წინამდებარე გამოკვლევა მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ძველ კოლხეთში კარგად განვითარებული რუნული ნიშნების სისტემა არსებობდა. კოლხეთის არქეოლოგიურ მასალაში, კერძოდ, ძველ კოლხურ კერამიკაზე, სამკაულებზე, მონეტებსა და სხვადასხვა რიტუალურ ნაკეთობაზე გამოსახული ცალკეული გრაფიკული ნიშნები სწორედ ის მაგიური გამოსახულებებია, რომლებსაც ძველი კოლხები სულიერ სამყაროსთან ურთიერთობის გარკვეულ ფორმად იყენებდნენ. არგონავტიკის პერიოდში რუნები ბრძოლის ღმერთის -ვოტანის (ოდინის) კულტთან ერთად კოლხეთიდან დასავლეთით, ევროპის კონტინენტზე გავრცელდა.მოგვიანებით, სწორედ ეს მაგიური ნიშნები დაედო საფუძვლად ევროპული რუნული დამწერლობის ჩამოყალიბებას.
ნაშრომში გატარებულია პარალელები კოლხურ რუნებსა და უძველესი ანბანური დამწერლობის ნიშნებს შორის და საუბარია მათ შორის არსებულ შესაძლო კავშირებზე.
ნაშრომი ამ ვრცელი თემის მხოლოდ საწყის სტადიას წარმოადგენს. არსებობს პერსპექტივა, რომ არქეოლოგიური მასალის შემდგომი შესწავლა მკვეთრად გააფართოებს მის ჩარჩოებს.
ნაშრომი პოპულარულ ენაზეა დაწერილი და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.
ოთარ ქვრივიშვილი – კოლხური რუნები (გადმოწერა)
ავტორის სხვა ნაშრომები:
- სვეტიცხოვლის მისტერია
- ადამიანით გაზომილი სამყარო
- ენის არქაული ძირები
- ქალ-ვაჟის ურთიერთობა
პ.ს. მასალა გამოქვეყნებულია ავტორთან შეთანხმებით