სიტყვა–გასაღები: ღირებულებათა ცვლილებები, ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის დადგენის პოვნა, იდეების, შეხედულებების, რელიგიის კრიტიკა ან სრული მიმღებლობა. სიმართლის მაძიებლობა. საიდუმლოებების ძიების, სწავლის, მეტი ცოდნის მიღების, შეხედულებათა სისტემის გაფართოების სურვილი.
ინტერესი საგანმანათლებლო, სამართლებრივი და რელიგიური სისტემების რეფორმებისკენ. ეს ადამიანები ვერ იტანენ თვალთმაქცობასა და უსამართლობას და ხშირად გვევლინებიან მათთვის მიუღებელი ან დისკრიმინაციული ინსტიტუტების რევოლუციონერებად, სტუდენტური მოძრაობებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეებად, ხელმძღვანელი პირებისადმი ბუნტის მომწყობებად. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში არის პერიოდები, როდესაც იბრძვიან საკუთარი აზრის, ფილოსოფიური ხედვის დასაცავად.
შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ზოგადსაკაცობრიო საკითხების გამო იბრძვიან, მაგრამ სინამდვილეში მათი ხედვა სუბიექტურია და პირადი ინტერესებიდან და/ან გემოვნებიდან გამომდინარეობს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს მოუწევთ მინიმუმ ერთხელ მაინც გადახედონ ან შეიცვალონ რწმენა (არამხოლოდ რელიგიური კუთხით, რწმენა და ხედვა იცვლება).
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, შესაძლოა ბევრი რამ არ მოსწონდეს (თვისებები, ქცევა, ფილოსოფიური ხედვა), რის გამოც მოინდომოს ან ძირფესვიანად შეცვლა ან განადგურება. ფილოსოფიური მოძღვრებისა და წიგნების გაცნობის შემდეგ ხშირად ეცვლებათ შეხედულებები და რწმენა. მისთვის ურთიერთობები „ჭკუის სასწავლია“ მორალური კუთხით.
ხშირად ეს ადამიანები გვევლინებიან აგიტატორებად ფილოსოფიასა და პოლიტიკაში, რელიგიური, ფილოსოფიური კრიტიკული სტატიების ავტორებად, ქარიზმატულ ლიდერებად. სურთ უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეთ ფსიქოლოგიის, მეტაფიზიკისა და მისტიკის სფეროში, ეცნობიან ლიტერატურას, კითხვებზე პასუხს იღებენ. ფსიქოტროპული წამლებმა და ალკოჰოლმა შეიძლება მიიყვანოს ფსიქოლოგიურ კრიზისამდე ან გაუწონასწორებლობამდე.
სულიერ მასწავლებელთან ურთიერთობას თან გასდევს საბედისწერო კვალი – ისინი ერთად შეძლებენ ახალი სულიერი განვითარების გზების გაკვალვას იმდენად, რამდენადაც ინდივიდი დაამუშავებს წარსულ კარმულ „კუდებს“.
მათ უნდა ახსოვდეთ, რომ რაც წარსულში ისწავლეს, არაა აუცილებელი ყველაფერი გადახაზონ ან უარი თქვან, რადგან შეიძლება სხვადასხვა ხედვამ ისე იარსებოს, რომ მიუხედავად გარეგნული დაპირისპირებისა – ერთმანეთი შეავსონ. საზოგადოება მათთვის შეიძლება იყოს „სამოთხეც“ და „ჯოჯოხეთიც“. საჭიროა დაძლიონ ავანტიურიზმისკენ მიდრეკილება, რელიგიური ფანატიზმი.
დადებითი კუთხით განვითარების შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ იმ ადამიანთა ენერგია, რომლებიც მშობლიური მხარისგან შორს არიან. ეს ადამიანები საზღვარგარეთ პოპულარობითა და წარმატებით სარგებლობენ; თუმცა მათ უცხო ქვეყნების მიმართ კრიტიკული ხედვა გააჩნიათ. დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში ამ მდებარეობის მქონე ადამიანს საზღვარგარეთ ცხოვრება გაუჭირდება, ჰარმონიული პლუტონის შემთხვევაში კი – ბევრ პრობლემას გადაწყვეტს. უარყოფითი კუთხით განვითარების შემთხვევაში მგზავრობების დროს საფრთხეები, შესაძლოა კატასტროფებში ხშირად მოყვეს.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანები “მიბმულები” არიან საკუთარ რწმენებზე და შეხედულებათა სისტემაზე. ამის გამო, თუ ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა დებატები ადვილად გადაიზარდოს არგუმენტირებულ დავაში. ახასიათებთ დამაჯერებელი საუბრები, ინტელექტუალია. აზრები ძლიერია იმისთვის, რომ გაიგონ ვინ არიან, დაუკვირდნენ საკუთარ ფიქრებს. ადვილად შეუძლიათ ნააზრევის გადმოცემა, სხვებისთვის თავსმოხვევა. ახალ იდეებს სიფრთხილით ეკიდებიან, სანამ არ შეამოწმებენ და არ გაფილტრავენ.
ბრმად რწმენის მქონე ადამიანებისადმი ზიზღის გრძნობა უჩნდებათ, რადგან თავად ნებისმიერ რწმენას, იდეას, აზრს ღრმად ამუშავებენ სანამ ბოლომდე გაითავისებენ. თავგადასავლებისადმი მიდრეკილება კი ბევრ უცნაურ რამეს აპოვნინებთ. პლუტონის მხრიდან წმენდა მოდის აზრებზე, გონებაზე. ამიტომ ცვლილებები ძირითადად რწმენაზე და შეხედულებათა სისტების გადაკეთებაზე მოდის.
ძალა და ცვლილებები მორალურ სტანდარტებზე მოდის. სანამ არ აღმოაჩენენ დაფარულ ცოდნას, მანამდე არ ჩერდებიან. მათ ან სწამთ ზებუნებრივი ძალების ან საერთოდ არ წამთ, ეს მათ შეხედულებათა სისტემაზეა დამოკიდებული.
საკუთარი აზრი აქვთ ნებისმიერ მოვლენაზე. ადრე თუ გვიან პლუტონის გავლენით მოუწევთ შეცვალონ გარკვეული კანონები ან/და რწმენები, რომელთა შეცვლითაც განსხვავებულ გზას გაუყვებიან. სიკვდილს მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მასზე შეხედულებები უყალიბდებათ ცხოვრების პერიოდში, გონებრივი კრიზისის დროს. მოგზაურობები, მგზავრობები და განათლება- ესაა მათ ცხოვრებაში ცვლილებების მომტანი სფეროები.
მიდრეკილება აქვთ სწავლისაკენ, განათლების მიღებისაკენ, რადგან ცხოვრების უფრო მეტად შესწავლის ერთ-ერთ საშუალებად თვლიან. განათლება დაეხმარებათ მანამდე დაფარული ინფორმაციების მოძიებაში, ჭეშმარიტების დადგენაში. იტაცებთ არქეოლოგია, უძველესი ენები, კულტურები, ისტორია, მედიცინა, კრიმინოლოგია. მოსწონთ მოგზაურობები ქვეყნების და ადგილების შესასწავლად, მაგრამ სასურველია სიფრთხილე არ დაივიწყონ. ეს სწორედ ის ადგილები და დროა, რაც ცვლილებებს მოუიტანთ.
პ.ს. თუ პლუტონი მე-9 სახლშია,მაგრამ MC-ს დაშორებულია 4-5 გრადუსით, მაშინ მას ეწოდება მე-10 სახლის “ბნელი მხარე”, შესაბამისად გავლენა ექნება როგორც მე-9, ასევე მე-10 სახლზეც.
ძირითადად დამუშავებულია შულმანი, astro-club.net, cafeastrology.com–დან
სტატიის ავტორი: თამთა