პლუტონი III სახლში

პლუტონი III სახლში

მომავლისკენ სწრაფვა

პლუტონის ეს მდებარეობა ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე მიანიშნებს.

დადებითი მახასიათებლები: გამომგონებლობა, ინტელექტუალურობა, განსხვავებული ხედვის უნარი. გარემოზე, გარშემომყოფებზე ძლიერი გავლენის მოხდენის უნარი, გარშემომყოფები მას ემორჩილებიან.

უარყოფითი მახასიათებლები: ენერგიის არაეკონომიური მოხმარება, შეუსრულებელი პროექტების განხორციელების სურვილი, ფსიქიკური არამდგრადობა. ინდივიდი ძნელადაღსაზრდელია, არასწორ პოზიციაზე ჯიუტად რჩება, მეტყველების პრობლემები ვლინდება.

თუ პლუტონი სტატუსითა და ასპექტებით ძლიერია – შესაძლოა გამოვლინდეს კონცენტრაციის ძლიერი უნარი; კონკრეტულ ფაქტზე ფიქსირებისკენ მიდრეკილება.

პლუტონის ეს მდებარეობა იძლევა გონების ფილოსოფიურ წყობას, ინტელექტის მაღალ დონეზე და ძლიერ ფსიქიკას. ეს ადამიანი საკმაოდ რისკიანი, გაბედულია, განსაკუთრებით კონტაქტებში. როგორც წესი, საკუთარ შესაძლებლობებს მას შემდეგ აღმოაჩენს, რაც ძლიერი ფიზიკური სირთულის გადატანა უწევს. შემსუბუქებას მოუტანს ფართო აუდიტორიის, შეკრებების დროს სიტყვით გამოსვლა.

დაზიანების შემთხვევაში – საბედისწერო მოვლენები დაკავშირებულია ახლო ნათესავებთან, და-ძმასთან, მეზობლებთან, კოლეგებთან, თავად ინდივიდთან. სასურველია მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მგზავრობის, გადაადგილების დროს. საფრთხე შეიძლება დაემუქროს ქუჩაში, ტრანსპორტში, საზოგადოებრივ ადგილზე. სასურველია მოერიდოს თვითმოტყუებასა და სხვების მოტყუებას. მე-3 სახლში მდებარე პლუტონმა შესაძლოა ნათესავებთან, მეზობლებთან, თანამოაზრეებთან ურთიერთობა გაართულოს.

ცხოვრების გარკვეულ მომენტებში შეუძლია ყველა სტრუქტურის რადიკალური ცვლილებები განახორციელოს. თუ პლუტონი დაზიანებულია შვილის დაკარგვის, და-ძმასთან, მეზობლებთან, ნათესავებთან ხშირი კამათის ან ფსიქოლოგიურ-ნერვული პრობლემების ალბათობაა (ერთ-ერთის და არა ყველა ზემოთ ჩამოთვლილის). სწრაფი აზროვნება პრობლემების ძირეულ ჩაწვდომაში ეხმარება.

პლუტონის გავლენა საუბარში, კომუნიკაციის სფეროებში იგრძნობა – შესაძლოა ხმამაღლა საუბრობდეს ან უაპელაციო იყოს. არ უყვარს საკუთარი ნათქვამის/აზრის გადათქმა, სანამ მისი პოზიციის მცდარობის ფაქტები არ დაგროვდება.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შეუძლია იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც სხვებს გადაუჭრელად ეჩვენებათ. კონტაქტებსა და კომუნიკაციის დროს მოუთმენელია, მიდრეკილია მომავალზე, მომავლის გეგმებზე საუბრისკენ, მათი შესრულებისთვის რისკზეც მიდის. ინდივიდს აინტერესებს მეცნიერების გადაუჭრელი პრობლემები, საიდუმლო კვლევა, სწავლების პრობლემები.

საკმაოდ გარკვეული და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს კარგად გამოხატავს ორატორობითა და წერილობით. მისთვის განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ადრე თუ გვიან შესაბამისი განათლების დიპლომს იღებს, თუმცა მისი აღება ადვილი არ იქნება. შესაძლოა სკოლა გამოიცვალოს ან სკოლიდან გარიცხვის წინაშე არაერთხელ დადგეს. პერიოდულად სირთულეების, პრობლემებისა და უიღბლობის წინაშე დადგომა უწევს, რაც მისთვის წარმატებულ გაკვეთილებად იქცევა.

იდეების სიმდიდრის გამო მეგობრებსა და პარტნიორებს ადვილად პოულობს; შესაძლოა მისგან კარგი მეცნიერი, მკვლევარი, ჟურნალისტი, მწერალი გახდეს, ასევე დააინტერესებს ოკულტური მეცნიერებები. პლუტონის ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ხშირად საიდუმლო ინფორმაციასთან ან ინფორმაციის გასაიდუმლოებასთან არიან დაკავშირებულნი.

პლუტონის მე-3 სახლში მდებარეობა ნიშნავს, რომ ადამიანს ქვეცნობიერი გარემოს საშუალებით ესაუბრება. მენტალობა, აზროვნება ძლიერად განიცდის ქვეცნობიერ გავლენას, შესაძლოა მისი აზრები ნელა ფორმირდებოდეს, მთელი სხეულით გრძნობდეს ძალას, რომელიც ცოდნას, შემეცნებას განაპირობებს. ფუნდამენტური სწავლება მისი ცხოვრების გასაღებია.

ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვს, რომლებსაც საკმაოდ ხმამაღლა აფიქსირებს. არ მოსწონს საკუთარ შეხედულებებში გადაცდენა. იდეების სიუხვის გამო ადვილად იძენს მეგობრებს და პარტნიორებს. წარმატებას მიაღწევს ისეთ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს კვლევას, ძიებას, სიღრმისეულ ანალიზს.

სწავლის დროს შესაძლოა მასწავლებლის მხრიდან ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედება განიცადოს, სწავლის უუნარობის ან/და უცოდინრობის კომპლექსი განუვითარდეს. დამუშავება მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლას, შემეცნების განვითარებას უწყობს ხელს, არ წყვეტს საკუთარი და სხვების ნაკლოვანებების ხედვას, ენთუზიაზმი არ იკარგება.

ვინ არის ე.წ. შავი მასწავლებელი? ადამიანი, რომელიც ზუსტად მიგვანიშნებს ნაკლოვანებებზე. შესაძლოა ჩანდეს უხეში, მოქუფრული, მაგრამ არა ისეთი, როგორიც პლუტონი ასცენდენტზე ყოფნის შემთხვევაშია.

ადამიანებში ხედავს ყოველ ნაკლოვანებას – მცირესა და დიდს, დამუშავებული პლუტონის შემთხვევაში კი სწორად ასკვნის ხოლმე. პლუტონის ძლიერი ჩართვის შემთხვევაში შესაძლოა აკვიატებული იდეა გაჩნდეს – ადამიანებს მისთვის სამაგიეროს გადახდა სურთ ცოდვების გამო, პლანეტარული მასშტაბის ომი ხდება/მოხდება ასტრალის დაბალ ფენებში, ბრძოლა სამართლიანობისთვის კი არა, ყოველივე ცოცხალის გასანადგურებლად ხდება და ა.შ.

დამუშავება, პირველ რიგში, ითხოვს საკუთარი ნაკლოვანებების, ხელის შემშლელი თვისებების გაცნობიერებას და გამოსწორებას. პლუტონის ეს მდებარეობა ითხოვს მოთმინების გამომუშავებას ნებისმიერი არადამაკმაყოფილებელი სოციალური სიტუაციის, პირობის მიმართ, რომლის ფარგლებშიც ადამიანს არ შეუძლია კონსტრუქციულად იმოქმედოს; პირველ რიგში კი მოთმინებას ითხოვს ფაქტის წინაშე – ყველასთვის მისაღები და საყვარელი არ იქნება, როგორც ეს ვენერა ან იუპიტერის მე-3 სახლში ყოფნის შემთხვევაში ხდება. ჰარმონიული პლუტონის შემთხვევაში – გარშემომყოფები მის კრიტიკას პატივისცემით მიიღებენ, დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში – შესაძლოა გარშემომყოფებთან დესტრუქციული კონფლიქტი მოუვიდეს.

ამოცანა – ა)მიზანმიმართულობა ქმედებებში გამოავლინოს და ახსოვდეს, რომ ზოგჯერ რეალობა განსხვავდება ჩვენი აღქმულისგან. ბ)აზროვნების რესურსების გაკონტროლების სწავლა ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის სასწავლად. გ)პატივი სცეს სიცოცხლის იდუმალ მთლიანობას.

 

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top