ოპოზიცია

ოპოზიცია

ოპოზიციის სიმბოლო

 

 

რიცხვი: 2 (360:2=180) მთელის ნახევარი.

მმართველი: ვენერა

ტყვეობა: მარსი

კულმინატორი: სატურნი

დეკადენტი: მზე

 

ოპოზიცია ორი უკიდურესი წინააღმდეგობის მაკავშირებელი ასპექტია, ორი ნაწილის ან პრინციპის, სადაც თითოეულ მათგანს ყველაზე ინტიმური, თუმცა კი გაურკვეველი, ურთიერთობა აკავშირებს მეორესთან. დაბალ დონეზე, ოპოზიციისთვის დამახასიათებელია ან-ან მდგომარეობა. მესამე ვარიანტი, როგორც ჩანს, არ არსებობს. მე ან შენ, შეტევა ან დაცვა, მეგობარი ან მტერი, მამაკაცი ან ქალი, სინათლე ან სიბნელე _  წინააღმდეგობათა ურთიერთგამომრიცხავი მსგავსი ფორმულირება ძალიან ტიპურია დაუმუშავებელი ოპოზიციისთვის, რომელიც, პრინციპში, საკმაოდ მერყევია, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ პლანეტებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, ისინი გაუფრთხილებლად იწყებენ ერთმანეთის ჩანაცვლებას, რაც ხშირად   ბასრი და დისჰარმონიული სიტუაციების საწინდარი ხდება. ჰოროსკოპში ოპოზიციის არსებობა იმას გულისხმობს, რომ მასში ჩართული პლანეტები ისეთ გარემოებებში აღმოჩნდებიან, როდესაც ერთად მოქმედება მოუწევთ, მხოლოდ დიალექტური ე.ი. საპირისპირო პლანეტის ფუნქციების შესრულებით. ეს ბუნებრივიცაა, ისინი ხომ (უმეტესად!) ოპოზიციურ ნიშნებსა და სახლებში არიან გადანაწილებულნი.

ოპოზიცია კონიუქციის (შეერთების) უკუქცევაა. ეს იმით ვლინდება, რომ თუ კონიუქცია  აერთიანებს და აწებებს, თუნდაც არც ისე კეთილშობილად, პლანეტების პრინციპებს, ოპოზიცია, პირიქით, ხაზს უსვამს მათი ურთიერთქმედების პრობლემებს. ამისათვის, ის ადამიანის ცხოვრებაში მუდმივად შექმნის ისეთ სიტუაციებს, სადაც აუცილებელია ოპოზიციაში ჩართული ორივე პლანეტის თანამონაწილეობა, მაგრამ, იმავდროულად, დაბალ დონეზე, მათი პრინციპები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდება.  გასაგებია, რომ ეს კონფლიქტებს გულისხმობს, რომელთა ხასიათზე ჰოროსკოპის უფრო დეტალური შესწავლა მოგვითხრობს, მაგრამ მისი აზრი ყოველთვის ერთია: ადამიანმა (როგორც წესი, საკუთარ შეცდომებზე) უნდა ისწავლოს ოპოზიციური პლანეტების, ნიშნებისა და სახლების ბრძნულად ურთიერთშეთანხმება.

ამრიგად, თუ კონიუქციის მთავარი ამოცანა მასში ჩადებული შესაძლებლობების კონსტრუქციულად რეალიზებაა, ოპოზიციის უპირველეს ამოცანას პლანეტებს შორის ურთიერთობის დალაგება წარმოადგენს.

 

 

 

 

_____________ პლანეტების გავლენა ოპოზიციაზე _____________

ვენერა, როგორც ოპოზიციის მმართველი, ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში არჩევის შესაძლებლობას აძლევს, თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს არ აქცენტირებს. თუმცა აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რომ ეს შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის.

ნებისმიერი მაჟორული ასპექტი, და ოპოზიცია განსაკუთრებით, პლანეტარული პრინციპების ურთიერთქმედების დამუშავებას მოითხოვს. თუ ადამიანი ბალანსის პრინციპს არღვევს, მთლიანად აქცენტირებულია ერთ პლანეტაზე და სრულიად უგულვებელყოფს მეორეს, გარკვეული დროის შემდეგ, მთელი მისი აქცენტი, მისდა უნებურად, უგულვებელყოფილ პლანეტაზე გადაინაცვლებს. თითქოს კარმა ეუბნება: „შეხედე, როგორი საგანძურია და შენ კინაღამ მხედველობიდან გამოგრჩა“.

ვენერა ბევრს აკეთებს წინააღმდეგობრივი სიტუაციის შესამსუბუქებლად: ის ყოველთვის მიუთითებს ადამიანს პლანეტების თანამშრომლობის გზებზე და მათი პრინციპების აღქმის ბრწყინვალე შესაძლებლობას იძლევა (მინიმალური სურვილის შემთხვევაშიც კი).  რაც ყველაზე მთვარია, მისთვის დამახასიათებელ სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის თანამშრომლობისთვის. ეს ატმოსფერო შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს, მაგრამ უმეტესად პერსპექტიულობის და ეთიკური ურთიერთშეთანხმების ფორმით გამოიხატება. მაშინ ნატივი აცნობიერებს, რომ შიდაკონფრონტაცია და ურთიერთუგულვებელყოფა უბრალოდ არაეთიკურია, უაზრობაზე რომ არაფრი ვთქვათ.

დაბალ დონეზე, ვენერას მმართველობა ოპოზიციას სოციალური ექსტერიორიზაციით აჯილდოვებს. ეს იმას გულისხმობს, რომ ადამიანს პლანეტებისთვის დამახასიათებელი შიდაპრობლემები გარეთ გამოაქვს და გარშემომყოფებთან სოციალიზაციის დროს ავლენს. საინტერესო ის არის, რომ ამ დროს თავად ერთ-ერთი პლანეტის როლს ითვისებს, პარტნიორს კი მეორე პლანეტის როლს აძლევს.

ვენერას გავლენის დამუშავების მაღალ დონეზე, ნატივი ოპოზიციური პლანეტების სინთეზს ახერხებს, რითაც მისი სოციალური წონა ერთი ათად იზრდება. ასეთი ადამიანი წონასწორობის მისაბაძი მაგალითია, რითაც შეუძლია მნიშვნელოვანი სოციალური  პროცესების კატალიზატორი გახდეს. მაგალითად, მწვავე კონფლიქტში ჩაერთოს და ხანგრძლივი დროის მანძილზე დაპირისპირებული ანტაგონისტური ჯგუფები, შეარიგოს თუ არა, სათანამშრომლოდ მაინც განაწყოს.

მარსი, როგორც ოპოზიციის დამატყვევებელი, ასპექტს ფარულ ძალას სძენს, რომელიც შესაძლოა საერთოდ გაუგებარი იყოს თავად ადამიანისთვის და მით უმეტეს, მისი გარშემომყოფებისთვის. „რა საჭიროა ასე გააფთრებით ბრძოლა საკუთარ მეუღლესთან ან შვილთან, როდესაც ისედაც გასაგებია, რომ ამისგან კარგი არაფერი გამოვა?“ ამ კითხვაზე პასუხს ნატივი ვერ გაგცემთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კონფლიქტები, მონაწილეთა ნების საწინააღმდეგოდ, წლების განმავლობაში გრძელდება, დადგენილი სცენარით, ნარეპეტიციები ინტონაციით და დაზეპირებული გამოთქმებით.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მარსის ენერგია არა გარეგნულად არამედ ფარულად ვლინდება. მოცემულ მაგალითში, არა მეუღლეებს შორის წარმოქნილი კონფლიქტური სცენის ინტენსივობით, არამედ ზავუალირებული ძალით, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის, მონაწილეთა ნების საწინააღმდეგოდ. მაშასადამე, მარსი, როგორც ოპოზიციის დამატყვებელი, კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის და მასში ადამიანს და მის გარშემომყოფებს ითრევს, მხარეები კი უკვე პირადი მარსებით (ენერგიებით) იბრძვიან.

ამრიგად, მარსი იძლევა ენერგიას, რომელიც ვენერას სირბილეს და სიზარმაცეს უპირისპირდება, რითაც ადამიანს, „თქვენც და ჩვენც“ მეთოდით, ოპოზიციის დაბალანსების საშუალებას არ აძლევს. ის დაძაბულობას ქმნის ოპოზიციური პლანეტების ურთიერთობის პრობლემების გარშემო და ასეც გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს, სანამ ნატივი ასპექტს არ დაამუშავებს.

სატურნი, როგორც ოპოზიციის კულმინატორი, დამუშავების დაბალ დონეზე, შესაბამის ცხოვრებისეულ სიტუაციებს სისასტიკეს ანიჭებს, რაც ერთფეროვნებით ვლინდება, როდესაც გარკვეული სიტუაცია დაუსრულებლად მეორდება ისევ და ისევ, როგორც შიდაშეგრძნების, ისე გარემოვლენების დონეზე. ოპოზიციისთვის საკმაოდ თვისებრივია სიტუაციების და მსგავსი ტიპის კონფლიქტების  განმეორება, რაც ნატივს ჯერ განაცვიფრებს, შემდეგ კი სასოწარკვეთაში აგდებს, რადგან მას  „ჩაკეტილი წრის“ შთაბეჭდილება ექმნება, საიდან თავის დაღწევაც შეუძლებლად ეჩვენება. თუმცა ეს ასე არ არის, რადგან , ჯერ ერთი, ყოველთვის არსებობს იუპიტერის აქტივაციის იმედი, რომელიც უფასოდ ხსნის ახალ შესაძლებლობებს; მეორეც, „ჩაკეტილი წრე“ მხოლოდ იქამდე გრძელდება, სანამ ადამიანი მის კარმულ მნიშვნელობას არ გაიაზრებს და აუცილებელ შიდასამუშაოებს არ ჩაატარებს. ის უნდა გაერკვეს ქვეცნობიერ პროგრამაში, რომელსაც ესა თუ ის განმეორებადი სიუჟეტი ააქტიურებს და შეამციროს მისი გავლენა საკუთარ თავზე. სწორედ ამის შემდეგ გატყდება ბორბალი, გაიხსნება წრე და დაიწყება ცხოვრების ახალი ეტაპი.

მაღალ დონეზე, სატურნის კულმინაცია ოპოზიციაში, ნატივს პლანეტების პრინციპების ბრძნულ ხედვას აძლევს. საკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში, მას ძალუძს ყველაზე ზუსტი და ეფექტური მეთოდი იპოვოს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ნებისმიერ კონკრეტულ სიტუაციაში, რაც პირველი ნაბიჯია მათი საბოლოო სინთეზისკენ.

მზე, როგორც ოპოზიციის დეკადენტი, დამუშავების დაბალ დონეზე, ცრუ ინიციატივას იძლევა, რაც გამოიხატება ადამიანის მისწრაფებით, თავად აირჩიოს ერთ-ერთი პლანეტა და მაქსიმალური აქცენტი გააკეთოს მასზე. მზის სიმბოლური დაცემა ოპოზიციაში, როგორც ჩანს, ასეთი არჩევნის საშუალებას აძლევს, თუმცა შეცდომებისთვის  ძვირს იხდის, რაც სასტიკი კონფრონტაციით ვლინდება. თავის მხრივ, ეს ეფექტი დაკავშირებულია ვენერას მმართველობასთან, რომელიც ოპოზიციურ პლანეტებს უკიდურეს მგრძნობიარობას ანიჭებს ძალადობრივი დათრგუნვის მიმართ.

პლანეტის პრინციპების მოკვლევა საკუთარ თავში და შემდეგ მათი ათვისება და მართვა _ სულაც არ არის მარტივი ამოცანა. ადამიანი მხოლოდ განვითარების მაღალ დონეზე სწავლობს  პლანეტების პრინციპების იდენტიფიცირებას და მათ პატივისცემით მოპყრობას. ამისათვის, მას უნდა ესმოდეს, რომ  მათ დამოუკიდებელი ნება აქვთ, რომელსაც ყური უნდა უგდოს და გაითვალისწინოს.

დამუშავების მაღალ დონეზე, მზის როგორც დეკადენტის გავლენა, პლანეტის პრინციპების განთავისუფლებით ვლინდება. ადამიანი ათავისუფლებს მათ საკუთარი ნებელობითი მართვისგან, რის შემდეგაც ოპოზიციურ პლანეტებზე აქცენტებს თავად სიტუაცია სვამს, ნატივი  მხოლოდ მათ შეფარდებით ძალებს იკვლევს და მათი ურთერთქმედების მეთოდებს ეძებს.

თუმცა ამის წარმატებით განსახორციელებლად, საჭიროა საკუთარ ქვენობიერში საფუძვლიანი გარკვევა და მზის მეოთხე დონემდე (იხილეთ ქვემოთ) მიყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ოპოზიციურ პლანეტებზე გაუცნობიერებელი, ეგოსგან მართული, და მაშასადამე ღრმად პირადი, ნებითი იმპულსები იბატონებს.

 

_______________ დამუშავების დონეები ___________

დამუშავების პირველ დონეზე, ნატივი თითქმის ვერ ამჩნევს ვენერას მოქმედებას, სამაგიეროდ, ძალიან მძაფრად ვლინდება მარსის ზემოქმედება. ასპექტის მმართველი(ვენერა) კი სოციალური ექტერიორიზაციით გამოიხატება, ანუ იმის ნაცვლად, რომ ადამიანმა პლანეტების პრინციპებს შორის კონსტრუქციული ურთიერთქმედების გზები ეძებოს, ის გარე სიტუაციების პოლარიზაციას ახდენს _ თავად ერთი პლანეტის პრინციპებს ითვისებს; მეორე პლანეტის პრინციპებს კი მთლიანად პარტნიორს, ჯგუფს ან სამყაროს  გადასცემს. შედეგად, დაპირისპირებული პლანეტები, ურთიერთობის გარკვევას ნატივის ცხოვრების მატერიალზე იწყებენ, ხშირად საკმაოდ სასტიკი ფორმებით. თუმცა, ბუნებრივია, დისბალანსსა და დისჰარმონიაზე პასუხისმგებლობა ნატივს ეკისრება.

როგორც წესი, ადამიანი თვითიდენტიფიკაციას ოპოზიციის უფრო დამუშავებულ, უფრო ძლიერ პლანეტასთან ახდენს, მეორეს კი უყურადღებოდ ტოვებს: „აიღეთ ვისაც გაგიხარდებათ“. ბუნებრივია, სამყარო ამას არ აპატიებს და ის ხშირად შეხვდება ისეთ ადამიანებს თუ სიტუაციებს, რომელიც ყველაზე ნათლად გამოასხივებს უყურადღებოდ დარჩენილი პლანეტის პრობლემებს. კარგი იქნება, თუ ნატივს მიხვედრილობა ეყოფა იმის შესაგნებად, რომ ეს მისი საკუთარი, დაუმუშავებელი შიდაპრობლემებია. მაგრამ ის ამას ვერ ხვდება და ჯიუტად უგულვებელყოფს მეორე პლანეტის პრინციპების ზემოქმედებას საკუთარ თავზე. ამ დროს მისთვის თვისებრივია პოზიცია: „ეს თქვენი პრობლემებია და მე არ მეხება!“ მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, რაღაც მომენტში კარმა აქცენტს საპირისპიროდ დაუსვამს. მაშინ, ათვალწუნებული, დაუმუშავებელი პლანეტა მთელი სიმძაფრით აღიმართება მის წინაშე, თანაც ისე, რომ ოპოზიციური პლანეტის ჩართვას მოითხოვს.

აქცენტების ასეთი მკვეთრი ცვლილება უმეტესად კონფლიქტებითა და უსიამოვნებებით სრულდება. მაგრამ, თუ ოპოზიციას შემამსუბუქებელი ასპექტი აქვს (იგულისხმება, გამანეიტრალებელი პლანეტა, რომელიც ერთთან ტრინს, მეორესთან კი სექსტილს ქმნის), გარკვეული დროის შემდეგ უსიამოვნებები გადის და ადამიანი წონასწორობის აღდგენას ახერხებს. ამ ეტაპზე, ის სიტუაციის ანალიზითა და სასარგებლო დასკვნების გამოტანით თავს არ იწუხებს, თუმცა ბუნებრივია, ქვეცნობიერ დონეზე, რაღაცებს იმახსოვრებს და ითვისებს.

დამუშავების მეორე დონეზე, ადამიანს ორივე პლანეტის პრინციპების აღქმის უნარი აქვს, თუმცა კი ცალ-ცალკე. ის მარტივად ამოიცნობს, რომელ სიტუაციაში რომელი პლანეტა დომინირებს. უმეტესად ეს იმ სახლების სიტუაციებში ხდება, სადაც ოპოზიციური პლანეტები დგანან. ნატივი ამ სიტუაციებში სრულიად განსხვავებულად ვლინდება. თუმცა ამ ეტაპზეც, ის მოქმედებს სიტუაციის მმართველი პლანეტის შესაბამისად და კვლავ უგულვებელყოფს ოპოზიციური პლანეტის პრინციპებს, რადგან მოცემულ შემთხვევაში მას არააქტუალურად თვლის. მიუხედავად ამისა, ეს პრინციპი არამხოლოდ მძაფრად იგრძნობა მის გარშემო სივრცეში, ხანდახან კონკრეტულ ადამიანებშიც მატერიალიზდება. თუმცა პლანეტარულ პრინციპებს შორის თანამშრომლობა ისევ არ არსებობს. მართალია, ადამიანი უკვე კარგად გრძნობს ორივე პლანეტის პრინციპებს საკუთარ თავში და გარესამყაროშიც, მაგრამ ჯერ კიდევ არ შესწევს მათი ერთდროულად მართვის უნარი და ერთ-ერთი მათგანი კვლავ გარესამყაროში განიდევნება.

გარდა ამისა, ამ დონეზე, ოპოზიცია უფრო მდგრადი ხდება, მაგრამ აქცენტების ურთიერთჩანაცვლება სრულიად არ ექვემდებარება ნატივის კონტროლს და მისთვის უმეტესად მოულოდნელია, ხანდხან მარგინალურიც.  მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე, ოპოზიცია უკვე დისჰარმონიულ ასპექტად აღარ აღიქმება, რადგან პოზიტიურ როლს უფრო ასრულებს, ვიდრე ნეგატიურს, როდესაც პერიოდულად კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირებით, ადამიანს ქცევის სწორი გეზის აღებას ასწავლის.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ დონეზე ადამიანის ქვეცნობიერში არ არსებობს პლანეტებს შორის ურთიერთგაგება, თუმცა პლანეტები ერთმანეთს აღიარებენ და თითოეული მათგანი პატივს სცემს მეორეს ობიექტურ არსებობას, რომელიც გარკვეულ სიტუაციებში ძალებით აღემატება.

დამუშავების მესამე დონეზე, ადამიანს უკვე ესმის, რომ პლანეტების პრინციპები მის ცხოვრებაში მეტად ინტიმურად არიან გადაჯაჭვულნი და მაშინაც, როდესაც სიტუაციურად აქტიურია პირველი, ის მშვენივრად აფიქსირებს მეორე პლანეტის გავლენასაც. სწორედ ამ დროს ხვდება მათი თანამშრომლობის აუცილებლობას და მათი სინთეზირების გზების ძებნას იწყებს. ნატივი შეეცდება ნებისმიერ სიტუაციაში, ორივე პლანეტა ჩართოს, მიუხედავად იმისა, რომელს ეხება მოცემული სიტუაცია. მატერიალურ დონეზე ეს სიტუაციების, გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის სტაბილიზაციის საოცარი უნარით ვლინდება. და მაინც, ოპოზიციისგან მოცემული სიტუაციები ამ ეტაპზე, ყოველთვის გულისხმობს ერთ-ერთი პლანეტის დომინირებას.

იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ძალითი თანაბარდობა ბუნდოვანია, ადამიანი, ნებითი გზით, აქცენტს სვამს ერთ-ერთზე და ხანდახან უხეშ შეცდომებსაც უშვებს. მსგავსი ნებითი ჩარევის შედეგი, ზემოთ არაერთხელ ნახსენები, სპონტანური ინვერსიაა, როდესაც დომინანტი პლანეტა სუსტდება, სუსტი კი დომინანტი ხდება. ეს ნატივს წონასწორობას ართმევს, გარესამყარო მას ქაოტურად და უმართავად ეჩვენება, შიდა კი _ შეუცნობლად.  თუმცა სწორედ ეს ხდება სტიმული, უფრო დაკვირვებით შეისწვლოს პლანეტების პრინციპები, გაერკვეს საკუთარ ორობითობაში და მათ ურთიერთმაკავშირებელ პროგრამებს მიაკვლიოს საკუთარ ქვეცნობიერში.   თუმცა ადეკვატურ ინტერაქციამდე ჯერ კიდევ შორია.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, პლანეტარული პრინციპები ამ ეტაპზე ავტონომიას იძენენ, ნაწილობრივ იცნობენ და გარკვეულ სამსახურსაც უწევენ ერთმანეთს, მაგრამ ნებისმიერ საერთო საქმეში ერთ-ერთი მკაფიო ლიდერი უნდა იყოს. საქმე ის არის, რომ ცხოვრებისეული სიტუაციები ისე ეწყობა, წყვილურ მუშაობას მოითხოვს, რაც ნატივს უკვე კარგად ესმის, თუმცა პრაქტიკაში განხორციელება ჯერ კიდევ არ შეუძლია.

დამუშავების მეოთხე დონეზე, ადამიანი ოპოზიციური პლანეტების ისეთ სინთეზს აღწევს, როდესაც რთულია გადაჭრით თქმა, რომელი პლანეტის პრინციპით მოქმედებს. ამასთან, სიტუაცია თვითონ სვამს აქცენტებს პლანეტებზე და კითხვა „რომელი დომინირებს?“ ნატივს ხშირად შეიყვანს ჩიხში, რადგან ასეთი კითხვა უაზრო აღმოჩნდება. თუმცა ამისათვის დიდი წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. თავიდან ქვეცნობიერი პროგრამების გაფორმებისთვის, პლანეტის პრინციპების შესაბამისად, შემდეგ კი მათი კონკრეტულ-მატერიალურ პრობლემებთან მისადაგებისთვის. ყოველმა პროგრამამ მკაფიოდ უნდა იცოდეს თავისი კომპეტენცია და დაიხმაროს მეორე მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელი და აუცილებელია. მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდება პროგრამების სინთეზი.

სინთეზირებული ოპოზიციური პლანეტებისთვის დამახასიათებელია განსაცვიფრებელი მდგრადობა. „მოწინააღმდგე“ სახლის და ნიშნის თავდაჯერებული ჩართვა ყველაზე მწვავე სიტუაციების მოგვარების საშუალებას იძლევა, ადამიანს უნარი შესწევს აღმოაჩინოს უხილავი, თუმცა კი ძალზედ საინტერესო საყრდენი წერტილი, რომელზეც აქამდე არავის უფიქრია.

მეორეს მხრივ, სინთეზის მდგრადობა მხოლოდ ნატივის მიერ შეიგრძნობა როგორც მისი შინაგანი მდგომარეობის ფაქტი, როგორც შინაგანი წონასწორობის ელემენტი. გარესამყაროში, განსაკუთრებით ერთ-ერთი პლანეტა მეორეზე არსებითად ძლიერია, უმეტესად ის უფრო აქტიური იქნება. მართალია, დაკვირვებული თვალი ორივე პლანეტის გავლენას შეამჩნევს, მაგრამ აქცენტების განლაგება აბსოლუტის და არა ნატივის მიერ ხდება. ამ დონეზე, ადამიანის ნება აბსოლუტის ნებისთვის თვალყურის დევნებით რეალიზდება.

 

ოპოზიციის განმარტება დიდად არის დამოკიდებული მისი დამუშავების დონეზე, ასევე მთლიანად ჰოროსკოპის სურათზე ანუ პლანეტების ნიშნებზე, სახლებზე, დამატებით ასპექტებზე, რეცეფციის ჯაჭვზე და ა.შ.

დამატებით გასათვალისწინებელია, რომ თუ ოპოზიციაში ჩართული პლანეტებიდან ერთი „მარტოა“, მეორე კი სტელიუმშია (ესე იგი მინიმუმ ორი შეერთება მაინც აქვს), ასეთი განლაგება მკაფიო აქცენტს სვამს ამ უკანასკნელზე (სახლსა და ნიშანზე, რომელსაც იკავებს).  ის უფრო ძლიერია, როგორც ოპოზიციაში, ისე სტელიუმში და როგორც წესი, მისი პრინციპები როგორღაც სიყმაწვილეშივე მუშავდება. ყოველ შემთხვევაში, ადამიანი ახალგაზრდობიდანვე ეჩვევა მის ზემოქმედებას და უკეთესად ცნობს მის „ხელწერას“. მაშინ როდესაც სტელიუმის დამუშავება და თითოეული პლანეტის დიფერენციაცია მისთვის გაცილებით რთულია. კიდევ უფრო რთულია მრავალრიცხოვანი ოპოზიცია, რომ არაფერი ვთქვათ, სტელიუმების/შეერთებების ოპოზიციაზე.

 

აველომ პადვოდნი “ასპექტები”


About Qet

Scroll To Top