ნუმეროლოგია

ნუმეროლოგია

„სამყაროს რიცხვები მართავენ“.

დღესდღეობით ერთ–ერთი პოპულარული და ამავე დროს  უძველესი სფერო, რომელიც ყურადღებას აქცევდა ადამიანის ბედ–იღბალს, სამყაროს მოქმედების პრინციპს აღწერდა, არის ნუმეროლოგია. ნუმეროლოგია ერთ–ერთი უძველესი ეზოთერული სფეროა რიცხვების შესახებ. ზოგჯერ მას „ციფრების მაგიასაც“ უწოდებენ, თუმცა ასტროლოგიასთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე მაგიასთან. ნუმეროლოგია თავის თავში აერთიანებს ზუსტ მეცნიერებას (მათემატიკას) და ეზოთერულ ცოდნას. ნუმეროლოგია არაა ჩაკეტილი მეცნიერება და სხვა უძველეს მეცნიერებებთან (ასტროლოგია, ქირომანტია, კაბალა…) თუ ეზოთერულ ცოდნასთან არის დაკავშირებული.

რიცხვი – ეს სიმბოლოა, რომელიც რაიმე იდეას გამოსახავს, დამაკავშირებელი და უცვლელი სიმბოლოებია. კარლ იუნგის აზრით, რიცხვები ცნობიერებას წინ უძღოდა, აზროვნებისა და აზრის გამოხატვის ყველაზე დაბალ ელემენტს წარმოადგენს. ამავე დროს მაორგანიზებელია. პითაგორელებს სწამდათ, რომ ყველა საგანს რიცხვი შეესაბამება და ყველა რიცხვი საგანს ქმნის.

ნუმეროლოგიის მიხედვით, სამყაროში ყველაფერი დაკავშირებულია ციფრებთან და მათ ვიბრაციასთან. ნებისმიერ რიცხვს კი დამახასიათებელი ენერგეტიკა, თვისება მიეწერება. ძველ ჩინეთში მუსიკა  ღმერთისგან ბოძებულ საჩუქრად მიაჩნდათ, რომელშიც დაფარულია ღვთიური ცოდნა და მას კავშირი აქვს რიცხვებთან, რადგან გარკვეული თანმიმდევრობით  ნოტები, ბგერები ერთიანდება და მიიღება ერთიანი კომპოზიცია.

ნუმეროლოგია ძირითადად ერთ პრინციპს ეფუძნება – ნებისმიერი რიცხვი ან რიცხვთა ჯამი დაიყვანება 1–დან 9 რიცხვამდე, რომლებსაც სხვადასხვა ოკულტური მნიშვნელობა ენიჭება და ამბობენ, რომ ადამიანის ბედზეც მოქმედებს. ნუმეროლოგიის მიხედვით ნებისმიერი სიტყვა, ნომერი, რიცხვი გარკვეული თანმიმდევრობითაა დალაგებული და მათი დათვლა, რიცხვითი მნიშვნელობისა და ენერგეტიკის მინიჭებაშეიძლება. მაგალითად, სახელისა და გვარის რიცხვის დადგენა ანბანის მიხედვით ხდება. რიცხვი 3 ხშირად სხვადასხვა რელიგიასა თუ მიმართულებაში გამოიყენება. მათ შორის ქრისტიანობაშიც. ინდუიზმში 3, 7, 21, 55, 77 და 99 წმინდა რიცხვებია. ბერძნებისთვის – 3, 9, 12; კელტებისთვის – 3, 9.

ისტორიას რომ გადავხედოთ, რთულია დაზუსტებით ვთქვათ როდის „დაიბადა“ ნუმეროლოგია. უძველეს პერიოდში, ბაბილონში, ინდოეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომის იმპერიაში ნუმეროლოგია, როგორც მეცნიერება არ იყო, მაგრამ მისი მსგავსი, არიფმომანტია, იგივე რიცხვებით წინასწარმეტყველება არსებობდა. ამავე დროს, თუ გავიხსენებთ რელიგიას, რიცხვით მნიშნელობებს აქაც შევხვდებით – 3, 7, 40. დღევანდელი ნუმეროლოგიის პირველსახე ჩვ. წ. აღ–მდე VI საუკუნეში იღებს სათავეს ძველბერძენ ფილოსოფოსსა და მათემატიკოს პითაგორასთან, რომელმაც არაბების, დრუიდების, ფინიკიელთა და ეგვიპტელთა მათემატიკური სისტემები გააერთიანა და დაუკავშირა  ადამიანის ბუნებას.

პითაგორამ დაარსა სკოლა, რომელშიც ისწავლებოდა ისეთი დარგები, როგორიცაა არითმეტიკა, გეომეტრია და ასტრონომია. სწორედ აქ აღმოაჩინა, რომ ბგერებს უკეთესი ჟღერადობა აქვთ, როდესაც 1–დან 4 ნოტამდე იღებდნენ; ამ რიცხვების შეკრებით კი რიცხვი 10 მიიღება და რიცხვები ერთიდან ოთხის ჩათვლით ითვლება „სამყაროსეულ საწყისად“. მოგვიანებით პითაგორამ ყველაფრის რიცხვებით ახსნა დაიწყო. ის რიცხვებს სამყაროს საწყისის სიმბოლოებად, ხოლო მოძღვრებას რიცხვების შესახებ – მთავარ ოკულტურ სწავლებად მიიჩნევდა.  სწორედ, პითაგორასგან იღებს სათავეს მარტივი რიცხვების (1–დან 9–მდე) შეკრებით და მათი ჯამით ისევ ერთნიშნა რიცხვის მიღება.  მისი თეორია და სწავლება  ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა ეზოთერულ საზოგადოებებში – როზენკრეიცერები, მასონები, ანტროსოფები და ა.შ.

ნუმეროლოგიას განსაკუთრებული ყურადღება კაბალურ სწავლებებში მიანიჭეს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ისევ პითაგორას დავუბრუნდეთ. მან და მისმა მოსწავლეებმა გამოყვეს 1–დან 9 რიცხვის ჩათვლით, რადგან სწორედ მათგან დგება დანარჩენი რიცხვებიც. ერთ–ერთი ვერსიით, კი სამყარო და დრო  1–დან 9–მდე ციკლს იმეორებს. ითვლება, რომ კენტი რიცხვები უფრო ძლიერია და მამაკაცურ საწყისი გააჩნია, ხოლო ლუწი რიცხვები შედარებით სუსტია და მდედრობითი საწყისის მქონეა.

ნუმეროლოგიაში ყველაზე პოპულარული და ადვილი დათვლის მეთოდია რიცხვების შეკრება. თუ მათი ჯამი 9–ზე მეტი იქნება, მანამდე ვკრებთ, სანამ ერთნიშნა რიცხვს არ მივიღებთ. რიცხვების მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ: ფსიქოლოგიური ტიპის დადგენა–დახასიათება, როგორი წელი გველოდება, წარმატებას როდის მივაღწევთ, რა სპეციალობები შეგვეფერება, ტელეფონის, ბინის ნომრის მიხედვით მათი გამოყენების სფეროები, პარტნიორული შეწყობა და ა.შ. თითოეულ მათგანს შემდეგ სტატიებში განვიხილავთ.

ნუმეროლოგია გვეხმარება:

  • ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრაში
  • სასიყვარულო ურთიერთობის წარმართვაში
  • მომავალი პარტიორის შერჩევაში
  • ბედის ციფრის დადგენაში
  • შესაძლებლობების დადგენაში
  • სამსახურის დასაწყებად სწორი დროისა და თარიღის შერჩევაში
  • ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში
  • ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში
  • უარყოფითისგან გათავისუფლებაში
  • წარმატების გზის დადგენაში
  • დაბადების რიცხვისა და სახელის რიცხვით დგინდება ბიოენერგეტიკული ბადე, რომელიც ადამიანს გააჩნია.
  • ინტუიციის გაძლიერებაში
  • საკუთარი რიცხვის ცოდნის შემთხვევაში ენერგიის, დროის და სხვა დანახარჯების დაზოგვაში.
  • ჩვენი პიროვნების უკეთესად გაგებაში
  • ყურადღების კონცენტრაციის მეთოდად

ნუმეროლოგიაში რიცხვებს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები, შესაბამისი ქვა, ამიტომ მათი დახასიათების დროს ნებისმიერ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ–ერთი ვერსიით, ერთმანეთს დაუკავშირეს ორი სფერო – ნუმეროლოგია და ასტროლოგია: თითოეულ რიცხვს პლანეტა შეუსაბამეს. ქვემოთ მოცემულია რიცხვები, შესაბამისი პლანეტები და მახასიათებლები.

1 – ენერგია, ძალა, ინდივიდუალურობა, ლიდერობა, აქტიურობა, აგრესიულობა, ამბიციურობა, გამარჯვება. ეგვიპტელებისთვის ღმერთი რა „ერთი, ერთადერთი“ იყო. პითაგორელებთან ერთი უმაღლეს ღმერთს შეესაბამებოდა. ყურანშიც „ღმერთი – ერთადერთი და ერთია“. ასტროლოგიაში კი ერთი მზეს შეესაბამება.

2 – მგრძნობელობა, სირბილე, პასიურობა, სინაზე, ინტუიცია, დეპრესიულობა. იდეალური, ორმაგობის სიმბოლო, ასევე ქალისა და კაცის. ზოგიერთი მიმართულებისთვის მატერიას წარმოადგენს, ბოროტების სიმბოლოა. ძველად დამცავ სიმბოლოდ თვლიდნენ. ეგვიპტელებს დამცავი ამულეტი ჰქონდათ ორი თითის სიმბოლოთი. ასტროლოგიაში ორს მთვარე შეესაბამება.

3 – ენერგია, ტალანტი, ნიჭი, დისციპლინა, წარმატება, სიამაყე, სიტუაციის გაკონტროლების სურვილი. სიცოცხლის, დაბადების და სიკვდილის სიმბოლიზებაა. ასევე – სამების. ბაბილონში, ეგვიპტეში, მოგვიანებით ქრისტიანულ რელიგიაში, მითოლოგიაში ვხვდებით. ასტროლოგიაში სამს იუპიტერს უკავშირებენ.

4 – წლის დროების, სტიქიების, სინათლის მხარეების რიცხვი, მეგობრულობა, შინაგანი მარტოობა. ეგვიპტეში ეს რიცხვი მიწის ოთხ მხარეს, ჰორის ოთხ შვილს, სინათლის ოთხ მხარეს აღნიშნავდა. ოთხი ძირითადი ელემენტი გვაქვს. ქრისტიანულ რელიგიაში – ოთხი სახარებაა, ეზეკიელის ხილვაში ოთხი მხეცია. ასტროლოგიაში ოთხს ურანი შეესაბამება.

5 – გრძნობა, გონება, იმპულსურობა, რისკიანობა, სიცოცხლის ხალისი. ძველ დროში ხუთი ბედნიერებისა და სიწმინდის, დაცვის სიმბოლო იყო. პენტაგრამა ხუთქიმიანია, ადამიანს ხუთი გრძნობითი ორგანო აქვს. ასტროლოგიაში ხუთს მერკური შეესაბამება.

6 – ჰარმონია, ნდობა, რომანტიულობა, ოჯახი და სახლი წინა პლანზეა. ერთ-ერთ იდეალურ რიცხვს წარმოადგენს. სამყარო ექვს დღეში შეიქმნა, დავითის ვარსკვლავი ექვსქიმიანია. ასტროლოგიაში ვენერას შეესაბამება.

7 – წარმატების სიმბოლო, ოკულტური ცოდნა, ფილოსოფია, საკუთარი სამყარო. მისტიური რიცხვია. იყენებდნენ როგორც მაგიაში, ასევე რელიგიაში. შვიდ ზეცას, პლანეტებს, კვირის დღეებს, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას, 7 მთავარანგელოზს, შვიდ მუსიკალურ ბგერას ვხვდებით. ასტროლოგიაში ნეპტუნი შეესაბამება.

8 – უცნაური და რთული რიცხვი. მწუხარება, წარმატება, გამოკვეთილი ინდივიდუალურობა,  სიცივე და ამავე დროს ძლიერი მგრძნობელობა. ორი სამყაროს სიმბოლოა – მატერიალურის და სულიერის. ძველ დროში სჯეროდათ, რომ სიკვდილი და ბედისწერა უკავშირდებოდა. ასევე სამართლიანობას უკავშირებდნენ. ასტროლოგიაში სატურნს შეესაბამება.

9 – ითვლება ნუმეროლოგიის მთავარ ციფრად. აქტიურობა, სიმამაცე, მიზანდასახულობა, რისკიანობა, სირთულეებთან გამკლავება. ერთ-ერთი მისტიური რიცხვი. სულიერი სრულყოფილების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ორსულობა ცხრა თვე გრძელდება, მატერიისა და სამყაროს სიმბოლოა. ასტროლოგიაში მარსი შეესაბამება.

წყარო: astroguide.ru; numerologiya.com, astrostar.ru

სტატიის ავტორი: თამთა

რიცხვი – 1

რიცხვი – 2

რიცხვი – 3

რიცხვი – 4

რიცხვი – 5

რიცხვი – 6

რიცხვი – 7

რიცხვი – 8

რიცხვი – 9


About Tamta

Scroll To Top