პირად რუკაში სახლები და მათი მნიშვნელობა

პირად რუკაში სახლები და მათი მნიშვნელობა

თითოეულის რუკა დაყოფილია 12 ნაწილად, ანუ 12 სახლად. ნიშანი გავლენას ახდენს პლანეტის მოქმედებაზე და მიუთითებს როგორ მოქმედებს პლანეტა, ხოლო სახლი,რომელშიც პლანეტა მდებარეობს მიუთითებს ცხოვრების რა სფეროზე ახდენს პლანეტა გავლენას.

I სახლი – ესაა იგივე ასცენდენტი. განაპირობებს გარეგნულ და ზედაპირულ თვისებებს, მოიცავს იმ თვისებებს, რასაც გარშემომყოფები პირველი შეხედვით ამჩნევენ ჩვენში, ხოლო ოპოზიციური მზის ნიშანი მიუთითებს იმ თვისებებზე,რაც შინაგანად გაქვთ. როგორ არვიქვამთ სამყაროს, სამყაროს გაგება ჩვენს მიერ. პირველი სახლის მმართველი არის ვერძი

II სახლი – ფული და მატერიალური ფასეულობები, შემოსავლები, საქმიანი აქტიურობა, პირადი ფასეულობები, ღირებულებები. ყველანაირი რესურსები – სულიერიც და მატერიალურიც. მეორე სახლს მართავს კურო

III სახლი – გარემოსთან ურთიერთობის სახეები, კომუნიკაციები, სხვებთან ურთიერთობის, საუბრის სტილი, ე.წ. „უმდაბლესი გონება“ (ფაქტების აღქმა,გადამუშავება), ხანმოკლე მოგზაურობები, დები და ძმები, მეზობლები, ყველაფერი რაც მკლავებს ეხება. მესამე სახლს მართავს ტყუპები

IV სახლი– ფესვები, სამშობლო, წინაპრები. სამყაროს გაგების თქვენეული გზა. ქვეცნობიერი პროგრამები. თქვენი სახლი, ზოგადად საცხოვრებელი გარემო, ადრეული წლები, ბავშვობა, მშობლების გავლენა, უმეტესად მამის. ასევე ეს სახლი უთითებს ვინ და როგორი ვიქნებით ცხოვრების ბოლო მესამედში. რაც უფრო ასაკში შეხვალთ, მით უფრო დაემსგავსებით იმ ნიშანს, რომელიც თქვენს მეოთხე სახლს შეესაბამება (ასევე თუ პლანეტებია მეოთხე სახლში, პლანეტების მახასიათებლებიც მოიმატებს). მეოთხე სახლს მართავს კირჩხიბი

V სახლი– შემოქმედება, რომანტიული ურთიერთობები, ბავშვები, კრეატიულობა, გემბლინგით გატაცება და სპეკულაციები, ჰობი, გატაცებები, გართობა და თამაშები. მეხუთე სახლს მართავს ლომი

VI სახლი– შემოქმედების მატერიაში, სამყაროში განხორციელება, სამსახური და მომსახურება, თანამშრომლები, გაცემა და მიღება ერთდროულად. ეს სახლი კარიერაზე არ მეტყველებს, მაგრამ მუშაობის სტილზე და ხარისხზე-კი. ასევე ჯანმრთელობაზე, დიეტაზე, ავადმყოფობებზე მიუთითებს. მეექსვე სახლი იმართება ქალწულით.

VII სახლი– ორიენტირება სოციუმზე, ყურადღების ცენტრშია არა “მე”, არამედ “ჩვენ” და “ისინი”. ქორწინება და პარტნიორობა. საქმიანი ურთიერთობები. როცა ვინმე თანასწორს აღმოაჩენთ გვერდით, იყენებთ მე-7 სახლს, ამიტომ ეს სახლი ირთვება უფრო ქორწინების და საქმიანი პარტნიორების შემთხვევაში,ასევე მიუთითებს ღია მტრებზე და მათ მახასიათებლებზე. მეშვიდე სახლს მართავს სასწორი

VIII სახლი– სიცოცხლე, სიკვდილი, ხელახლა დაბადება, განახლება. ესაა მეორე სახლის საპირისპირო სახლი და მართავს სხვათა (თქვენი ახლობლების,თუნდაც მეუღლის) ფულს,ფინანსებს,ღირებულებებს, მათ გავლენას თქვენზე.უსაფრთხოების, მასობრივი არეულობების, სოციუმის სახლია. მეხუთე სახლი რომანტიულ ურთიერთობას მართავს, ხოლო მის საპირისპიროდ მე-8 სახლი სექსს და მისდამი დამოკიდებულებას, სექსის სტილს, ნებისმიერი სახის ფეტიშს, ტაბუს სწორედ მე-8 სახლის ნიშანი ხსნის. მერვე სახლს მართავს მორიელი.

IX სახლი – რელიგიურობა, რელიგია, ფილოსოფია,უმაღლესი განათლება, ე.წ. „უმაღლესი გონება“ (ზოგადი ფასეული პრინციპების,ღირებულებების ჩამოყალიბება), ზოგადად ეს სახლი მიუთითებს პრინციპებზე, ასევე ხანგრძლივ მოგზაურობებზე გვაწვდის ინფორმაციას. მეცხრე სახლს მართავს მშვილდოსანი

X სახლი – კარიერა, საზოგადო სახე, ცხოვრებისეული მიღწევები, ამბიციები, ორგანიზაციული უნარები. მეათე სახლი მიუთითებს მშობლების გავლენაზე, განსაკუთრებით დედის. მეათე სახლს მართავს თხის რქა

XI სახლი– მეგობრები, იმედები,სურვილები, ხალხთა ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობები და დამოკიდებულებები,სოციუმი. მეთერთმეტე სახლს მართავს მერწყული

XII სახლი– ფსიქოლოგიური პრობლემები, შეზღუდვები და შეზღუდვის ადგილები (ციხე,საავადმყოფო), ფარული მტრები, ძლიერი მე-12 სახლი მიუთითებს ძლიერ ინტუიციაზე. მეთორმეტე სახლს მართავს თევზები.

გადახედეთ თქვენს რუკას, რომელი სახლი რა ნიშნით იწყება? იმ ნიშნის მმართველი მართავს სახლს. უფრო გასაგები რომ იყოს, იხილეთ რუკის მაგალითი (სურათის გადიდება შესაძლებელია დაწკაპუნებით):

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების მმართველებს, კლასიკური ასტროლოგიის მიხედვით, მმართველები შემდეგნაირად ნაწილდება:

ძირითად მასალად გამოყენებულია bobmarksastrologer.com

სტატიის ავტორი:თამთა

ზოდიაქოს ნიშნები როგორც სახლის მმართველები

სახლების მახასიათებლები ასტროლოგიაში

ასცენდენტი (I სახლი)

მე–2 სახლი

მე–3 სახლი

მე–4 სახლი

მე–5 სახლი

მე-6 სახლი

მე-7 სახლი

მე-8 სახლი

მე-9 სახლი

მე-10 სახლი

მე-11 სახლი

მე-12 სახლი

 


About Rusa

Scroll To Top