პლუტონი მე-12 სახლში

პლუტონი მე-12 სახლში

„განცალკევება, იზოლირება“

იოანე ნათლისმცემელი

დადებითი მახასიათებლები: ოკულტური შესაძლებლობები, ენერგიის მიღება საიდუმლო წყაროებისგან. კოლექტივზე იდუმალი მოქმედება-ზეგავლენის მოხდენის უნარი, საიდუმლო ძალაუფლება, ფარული გავლენა, ასტრალური სამყაროს მიმართ ინტერესი, ორგანიზმის რეზერვებისა და წყაროების გამოყენების უნარი.

უარყოფითი მახასიათებლები: ინტრიგის ჩახლართვა „დამნაშავის“ პოვნის გარეშე (ვერ უმტკიცებენ). სხვა ადამიანებისთვის შიშის ჩანერგვა, მანია, მტანჯველი შფოთვა, დევნის მანია, ზოგჯერ თავად დევნის, შანტაჟი, შავი მაგიის მიმდევარი ან ოკულტური საქმიანობა (უარყოფითი შედეგების მომტანი).

ამ ადამიანის ამოცანას წარმოადგენს შიშებისგან გათავისუფლება, ქვეცნობიერიდან კომპლექსების ამოტანა-გაცნობიერება. ამისთვის დიდი მოთმინება და დაფიქრება მოუწევს. მან რადიკალურად უნდა შეცვალოს შინაგანი მსჯელობა, აზრი, ფაქტობრივად მთელი ცნობიერი ცხოვრების შეცვლა უწევს.

პლუტონის მდებარეობა ინდივიდის წინაშე ქვეცნობიერის „მდგომარეობის“ შესწავლის, მისი ანალიზის უდიდეს აუცილებლობას აყენებს.  აინტერესებს პარაფსიქოლოგია, ოკულტიზმი, მისტიკა, ასტროლოგია, ქირომანტია, ფსიქოლოგია, ეზოტერიკა, მისტიკა. სხვა ადამიანების სიღრმისეულად შეცნობის, შესწავლის და წინასწარხედვის უნარი შესაძლოა გამოამჟღავნოს. ინტუიციური ხედვა აქვს, ოკულტურ ცოდნას ადვილად ითავისებს, გააჩნია ტელეპათიური უნარები, ვარჯიშის შემთხვევაში შეუძლია სხვების აზრის, გრძნობის, მოტივების სწორად გამოცნობა.

დამახასიათებელია პერიოდული ფსიქოლოგიური, სულიერი კრიზისები; ინტერესი მისტიკისა და ფსიქოლოგიისადმი; აზრების, გრძნობების, მოტივების გაგების უნარი.

მიდრეკილია საიდუმლოდ, ინტრიგების ხლართვისკენ (უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში). ინტერესდება საიდუმლოებებით, ქვეცნობიერით, კვლევით, ყოველივე იდუმალითა და საიდუმლოებით მოცული საკითხით.

მე-12 სახლის პლუტონი იძლევა მძიმე კარმულ გამოცდებს, რაც უკავშირდება მსხვერპლის ნებაყოფლობით გაღებას, ქვეცნობიერი პროგრამების გადახალისებას, საზოგადოების სიღრმისეულ გადაწყობას. როდესაც სოციუმში, საზოგადოებაში მოძრაობა ყალიბდება, ინდივიდი ხშირად ხვდება გამოუვალ სიტუაციებში, ცდილობს სოციუმზე ზემოთ დგომის საშუალებები მოიძიოს, ძალაუფლება დაიბრუნოს. თვითანალიზს იწყებს დანაკარგის, განადგურების სიტუაციებში, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ყოფნის დროს.

სხვების თვალისგან მოშორებით უკეთესად მუშაობს. ასეთი პროცესი საშუალებას აძლევს გარშემომყოფთა შეზღუდულობა და გაუთვალისწინებელი შესაძლებლობები დაინახოს.

შესაძლოა ხშირად ფიქრობდეს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მისი გავლენა უმნიშვნელოა და ოცნებობდეს „ყველაფრისშემძლეობაზე“. საფრთხეს წარმოადგენს ოცნებებში „გასვლით“ თავდაცვა, ფრუსტრაციის ასარიდებლად ფანტაზიის გამოყენება, რაც რეალურ ცხოვრებაში ხელს შეუშლის.ასევე, ფანტაზია შესაძლოა გამოიყენოს იმ ძალასთან შეჯახების ასარიდებლად, რომელიც ქვეცნობიერშია.

ძლიერად დაზიანებულმა პლუტონმა შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიკური დარღვევები ან გაუწონასწორებლობა, თავისუფლების დროებითი შეზღუდვა (საავადმყოფო, ციხე…). სხვების ტკივილს საკუთარის მსგავსად განიცდის.

გაძლიერებული მგრძნობელობა აიძულებს სხვებთან გაერთიანებას, ხოლო შემდგომ საკუთარი მიზნების მისაღწევად იძლებულია ფარულად იმოქმედოს. შესაძლოა მუშაობდეს დაზვერვაში, საიდუმლო სამსახურებში, გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციასთან უწევდეს მუშაობა, ფარული ორგანიზაციის წევრი იყოს ან უბრალოდ ფარული საქმიანობები იზიდავდეს.

თუ მხოლოდ საკუთარ თავში და პრობლემებშია ჩაკეტილი, სხვების აზრსა და გაგებას ყურადღებას არ აქცევს, მუშაობის პროცესში წინ ვერ მიდის. შესაძლოა არაერთი ფარული მტერი ჰყავდეს, ნევროტული აფეთქებისკენ ჰქონდეს მიდრეკილება ან ფსიქოლოგიურ, დამანგრეველ ზემომედებას/ძალებს ხშირად განიცდიდეს. სასურველია თავი შორს დაიჭიროს მკითხავებისგან, ნარკოტიკული ნივთიერებებისგან, ჰიპნოზისგან და ყველა იმ საშუალებისგან, რაც ასტრალის დაბალი საფეხურის არსებებთან კონტაქტს ხელს უწყობს (აადვილებს).

ერთ-ერთი ვერსიით, პლუტონის ეს მდებარეობა მიანიშნებს ფარულ სამსახურზე ან საიდუმლო სიყვარულზე. დაბალ დონეზე, ძლიერი ურანის შემთხვევაში შესაძლოა ბედისწერის მსხვერპლის ან გარშემომყოფთათვის დამატყვევებლის როლი ჰქონდეს.

პლუტონით მე-12 სახლში, ადამიანს გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სხვა ადამიანებზე, უპირატესობას ანიჭებს კულისებიდან მოქმედებას; შეუძლია „უჩინარი ადამიანის“ როლის მორგება და ფაქტობრივად მისი ინტრიგებში მხილება შეუძლებელია. დაზიანების შემთხვევაში კი ძალაუფლებას უარყოფითად იყენებს, გარშემომყოფებით მანიპულირებს.

ბედი მის უანგარობასა და თავგანწირვას შეამოწმებს, რაზეც წინასწარ მინიშნებებს მიიღებს. შესაძლოა მძიმედ განიცდიდეს მარტოობას, როცა სამყაროში ნაკლოვანებას, დაუმუშავებელ მხარეებს ხედავს (მათ შორის საკუთარს, განსაკუთრებით თუ პლუტონი ასცენდენტთან ახლოს დგას). შეიძლება თვლიდეს, რომ სხვები ისე არ აღმოფხვრიან და გამოასწორებენ, როგორც მას შეუძლია.

ცხოვრების სულიერ მხარეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საკუთარ თავს შესაძლოა ბედისწერის ტყვედ თვლიდეს, სულიერ პრაქტიკას აუცილებლობად თვლიდეს. ზედმეტად უღრმავდება თვითანალიზს, ლოცვას, მედიტაციას დიდ დროს უთმობს.  სულიერი ტრანსფორმაციისკენ ძლიერი გატაცების გზაზე შეიძლება გამოავლინოს სიმკაცრე, უხეშობა, ძალადობრივი მეთოდები, ფანატიკოსი გახდეს და ა.შ. სასურველია მიღწეული მიზნების შენარჩუნება ისწავლოს და იმ ადამიანებთან ძალისმიერ მეთოდებზე უარის თქვას, ვინც მის საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს.

რაც შეეხება მსხვერპლის გაღების თემას, პირველ რიგში  ქვედონის დაუმუშავებელ პროგრამებს ეხება – სიძულვილის ცეცხლში კი არ უნდა დაწვას საკუთარი ქვეპროგრამები („ჩემი თავი მძულს „ამის“ გამო…“), არამედ ცნობიერება გააფართოვოს და ევოლუციურ პროცესს მთლიანობაში შეხედოს. ასეთი ხედვა დაანახებს, რომ ბოროტება – სიკეთის ქვედა ზღვარია, ხოლო არასრულყოფილება – სრულყოფილების ერთ-ერთი საფეხური.

მარტო ყოფნის შემთხვევაში შიში მძლავრობს, სინდისის ქენჯნა იპყრობს. ეს მდებარეობა უნდა განვიხილოთ მზისა და მთვარის მდებარეობებთან, სტელიუმებთან ერთად. სახლი, რომელშიც მნათობია (მზე ან მთვარე), ცხოვრების ზოგადი ფონის ანაბეჭდი რჩება;

სახლი, რომელშიც მთვარეა – ნაკლებადაა გაცნობიერებული, სახლის სფეროები ნაკლებად ექვემდებარება შეცვლას (დაკორექტირებას), ბავშვობისდროინდელი გამოცდილება ძლიერ გავლენას ახდენს, სახლის პრობლემები ინტუიციურად წყდება, მოქმედების დროს კი მშობელს ან ავტორიტეტულ ადამიანს ბაძავს.

სახლი, რომელშიც იუპიტერია, იმ სფეროებში სიამაყის განცდა აქვს. ინდივიდი გრძნობს, რომ ამ სფეროებშია ძლიერი, მხარდაჭერას პოულობს, სახლის სფეროების პრობლემების გადაწყვეტით გარშემომყოფთა მოწონებას იმსახურებს.

სახლი, რომელშიც სატურნია, მის სფეროებში მრავალი პრობლემის გადაჭრა უწევს, არასასიამოვნო სიტუაციებში ხვდება, შეცდომებს, საკუთარ დანაშაულს ხვდება, გარშემომყოფთა მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს.

დამუშავება, პირველ რიგში, ქვეცნობიერის დაბალი პროგრამების ძიებასა და ტრანსფორმაციას ეხება, განსაკუთრებით ძალაუფლების წყურვილის, ცოცხალი არსებებისადმი სიძულვილს, სამყაროს მიმართ ირაციონალური შიშსა და სამყაროს განადგურების სურვილს.

ჰარმონიული ან სუსტი პლუტონის შემთხვევაში ეს პროგრამები შესაძლოა არც გამოვლინდეს, მაგრამ ადამიანის ქმედებებს ანაბეჭდს დაასვამს.

მისთვის რთული იქნება გულწრფელად შეწუხდეს ობლებისა და გაჭირვებულების გამო, რადგან ამ უკანასკნელთა შეცდომებსა და უბედურებაში მათ ბრალეულობას  დაინახავს.

დამუშავება ითხოვს ადამიანთა უბედურების, მწუხარების განცალკევებას მათი შეცდომებისგან, ასევე “ბოროტების” გამოცალკევებას მისი ჩამდენისგან. დამუშავების გზაზე მოუწევს ადამიანთა დახმარება, და გაცნობიერება, რომ სრულყოფილები არ ვართ. რა თქმა უნდა, მათ ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა არ მოეთხოვება, მაგრამ ამის გამო მათ განსჯაზე მუშაობა მოუწევს (“არ განსაჯო სხვა”).

პლუტონის ამ მდებარეობის დამუშავება საოცარ შედეგს იძლევა ადამიანის ბუნების გაგებაში, მის აღმასვლასა და დაცემაში, პირადისგან თავისუფალი კრიტიკით კარმული კვანძების გახსნის უნარს, ადამიანის ან საზოგადოების ევოლუციური განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობას.

კარგი მდებარეობაა ოკულტური პრაქტიკის, ასტროლოგიის, ქირომანტიის შესასწავლად;  ეზოტერიკის, ხელოვნების სფეროში მოღვაწეობისთვის, თავისუფალი პროფესიის ასარჩევად.

ამოცანა:

  • ეგოს, მეს გაწმენდა ფანტაზიის საშუალებით და შემდგომ ენერგიის გაცნობიერებულად გამოყენება.
  • ძლიერი ენერგიის არასწორად გამოყენება აზიანებს. ნება მიეცით ენერგია გამოვლინდეს იქ, სადაც გამოსავლენი და დასახარჯია. გააცნობიერეთ, რომ ცხოვრებაში რაღაც უნდა „განადგურდეს“, რათა ახალი აღმოცენდეს.
  • ძალა მოიკრიბეთ და ქვეცნობიერში არსებული „დრაკონები“ გაანადგურეთ, შეისწავლეთ თქვენი რეალური გრძნობები, განცდები, ემოციები.
  • საკუთარი თავი გაწმინდეთ უსარგებლო განცდებისგან, ადამიანებს შესთავაზეთ თქვენი რეალური სახე დაფარვის გარეშე და ასე საკუთარ სულს „ეგოს“ შებოჭვისგან გაათავისუფლებთ.


დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top