პლუტონი VII სახლში

პლუტონი VII სახლში

გარღვევა

 „საკუთარი თავის სიღრმისეულად გაცნობით ინფაქტისგან არ მოკვდე

დინამიური, აქტიური, ტემპერამენტიანი და მომხიბვლელი ადამიანია.  გარემოსა და ადამიანებზე ძლიერ გავლენას ახდენს. მისთვის გზის მაჩვენებელი ადამიანები კულტურის ან სოციალურად განსხვავებული ფენიდან არიან. უმეტესად იძულებით ან აუცილებლობის გამო ქორწინდებიან (ან განქორწინდებიან). ენერგიის დადებითად გამოყენების შემთხვევაში ხალხის სიყვარულს ადვილად მოიპოვებს. პარტნიორი კი მისი ძალების, იდეების, ნების ხელშემწყობია. სოციალურ სისტემაზე განსხვავებულ და უკეთეს აზრს იყალიბებს, საკუთარი შეხედულებების გამო შესაძლოა ცნობადიც გახდეს. ენერგიის უარყოფითად გამოყენების შემთხვევაში სკანდალური ცნობადობა ელოდება. სხვადასხვა სახის სოციალური პრობლემები ექმნება, პარტნიორული ურთიერთობა მოუწესრიგებელია. თუმცა ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ცვლის მის ცხოვრებას.

დამახასიათებელია: ოჯახურ ცხოვრებაში სირთულეები. კრიტიკულ სიტუაციებში ლიდერის ფუნქციას ადვილად იღებს. სხვების შესაძლებლობებსა და თვისებებს ინტუიციურად იგებს და ამით სარგებლობს. ზოგჯერ პარტნიორის მიმართ მკაცრი „გამოცდები“ ახასიათებს იმის გასაგებად თუ რამდენადაა ეს უკანასკნელი ურთიერთობაში „ჩათრეული“ და რამდენად ღრმაა სიყვარული.

პლუტონის მე-7 სახლში ყოფნა მიანიშნებს ქორწინებისა და საქმიანი პარტნიორების დიდ როლზე, რომლებთანაც კონტაქტი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევთ. ესაა საზოგადოებრივი საქმის, ერთობლივი პარტნიორული წვლილის გზა. პლუტონი მე-7 სახლში საერთო მიზნებისა და ადამიანთა ჯგუფის დიდ როლზე მიანიშნებს. პარტნიორის მიმართ ზუსტი, მაგრამ უსიამოვნო შენიშვნები ახასიათებს. ერთად მუშაობა დიდ წარმატებას მოუტანთ (იმ შემთხვევაში, თუ პლუტონის მოქმედების კონტროლს ან სასურველი მიმართულების მიცემას შეძლებს). არსებობს ერთი „თუმცა“ – ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს პანიკურად ეშინიათ როგორც ვინმესთან ზედმეტი დაახლოების, ასევე დაუქორწინებლობის.

აქ პლუტონი ადამიანს „სულის ნაწილებად დაყოფის“ მდგომარეობაში ტოვებს, რაც შინაგანი წინააღმდეგობის გამო ხდება. ამიტომ ამ მდებარეობის მქონე ადამიანს საკუთარი აზრების კონტროლი მოუწევს. სასურველია თუ წინასწარ კარგად მოიფიქრებს რას აპირებს და გარშემომყოფებთან, პარტნიორებთან სიფრთხილეს გამოიჩენს.

პლუტონის ეს მდებარეობა პერსეფონეს ჰქონდა. თუმცა ამ გმირმა ქალმაც მხოლოდ 6 თვე გაძლო საკუთარი ქმრის, ჰადესის საზოგადოებაში.

დაზიანებული პლუტონი მტრული სამყაროს მძიმე ქვეცნობიერ განცდას იწვევს, ჰგონია, რომ მას ადამიანის განადგურება სურს. ნებისმიერი მტერი აღიქმება როგორც პოტენციური მკვლელი, რომელიც გადაწყვეტილების შესრულებაზე ოცნებობს. მტრებს ნაადრევად იღებს როგორც საბედისწერო ადამიანებს. „საბედისწერო მტრების“ მიმართ მოქცევის სხვადასხვა სტილი შეიძლება ჰქონდეს – ან სრულად იღებს „ბედისწერას“, ან ბრძოლის დაწყების ნიშნად თვლის. შესაძლოა დაუქორწინებლობა, განქორწინება, ქორწინებაში/საქმიან პარტნიორობაში უთანხმოება ან საერთო საქმეებში წარუმატებლობა იყოს. იშვიათად – სასამართლო პროცესები, ძლიერი მტრობა, იძულებითი ემიგრაცია ან დეპორტაცია პარტნიორის მიზეზით.

ზოგადად, ამ მდებარეობის მქონე ადამიანების ცხოვრება ქორწინების შემდეგ რადიკალურად იცვლება. დომინანტ პარტნიორს იზიდავს, ან თავად ხდება დომინანტი, ანუ  ტენდენციაა ან თავისზე ძლიერს დაემორჩილოს ან სუსტები დაიმორჩილოს. ქორწინებაში ხელისშემშლელი მისი ზედმეტი ეჭვიანობაა.  ეს ადამიანები მებრძოლი ხასიათის მქონე პიროვნებებს იზიდავენ. ერთი-ერთზე ურთიერთობები ხშირად ძალადობრივი ქმედებებით ან გადამეტებულ ენერგიულობით ხასიათდება. ადვილი, მარტივი და მსუბუქი ურთიერთობები        დიდხანს არ გამოსდით.

სამართლიანობის ძლიერი განცდა არაერთ პრობლემას უქმნის. კარგი იქნება თუ აზრებისა და შეხედულებების კონსტრუქციული გზით დაცვას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ისწავლის. ძალადობრივი ქმედებები უკან უტრიალდება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანისგან შესანიშნავი ფსიქოლოგი, იურისტი ან მოსამართლე დგება. სასურველია კონტრაქტის, ხელშეკრულებების დადების დროს ყურადღება გამოიჩინოს.

ძირითადი მახასიათებლები:

არეკლილი გაცნობიერება – თქვენი მეგზური სიღრმეებსა და ქვეცნობიერის კუნჭულებში ფარული შინაარსის მქონე წარსულის – სხვებთან ურთიერთობის ზემოთ ამოტანაში გეხმარებათ. შესაძლოა ვინმეს შეხვდეთ და ბევრი საერთო იგრძნოთ, მაგ: რომ თქვენი სიღრმისეული „მე“ გაიხსნა, ან პირიქით – სხვა ადამიანში საკუთარ ანარეკლს ვერ ხედავთ. ხაფანგი – საკუთარ თავს არ უტყდებით, რომ ის, რაც სხვებში შეამჩნიეთ, თქვენს ქვეცნობიერშიცაა. შესაძლოა თქვენს გონებაში სხვადასხვა მცდარი რწმენა და შეხედულებები შეიქმნას. მაგ: ის უარყოფითი თვისება, რაც პარტნიორში შეამჩნიეთ, მხოლოდ მასშია. ან კიდევ პარტნიორია „ყველა ტკივილსა და უსიამოვნებაში დამნაშავე“. თქვენი ამოცანაა – მზად იყოთ სხვებში საკუთარი თავის დანახვისთვის და აუცილებლობის შემთხვევაში – შეცვლისთვის.

თანასწორი ურთიერთობები – თქვენ უნდა გესმოდეთ იმ გავლენაზე, რასაც სხვებზე ახდენთ, განსაკუთრებით ინტიმურ პარტნიორებზე. თქვენ – ძლიერი „გადამცემი“ ხართ, რომელიც ხშირად ფეთქებადი ემოციებით ხასიათდება. იმ დროს, როდესაც პარტნიორულ ურთიერთობას ამყარებთ, ეს ემოციები ზემოთ ამოდის. თქვენი ვნება ვულკანის ამოფრქვევას ემსგავსება. ხაფანგს წარმოადგენს პარტნიორის კონტროლი, დომინირების სურვილი ან პირიქით – მასზე დამორჩილება. პარტნიორული ურთიერთობები თქვენი განვითარების ფსიქოლოგიურ პიკს წარმოადგენს, ზოგჯერ კი – ემოციური ცხოვრების ყველაზე დაბალ საფეხურს – გაფერხებენ. ურთიერთობათა ნაწილი მალევე „კვდება“, ნაწილი კი განვითარების ეტაპების პარალელურად მოგყვებათ. ამოცანა – თქვენი ურთიერთობებიდან უკეთესი  ნაწილი რაცაა დააფასეთ და იმედი იქონიეთ, რომ ისინი თქვენთან ერთად განვითარდება.

კონტრაქტები, ვალდებულებები – ვალდებულება – საკმაოდ ფართე (და სიღრმისეული) თემაა. თქვენ ან ბოლომდე ასრულებთ მიცემულ პირობებს, ან საერთოდ არაფერს პირდებით – საშუალო დონე არ არსებობს. თქვენსა და პარტნიორს შორის დისჰარმონიულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და მთავარი ხაფანგი  ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან  გარანტიის მიცემას წარმოადგენს. თქვენი ამოცანაა – აღიაროთ და მიიღოთ, რომ შეთანხმება – სიღრმისეული ცვლილებების მიღებას ნიშნავს. არ დაამყაროთ ისეთი ურთიერთობები, რომლებიც მაგნეტიზმითა და მიზიდულობით არ ხასიათდებიან და ყველაზე მთავარი – როდესაც კონტრაქტი წყდება, ბოლომდე შეასრულეთ. ყოველი შეთანხმება წმენდვის, ძველის მოშორების საშუალებაა.

თანამშრომლობა – თქვენი მხრიდან თანამშრომლობის სურვილი სიღრმიდან მოდის, მაგრამ რეალური თანამშრომლობა საკმაოდ რთული პროცესია. ორიენტირდით თქვენს ყველაზე სიღრმისეულ განზრახვებზე. რეალურად რისი მიღება გსურთ პარტნიორისგან? შეისწავლეთ კი რა გიზიდავთ შინაგანად? აცნობიერებთ როგორ გცვლით პარტნიორული ურთიერთობა? მზად ხართ თქვენს შიგნით არსებული უარყოფითი მხარის (ორიგინალი: დემონების) შესასწავლად? თუ კი, მაშინ თანამშრომლობაზე მთელი ძალით ორიენტირდით. თუ არა – პერიოდულად თქვენი მზაობა შეამოწმეთ. საკუთარ თავთან ბრძოლას (რომლის მიზანიცაა – უკეთესი გახდომა)  ნუ შეწყვეტთ. ამოცანაა – გაიაზრეთ, რომ თქვენი უარყოფითი მხარეების აღმოფხვრა (ორიგინალი: დემონების გაძევება) არა პარტნიორის, არამედ თქვენი მიზანი და პასუხისმგებლობაა. თუ ასე მოიქცევით, შინაგანი მონობისგან გათავისუფლდებით.

პარტნიორები ან პარტნიორული ურთიერთობები – შედარება: ნისლიანი/კვამლიანი ვულკანი, ჯერ არ ამოფრქვეული, მაგრამ მოქმედი. გარეგნულად ცივი და შინაგანად ცეცხლოვანი. თქვენთვის შესაფერისი (ბუნებრივი) პარტნიორი არის ადამიანი, ვისი ემოციური მხარე (ემოციური დაძაბულობა) ასხივებს, ვისთვისაც უცხო არაა გრძნობების მოზღვავება, პიროვნული ზრდის პერიოდული განცდა. თქვენი პარტნიორი დიდ გავლენას ახდენს, ერთდროულად ყველაზე ამაღლებულ სურვილსა და პარტნიორული ურთიერთობის ყველაზე ცუდ მხარეზე მიანიშნებს, ნათელ და ბნელ მხარეებს ააქტიურებს. პარტნიორობის დახმარებით საკუთარ თავს აცნობიერებთ. ურთიერთობები თქვენი მოტივების წმენდვას, განახლებას იწვევს.

დამუშავება ხდება არამხოლოდ ბრძოლის შედეგად (დროს) კონკრეტული და აუნაზღაურებელი დანაკარგების მიმართ შეგუებით, არამედ  – დესტრუქციული აგრესიის დაცხრობით მტრებისა და გარესამყაროს მიმართ, რასაც ხშირად თან ახლავს მათზე ძალაუფლების მოპოვების სურვილი  (ქვეცნობიერად ან ცნობიერად).

მე-7 სახლში ყოფნის შემთხვევაში პლუტონის ასპექტები

პლუტონის შეერთება:

დესცენდენტთან (მე-7 სახლის დასაწყისი) – სხვა პლანეტებისა და ნიშნით განისაზღვრება. უმეტესად – რამდენიმე ქორწინება, პარარელური სასიყვარულო კავშირები ან დაუქორწინებლობა.

მზესთან – პარტნიორი დიდ როლს ასრულებს, ძლიერი ან ძალაუფლების მქონე პარტნიორის ყოლის ალბათობაა, ხშირად ქორწინებისგან მოგებული რჩება; კოლექტიური მუშაობა და ძლიერ ადამიანთან თანამშრომლობა.

მთვარესთან – იშვიათად ეს ნიშნავს აუცილებლობით გამოწვეულ ან განქორწინებულ პარტნიორთან ქორწინებას. ქორწინება წარმატებული იქნება. შესაძლოა მისი ძირითადი მიზნები ჯგუფურ მიზნებს წარმოადგენდეს.

მერკურთან – პარტნიორთან ძლიერი სიღრმისეული კავშირი, პარტნიორის არჩევაში გონებრივი და ანგარიშიანი არჩევა სჭარბობს. შესაძლოა ფიქტიური ქორწინება ჰქონდეს ან ინტელექტუალურ პარტნიორზე (მასწავლებელი, მკვლევარი, ლექტორი, მწერაი, პოეტი, ჟურნალისტი…) დაქორწინდეს.

ვენერასთან – ქორწინება სიყვარულისა და ძლიერი ვნების გამო, ასევე შესაძლებელია განმეორებითი (ან ორი) ქორწინება. პარტნიორი შესაძლოა ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდეს.

მარსთან – იძულებითი კავშირი ან თანამშრომლობა, პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეები, შესაძლოა – გაუხარელი პარტნიორობა, განქორწინება, პარტნიორთან დაშორება (უფრო მეტად იძულებით).

იუპიტერთან – კოლექტიური სირთულეები, რაც ძირითადად ძველ კონსერვატიულ და ახალ პროგრესულ საქმიანობებს ეხება. მნიშველოვან როლს თამაშობს ქორწინების ან საქმიანი პარტნიორი. რამდენიმე ქორწინების ალბათობაა.

სატურნთან – ძლიერი პარტნიორული ცხოვრება, ეს უკანასკნელი შესაძლოა ასაკით დიდი იყოს; გვიან დაქორწინდეს ან გარიგებით. პარტნიორის რაიმე სახის დეფექტის ალბათობაა.

ურანთან – თავისუფალი ურთიერთობებისა და კავშირების მოყვარულია. სამოქალაქო ქორწინება, ქორწინების გარე ურთიერთობები. შესაძლოა სექსუალური კუთხით უცნაური პარტნიორი – სადისტური ან განსხვავებული სახის კავშირების მაძიებელი.

ნეპტუნთან – უცნაური პარტნიორული ურთიერთობა, ხშირად თავს მთლიანად საზოგადოებრივ საქმიანობებს უძღვნიან.

პლუტონის დადებითი ასპექტი (ტრინი, სექსტილი):

მზესთან – თანამშრომლობა ან ქორწინება რაღაცით განსხვავებულ, ერუდირებულ ადამიანთან. შესაძლოა ეს უცნაუური პროფესიის ან იურისტი, დიპლმატი იყოს.

მთვარესთან – ქორწინება განქორწინებულ ან ქვრივ ქალთან, ან ასაკით დიდ პარტნიორთან. ქორწინება წარმატებულია.

მერკურთან – მწერალთან, დრამატურგთან, პოეტთან, მკვლევართან  ან ჟურნალისტთან ქორწინება. პარტნიორთან საერთო საქმე აკავშირებს.

ვენერასთან – პარტნიორი ხელოვნების სფეროდან იქნება ან პოპულარული, ცნობადი სახე.

მარსთან – სამხედრო პირზე, პოლიციელზე, გამომძიებელზე, ბოროტმოქმედზე (უარყოფით ვარიანტში) ქორწინება.

იუპიტერთან – წარმატებული და ჰარმონიული ქორწინება. მეუღლე შესაძლოა იურისტი იყოს. ეს ადამიანი საზოგადოებაში წარმატებას არწევს.

სატურნთან – ასაკით უფროსი ადამიანები მოსწონს. ქორწინება შესაძლოა წარმატებული იყოს, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. მეორე ქორწინება უფრო წარმატებული გამოდგება, ვიდრე პირველი.

ურანთან – ქორწინება მკვლევართან, გამომგონებელთან, სამხედრო პირთან, გამომძიებელთან, ასტროლოგთან, მკურნალთან ან ექიმთან.

ნეპტუნთან – ქორწინების პარტნიორი დიდი ალბათობით რაიმე სახის ფენომენალურ ან ექსტრასენსორულ უნარს ფლობს.

პლუტონის უარყოფითი ასპექტი (ოპოზიცია, კვადრატი):

მზესთან – ადამიანს თანამშრომლობა იძულებით უწევს. შესაძლოა არაერთი კავშირი გაწყვიტოს. ძლიერი და შურისმაძიებელი მტრები ჰყავს, რომლებთანაც ბრძოლა ზოგჯერ წლების მანძილზე გრძელდება.

მთვარესთან – წარუმატებელი ქორწინების ან დაუქორწინებლობის ალბათობაა.

მერკურთან – პარტნიორთან ასაკობრივი სხვაობის გამო პრობლემები. შესაძლოა მოღალატე პარტნიორი და/ან თანაავტორი ჰყავდეს.

ვენერასთან – ქორწინების ამორალურობის გამო დარღვევის ალბათობაა.

მარსთან ქორწინებაში სირთულეები, განსაკუთრებით ერთ-ერთი პარტნიორის აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების გამო.

იუპიტერთან – სირთულეები და წარუმატებლობა სხვა ადამიანთა „დამსახურებით“, შესაძლოა პრობლემური სასამართლო პროცესები გადაიტანოს.

სატურნთან – ცხოვრებისეული მოულოდნელი უსიამოვნებები, სირთულეები, გაკვეთილები. სექსუალურ ნიადაგზე ძალადობრივი ქმედებები ან პრობლემები.

ურანთან – პარტნიორის ან თანაავტორის დაუფიქრებელი ქმედებების გამო სირთულეები. ადამიანი უნდა უფრთხილდეს თვითმკვლელობაზე ფიქრს.

ნეპტუნთან – განქორწინება ან სირთულეები ქორწინებაში. მოწამვლის ალბათობაა.

 

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.

 სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top