პლუტონი მე-11 სახლში სიმბოლურ დაცემაშია.
კმაყოფილება
„კაცობრიობის სულელობაში დადანაშაულება ადვილია, ამის დამტკიცება – ღირსეული ფილოსოფისის ამოცანაა“
დადებითი მახასიათებლები: მკვლევარი, მომავალზე ორიენტირებული; ქმნის კოლექტივს (ჯგუფს), რომელსაც მისი ესმის; კვალის ასარევად და პრობლემის მოსაგვარებლად მოულოდნელ სვლებს აკეთებს; ის შეიძლება გახდეს სწავლული, რომელიც მოულოდნელ აღმოჩენას გააკეთებს; ძლიერი მეგობრები, მეგობრებისგან მხარდაჭერა.
უარყოფითი მახასიათებლები: დემაგოგი, რომელიც პროპაგანდას იყენებს (განსაკუთრებით პოლიტიკაში); გეგმების ჩაშლა, ილუზიები, გადაუჭრელი პრობლემები, მეგობრების ღალატი და გამყიდველობა.
დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში – არასწორად შერჩეული მეგობრები, რომლებსაც მხლოდ პრობლემები მოაქვთ; გაყრა, მეგობრებთან განშორება სხვადასხვა მიზეზით.
ძლიერი პლუტონის შემთხვევაში შესაძლოა საბედისწერო მეგობრობა, კოლექტიური ურთიერთობა ჰქონდეს, რასაც ნგრევა (არამხოლოდ ილუზიების) ან იმედგაცრუება მოჰყვება ან თავად ინდივიდი ასრულებს ანალოგიურ როლს.
ამ მდებარეობის პლუტონი მეგობრობის სფეროზე მოქმედებს. მეგობრები მიდრეკილნი არიან ექსტრემიზმისკენ, შეიძლება მოულოდნელად გაქრნენ და ინფორმაციაც არ მიაწოდონ. როგორც წესი, მეგობრების რაოდენობა მცირეა, ხოლო დამეგობრების შემდეგ დესტრუქციული კრიტიკა ახასიათებს (ჰარმონიული პლუტონის შემთხვევაში სამართლიანი კრიტიკა იქნება, მაგრამ მეგობრებისთვის ადვილი მაინც არ იქნება).
როგორც წესი, მეგობრობა საბედისწერო ხასიათს ატარებს. მას შეუძლია მოიტანოს როგორც ბევრი სიკეთე და დადებითი, ასევე ზიანიც. ყველაფერი კი ინდივიდის მიერ მეგობრების არჩევის უნარზეა დამოკიდებული. თუმცა, მეგობრებს ინსტინქტურად ირჩევენ, შინაგანი იმპულსით, მთავარ როლს ასრულებს ცხოველური ინსტინქტი და ინტუიცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი შორსმჭვრეტელია, ნათელხილვის უნარი აქვს, მისი გონება შეიძლება შეცდეს. საბედისწერო როლი შეიძლება შეასრულოს საიდუმლო დაცვამ, რეკომენდაციებმა, მეგობრებისა და ახლობლების საიდუმლო რჩევებმა.
მეგობრები, თანამოაზრეები, აღმზრდელები, მეცენატები, მფარველები, სპონსორები და სხვა კეთილისმსურველები – ყველა ეს ადამიანი უჩვეულო და განსაკუთრებულია. ისინი არამხოლოდ მატერიალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ, არამედ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას უზიარებენ, კითხვებს უსვამენ. ადამიანი, პლუტონის ასეთი მდებარეობით, გამორჩეულად რეფორმატორ-იდეალისტია, ამავე დროს უტოპიური.
მეგობრული ურთიერთობები ინტენსიური, მძაფრი და გაუგებრობებამდე მისულია. დიდხანს გაჭინაურებული ურთიერთობა ყალბი ხდება, ხოლო მეგობრები მტრის სახეს იძენენ. ამ ცვლილებების მიზეზი მეგობრული ურთიერთობების განსაკუთრებული როლის გამოა.
როგორც კი მეგობრობის (ურთიერთობის) მიზანი სრულდება, ის ან მისი მეგობარი ურთიერთობას წყვეტს. თუ თვითონ გაწყვეტს – მტრობა და იმედგაცურება გააკვირვებს; თუ მეგობარი – ვერ იჯერებს ყოფილი მეგობრის უგრძნობელობას. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად მეგობრებთან ერთად ურთიერთობის ყველა ეტაპზე მუშაობა მოუწევს. მეგობრობა შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს, მაგრამ ურთიერთობა არაერთ სიკვდილსა და განახლებას გაივლის. სწორედ ამისთვის უნდა იყოს მზად და მთელი არსებით (სულით) მიიღოს.
პირად ცხოვრებაში დაუკანონებელი ურთიერთობებისკენ, თავისუფალი სიყვარულისკენ მიისწრაფის. გაუკვირდება თუ სიყვარული საერთოდ იპოვის, სიყვარულის განცდის დროს სასოწარკვეთას განიცდის, როცა უყვარდება – გრძნობა თმის ძირებამდე აღწევს. უყვარდებათ როდესაც მის არსებამდე აღწევენ. მისთვის სიყვარული ემოციურ მოქცევით ტალღას, ვნების ჩანჩქერს ჰგავს.
აუცილებელი არაა მისი რჩეული ლამაზი იყოს, მთავარია ათლეტური ან გრაციოზული გარეგნობა ჰქონდეს. თუმცა, ისინი ძლიერ ძალას უნდა ფლობდნენ, რათა ქარიზმატული ენერგია მის ყოველ უჯრედამდე მიიტანონ. ისინი (პარტნიორები) შეიძლება იყვნენ რბილები, საყვარლები, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ სასტიკები და ძალიან ემოციურები იქნებიან.
მასზე (ინდივიდი პლუტონით მე-11 სახლში) დიდი გავლენა უნდა მოახდინონ, რათა ამ უკანასკნელს შეუყვარდეს. სიყვარული შთანთქავს, ანადგურებს, აცოცხლებს და ბოლოსდაბოლოს – საბოლოოდ ცვლის.
მიდრეკილებია სერიოზული რეფორმების გატარებისკენ. აქტიურად მონაწილეობს მოძრაობებში და მთელი ძალით ცდილობს საზოგადოებრივი ცხოვრების ამაღლებას. მისთვის მეგობრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირად ეხმარება მათ, ამავე დროს მათი გავლენის ქვეშ ხშირად ხვდება.
ის ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებს, ამიტომ დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფის. თუ პოლიტიკაში ჩაერთო, ანარქიულ მდგომარეობას ქმნის ზუსტად განსაზღვრული პროგრამისა და მიზნების გარეშე.
ეს პლუტონის რთული მდებარეობაა, რამდენადაც ჯგუფურ მუშაობასა და მეგობრებთან ურთიერთობაში კონსტრუქციული მომენტები ფასდება, ხოლო ინდივიდი მე-11 სახლის პლუტონით პირველ რიგში ჯგუფების, ჯგუფური ურთიერთობების, თითოეული წევრისა თუ უბრალოდ მეგობრების ნაკლოვანებებს ხედავს.
ხედვა, რომელსაც პლუტონი აძლევს, საკმაოდ სასტიკია და დაბალ დონეზე ადამიანს ჯგუფური მოქმედებების (რომლებიც უიმედო ეჩვენება), ჯგუფების მიმართ ღია ზიზღს ამჟღავნებს. ამის გამო მათთან ცერემონიების აზრს ვერ ხედავს და საკმაოდ მკაცრად, სასტიკად იქცევა, განსაკუთრებით კრიტიკის ან უსიამოვნებების დროს და მისთვის იმის ახსნა, რომ ჯგუფებსა და მეგობრებში უარყოფითის გარდა დადებითიცაა, მდგომარეობა სულაც არაა რთული – საკმაოდ რთული იქნება.
მას მოუწევს ისწავლოს ჯგუფებისა და მეგობრების ნაკლოვანებების დანახვა ისე, რომ იაფფასიანი დაპირებები არ გასცეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება კოლექტივში მისი კრიტიკა მიღებული და ადეკვატურად რეაგირებას შეძლებს.
ჯგუფურ გაერთიანებებსა და მეგობრობაში რეფორმატორული მიდგომა ახასიათებს; ინდივიდის მოტივებს პირველადი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ისინი (მოტივები) წყვეტს თანამოაზრეები მხარს დაუჭერენ თუ არა. ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო პირობები და სახლის საქმეები არამყარია (ამ სფეროებში რყევებია), მაგრამ სხვებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებულ კავშირსა და მდიდარ პირად გამოცდილებას მოუტანს. საიდუმლო ორგანიზაციების წევრობისა და საიდუმლო მეგობრების ყოლის სურვილს (მიდრეკილებას) ამჟღავნებს.
მე-11 სახლის პლუტონის მქონე ადამიანი მეგობრებსა და იდეებში ნაკლოვანებებს ხედავს, რთულად ახერხებს კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებას (ზოგადად კონსტრუქტივიზმს). გაერთიანებების წინააღმდეგია, თუ მაინც უწევს – ჯგუფებში მუდმივად ხედავს თვალთმაქცობას. სასურელია მსხვერპლზე წასვლა ისწავლოს ერთიანობის შესანარჩუნებლად და კოლექტიური ძალისხმევით მიზნების მისაღწევად. როგორც წესი, ცოტა მეგობარი ჰყავს, რადგან ნაცნობებზე, მეგობრებზე ზემოქმედებისკენ მიდრეკილება აქვს.
დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში, სასურველია მეტი ყურადღებით შეარჩიოს კოლეგები, თანამოაზრეები, რადგან არასწორი არჩევანი ძვირად დაუჯდება. ხშირად ეს მდებარეობა მიანიშნებს მარტოსულობაზე. ჯგუფებში ერთიანდება რეფორმატორული ცვლილებებისთვის. ის დარწმუნებული უნდა იყოს მეგობრების მოტივებში და მიზნების ჰუმანურად მიღწევის მისწრაფებებში.
სურს ჯგუფს ეკუთვნოდეს, კოლექტიური მიზნისთვის იმუშაოს, თუმცა მისი სოციალური კურსი რთულად კონტროლირებადია. პერიოდულად სამუშაოს არ ასრულებს, თითქოს მასზე ჯგუფმა უარი თქვა. სხვა დროს კი ჯგუფის აქტიურობის შუაგულში აღმოჩნდება. მის ერთადერთ ამოცანას წარმოადგენს ჯგუფის წინაშე უფრო რთული ამოცანების დასმა. ამისთვის შესაძლოა ძველის დაშლა მოუწიოს, რათა ახალი ღირებულებები და კოალიციები გამოჩნდეს.
მე-11 სახლში პლუტონის მქონე ადამიანი შემოქმედებითი ჯგუფების დინამიური ხელმძღვანელი იქნება. ინტუიციურად იგებს მოლაპარაკებების არსს, პროცესს, შემდეგ კი შეიძლება ჩამოყალიბდეს კარგ კომუნიკატორად ან მკვლევრად. თუ სიამოვნების ან პატივმოყვარეობის გამო ზედმეტს დახარჯავს მეგობრებზე და სიამოვნების წყაროებზე – გამყიდველობის, კამათის და ფინანსური სერიოზული დანაკარგების წინაშე აღმოჩნდება.
უარყოფითი კუთხით, ინდივიდი მონაწილეობს ტერორისტულ, საბრძოლო დაჯგუფებებში; ქმნის ძლიერ ჯგუფებს, რომლებიც საზოგადოებაში წონასწორობას არღვევს. ამ ადამიანს მკაცრი თვითპროგრამირება ახასიათებს. მისთვის იდეალური საზოგადოება წარმოადგენს ერთპიროვნულ მართვას პრეზიდენტიდან – დიქტატორულ რეჟიმამდე. ხშირად პროგნოზირებს საბედისწერო სცენარებს.
შესაძლოა ზიზღი გამოამჟღავნოს კოლექტივების, გაერთიანებების, ასოციაციების, ნებისმიერი სახის ორგანიზაციების მიმართ. თუ ჯერ კიდევ რამე ჯგუფშია გაერთიანებული, სავარაუდოდ ის (ჯგუფი) საკუთარ მიზნებს ისახავს, პიროვნულ ზრდაზე, გაჯანსაღებაზე ან სოციალურ/საზოგადოებრივ ცვლილებებზეა ორიენტირებული.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანს მუდმივად მოუწევს ყურადღებით ყოფნა, რათა სხვების უფლებებს პატივი სცეს. საკუთარი ნება თანამშრომლობისთვის უნდა დათმოს, სხვანაირად ჯგუფებში შემოქმედებითი მუშაობა არ გამოუვა. თუ მისი მოტივები ეგოისტური იქნება, მუდმივად განიცდის დანაკარგსა და იმედგაცრუებას.
ცდილობს სხვებზე ზეგავლენის უნარი არ შეიმჩნიოს, განსაკუთრებით სოციალურ ურთიერთობებში. შედეგად ეცდება სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს და ამისთვის გარეგნულ სიმშვიდეს გამოიყენებს. დარწმუნებული იყავით, ეს არ გაჭრის. ასე მხოლოდ მანერების აბსურდამდე დასვლა ხდება, სხვა ადამიანები მის სოციალურ ქცევებს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ამას დიდხანს ვერ ხვდება. ეჩვენება, რომ გარშემომყოფები მასზე არ რეაგირებენ და უცბად, ერთიანად ფეთქდებიან. საკუთარი გრძნობების დაცვისას, სასურველია სხვა ადამიანების გრძნობების ანალიზის დროს თავიდან აიცილოს სოციალური იმუნიტეტის ხაფანგები.
პლუტონის ასეთი მდებარეობა ითხოვს მორჩილების გამომუშავებას ჯგუფურ სამუშაოსა და მეგობრებთან პრეტენზიების მიმართ: აქ ელოდება უიმედო დანაკარგები, იმედგაცრუება, რომელიც უნდა მიიღოს და უარყოფითი გამოცდილება ყველა ჯგუფზე, მეგობარსა და კაცობრიობაზე არ განაზოგადოს.
საკუთარ თავში წინ უნდა წამოწიოს ახლობლების სიყვარული, მეგობრობაში – ნდობა და მოქმედებებში – შეწირვა. ურთიერთობებში ტყუილმა (სიცრუემ), ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა მიიყვანოს დიდ დანაკარგებთან.
დამუშავება იძლევა ჯგუფური და მეგობრების კარმის კარგ ხედვასა და უნარს – ადვილად, შეუმჩნევლად გაანეიტრალოს მძიმე კარმული კვანძები, ზოგჯერ თვითშეწირვითაც უწევს.
ამოცანა:
- იმოქმედეთ მაქსიმალურად ეფექტურად და მინიმალური დაუნდობლობით. დაე, თქვენი ეგო ჯგუფში არ გამოვლინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გექნებათ.
- ჯერ საკუთარი ძალა დაინახეთ და შემდეგ გამოიყენეთ ურთიერთქმედებებში.
- შემოქმედებითი როლია (ამოცანაა) ჯგუფის ნაყოფიერი მუშაობის წყაროდ ყოფნა, ჯგუფში დაბრკოლებების აღმოფხვრა.
დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.