პლუტონის ასპექტები

პლუტონის ასპექტები

სახლი და ნიშანი, რომელთანაც დაკავშირებულია პლუტონთან ასპექტირებული პლანეტა, განსაზღვრავენ იმ სფეროებს, სადაც ადამიანს თვითგამოხატვის საშუალება ეძლევა.

პლუტონი ნების ფუნდამენტური პრინციპის, პირველსაწყისი ენერგიის სიმბოლოა, რომელიც არსებითად ცვლის ცხოვრებას _ კონსტრუქციულად ან დესტრუქციულად. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია იმ მოტივებზე, რომელიც ადამიანის ნებელობით ენერგეტიკულ დინებებს მიმართულებას აძლევს. ყველა საქმე, რომელიც დაკავშირებულია პლუტონთან ასპექტირებულ პლანეტასთან, ან ითრგუნება ან ახალ სიცოცხლეს იწყებს.

თავის მხრივ, პლუტონი, მაღალ დონეზე, მხოლოდ მაღალგანვითარებულ ტიპებში ვლინდება _ მათთან, ვინც თავისუფალია სიხარბისგან და მზადაა სამყაროს ობიექტური აღქმისთვის. სწორედ ეს ფაქტორი აძლევს ადამიანს ნებელობითი ძალის კონცენტრირების საშუალებას და უშეცდომოდ მიმართავს მის ფოკუსს სასურველი ტრანსფორმაციული ქმედებისკენ. პლუტონთან ასპექტით დაკავშირებული პლანეტები ასევე აჩვენებენ, რომელ სფეროებში განიცდის ადამიანი არაპიროვნული ძალების გავლენას, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება და რომელიც მის ცხოვრებას არსებითად ცვლის.

 

 

პლუტონის შეერთება პლანეტებთან

პლუტონთან შეერთება თვითგამოხატვის მეთოდების ტრანსფორმაციის უნარს განსაზღვრავს. დაკავშირებულია ძლიერ ნებასთან, გამჭრიახობასა და კოლოსალურ სასიცოცხლო ძალებთან, რაც ადამიანური გაგების საზღვრებს ცდება. პლუტონთან შეერთებული პლანეტა ენერგიის კონცენტრაციის გამორჩეული უნარით ხასიათდება. არც ისე იშვიათად ეს ასპექტი პარანორმალური უნარების სიგნიფიკატორია. ყოველ შემთხვევაში, ინტერესი მეტაფიზიკური სამყაროს მიმართ ძალიან ძლიერია.

 

 

 

პლუტონის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან

პლუტონის სექსტილი ინდივიდის სიღრმისეული ტრანსფორმაციის და სულიერი ზრდის პესპექტივაზე მიგვითითებს. მისი მხარდაჭერით, ადამიანს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მთელს სამყაროზე.

პლუტონის ტრინი  უწყვეტი სულიერი განვითარების სიმბოლოა, რაც ღრმა ფსიქოლოგიური კონცენტრაციის უნარით მიიღწევა. ასეთ ადამიანებს ნამდვილად შესწევთ რეალობის გაუმჯობესების, ტრანსფორმაციის და ტრანსმუტაციის უნარი.

 

 

პლუტონის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან

პლუტონის კვადრატი რთული პირობებში მოქნილად მანევრირებას მოითხოვს, რადგან დამახასიათებელია „მიზანი ამართლებს საშუალებას“ პოზიცია. მაშასადამე, ადამიანს შეუძლია ყველაფერი იკადროს სასურველის მისაღებად. ამასთან, ის საკმაოდ მოუთმენელი და ქედმაღალია. ეს თვისებები ხშირად ხელს უწყობს სასურველის მიღწევაში. ასეთი ადამიანები ხშირად ცდილობენ მიაღწიონ მიუღწეველს, რაც მათ, ხშირად მათ და უნებურად, დიქტატორად აქცევს.

პლუტონის ოპოზიცია დაკავშირებულია ურთიერთობებში წარმოქმნილ სირთულეებთან, რადგან ადამიანი არამხოლოდ უზომოდ მომთხოვნია გარშემომყოფებთან, არამედ ავტორიტარიზმითაც ხასიათდება. მას სურს ყველა საკუთარ ყაიდაზე მოჭრას, რაც, როგორც წესი, მისი ახლობლების განცვიფრებას იწვევს და დამანგრევლად მოქმედებს გულითად ურთიერთობებზე.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top