პლუტონი თხის რქაში

პლუტონი თხის რქაში

დაბადებულები: 1516-1532 წწ.; 1762-1777 წწ; 26.01.2008-14.06.2008; 27.11.2008-21.01.2024

ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება გამოხატული პატივმოყვარეობა, დესპოტიზმი, აკვიატებული შურიანობა, სიამაყე, სიჯიუტე, დევნის მანია.

დადებითად განვითარების შემთხვევაში – საკუთარი არსების შიგნით ფანტასტიურ ძალას გრძნობს, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეკონომიკის, ფინანსების სფეროში რევოლუციისთვის (შეცვლისთვის), ორგანიზაციული სისტემის ტოტალური განახლებისკენ, მათ შორის სახელმწიფოებრივი მართვის.

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში: ნებისყოფა, ენერგია, პატივმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა, დაგეგმვის, ხელმძღვანელობის, ორგანიზატორობის უნარები, პრაქტიკულობა, ახალი შესაძლებლობების გამოყენება.

უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში (დაზიანება): სიჯიუტე, დიქტატორობისკენ მიდრეკილება, ემოციური გაუწონასწორებლობა, კორუფცია, კონფლიქტურობა, გაიძვერობა, აგრესიულობა, ექსტრემიზმი.

აქ პლუტონი ურანისა და სატურნის სამფლობელოში, მარსის ეგზალტაციის ნიშანში, მიწის სტიქიის ნიშანში იმყოფება. ეს მდებარეობა დისციპლინას, ასკეტიზმს, კონსერვატიზმის გამოვლენას აძლიერებს. ამ პერიოდში ფორმირდება ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები.

ა.შ.შ.-ის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის (1763 წ.) შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა -გარეგნულად დემოკრატიული, შემდგომ – ფარული იერარქიითა და აბსოლუტური კონტროლით, დაქვემდებარებით. ასევე, რუსეთში, ეკატერინე მეორის პერიოდში  ჩამოყალიბდა ახალი საზოგადოებრივი იერარქია.

პლუტონის თხის რქაში ყოფნის დროს მაქსიმალური ინტერესი ვლინდება პიროვნების მიმართ, გამოკვეთილი ინდივიდუალურობა ჩნდება, რომელიც ამავე დროს მიზანდასახულობითა და ასკეტურობით გამოირჩევა. ეს რთული პერიოდია უმუშევრებისთვის.

პლუტონის მეორე დაბრუნებისას (2008-2023) მსოფლიო მმართველობის შემოღების ალბათობაა, რაც ასტროლოგიურ საწყისებს და კაცობრიობის პირველსაწყის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. შესაძლოა წარმოიქმნას ახალი რელიგიური და აღმზრდელობითი კონცეფციები. ეს მატერიალური სიუხვის პერიოდია. უარყოფით ვარიანტში მოსალოდნელია ფარული ანტიჰუმანური ორგანიზაციების დაარსება, დესპოტიზმისა და ანგარებიანობის აყვავება.

თხის რქა დაკავშირებულია კრისტალიზებასთან. პლუტონი კი განახლებულ ენერგიასა და მატერიასთან. პლუტონის თხის რქაში გადასვლა უკავშირდება ფორმების დაზუსტებას, შეცვლას. პლუტონის გავლენა ფორმებზე ტრანსფორმაციული იქნება და მოგვაგონებს თხის რქაში ურანისა და ნეპტუნის ქმედებებს. გამოვლინდება და განმტკიცდება გარკვეული ფარული, აქამდე გამოუვლენელი სოციალური ძალა და ენერგეტიკული რესურსები. თუ გავითვალისწინებთ, რომ თხის რქა მიწის ნიშანია და მყარ საგნებს ეხება, პლუტონის თხის რქაში გადასვლა  სეისმურ აქტიურობას გამოიწვევს.

ურანისა და ნეპტუნის თხის რქაში ყოფნის მსგავსად, პლუტონი საზღვრევს შეცვლის და საზღვარზე იმოძრავებს. რა ცვლილებებს მოიტანს? თუ გავითვალისწინებთ, რომ პლუტონი ენერგეტიკასა და რესურსებს უკავშირდება – ამ პერიოდში დამოუკიდებელი ენერგოსისტემების შექმნის სურვილი წამოიწევს წინ.

თხის რქაში გადასვლით პლუტონი მშვილდოსანში დაწყებულ პროცესებს აგრძელებს: იდეური ნიადაგისა და უმაღლესი იდეალების შეცვლით, გარდაქმნის ადამიანთა ურთიერთობების გარეგნულ ფორმებს. ეს თაობა ცხოვრებაში ახორციელებს ეგრეგორში (კოლექტიურ არაცნობიერში) იმ ცვლილებებს, რისთვისაც წინა თაობა მუშაობდა. ამისთვის გარკვეული შესწორებები და დაზუსტება ხდება, მაგრამ მთლიანობაში ეს უფრო ჰარმონიული მდგომარეობაა (ასპექტია), ვიდრე ნეპტუნის თხის რქაში ყოფნა. საზოგადოებრივი შრომის ფორმა და აზრი იცვლება, იცვლება ეკონომიკური ფორმაცია; ამის გათვალისწინებით შესაძლოა შეიცვალოს მმართველობითი წრეები, პოლიტიკა, უარყოფით ვარიანტში – რევოლუციაც მოხდეს.

2008-2023 წლებში იბადება თაობა, რომელსაც გამოკვეთილი პრაქტიკული, რეალური ურთიერთობა უყალიბდება ცხოვრების მიმართ. მიზანსწრაფულად და მთელი ძალით მუშაობენ, რათა წარმატებას მიაღწიონ ბიზნესში, კომერციასა და სხვა პრაქტიკულ საქმეებში. როდესაც ეს თაობა წამყვან პოზიციას დაიკავებს, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბევრი, მძიმე სამუშაოა, რაც უნდა შესრულდეს და ისინი სწორედ ამ მძიმე სამუშაოსთვის მოვიდნენ ამქვეყნად.

ამ თაობას სერიოზულობა ახასიათებს და “დიდობისკენ” მიდრეკილება აქვს, მოკლებულნი არიან ბევრ შინაგან განცდას (რაც ხელისშემშლელი იქნებოდა). თაობის ბევრ წარმომადგენელს ბავშვურობასთან ნაკლები საერთო ექნება და ცხოვრების მიმართ ბევრად ცივი, სერიოზული დამოკიდებულება აქვთ. უარყოფითი კუთხით ეთიკურები არიან, მაგრამ გულისხმიერება და სითბო აკლიათ ურთიერთობებში.

სასურველია ამ ტენდენციას განვითარების საშუალება ნაკლებად მივცეთ, რათა არ განვითარდეს უხეშობა, უგრძნობობა, არაეთიკურობა. ამ თაობის ადამიანები გადაწყვეტენ თავისი დროის ენერგეტიკულ საკითხებს.

პირად რუკაში პლუტონი თხის რქაში იძლევა დიდი რევოლუციონერების, ფინანსური მაგნატების, ნოვატორების, ეკონომიკისა და მართვის წამყვანი რევოლუციონერების თაობას.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი მართვის, ეკონომიკური სტრუქტურების სტაბილური მდგომარეობის შექმნისკენ მიისწრაფვის, რაც, მისი აზრით, სიღრმისეული ცვლილებების დროსაც კი უნდა შენარჩუნდეს. ინდივიდი, პლუტონით თხის რქაში მიდრეკილია საკუთარი ენერგიის ეკონომიისკენ, რათა შემდგომ კონკრეტულ მიზნებს მოახმაროს.

დისციპლინირებული, კონსერვატიული და ასკეტურია. თუ სულიერად საკუთარ ადგილს სახელისუფლებო იერარქიაში ხედავს, შეუძლია დიდხანს იტანჯოს, სირთულეები გადაიტანოს  სამუშაოს ამოწურვამდე. წესრიგის შენარჩუნებისთვის კი სულიერ „ჯილდოს“ იღებს. ეს გამოკვეთილად ინდივიდუალისტი, უმაღლესი საწყისების მიზანდასახული მსახურია.

პირად, ინდივიდუალურ ცხოვრებაში კონკრეტული გეგმები და პროექტები პერიოდულად ინგრევა, განსაკუთრებით თუ რუტინული სქემებითაა შექმნილი და საზოგადოებრივი შტამპების ან „ეგოს“ საჭიროებების მიხედვით შეადგინა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მორჩილება ნიშნავს კონკრეტულ გეგმებსა და ვალდებულებებზე უარის თქმას მაშინ, როდესაც გეგმები ინგრევა (იშლება).

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი მიისწრაფვის გარემოს შეცვლისკენ და შინაგან ცხოვრებასთან და უმაღლეს ორგანიზაციულ იდეებთან მის მიახლოებისკენ. ინდივიდი, პლუტონით თხის რქაში დაუსრულებელ, ნაკლოვან ორგანიზაციულ ფორმებსა და სტრუქტურებს შლის, მათ ნაცვლად, პარალელურად ახალს ქმნის. გამძლეობა და ამბიციურობა ორგანიზატორულ ნიჭსა და ხელმძღვანელობის უნარს ეთანხმება. ახალი სულიერი ღირებულებები სიფრთხილით აღიქმება – მათი პრაქტიკული მხარის შეფასების შემდეგ ცხოვრებაში ტარდება. ამ ადამიანის განვითარება მთლიანობაში დამოკიდებულია თვითდისციპლინაზე, ცხოვრების ყველა სფეროში თანმიმდევრულ ორგანიზებულობაზე.

 მომზადებულია გლობას, პოდვოდნის, ვრონსკის, საკოიანის, astro-club.net-ის მასალებზე დაყრდნობით.


About Tamta

Scroll To Top