პლუტონის „ჩართვა“ კატასტროფულ ან ძლიერ ცვლილებებს იწვევს, რომლის დროსაც ჩვეული, აპრობირებული მეთოდები და ქმედებები არ გამოდგება, მასში გასარკვევად ინფორმაციის ახალი წყაროების მოძიებაა აუცილებელი, მათ შორის არამხოლოდ ფიზიკურ დონეზე. პლუტონს ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება, რაც აწმყოს და მომავალსაც მთლიანად ცვლის, განვითარების ალტერნატიულ გზას ხსნის.
პლუტონისეული ენერგია შეგვიძლია რამდენიმე ტიპად დავყოთ (თუმცა, ყველა ენერგია ნეიტრალურია, შემდეგ კონკრეტდება სფეროს მიხედვით): კოლექტიური, მაგიური (ძლიერი ენერგეტიკა და ექსტრასენსორული უნარები) და სექსუალური.
ძლიერი პლუტონის მქონე ადამიანმა შესაძლოა პირქუში ან „დემონური“ შთაბეჭდილება დატოვოს. ყოველშემთხვევაში მისგან ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა და ენერგეტიკა იგრძნობა. შინაგანად ძლიერი, სულიერი ძიებისა და თვითჩაღრმავებისკენ მიდრეკილია. ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო ადამიანად ითვლება, რადგან დაფარულ თვისებებსა და ნაკლოვანებებს უცბად ამჩნევს, დაზიანების შემთხვევაში კი – სარკაზმითაც აღნიშნავს. შესაძლო პროფესიებია: მკვლევარი, ჟურნალისტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სამხედრო პირი ან მსხვილი ორგანიზაციის ხემძღვანელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ხშირად ექნება განცდა, რომ სამყაროში ბევრი რამ არასწორადაა მოწყობილი ან ნაგავია, რომელიც უნდა გაიწმინდოს. ცხოვრებაში არაერთი დანაკარგი ექნება, რაც სულიერად აძლიერებს. ძლიერი პლუტონის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია ძალაუფლებისკენ (პოლიტიკური, სოციალური ან ფსიქოლოგიური) მიდრეკილება.
მისი ენერგია შეიძლება მიმართული იყოს, როგორც განადგურებისკენ (თუნდაც ადამიანების ფიზიკური განადგურება – ბევრად კონსტრუქციულ ვარიანტში – სამხედრო პირი, რომელიც ომში მონაწილეობაზე ოცნებობს, ან მკვლელი), ასევე შენებისკენ – ქირურგი, ონკოლოგი, ფსიქოლოგი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ეგრეგორს ემსახურება. ძლიერი პლუტონის მქონე ადამიანი ზუსტად და მკაფიოდ ხედავს სხვებისა და საკუთარ სუსტ წერტილებს. ის ხშირად აღწევს პრაქტიკულ შედეგებს, მიზნებს, რაც არ მოსწონს – წმენდს.
სუსტი პლუტონის შემთხვევაში ადამიანი ნაკლებად ინტერესდება სიღრმისეული ანალიზით, სულიერი მხარით. მის ცხოვრებაში ნაკლებად ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, დაცემა, იმედგაცრუება, დანაკარგები. ერთის მხრივ ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ – სუსტი პლუტონის შემთხვევაში ინდივიდი ნაკლებადაა მიდრეკილი შინაგანი განახლებისა და სისუფთავისკენ. შესაძლოა კომფორტის გამო საშუალო დონეზე დიდხანს იყოს და პლუტონისეულ კრიზისებს (განსაკუთრებით პლუტონის ტრანზიტის დროს) მოუმზადებელი შეხვდეს. ამის გამო ცხოვრება ძველი ცნობიერების ნანგრევებზე უწევს და აუცილებელია, რომ ახალი მიმართულება აირჩიოს. ჩვეულებრივ, სუსტი პლუტონის შემთხვევაში, ადამიანი მცირე უსიამოვნებებისგანაც კი ძლიერი თავდაცვისკენაა მიდრეკილი. დამუშავების შემთხვევაში პლუტონისეულ სიტუაციებს დროულად და ადვილად უმკლავდება, სხვებისა და საკუთარი თავის დაცვას ახერხებს, ფსიქიკის დაბალ პროგრამებს იშორებს.
ჰარმონიული პლუტონის შემთხვევაში ადამიანს დანაკარგთან შეგუება უადვილდება. ცვლილებები და დანაკარგები მის ცხოვრებაში ხშირად ხდება, თუმცა მათ მიღებას ცდილობს. გრძნობს, რომ სამაგიეროდ რაღაც სხვას და უკეთესს მიიღებს. დამუშავების შემთხვევაში ამ ადამიანს შეუძლია ფაქიზად, ზუსტად, უმტკივნეულოდ და აკურატულად ქირურგიული ოპერაციების ჩატარება ფსიქიკასა და ფიზიკურ სხეულზეც. პლუტონი პლუტონად რჩება, მისი „ცივი“ ცეცხლისგან ფენიქსი ვერ ამოფრინდება. თუმცა, ინდივიდს განცდა აქვს, რომ უსარგებლო ქსოვილები და სფეროები, რომლებსაც პლუტონი „აჭრის“ ნაკლებად საგრძნობი და მტკივნეულია. დაბალ დონეზე ინდივიდი მუდმივად თავგადასავლებში და „უბედურებებში“ ეხვევა, უიმედობასა და სიმძიმეს გრძნობს.
უფრო მაღალ დონეზე აცნობიერებს, რომ რთულ და გადამწყვეტ სიტუაციებში მოულოდნელ დახმარებას იღებს, განსაკუთრებით ბედთან მინიმალური შეგუების დროს, რომელიც ჰარმონიული პლუტონის შემთხვევაში სწრაფად იგრძნობა როგორც შინაგან დონეზე მოქმედი რეალური ძალა. ზოგადად, ადამიანი ჰარმონიული უმაღლესი პლანეტ(ებ)ით მოწინააღმდეგებისთვის საკმაოდ საშიშია, განსაკუთრებით თუ პირველები ესხმიან თავს და ჰარმონიული პლანეტის მქონე ნაკლებად ეწინააღმდეგებათ – სწორედ ამ დროს მუშაობს ეგრეგორის დაცვა, რომელსაც აგრესიული მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია (ჰარმონიული პლანეტის მოქმედების შესაბამისად).
დაზიანებული პლუტონი ზოგადად სხვებისა და საკუთარი თავისთვის მცირე უსიამოვნებების მოსიარულე წყაროს (ანუ ინდივიდს) იძლევა. ამ შემთხვევაში მას მოუწევს მიმღებლობისა და მორჩილების გამომუშავება. ამავე დროს, ძლიერი და დაზიანებული პლუტონი ძალაუფლებისადმი მიდრეკილებას აჩენს, დასაწყისში „პატარა დიქტატორი“ მომავალში დიდ უსიამოვნებებს მოიტანს (უფრო მაღალ დონეზე – ადამიანთა სულების გზის მმართველად გვევლინება). დამუშავება რთულია. წარუმატებლობები და უსიამოვნებები ხშირად კატასტროფულად და მძიმე განცდებით მიიღება.
ადამიანს შესაძლოა ყველას და ყველაფრის განადგურების სურვილი გაუჩნდეს. მიუხედავად იმისა, ღიად აფიქსირებს თუ არა, ეს სურვილი ხშირად მატერიალიზდება სხვადასხვა მოქმედებებისა და გრძნობების სახით. დაზიანებული და ძლიერი პლუტონის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება „შავ მასწავლებლად“ მოგვევლინოს. დაზიანებული და სუსტი პლუტონის შემთხვევაში – დამანგრეველი მოქმედებებისა და გარემოებების მსხვერპლად. დამუშავება რთულად ხდება, ინდივიდი ნელ-ნელა იწყებს ზემოთ „აწევას“, განვითარებას. შავი მასწავლებლის შემთხვევაში – დამხმარეებად მისი მოსწავლეები გვევლინებიან.
პლუტონის დამუშავება მისი კანონების და მოქმედებების გაცნობიერებას, კარმული ეგრეგორის დახმარებას, სოციალურ ინდივიდად გარდაქმნას იწვევს.
პლუტონის მახასიათებლების კორექცია – ყველაფერ პირადსა და უსარგებლოზე უარის თქმას ნიშნავს. ეს თვისება განსაკუთრებით იმ სახლის სფეროებში გამოვლინდება, რომელშიც პლუტონია. ბევრი სულიერი მიმართულება აღნიშნავს, რომ თუ რამე დიდხანს, ძალიან და წარუმატებლად გვინდა…მასზე უარი უნდა ვთქვათ. ამის შემდეგ გზა იხსნება და პლუტონი „გვათავისუფლებს“.
პლუტონი მდებარეობის მიხედვით, ის რაღაცას გვართმევს, მაგრამ თუ სწორად გავიგებთ მის მოქმედებას, „წართმეულისგან“ შინაგანად გავთავისუფლდებით, გვაძლევს იმას, რაც ადრე წაიღო…თუმცა სხვა გზებითა და საშუალებებით.
ამასთანავე, პლუტონის დამუშავება – ჩვენი ნების წმენდაა, როგორც მაგიური არსების (პ.ს. აქ იგულისხმება როგორც ნების თავისუფლება, ასევე მისი სიძლიერე. ცხოვრებაში ბევრი რამ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რაც ხშირად გაცნობიერებული არ გვაქვს. ის, რაც გვინდა (ან გავიფიქრეთ), ვიღებთ, მატერიალიზდება. არჩევანს ვაკეთებთ, ნებით ვთანხმდებით ან უარვყოფთ და ა.შ. თუმცა ჩვენსავე ნებაზე სხვების გავლენა ხშირია. პლუტონი გვასწავლის ნების გააზრებასა და დამუშავებას, სხვების გავლენისგან გათავისუფლებას, დაბალი დონის სურვილებისგან გაწმენდას, რათა ა) არ ასრულდეს ჩვენი განვითარებისთვის უსარგებლო ან შემაფერხებელი „სურვილები“, ბ) სულიერი განვითარების ზედა საფეხურზე გადავიდეთ).
პლუტონს ინტუიციურად ამუშავებენ ის ადამიანები, რომლებიც ბიზნეს საქმიანობას ან სხვა ტრანსფორმაციული ტიპის საქმიანობას ეწევიან. ცხოვრების ხელახლა დაწყება უადვილდებათ, „ძველი ტყავისგან“ თავისუფლდებიან და ხვდებიან, რომ მათ თავს რაღაც განსხვავებული და უცნაური ხდება.
კიდევ ერთი საყურადღებო საკითხია კოლექტიური ენერგიები და ეგრეგორები, რომლებსაც კოლექტიური, ჯგუფური ქმედებების დროს ხშირად ვაწყდებით. სუსტი პლუტონის მქონე ადამიანი როგორც პიროვნება ჯგუფებში იკარგება, იქცევა ისე, როგორც სხვა შემთხვევაში არ მოიქცეოდა, ბრუვდება და ბრბოს ემორჩილება. პლუტონის განვითარება ავტომატურად სხვებზე გავლენის მოხდენას ამაღლებს. მისგან გამოვლენილ ენერგეტიკასა და ძალაუფლებას გარშემომყოფები ხშირად გრძნობენ.
დაუბალანსებელი პლუტონის შემთხვევაში ინდივიდი ქვეცნობიერად მიდრეკილია მასობრივ ემოციონალური სიტუაციებში მოხვედრისკენ, ავარიისკენ, სკანდალებისკენ, თვითგანადგურებისკენ. ასეთი პლუტონის კიდევე რთი გამოვლინებაა – ძალაუფლების ძლიერი სურვილი, დაზიანების, განადგურებისა და ძალადობისკენ მიდრეკილება.
დამუშავების პირველ დონეზე ადამიანისთვის დამახასიათებელია შინაგანად და გარეგნულად უარყოფითი დამოკიდებულება წარუმატებლობებისა და გეგმების ჩაშლისადმი დამორჩილების (შეგუების) მიმართ. ესაა ტიპიური რეაქცია ნებისმიერ წარუმატებლობაზე – ემოციური ფეთქებადობა, აფექტურობა, რომელიც ქვეცნობიერი დონიდან მოდის. საქმეც ისაა, რომ, როდესაც პლუტონი მოქმედებას იწყებს და უსარგებლო „მასალის“ მოცილებას – ადამიანს ეს ყველაფერი უსამართლოდ ეჩვენება, ცდილობს წინ აღუდგეს და შეეწინააღმდეგოს პლუტონს, ბუნების კანონს, რომლის თანახმადაც მატერიალიზება შეუძლია მხოლოდ მას, რაც უფრო ზედა დონეზე არსებობს. პირველ რიგში, პლუტონი სწორედ ამ ფაქიზ სფეროებს წმენდს.
მასზე რეალობის ხელახლა აშენება კი ვეღარ ხერხდება. ამ დონეზე ადამიანი საერთოდ არ ეთანხმება მსხვერპლის გაღების იდეას, მიუხედავად იმისა, რომ მას წასასვლელი არსად აქვს და ძველებურადაც ვერ იცხოვრებს, შინაგანად არ ეთანხმება. პირველ დონეზე პლუტონის მოქმედება დესტრუქციულად აღიქმება, ხოლო „ეგო“-ს ნაწილის განადგურება ემოციურად და მენტალურად – სულის დაზიანებად ან დაღუპვად. პირადი განვითარება (ევოლუცია) ძალის გამოყენებით მიმდინარეობს – ცრემლებითა და ადამიანების, სიტუაციების, ცხოვრების ან ბედისადმი სიძულვილის პერიოდული განცდებით („მე საწყალს, უბედურს, პატარას, დაუცველს ასე რატომ მექცევიან, არ ვიმსახურებ“).
პლუტონისეული მოქმედებები აბსოლიტურ კატასტროფასთან იგივდება. ესაა ‘შავი ბედისწერა“, რომელიც ინდივიდს ქარიშხალში ხვევს. დამუშავების პირველ დონეზე აზრი – „ძველი ცხოვრების დასასრულისა და ახლის დასაწყისზე, ეს უკანასკნელი კი შესაძლოა ბევრად უკეთესი აღმოჩნდეს“ გონებაში ნაკლებად ჩნდება. სამაგიეროდ ინდივიდი წარსულისკენ უმედოდ მიილტვის, რომელიც აღარ დაბრუნდება ან უკვე სრულიად უცხოა.
დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი მწარე მოგონებებზე, წარსულ უბედურებებზე, გადატანილ მოვლენებზე, დაკარგულ მომენტებზე, შეუსრულებელ ამბიციებზე მუდმივი ფიქრის უსარგებლობას ხედავს და მათგან გათავისუფლებას ცდილობს. ზოგჯერ მას გამოსდის. ამ დროს განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და დიდ შემსუბუქებას გრძნობს. ამ დონეზე უკვე იწყება „ბედისადმი“ მორჩილება, შინაგან აგრესიას უშვებს, იღებს მას, რაც ხდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პლუტონისეული „ბედისწერის“ გამოვლინების მიმართ მორჩილება ბევრად რთულად ყალიბდება, ვიდრე სატურნისეული შეზღუდვების დროს.
ეს კავშირი ახლოს არ არის კოლექტიური ქვეცნობიერის პოზიციასთან, რომლის თანახმადაც დროული შეზღუდვები ხასიათსა და ნებისყოფას ამუშავებს, არამედ – სრული და დაუმუშავებელი (აუნაზღაურებელი) დაზიანებაა, რომელიც ადამიანს ანგრევს. რელიგიურობის მაღალი დონე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრულად გათავისუფლდე სოციალური ჩარევისგან ისეთი მძიმე კითხვების დროს, როგორიცაა პლუტონისეული ნგრევისას. ამ დონეზე ინდივიდი უკვე აღფრთოვანებულია იმ ადამიანების სიმამაცითა და გამძლეობით, რომლებიც პლუტონის ძლიერ გავლენას განიცდიან და ახალი ცხოვრების დასაწყებად საკუთარ თავში ძალებს ეძებს იმ მომენტში, როდესაც „მუქარანარევ“ გარემოშია (პლუტონის მოქმედება ჯერ ისევ გრძელდება და ინდივიდს მუდმივად ბომბზე ჯდომა უწევს).
ამ დონეზე ადამიანი როგორ მოიქცევა პლუტონისეულ სიტუაციაში, ზუსტად განსაზღვრა რთულია. პერიოდი დასრულდება და ახალი ცხოვრების დასაწყებად გარკვეულ ძალას აღმოაჩენს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი „გატეხილი“ ექნება, წარსული მოგონებებს კი „მწარე გემოთი“ (ტკივილით) გაიხსენებს.
დამუშავების მესამე დონეზე ინდივიდი უკვე აცნობიერებს შინაგანი და გარეგნული მორჩილების ძალას და შეგნებულად ცდილობს არ იბუზღუნოს ან ბედზე არ დაიჩივლოს. თუმცა ყოველთვის არ გამოსდის. ჯერ ისევ რთულად იღებს მძიმე დაავადებებსა და ახლობლების გარდაცვალებას, განსაკუთრებით ბავშვების: „ღმერთმა მოგვცა და ის გვართმევს“ ტიპის ფსიქოლოგია მოითხოვს ძლიერ განვითარებულ პიროვნულობას, ადამიანს, რომელსაც სამყაროსადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, რაც ამ დონისთვის სრულად ვერ ხერხდება. მესამე დონეზე ინდივიდი პლუტონისეული მოვლენების სწორად გაანალიზებას, დანახვას იწყებს. მეტ ყურადღებას აქცევს შინაგან რეაქციებს იმედების, ოცნებების ან ღონისძიებების ჩაშლას/დაშლას.
ხვდება, რომ პლუტონი მის ქვეცნობიერ დაბალ პროგრამებს ააქტიურებს, რომლებიც იმ მომენტში ევოლუციურ განვითარებას ხელს უშლის. ამის შემდეგ კი მათ (ქვეცნობიერის დაბალი პროგრამები) განადგურებას იწყებს. ამ დონეზე ინდივიდი ცნობიერად იწყებს პლუტონთან თანამშრომლობას, არ ჯანყდება, არ იკეტება, კარმას ემორჩილება, იცის, რომ ყველაფერი მაინც ბოლო მოლეკულამდე გაიწმინდება (ორიგინალში: არ იკუნტება სტომატოლოგიური კაბინეტის სავარძელში, კარმის საბურღ აპარატს (ბორმანქანა) პირს მორჩილად უღებს…). ამ დონეზე ცნობიერად უშვებს პლუტონის გამწმენდ მოქმედებებს ქვეცნობიერში და სულიერ დონეზე, რამდენადაც შეუძლია პლუტონისეულ ვიბრაციებს გრძნობს.
უკვე თავად შეუძლია პლუტონისეული ძალების რაღაც დონეზე მართვა – სხვებზე გავლენის მოხდენა, რადგან მათში ხედვას ფსიქოლოგიურ და სულიერ ნაგავს. პლუტონისეულ სიტუაციებში უფრო მეტად მომზადებულია და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ადვილად ადაპტირდება, შინაგან და გარეგნულ ცხოვრებას უფრო სუფთად, ამაღლებულად აღიქვამს. ზოგჯერ კი წარსულის ნოსტალგია შემოაწვება ხოლმე. თუმცა ერთი განსხვავებით – ნოსტალგიაში სასოწარკვეთა, სიმწარე და ტკივილი აღარაა.
დამუშავების მეოთხე დონეზე ინდივიდი კარმას (როგორც საკუთარს, ასევე სხვისას და ჯგუფურსაც) საკმაოდ კარგად ხედავს. პლუტონისეულ დაზიანებას, განადგურებას და წმენდას იღებს როგორც ევოლუციური პროცესის ნაწილს. ამ დონეზე სწავლობს არამხოლოდ პლუტონის ქმედებებისა და ენერგიის მართვას, არამედ აღქმას, ხედვას აფართოვებს, ფსიქიკის „მკვდარი ნაწილებისგან“ გასუფთავებას, რომელიც მეოთხე დონეზე მტკივნეულად იშვიათად აღიქმება. მის გარშემო უჩვეულო პროცესები და ქმედებები ხდება. გარშემო მყოფი ადამიანების შინაგან დონეზე ყველაფერი მიწასთან სწორდება, მაგრამ რატომღაც არაა მტკივნეული და ისინი მთლიანნი და დაუზიანებლები არიან, უფრო მეტიც – ახალ რეალობას იღებენ.
პლუტონის დამუშავების მეოთხე დონის მქონე „შავ მასწავლებელს“ დედამიწაზე ნამდვილი ჯოჯოხეთის შექმნა, სხვების ან საკუთარი საუკეთესო ნაწილის დაღუპვა შეუძლია, მაგრამ იმისთვის, რომ მისი ქმედებები სწორად შეფასდეს, პლანეტარული კარმისა და მისი განვითარების ალტერნატიულ ვარიანტს უნდა ხედავდე, ანუ ევოლუციურად უმაღლეს დონეზე უნდა იყო (პ.ს. „შავი მასწავლებლის“ ფუნქცია ზოგჯერ სწორედ განადგურება, „ბოროტების ქმნაა“.
რამდენადაც ხშირად წინააღმდეგობები და დაზიანება/უარყოფითი მოვლენები განვითარებისა და ანალიზისკენ გვაბრუნებს). პლუტონის დამუშავების მეოთხე დონეზე კონსტრუქციული ადამიანი გარეგნულ და შინაგან მხარეზე ზრუნავს, ქვეცნობიერის ისეთ სიღრმეებს წვდება, დიდ სოციალურ ეგრეგორებს უკავშირდება, რომლებსაც წმენდს, წესრიგში მოყავს და განვითარების ახალ შესაძლებლობებს ხსნის, ანუ სრულყოფილებას აღწევს.
დამუშავებულია ა. პოდვოდნისა და კ. დარაგანის მასალებზე დაყრდნობით
სტატიის ავტორი: თამთა