პლუტონის და მთვარის კვანძების შეერთება

პლუტონის და მთვარის კვანძების შეერთება

პლუტონის და აღმავალი/ჩრდილოეთის კვანძის შეერთება

Jeff Bridges _ ♇ ☌ ☊ ♌

თქვენ გგონიათ ყველაფერი პირველივე შეხედვით უშეცდომოდ გათვალეთ? აბა, კიდევ ერთხელ დაფიქრდით! თვალს არასდროს დაუჯეროთ და ყოველთვის ღრმად გათხარეთ! შეეცადეთ ყველაფერს სიღრმისეულად ჩაწვდეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ გამარჯვების მოპოვებას თამაშში, სახელად ცხოვრება.

ეს ასპექტი დაკავშირებულია საზოგადოებრივი განვითარების მიმართულებების წინასწრ ამოცნობასთან. ადამიანს უნარი აქვს ინტუიტიურად მიმართოს საკუთარი ენერგია ყველაზე აქტუალური საზოგადოებრივი ტენდენციებისკენ და მომგებიანად ჩაეწეროს ამ დინებებში. საინტერესო ის არის, ამის შემდეგ, ნატივი, იკვებება რა მასის ენერგიით, კოლექტივის ძალას იძენს. თავის მხრივ, ეს უნარი დიდად წაადგება სოლიდური კაპიტალის დასაგროვებლად.

უნდა ერიდოთ საზოგადოებრივი მოძრაობებით მანიპულაციას. ასეთი მიდრეკილება, ადრე თუ გვიან, კრახისკენ წაგიყვანთ.

 

 

პლუტონის და დაღმავალი/სამხრეთის კვანძის შეერთება

Mickey Rourke _ ♇ ☌ ☋ ♌

საერთოდ, სანამ ადამიანი აღმავალი კვანძისკენ სვლას იწყებს, მან ძველი ვალები უნდა გაისტუმროს (დაღმავალი კვანძით).

თქვენ ყოველთვის დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. მასობრივმა დინებებმა შესაძლოა ისეთი მოვლენების ორომტრიალში ჩაგითრიოთ, რომელიც საძირკველსაც აღარ დაგიტოვებთ ფეხქვეშ. ყოველთვის შეეცადეთ ააწყოთ ცალკეულ მოვლენათა საერთო სქემა, მხოლოდ ასე შეძლებთ თავი დააღწიოთ უარყოფით გარემოებებს და წინ იაროთ.

ასეთი ადამიანებისთვის თვისებრივია უძლიერესი კონფლიქტები პირად ნებასა და მიმდინარე სოციალურ ტენდენციებს შორის. ეს საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანია, რომელსაც ყველაზე რთულ პირობებშიც შეუძლია გადარჩენა. სამწუხაროდ, ის მოკლებულია „საჭირო დროს და საჭირო ადგილას“ აღმოჩენის უნარს, რაც არაერთ გაუგებრობას იწვევს, რის შედეგადაც ადამიანი იძულებული ხდება ნულიდან დაიწყოს თავისი ცხოვრება. ხანდახან ისეც ხდება, რომ სოციალური პროცესები, რომელიც ინდივიდუალურ კონტროლს არ ექვემდებარება, მის შრომის ნაყოფს და პირად უსაფრთხოებას ანადგურებს. ეს კრეატიული და გამბედავი ადამიანები ძალიან ხშირად ხდებიან წმინდად ობიექტური გარემობების მსხვერპლნი და წლებთან ერთად სწავლობენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ.


About Qet

Scroll To Top