბებს და მორიელებს აძლევენ, რამდენიმე ცნობადი სარკეების მაგალითიც დამაიმედებელია
- ვერძები : Sarah Jessica Parker & Matthew Broderick.
- ლომები : Melanie Griffith & Antonio Banderas.
- სასწორები: Catherine Zeta Jones & Michael Douglas.
1.”ფარული მტერი” და ” კეთილდღეობა”
- ვერძი – კურო ( Victoria Beckham & David Beckham )
- კურო – ტყუპები ( Andre Agassi & Steffi Graff )
- ტყუპები – კირჩხიბი ( Nicole Kidman & Tom Cruise )
- კირჩხიბი – ლომი ( Josephine & Napoleon )
- ლომი – ქალწული ( Madonna & Guy Ritchie )
- ქალწული – სასწორი ( Jada Pinkett Smith & Will Smith )
- სასწორი – მორიელი ( Jackson Browne & Joni Mitchell )
- მორიელი – მშვილდოსანი ( Kate Capshaw & Steven Spielberg )
- მშვილდოსანი – თხის რქა ( Frank Sinatra & Ava Gardner )
- თხის რქა – მერწყული ( Nicolas Cage & Lisa Marie Presley )
- მერწყული – თევზები ( Oprah Winfrey & Stedman Graham )
- თეზები – ვერძი ( Freddie Prinze, Jr. & Sarah Michelle Gellar )
მე და ჩემი “კეთილდღეობა”. მე-2 ნიშანი ჩვენთვის მატერიალური ან სხვა სახის კეთილდღეობის მომტანია. თამამად მიანდეთ მათ თქვენი ფინანსები, ინტელექტუალური თუ ემოციური რესურსები და სულ მალე მოგებით უკან დაგიბრუნდებათ.
მე და ჩემი “ფარული მტერი”. მეთორმეტე, წინმსწრები ნიშანი მარტივად ახერხებს ჩვენი ნდობის მოპოვებას და როგორც წესი,იმაზე მეტს იგებს, ვიდრე თავად ვისურვებდით. მათთან კონტაქტისას ვიბნევით,არ ვიცით როგორ მოვიქცეთ და შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ.ამდენად,ეს ადამიანები ჩვენ ნაკლოვანებათა მოწმეები ხდებიან და დასჭირდებათ თუ არა,ადრე თუ გვიან,ნებსით თუ უნებლიეთ ყველა ჩვენ საიდუმლოს და სისუსტეს ჩვენს საწინააღდეგოდ შემოატრიალებენ.
პირად ურთიერთობაში მე-12 ნიშანი შედარებით რბილია.მან სრულყოფილად იცის ჩვენი სისუსტეები, გაგებით ეკიდება და ამ ცოდნას სათავისოდ იყენებს. შეუძლია იყოს მზრუნველი და მოსიყვარულე, ფიზიკური მიზიდულობაც მაღალია,მაგრამ სწორედ ის მანიპულირებს ჩვენით და არა პირიქით.
თუ მეთორმეტე ნიშანი ჩვენი შვილია, პატარა ბავშვმა გაცილებით მეტი იცის ჩვენზე ,ვიდრე უფროსებმა მასზე.
2. “უფროსი” და “უმცროსი” ძმები:
- ვერძი – ტყუპები ( Warren Beatty & Annette Benning )
- კურო – კიბო ( Anne Boleyn & Henry Vlll )
- ტყუპები – ლომი ( John F. Kennedy & Jacqueline Kennedy )
- კიბო – ქალწული ( Mel Brooks & Anne Bancroft )
- ლომი – სასწორი ( Sam Mendes & Kate Winslet )
- ქალწული – მორიელი ( Shania Twain & Mutt Lange )
- სასწორი – მშვილდოსანი ( Sharon Osbourne & Ozzy Osbourne )
- მორიელი – თხის რქა ( Jenny McCarthy & Jim Carrey )
- მშვილდოსანი – მერწყული ( Britney Spears & Justin Timberlake )
- თხის რქა – თევზები ( Faye Dunaway & Peter Wolf )
- მერწყული – ვერძი ( Jennifer Aniston & Vince Vaughn )
- თევზები – კურო ( Javier Bardem & Penelope Cruz )
მე და ჩემი “უმცროსი ძმა”. მე-3 ნიშანთან ერთგვარი შემწყნარებლურ-მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს,თითქოს ჩვენი უმცროსი ძმები/დები იყვნენ. ჩვენ ვუამბობთ, გამოცდილებას ვუზიარებთ ისინი კი დამჯერად გვისმენენ.
მე და ჩემი “უფროსი ძმა”. შესაბამისად ჩვენს უფროს ძმებს პატივისცემით ვეპყრობით და ავტორიტეტებად აღვიქვამთ.
პირად ურთიერთობაში,სექსუალური თვალსაზრისით, ეს კავშირი არც ისე საინტერესოა და სწრაფად წურავს თავის თავს. წამყვანი ცხადია უფროსია,ის მარტივად დაიყოლიებს უმცროსს რაზეც უნდა და როცა უნდა. ყველაზე ნათლად ეს ტენდენცია ლომი-სასწორი, თხის რქა-თევზების წყვილებში ვლინდება.
3. “ხელმძღვანელი” და “საყრდენი”.
- ვერძი – კიბო ( Jeanne Hébuterne & Amedeo Modigliani )
- კურო – ლომი ( Orson Welles & Dolores del Río )
- ტუპები – ქალწული ( Courtney Cox Arquette & David Arquette )
- კიბო – სასწორი ( Bodhi Elfman & Jenna Elfman )
- ლომი – მორიელი ( Bill Clinton & Hillary Clinton )
- ქალწული – მშვილდოსანი ( Beyonce & Jay Z )
- სასწორი – თხის რქა ( Sting & Trudie Styler )
- მორიელი – მერწყული ( Julia Roberts & Danny Moder )
- მშვილდოსანი – თევზები ( Milla Jovovich & Luc Besson )
- თხის რქა – ვერძი ( Tarita Teriipia & Marlon Brando )
- მერწყული – კურო ( Владимир Высоцкий & Марина Влади )
- თევზები – ტყუპები ( George Washington & Martha Washington)
მე და ჩემი “საყრდენი”. მე-4 ნიშანი ზურგს გვიმაგრებს. ის ხშირად გვევლინება სპონსორის ან პროტექტორის როლში.საკუთარ აზრებს თავზე არასოდეს გვახვევენ,თუმცა მათ საქმიან რჩევებს და შენიშვნებს ყური უნდა ვუგდოთ.
პირად ურთიერთობაში თუ მე-4 ნიშანი ქალია, კავშირი შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რომანტიული. ის ყველაფერს გააკეთებს მეუღლის სოცილაური და მატერიალური წინსვლისთვის. თუ მე-4 ნიშანი მამაკაცია, ტიპური “დაქუსლულის” ვარიანტია.
ასეთი წყვილი დიდ სოციალურ წარმატებებს აღწევს.
მე და ჩემი “ხელმძღვანელი”. მეათე ნიშანი არის ზედგამოჭრილი მმართველი,იდეოლოგი, მწვრთნელი.ურთიერთობა სხვადასგვარად შეიძლება წარიმართოს,თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში,ის ღიად დომინირებს.
4.”მასწავლებელი” და “მოსწავლე”
- ვერძი – ლომი ( Jennifer Garner & Ben Affleck)
- კურო – ქალწული ( Roberto Rossellini & Ingrid Bergman )
- ტყუპები – სასწორი ( Paul McCartney & Linda McCartney )
- კიბო – მორიელი ( Tom Hanks & Rita Wilson )
- ლომი – მშვილდოსანი ( Christine Taylor & Ben Stiller )
- ქალწული – თხის რქა ( Lauren Bacall & Humphrey Bogart )
- სასწორი – მერწყული ( John Lenon & Yoko Ono )
- მორიელი – თევზები ( Goldie Hawn & Kurt Russel )
- მშვილდოსანი – ვერძი ( Keneth Branah & Emma Thompson )
- თხის რქა – კურო ( Cash Warren & Jessica Alba )
- მერწყული – ტყუპები ( Seal & Heidi Klum )
- თევზები – კიბო ( Kurt Cobain & Courtney Love )
მე და ჩემი “მოსწავლე”. მე-5 ნიშანს აღვიქვამთ როგორც შვილს,აღსაზრდელს,მოწაფეს. გარემოებები მუდმივად ისე ეწყობა,რომ მათ სჭირდებათ ჩვენი მზრუნველობა. საქმინი კუთხით კავშირი არც ისე სასურველია,რადგან მე-5 ნიშანი უმრავლეს შემთხვევაში ფინანსურად და სოციალურად უფრო მომგებიან პოზიციაში იმყოფება და სანაცვლოდ მხოლოდ სიმპათიებს და ერთგულებას აბრუნებს. სამაგიეროდ,გამართლებულია ასეთი ტიპის პირადი ურთიერთობები, განსაკუთრებით თუ მე-5 ნიშანი ქალია.
ასეთი ბავშვები მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებენ მშობლებთან თბილ დამოკიდებულებას და ურთიერთგაგებას.
მე და ჩემი “მასწავლებელი”. მე-9 ნიშანი გვასწავლის,გვიხსნის,გვეხმარება აღმოვაჩინოთ და შევიცნოთ ცხოვრების ის მხარეები, რაც ჩვენთვის გაუგებარია და გვაფრთხობს.
5.”ანტიპოდი ნახევრები”:
- ვერძი – სასწორი ( Clyde Barrow & Bonnie Parker )
- კურო – მორიელი ( Pierre Curie & Marie Curie )
- ტყუპები – მშვილდოსანი ( Angelina Jolie & Brad Pitt )
- კიბო – თხის რქა ( Pamela Anderson & Kid Rock )
- ლომი – მერწყული ( Whitney Houston & Bobby Brown )
- ქალწული – თევზები ( Richard Gere & Cindy Crawford )
ურთიერთობა ჩვენს “ნახევართან” ან ძალიან კარგია ან ძალიან ცუდი, საშუალო არარსებობს. ეს დამოკიდებულია ადამიანთა ინტელექტუალურ განვითარებაზე და მათ მორალურ ფასეულობებზე.საუკეთესო შემთხვევაში ნამდვილი გუნდური კავშირია,უარეს შემთხვევაში ადგილი აქვს უაზრო კინკლაობებს და ქიშპობას.
პირად ურთიერთობაში მსგავსი ტიპის კავშირები საკმაოდ ხშირია,რაც განპირობებულია მაგნიტური ფიზიკური მიზიდულობით,თუმცა ასტოროლოგები ოჯახის შექმნას მხოლოდ მოწიფულ ასაკში მყოფთ ურჩევენ,როცა ადამიანი ჩამოყალიბებულია და სრულად აქვს გაცნობიერებული ქორწინებისა და პარტნიორობის ჭეშმარიტი არსი.
ვექტორული ურთიერთობები
“ვექტორული წრე” (Vector- ლათ.წამყვანი) კლასიკური გაგებით მოიცავს აღმოსავლურ ნიშნებს. თეორიის პირველაღმომჩენი,ნათლია და მკვლევარი (1987წლიდან) არის რუსი ქიმიკოსი,მწერალი და ასტროლოგი გრეგორი კვაშა.ის სპეციალიზდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა:ისტორიული ციკლები, სტრუქტურული ასტროლოგია,ვექტორული წრე,საოჯახო და საქორწინო ურთიერთობები.
დასავლურ ასტროლოგიაში ნიშანთა ეს კონკრეტული ურთიერთობა ოდითგან ცნობილია და ეყრდნობა გამოთვლით კანონზომიერებებს.თუმცა ვექტორების აღმოჩენის შემდეგ მე-6 და მე-8 ნიშნების ურთიერთობაც ამავე სახელწოდებით მოიხსეინება.
რას ნიშნავს ვექტორული კავშირი? ეს ურთიერთობა აგებულია დაქვემდებარების პრინციპზე.ზოდიაქოს ნიშნები წყვილდებიან როგორც ბატონი და მსახური.ყოველ ნიშანს ჰყავს თავისი ბატონი და თავისი მსახური, რის შედეგადაც იკვრება ვექტორული წრე.
6. “ბატონი” და მსახური”
- ვერძი – ქალწული ( Reese Witherspoon & Ryan Phillippe )
- კურო – სასწორი ( Eva Perón & Juan Perón )
- ტყუპები – მორიელი ( Johnny Depp & Winona Ryder )
- კიბო – მშვილდოსანი ( Frida Kahlo & Diego Rivera )
- ლომი – თხის რქა ( Jacqueline Kennedy & Aristotle Onassis )
- ქალწული – მერწყული ( Charlie Sheen & Denise Richards )
- სასწორი – თევზები ( Gwyneth Paltrow & Chris Martin )
- მორიელი – ვერძი ( Owen Wilson & Kate Hudson )
- მშვილდოსანი – კურო ( Jojn Malkovich & Michelle Pfeiffer )
- თხის რქა – ტყუპები ( Elvis Presley & Priscilla Presley )
- მერწყული – კიბო ( Ronald Reagan & Nancy Reagan )
- თევზები – ლომი ( Vanessa Williams & Rick Fox )
მე და ჩემი “მსახური”.ჩვენ ყოველთვის ვიღებს სარგებელს მათთან მუშაობისას და მათ ძალიან უჭირთ ჩვენი გავლენისგან თავის დაღწევა.მტრული დამოკიდებულების შემთხვევაში, ის საკადრის პასუხს მიიღებს,განსაკუთრებით თუ თავად ახდენს კონფლიქტის პროვოცირებას.უმძიმესი და ურთულესი საქმიანი კავშირია.მაგალითისთვის მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი დაპირისპირებაც კმარა :ჰიტლერი-კურო და მისი ორი მშვილდოსანი მოწინააღმდეგე-სტალინი და ჩერჩილი.
პირად ურთიერთობაში მარტივად შეიძლება მათი განადგურება ან სრულად დამორჩილება, რადგან ის ემოციურად, მორალურად, ენეგეტიკულად დამოკიდებულია თავის საბედისწერო მე-8 ნიშანზე.
შვილი, რომელიც ჩვენთვის მე-6 ნიშანია, განსაკუთრებული სიფრთხილით აღზრდას საჭიროებს.როგორც წესი მას ეშინია და ერიდება მშობლის.
მე და ჩემი “ბატონი”. ძველ ასტროლოგიაში მე-8 ნიშანი ასოცირდებოდა სიკვდილთან, განადგურებასთან,ფატალურ მოვლენებთან, საბედისწერო სიყვარულთან. ამ წყვილსაც შესაბამისად უწოდებენ “ბატონს და მსახურს” ან “მელას და მახრჩობელს”, სადაც ბატონის/მახრჩობელის როლში ჩვენი მე-8 ნიშანი გამოდის. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ მასთან დაპირისპირებაში, დამარცხება გარდაუვალია.
“ვექტორული წრე” ერთერთი ყველაზე ამოუცნობი მოვლენაა ასტროლოგიაში.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეორიის ფუძემდებელი გახლავთ გრეგორი კვაშა.მისი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ მას (ცხენი) უცნაური ურთიერთობები ეწყობოდა ვირთხის წელიწადში დაბადებულ ქალბატონებთან. მრავალწლიანი ისტორიული კვლევების და ფაქტების შეპირისპირებების შედეგად მან გამოავლინა 12 ვექტორული წყვილი
“ბატონი” და “მსახური”
- ვირთხა – ცხენი ( George Sand & Alfred De Musset კიბო-მშვილდოსანი) double
- ცხენი – ტახი ( Ernestine Von Pfeffel & Фёдор Тютчев )
- ტახი – დრაკონი ( Алина Кабаева & Владимир Путин კურო-სასწორი) double
- დრაკონი – კატა ( Liam Neeson & Natasha Richardson ტყუპი-კურო)
- კატა – მამალი ( Jaime Bergman & David Boreanaz სასწორი- კურო)double
- მამალი – ძაღლი ( Clyde barrow & Bonnie Parker ვერძი-სასწორი)
- ძაღლი – ხარი ( Annette Bening & Warren Beatty ტყუპი- ვერძი )
- ხარი – ვეფხვი ( Robert F. Kennedy & Marilyn Monroe მორიელი-ტყუპი) double
- ვეფხვი – თხა ( Isadora Duncan & Сергей Есенин ტყუპები-სასწორი)
- თხა – გველი ( Simone de Beauvoir & Jean-Paul Sartre თხის რქა-ტყუპები) double
- გველი – მაიმუნი ( Franklin D. Roosevelt & Eleanor Roosevelt მერწყული-სასწორი )
- მაიმუნი- ვირთხა ( Marilyn Manson & Dita Von Teese თხის რქა-სასწორი)
აღმოსავლურ ასტროლოგიაში ვექტორულობას არ განსაზღვრავს მათემატიკური გამოთვლები. ასეთ კავშირებს იმით ხსნიან, რომ ყოველ წელიწადს ახასიათებს ენერგეტიკის გარკვეული ტიპი და ვექტორულ წყვილებში ენერგიის გაცვლა ხდება სპეციფიური,არათანაბარი მეთოდით. ვექტორული კავშირი მუშაობს გაუცნობიერებლად,ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად და არ ექვემდებარება ანალიზს,ზემოქმედებისგან თავდაცვა და პროცესების გაკონტროლება შეუძლებელია.
ვექტორულ წყვილში თავიდანვე მარტივად იწყება ურთიერთზემოქმედება, ვექტორები მძაფრად გრძნობენ ერთმანეთს, ადვილად იქცევენ ყურადღებას, გამოარჩევენ მასაში და მცირე დროში ხდებიან განსაკუთრებულნი ერთმანეთისთვის.ეს ორმხრივი პროცესია და არაა დამოკიდებული იმაზე, რომელია ბატონი და რომელი მსახური. პირველი,რაც იგრძნობა ვექტორთან ურთიერთობაში,არის გაძლიერებული ენერგოინტენსივობა, ეს შეიძლება დავახასიათოთ როგორც სისავსის/მთლიანობის შეგრძნება.შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდების თავისებურებებზე,რადგან მსგავსი ურთიერთობები აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.
ურთიერთობის სიღრმე და ერთმანეთზე ზემოქმედების საშუალებები დამოკიდებულია იმ დროზე,რომელსაც მსახური და ბატონი ერთად ატარებენ.
არ ღირს დრამატიზება და ვექტორების კეთროვნებად შერაცხვა.საჭიროა უსაფრთხოების ტექნიკის შემუშავება – ურთიერთობა თავიდანვე უნდა იყოს დოზირებული;საჭიროა დისტანციის შენარჩუნება, რომ პლუსები პლუსებად დარჩეს.
ვექტორული ურთიერთობების პლუსები:
+პარტნიორებს შორის კავშირი სწრაფად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მყარდება. სრული ურთიერთგაგება და ურთიერთობის მოთხოვნილება,”გაუმაძღრობის” შეგრძნება.
+ვექტორთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა.კარგად თუ ცუდად იქნებით,ერთად არასოდეს მოიწყენთ.
+ასეთი ურთიერთობა დადებით გავლენას ახდენს შემოქმედებით ადამიანებზე,რომელთაც მუდმივად ესაჭიროებათ მძაფრი განცდები,რაც ვექტორთან ურთიერთობაში თავისთავად არსებობს და არ საჭიროებს ხელოვნურ გამოწვევას.ადამიანები ხდებიან ზედმეტად მგრძნობიარენი,უმძაფრდებათ შთაბეჭდილებები და აღქმის უნარი, ასეთი განცდების გარეშე კი სული ღარიბდება.ცრემლები,ისტერიული სიცილი,ჭურჭლის მსხვრევა_ ყველაფერი ეს ბუნებრივი მახასიათებლებია ვექტორების ურთიერთობისთვის.ხელოვნების სფერო ერთადერთია, სადაც ასეთი კავშირის გამართლება შეიძლება.
+მიჩნეულია,რომ ვექტორი შემთხვევით არ ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში.საბედისწერო შეხვედრას გარკვეული ჭკუის სასწავლებელი დატვირთვა აქვს და პიროვნების განვითარებას ემსახურება.
ყოველ ჯერზე,როცა თქვენს ბატონს შეხვდებით,ის შეუცდომელი სიზუსტით აღმოაჩენს ყველა თქვენს გაუცნობიერებელ შიშს და თავდაუჯერებლობის მიზეზს და მნიშვნელობა არ აქვს რამდენი დრო გავა,ის ყოველთვის მიაგნებს თქვენს აქილევსის ქუსლს.
მსახურს ეს კავშირი ასწავლის შეგუებას და მადლიერებას,ცდის მის ამპარტავნებას.
ბატონისთვის კი მსახურთან ურთიერთობა ნამდვილი გამოცდაა მისი სიმტკიცის,მოთმინებისა და დიდსულოვნების.
+ასეთი კავშირები ძალზედ მძიმედ წყდება. შორდებიან,რიგდებიან,მერე ისევ შორდებიან და ასე დაუსრულებლად.ვერცერთი ვერ ელევა მეორეს.თუ ვექტორული კავშირი შედგა,წლობით გრძელდება და მისი დარღვევა ძალიან რთულია.
ვექტორული კავშირების მინუსები:
– ვექტორული კავშირი ასუსტებს ადამიანის დამცავ ბიოველს და სუსტ ადგილას ურტყამს.სტატისტიკურად ასეთ კავშირებში მყოფი ადამიანები ხშირად ავადმყოფობენ.უზომოდ იმატებს მგრძნობელობა,ამიტომ კრიტიკა,ყველაზე მსუბუქი ფორმითაც კი,ძალზედ მტკვინეულად აღიქმება ორივე მხარისგან.ათასჯერ დაფიქრება გმართებთ შენიშვნის სწორად მიწოდებისთვის.ხშირად კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია.
-წყვილი ერთმანეთს ფიტავს მუდმივი ენერგოდისბალანსით.როდესაც ბატონი თავის ენერგიას გადასცემს მსახურს,მისგან მხოლოდ 20% ის ათვისება ხდება, დანარჩენი 80% უბრალოდ იფანტება.მაგრამ ეს 20% მსახურისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და გამუდმებით ითხოვს.თავის მხრივ,ბატონი თანახმაა საპასუხო 20% ზე, ზედმეტი მის გაღიზიანებას იწვევს.
ასეთი დამოკიდებულება ღლის ორივეს,უფრო მსახურს,რადგან მას მეტად ჭირდება ეს ურთიერთობა და უკანასკნელ სასიცოცხლო ძალებს გაიღებს,რათა ბატონის ყურადღება დაიმსახუროს.
-საწყის ეტაპზე ინიციატორად/თაყვანისმცემლად ბატონი გვევლინება.პირველადაც ბატონი ცივდება.რაც უფრო გულგრილი ხდება ბატონი, მით უფრო იმატებს მსახურის მხურვალება.
-ბატონი მსახურის ქცევებისგან იმაზე მეტად ღიზიანდება,ვიდრე საჭიროა. მას არ ესმის რატომ ფუსფუსებს მისი პარტნიორი სულ მის გარშემო და ყოველთვის იმას აკეთებს,რაც “არ არის საჭირო!” მსახური ზედმეტად დახარბებულია შექებას იმ დროს, როცა ბატონს კომპლიმენტების ნაცვლად კრიტიკის გამოთქმა სურს. შენიშვნები იმდენად ღრმა იარებს ტოვებს მსახურზე,გამომუშავებული კომპლექსების გადახარშვას საკმაო დრო ჭირდება. ცხადია,პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება წინასწარ მოილაპარაკონ, რა უთხრან ერთმანეთს და რა არა,მაგრამ ვექტორები “უთქმელს” ისედაც მძაფრად გრძნობენ.
– მსახური ბატონისგან ყოველთვის სამეურვეო პირად აღიქმება.შეიძლება მსახური ამას ვერ გრძნობდეს და თვლიდეს,რომ თავად არის წამყვანი,მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქით ხდება.
მსახურისთვის დამახასიათებელი ორი ტიპის ქცევა:
1.თუ ზედმეტად ამაყია,ის მთელი ძალებით შეეცდება დათრგუნოს პარტნიორი.ქვეცნობიერად მას ეჩვენება, რომ თუ ბატონს აჯობა, ე.ი. მაგარია! ის მოჰყვება კრიტიკას ყოველ წვრილმანზე,სარკასტულ-დამამცირებელ შენიშვნებს,საკუთარი გავლენის დამტკიცებას,ბრძოლას ძალაუფლებისთვის… ერთხელაც ბატონის მოთმინების ფიალა აივსება და მსახური მწარედ დაისჯება.
2.თუ მისი თავმოყვარეობა წესრიგშია, მაშინ ის ბედნიერია, რომ ბატონი იპოვა და მადლიერებით იღებს მისგან სასიცოცხლო ენერგიებს. მართალია ამ შემთხვევაში იმის საფრთხეც არსებობს,რომ საკუთარ ცხოვრებაზე მთელი პასუხიმგებლობაც ბატონს დააკისროს.
ნებისმიერ შემთხვევაში,ბატონი სათანადოდ მაინც არ აფასებს მსახურს და არც საკმარისად აქებს.მას ეწყება კომპლექსები(რაც გარდაუვალია),თუმცა ვექტორულ ურთიერთობაში მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია.
– ბატონი უკიდურესად ეჭვიანია.თუ მსახური მის ჩანაცვლებას შეეცდება,ბატონი მას დააბრუნებს (თვლის რა, რომ სისულელეს აკეთებს) ან სასტიკად დასჯის.
თუ მსახურმა ბატონისგან თავის დაღწევა მოახერხა,განთავისუფლების შემდეგ აღწევს წარმატებებს ისეთ სფეროში,სადაც მანამდე მიზერული შანსები ქონდა.ფრთებს ისხამს და ძველ მომხიბვლელობას იბრუნებს. და როგორ არ იფიქროს ასეთ დროს ბატონმა მის დაბრუნებაზე?როგორც წესი, ასეც ხდება და ყველაფერი თავიდან,მეორე წრეზე იწყება.თუმცა კვლავ გარკვეული დროით,შემდეგ პარტნიორები ან უცხოვდებიან,ინსტინქტურად ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ ერთად,ან წარმოიქმნება მოჯადოებული წრე _ “მასთან ცუდია,მის გარეშე შეუძლებელი.”
ვექტორი ბავშვები
მშობლებსა და შვილებს შორის ვექტორულობა ნაკლები სიმწვავით ვლინდება.ადამიანი ბავშობიდან ეჩვევა ურთიერთობის ამ მოდელს.ამის გამო თუ ადამიანის ერთერთი მშობელი მისი ვექტორია, სხვა ვექტორებთან ის ინსტინქტურად უვლის გვერდს მახვილ კუთხეებს და შედარებით გლუვი ურთიერთობა აქვს.
ვექტორულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვები უმართავები არიან,ისევე როგორც თავად ქორწინება.ისინი აკოპირებენ ვექტორულ ქაოსს,რომელიც მუდმივად სუფევს მათ სახლში,მაშინაც კი, როცა გარედან ყველაფერი მშვიდად ჩანს.ასეთი ბავშვები გაათმაგებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვენ,რასაც ვერასოდეს იღებენ,რადგან ვექტორები მთელ თავის ენერგიებს ერთმანეთზე ხარჯავენ.
Григорий Кваша “Векторное кольцо”: თუ გსურთ გაერკვეთ ვექტორული წრის კანონებში, დროებით დაივიწყეთ ცალკეულ ნიშანთა დახასიათებები და მათ შორის არსებული განსხვავებები.ეს კანონები ყველაზე თანაბრად ვრცელდება, აქ არ მუშაობს არც ნებისყოფა,არც ლოგიკა და არც ინტუიცია. არსებობს მხოლოდ ერთი მახასიათებელი, ერთი ტიპის ურთიერთდამოკიდებულება: “ბატონის” და “მსახურის”. ვექტორული ურთიერთობა არ არის დამოკიდებული ნიშნის არსზე, მის აზროვნებაზე. ის არ ექვემდებარება გონიერების კონტროლს და ვითარდება ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად – პიროვნების სურვილები გაუცნობიერებელია.
ჩვენ არ ვიცით,რა ხდება ყოველ ასეთ ქორწინებაში და კონკრეტულად რა სახის ურთიერთობებია მეუღლეებს შორის. ეს ურთიერთობა გრიგალისებრი კანონით, მისტიური სტრუქტურით ვითარდება, შეუძლებელი გაარკვიო მოძრაობის მიმართულება, თუმცა ნათელია მოძრაობის ხასიათი – ეს ენერგეტიკული ქარიშხალია, სადაც რთულია შეინარჩუნო წონასწორობა და საიმედო წყობა. ვექტორულ ურთიერთობაში ყოფნა დენთის კასრზე ჯდომას ჰგავს,მოულოდნელობები ნებისმიერ წამს შეიძლება დაიწყოს.
თუმცა მსურს აგარიდოთ ასეთი ქორწინების ერთმნიშვნელოვნად ტრაგიკული განმარტება.მისი უზარმაზარი ენერგია არის წყარო როგორც დიდი რყევების,ისე უზენაესი აღმაფრენის; არცერთ სხვა კავშირში ადამიანს არ შეუძლია ასე ამაღლდეს საკუთარ შეგრძნებებში და განცდებში. სამწუხაროდ, შემდეგ დიდი საფასურის გადახდა გვიწევს და მთავარი საზღაური არის სტაბილურობის შეუძლებლობა. ამ ჭრილში, ყველაზე რუტინული/სტაბილური ქორწინებაც კი ოდნავ მაინც უკეთესია ვექტორულზე.
წრეში ისე იხლართება ადამიანი,ხანდახან მთელი ცხოვრებაც არ ჰყოფნის თავის დასაღწევად. ასეთ კავშირს ყოველთვის თან ახლავს განმარტება “ფატალური სიყვარული” და დიდი ვნებები. მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდიათ, შეუძლიათ თქვან, რომ ეს არის არა სიყვარული, არამედ რაღაც სხვა, ამოუხსნელი. ნინა ბარბეროვა (ხარი/ლომი) თავის ურთიერთობებზე ხოდასევიჩთან (ძაღლი/კურო) წერდა: «Счастье мое с ним было не совсем того свойства, какое принято определять словами: радость, свет, блаженство, благополучие, удовольствие, покой. Оно состояло в другом: в том, что я сильнее ощущала жизнь рядом с ним, острее чувствовала себя живой, чем до встречи с ним, что я горела жизнью в ее контрастах, что я в страдании, которое узнала тогда, имела в себе больше жизни, чем если бы делила окружающее и окружающих на „да” и „нет” — интенсивность заряда была иногда таковой, что любое чудо казалось возможным».
ვექტორებს შორის იშლება პიროვნულობის დამცველი ყველა გარსი და ადამიანი წყვეტს არსებობას, როგორც თვითმყოფადი ერთეული. ამ კავშირის როგორღაც გამართლება მხოლოდ ხელოვნების სფეროში შეიძლება. სულის გაშიშვლება საჭირო წინაპირობას ქმნის მუდმივი შემოქმედებითი ძიებისა და წვისთვის. სერგეი ესენინის ბიოგრაფი პოეტისა(თხა/სასწორი) და აისიდორა დუნკანის(ვეფხვი/ტყუპები) ურთიერთობას “მწარედ” ახასიათებდა: «Они же мазаны одним миром, похожи друг на друга, строены на один образец, оба талантливы сверх меры, оба эмоциональны, безудержны, бесшабашны. Оба друг для друга обладают притягательной и отталкивающей силой. И роман их не только «горький», но и счастливо-несчастный и несчастливо-счастливый, как хотите. И другим быть не может».
ვექტორული ქორწინების ერთერთი პარადოქსი იმაში მდგომარეობს,რომ წყვილს არ შეუძლია უერთმანეთოდ, მაგრამ ერთად ყოფნაც აუტანელია.
არავინაა დაზღვეული ასეთი ურთიერთობისგან, ყველაზე ფრთხილიც კი შეიძლება გაებას მის ქსელში. თავდაცვის ასპროცენტიანი გარანტია არარსებობს და არც არის საჭირო. ეს კავშირი იმდენს აძლევს ბატონსაც და მსახურსაც,რომ არამიწიერი ბედნიერების მდევრები შეიძლება სულაც მორჩილებით იტანდნენ ტანჯვას.
კაცობრიობის მიერ გამომუშავებული მორალი, როგორც ქცევის ნორმა, გათვლილია თავისუფალ, დამოუკიდებელ პიროვნებებზე. წრე ორივეს ართმევს მორალს: ამორალურია როგორც ბატონის უხეშობა და სიცივე,ისე მსახურის ყოვლისშემწყნარებლობა.
ურთიერთობის ვექტორულობა იმაში ვლინდება, რომ როგორი უპირატესობაც არ უნდა ჰქონდეს მსახურს,ის მხოლოდ კვარცხლბეკია, რომლის მეშვეობითაც მასზევე მაღლდება ბატონი, ძლიერდება, გონიერება ემატება. მსახური კვარცხლბეკს საკუთარი ნებით და სიყვარულით აღმართავს. ის აღმერთებს ბატონს და ვერასოდეს შეძლებს ყველა თავისი ღირსება წარმოაჩინოს მის წინაშე; სიმართლე რომ ვთქვათ ბატონიც ვერასოდეს შეაფასებს სათანადოდ. ამდენად, ბატონის მიდრეკილება – გადააკეთოს მსახური, საკმაოდ საფუძვლიანია მისი მხრიდან. და რა გულწრფელი იყო ნიკოლაი გუმილიოვის(ძაღლი/ვერძი) სიტყვები ანა ახმატოვაზე (ხარი/ტყუპები): «Мне и в голову не приходило, что она талантлива. Ведь все барышни играют на рояле и пишут стихи…»
ბატონი არის ის გაუცნობიერებელი და მისტიური იდეალი, რომლისკენაც მიილტვის მსახური. ამიტომაც აღმერთებს, ბევრს ითმენს და ყველაფერს პატიობს. კიდევ ერთი პარადოქსი: სწორედ ქცევის ეს ტიპი აპროვოცირებს ბატონის უხეშობას.
ბარბეროვას მიმოწერიდან:«… ночами Ходасевич пишет. Я сплю, прижав к груди его пижаму, чтобы она была теплой, когда он захочет ее надеть… Часто ночью он будит меня: — Давай кофе пить, давай чай пить, давай разговаривать. Я клюю носом».
მავანს შეიძლება მარტივად მოეჩვენოს, რომ ბატონი უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. ვექტორული ურთიერთობა ნებისმიერს ცვლის. ნერვული სისტემის მუდმივად აღგზნებული მდგომარეობა და ერთმანეთის პიროვნულ სივრცეში შეჭრის უნარი მიზეზია არამხოლოდ გაუთავებელი ეჭვიანობის და ჩხუბის,არამედ ჯანმრთელობის და განსაკუთრებით ფსიქიკური მდგომარეობის მწვავე გაუარესების.
რუსმა პოეტმა ვალერი ბრუსოვმა(მამალი/მშვილდოსანი) თავის დროზე ნადეჟდა ლვოვასთვის(კატა/ლომი) მიძღვნილ ლექსში სიყვარული სიკვდილს შეადარა.:
Любовь приводит к одному,Вы, любящие, верьте!
Сквозь скорбь и радость, свет и тьму К блаженно-страшной смерти!
მოგვიანებით ლვოვამ ბრუსოვთან რომანის დასრულების შემდეგ თავი მოიკლა.
ვექტორული კავშირი არ არის გათვალისწინებული საოჯახო ურთიერთობისთვის. თუკი გუმილიოვი მშვიდ და მყუდრო ოჯახურ კერაზე ოცნებობდა,ახმატოვა იმდენად შეიპყრო მოჯადოებული წრის ვნებებმა : «…ей по-прежнему хотелось вести со мной «любовную войну»…мучить и терзать меня, устраивать сцены ревности с бурными объяснениями и бурными примирениями… Для нее «игра продолжалась», азартно и рискованно»
ხშირად განშორება ერთადერთი სწორი გამოსავალი ხდება, მაგრამ მსახური ვერასოდეს გაარღვევს წრეს, თუ ბატონმა თავად არ გაუშვა. ასეთ შემთხვევაშიც კი თავისუფლება შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მის მხრებს. ალექსანდრე ბლოკის (დრაკონი/მორიელი) ლექსების ვნებიანი კარმენი – დელმასი ( კატა) პოეტის გარდაცვალებამდე ვერ იჯერებდა, რომ ბლოკს ის უბრალოდ აღარ ჭირდებოდა. მაშინ როცა რომანის დასაწყისში პოეტი სწერდა: «Я не мальчик, я много любил и много влюблялся… Я совершенно не знаю, что мне делать теперь, так же, как не знаю, что делать с тем, что во мне, помимо моей воли, растут давно забытые мною чувства».
ვექტორული კავშირის შემსუბუქებას ხელს უწყობს:
- სოლიდური ასაკობრივი სხვაობა;
- დაქორწინება მოწიფულ ასაკში;
- ხშირი განშორებები:სხვადასხვა ჰობი,მივლინებები;
- როცა მსახური ქალია;
- ყველაზე კარგი ვარიანტია საერთო საოჯახო საქმეში მსახურის უპირატესი მატერიალური მონაწილეობა, ე.წ.”გამოსყიდვა.”
რთულია დაარიგო ვექტორები,მაგრამ რამდენიმე რჩევა მაინც გაითვალისწინეთ:
- არ დაპანიკდეთ! ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. უპირველესად დააკვირდით ზემოქმედების ინტენსივობას.
- დაიმახსოვრეთ რომ ბატონი ყოველთვის მართალია. ის მართალია საკუთარ თვალში,საზოგადოების თვალში და მსახურის თვალშიც. ნუ მოჰყვებით რაიმეს მტკიცებას. მსახური არ უნდა ეცადოს ბედის გარდატეხას და მეთაურობის წართმევას. ცუგვანგის მდგომარეობაა, ერთი ნაბიჯიც კი მარჯვნივ ან მარცხნივ უფსკრულია, შესდექით ადგილზე.
- ბატონმა ყოველთვის უნდა შეიცოდოს მსახური და გულისხმიერი იყოს მის მიმართ.
- თუ სურვილი გიჩნდებათ უფრო იშვიათად ნახოთ პარტნიორი, ასეც მოიქეცით, დაისვენეთ ერთმანეთისგან.
- თუ ურთიერთობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა,საკუთარ თავს ანგარიში გაუწიეთ,წრე არ ბრუნავს უკუმიმართულებით და გაუმჯობესება არ იქნება.
- ბატონთან დაშორების შემდეგ არ სცადოთ შურისძიება.
- მეორე წრეზე წასვლა,რაც საკმაოდ ხშირია, არარეკომენდებულია. ურთიერთობა რომ უფრო მარტივი იქნება და წარსულმა რამე გასწავლათ, ილუზიაა. წრემ არ იცის ჰუმანიზმი.
შეიძლება თუ არა ვექტორულ ურთიერთობაში მთელი ცხოვრების გატარება? შეიძლება, უბრალოდ გახსოვდეთ თქვენი ბედნიერების საფასური .
სტატიის ავტორი : Qet Adastra