პლუტონი VIII სახლში

პლუტონი VIII სახლში

ბუმერანგის პრინციპი – რასაც გასცემთ, ის დაგიბრუნდებათ

პლუტონის ეს მდებარეობა ყველაზე ძლიერი და მტკიცე პოზიციაა, მიუთითებს რომ ადამიანის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება, რაც მას ან მის გარშემომყოფებზე იმოქმედებს და შეცვლის მათ. პლუტონი აიძულებს ადამიანს მოექცეს ჩიხში, რათა შეიცვალოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩიხის საშუალებებად კი სექსუალური ცხოვრება, გადარჩენა და სიკვდილის საფრთხე გამოიყენება. ცხოვრებაში შეზღუდვებს ხშირად ეჯახებიან, მათი დაძლევით კი უფრო მეტ ძალას იღებენ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებმა საკუთარი სიძლიერე, ენერგია, ძალა ისევ საკუთარ თავზე უნდა მიმართონ და არა გარშემომყოფებზე, აქვთ ძლიერი თვითკონტროლის უნარი. ისინი აქცენტს აკეთებენ არა საქმეზე, არამედ მიზეზებზე, შეუძლიათ სხვა ადამიანთა შველა უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავის. ამ მდებარეობის მქონეს ადვილად შეუძლია სხვათა გონების გაშიფრვა და შეფასება ვინ არის სანდო, ვინ-არა. შეუძლიათ ჩაწვდნენ დაფარულ აზრებს და სწორად გამოიცნონ ისინი.

მათ ცხოვრებაში სიკვდილს დიდი ადგილი უჭირავს და შესაძლოა ფარულად ოცნებობდეს კიდეც სიკვდილზე, ან წარმოიდგენდეს საკუთარი სიკვდილის სცენებს. მათ იზიდავთ იდუმალება და ისეთი საკითხები, რომელთა გარკვევა არც ისე ადვილია. მათგან კარგი მკვლევარი დადგება, რადგან უყვართ სიღრმეებში, დეტალებში ჩაძვრომა. ფრთხილად უნდა იყვნენ ალკოჰოლის მოხმარებასთან.

ვინც ემოციურად გაუწონასწორებელია, შეუძლია თამამად დაუკავშირონ ბედი ამ ადამიანებს, მათთვის დადებითის მომტანნი იქნებიან.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანის აზრები ძირითადად მიმართულია შინაგანი სამყაროს პრობლემებისკენ. მისთვის დიდი მნიშნელობა აქვს რელიგიურ და ოკულტურ ცოდნას+გამოყენებას. ორგანიზმს რეგენერაციისა და ძალების სწრაფად აღდგენის უნარი აქვს. ანალიტიკური აზროვნება ეხმარება რთული ფინანსური საკითხების გადაჭრაში. ამ მდებარეობის მქონე ადამიანთა პროფესია უმეტესად დაკავშირებულია სიკვდილის ან გარდასახვის სფეროებთან. დაინტერესებულია ასტროლოგიით, ეზოთერიკით, კარმით, იოგით, მედიტაციით, ფსიქოანალიზით. თავად საკმაოდ ძლიერ ოკულტურ გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე.

ფსიქოლოგიური კრიზისი ძირითადად დაკავშირებულია სამყაროზე გავლენის მოხდენის სურვილის იმედგაცრუებით, ან ფობიებით (ერთ–ერთი რთული გადასალახი შიში შეიძლება იყოს ღმერთის შიში). კრიზისიდან გამოსვლა ხდება ან თავისთავად ან კიდევ ძლიერი ფსიქიკური გადასხვაფერებისა და შეცვლის შედეგად. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ყველა ქმედებაზე, მნიშვნელობა არ აქვს მის ქმედებებს სხვები ხედავენ თუ არა.

პლუტონი მე-8 სახლში ადამიანს ანიჭებს სექსუალურობას, რაც შეიძლება გამოვლინდეს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში ადვილად, თუმცა შესაძლოა არაცნობიერად. მას შეუძლია თავგზა აუბნიოს საპირისპირო სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც ახლოს გაეცნობა. პლუტონი მერვე სახლში თქვენგან მოითხოვს პიროვნულ სიძლიერეს, ზრდას, თვითშეწირვას. ეს პირად ურთიერთობებსაც ეხება. იმისთვის, რომ უფრო “გაიზარდოთ”, თქვენი ერთი ნაწილი უნდა “მოკვდეს” (შეიცვალოს). ეს ტკივილს, მაგრამ თავისუფლებას გაძლევთ. გიზიდავთ არა ზედაპირული, არამედ ღრმა ურთიერთობები.

ხშირად პირადი ურთიერთობების გავლენით იცვლებით. თუ ვინმესთან დაახლოვდით, ძლიერი მიზიდულობა და გრძნობა გაკავშირებთ. ხანდახან ვერც კი ხვდება პარტნიორს მასში რა იზიდავს. ნებისმიერ პირად ურთიერთობაში ახასიათებთ სიკვდილი და ხელახლა დაბადება, ძლიერი ინტიმურობის განცდა, ემოციურობა, ფიზიკური და სულიერი ერთიანობის განცდა, ვნება, შესაძლოა მიდრეკილი იყოს გარკვეული რიტუალების ჩატარებისკენ, ტაბუ მისთვის არ არსებობს. თუ სასურველი ურთიერთობა აქვთ,  ყველა საზღვარი იშლება. ინტუიციის წყალობით ადვილად ხვდება პარტნიორის სურვილებს, შეუძლიათ სექსუალური დამოკიდებულებით მანიპულირება.

მიდრეკილება პარტნიორთან უმაღლესი გაერთიანებისაკენ. თუმცა მიუხედავად შერწყმის სურვილისა, შინაგანად მარტოსულად რჩება. შინაგანი პროცესების ინტუიციური გაგების უნარი, ყველაფრის ან არაფრის მიღების სურვილი აქვს და ცხოვრებას სერიოზულად უყურებს. საკმაოდ ბევრ საქმეს საიდუმლოდ აკეთებს. ხშირად უწევს ყველაფრის ახლიდან/თავიდან დაწყება.

პლუტონის ამ მდებარეობამ მფლობელს შესაძლოა მოუტანოს დიდი მოგება ქორწინების ან საქმიანი პარტნიორის წყალობით, ბიზნესი ააწყოს. სასურველია გამოიმუშავოს პასუხისმგებლობის გრძნობა, დაჟინებულობა, მიზანდასახულობა, თვითდარწმუნებულობა. თუ სექსუალური პოტენციალის სუბლიმაციას ახერხებს – დიდ წარმატებას მიაღწევს ხელოვნების, მეცნიერების, მედიცინის (განსაკუთრებით – ქირურგია, სექსოლოგია, ხალხური მედიცინა, ფსიქოანალიზი), ფიზიკის, ქიმიის სფეროში. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი სამოქმედო სფეროდ ხშირად ირჩევს ოკულტურ და ეზოთერულ პრაქტიკას.

დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს პრობლემები გადასახადებთან, ვალებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. ვლინდება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის ძლიერი მიდრეკილება, მოთხოვნილებები, სექსუალური ექსპერიმენტების ჩატარების (ძალადობრივი, სადო-მაზოხისტური ელემენტებით) სურვილი.

ერთი ეგრეგორიდან მეორეზე გადასვლის შემთხვევაში, სასურველია დაიცვას გარკვეული „წესი“ – წინა ეგრეგორთან ყველა ვალდებულება შეასრულოს და შემდეგ ახალ პროგრამაზე აიღოს პასუხისმგებლობა. მორჩილების გამომუშავება რთულია, რადგან საშუალო ადამიანი ნაკლებად ფიქრობს ეგრეგორთან კავშირზე და მის მიმართ პასუხისმგებლობაზე. მეორე ვარიანტი – პლუტონი ზარმაც ადამიანს აიძულებს ბოლო წვეთამდე გადაიხადოს ეგრეგორის ვალი (მას შემდეგაც, რაც ეგრეგორის მიმართ მსახურება მთავრდება), თუ მას ამოცანა არ შეუსრულებია.

დამუშავება ადამიანებისთვის კრიტიკულ მომენტებში მათი შეცდომების დანახვისა და გამოსწორების საშუალებას იძლევა, რაც მიშნავს დიდ მაგიურ ძალაუფლებას და რთული კარმული პროგრამების დანახვის უნარს.

ამოცანები: ა)მიიღოს ენერგიის გაუცნობიერებელო წყაროები. ურთიერთობებისთვის სიმძაფრე ისევ იქნება დამახასიათებელი, მაგრამ არავინ იქნება მბრძანებელი და დაქვემდებარებული. შედეგად მთლიანობა ცალკეული ნაწილების გაერთიანებაზე მეტი იქნება. ბ)ცვლილებების მიღება წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. გ)ირწმუნოს, რომ სექსუალურ კავშირში „შავი ხვრელი“ დასადგურების შემდეგ  განახლება ხდება – როგორც ჭუპრისგან პეპლის დაბადება.

წყარო: შულმანი, cafeastrology.com, astro-club.net

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top