ურანის და პლუტონის შეერთება

ურანის და პლუტონის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ურანის შეერთება  მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო  აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.

თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება განავითარებს იუმორის გრძნობას.

 

პლუტონის შეერთება  „ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს

პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით. იმ ფორმებით, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.

დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას  უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის (ან მთლიანობაში რუკის) შემთხვევაში, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.

პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად”. ცხოვრების სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ გამოიხატება იმ ინსტრუმენტების შეცვლით, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.

მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს ეძლევა მისი პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა და უნარი, უმნიშვნელო ზემოქმედებით მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.

 

ერგეი შესტოპალოვი

ფანატიზმი, ექსტრემიზმი, სიჯიუტე, თავნებობა, ექსცენტრულობა, არანორმალური ქცევები, რაც გარშემომყოფთათვის სრულიად გაუგებარია. უბედური შემთხვევის ან ძალადობის საფრთხე. მიდრეკილება უგუნური, გაუმართლებელი რისკისკენ.

დადებითი მხარე – ბრძოლა სამართლიანობისთვის, ყველა სიახლისთვის.

 

 

ფრენსის საკოიანი

Jason Fleming _ ♅ ☌ ♇ ♍

რევოლუციონერების თაობა, რომელიც მოძველებული ფორმების განადგურებისკენ ისწრაფვის. ეს არის პიროვნული ნების ურთიერთქმედება ღვთის ნებასთან. მაღალგანვითარებულმა ადამიანმა შესაძლოა გამოხატოს იდეალი, შეცვალოს ადამიანური წარმოდგენები, მიუთითოს იმ კანონზომიერებებზე, რომელიც ცივილიზაციის საფუძველს ქმნის.

ამ შეერთებას აქვს მორიელის ხასიათი _ ნიშნის, სადაც პლუტონი მმართველობაშია, ურანი კი ეგზალტაციაში. ამიტომ ეს ასპექტი უაღრესად ოკულტურია, კავშირშია სიკვდილთან და ხელახლა დაბადებასთან.

თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, ადამიანი მიდრეკილი იქნება კოლექტივის/მასების ძალები, თავის სასიკეთოდ, ანგარებიანი მიზნებით გამოიყენოს.

 

 

კატრინ ობიე

პლუტონის საიდუმლოებები ურანის ორიგინალობას შეუცნობელი გზისკენ მიმართავს. ძლიერი, მაგრამ ფარული ინდივიდუალიზმი არც ისე მარტივად ავლენს თავისი გამოყენების სფეროს. ადამიანმა შესაძლოა მოულოდნელად გადააფასოს ყველა და ყველაფერი: მკვეთრი ცვლილებები მას ძალას მატებს და თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.


About Kate

Scroll To Top