პლუტონი ვერძში

პლუტონი ვერძში

პლუტონი ზოდიაქოს ნიშანში აღწერს მისი მოქმედებებისა და წმენდვის პროცესების სტილს, მეთოდს და მიმართულებას. ეს მიმართულებები თაობებს ახასიათებთ, რადგან პლუტონი ერთ ნიშანში დიდხანს რჩება.

„ბობოქარი პლუტონი“

მიზანი – პოტენციალის აქტიური რეალიზება

უარყოფითად განვითარების შემთხვევაში აგრესიულ, ნერვიულ, ფეთქებად, დიქტატორ და ეგოისტ ადამიანად ყალიბდება. დესტრუქციული ქმედებებისკენ მიდრეკილია. თვითკონტროლის გამომუშავება მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი თავი არ გაანადგუროს.

დადებითად განვითარების შემთხვევაში – აგრესიულობა ნარჩუნდება, თუმცა ენთუზიაზმით სავსე, სამართლიანი რევოლუციონერია, რომელსაც თვითდისციპლინა და თვითკონტროლი აქვს გამომუშავებული. ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევა და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. მიდრეკილია ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლისკენ, ძალაუფლებისკენ ძლიერი სწრაფვა, სამხედრო კარიერისკენ ან ძალოვანი სტრუქტურაში მუშაობისკენ. ის არის ახალი სფეროების დამპყრობელი, რომელიც ნაკლებად ფიქრობს არჩევანის შედეგებზე. ძლიერად გამოხატული ინდივიდუალიზმი, უშიშრობა ახასიათებს. მოსწონს, როდესაც ხალხის ჯგუფთან ერთად ძველის დანგრევაში მონაწილეობას იღებს. შესაძლოა მის ცხოვრებაში არაერთი ცვლილება და კრიზისი იყოს. ახალი გზის გაჭრისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა არა მუდმივად ენერგიული.

პლუტონი ვერძის ღამის მმართველად ვლინდება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლით, ძალაუფლების აღებისკენ მისწრაფებით, უშიშრობით, კოლექტიური ძლიერი ენერგიით ხასიათდებიან. პლუტონის ვერძში ყოფნას რევოლუციები დაემთხვა (1823-1851 წლები). წარმატებული პერიოდია სამხედრო და საომარი ტექნიკის წარმოებისთვის, კრიმინალისტიკის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, პოლიტიკური, ფინანსური სფეროების განახლებისთვის.

ვერძი პლუტონს ძლიერ ენერგიას აძლევს, რაც უნდა აითვისოს. დაბალ დონეზე ინდივიდს უჭირს ენერგეტიკული არხებისა და სურვილების ასრულებაში იმედგაცრუების დაკავშირება. ენერგეტიკულად ქვედა დონეზეა როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად, რამდენადაც მიდრეკილია ეჭვიანობისკენ, აგრესიისკენ და სხვა დესტრუქციული ქცევებისკენ.

დამუშავება ხდება პლუტონის დექსტრუქციული ქმედებების მიღებით, მაგრამ ამისთვის უნდა ისწავლოს აგრესიისა და უარყოფითი ემოციების მართვა.

აქ ინდივიდი სწავლობს წინააღმდეგობების დაძლევას, ცხოვრებისეული მიზნების მიღწევას, აქტიურობას. დამახასიათებელია – დიქტატორული მანერები, დესპოტური მიდრეკილებები, რეფორმებისკენ მუდმივი მიდრეკილება, საკუთარი საიდუმლოებების შენახვა და სხვების საიდუმლოებების გათქმა.

ძირითადად დამუშავებულია გლობას, ვრონსკის, aquarun.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top