პლუტონი მშვილდოსანში

პლუტონი მშვილდოსანში

(1503-1516, 1750-1762, 1995-2008 წლები)

17.01.1995 – 21.04.1995

11.11.1995 – 26.01.2008

14.06.2008 – 27.11.2008

დადებითი მახასიათებლები: მოაზროვნე, მასშტაბური რელიგიური პრინციპების ჰარმონიულად შემცვლელი.

უარყოფითი მახასიათებლები: არაპრაქტიკულობა, გარშემომყოფებთან მუდმივი შეუთანხმებლობა.

ჰარმონიული ასპექტები პიროვნებას ნებისყოფას, ენერგიას, ამბიციურობას, წინდახედულობას, ენთუზიაზმს, ოპტიმიზმს, სამართლიანობას, სიმდიდრეს, სოციალურ წარმატებას, შორსმჭვრეტელობას, მართვისა და ხელმძღვანელობის უნარს, სიახლეების გატარების უნარს მატებს.

თუ პლუტონი დაზიანებულია (უარყოფითი ასპექტები) ხასიათში ვლინდება დიქტატორობისკენ, ძალადობისკენ მიდრეკილება, გადამეტებული პატივმოყვარეობა და ამბიციურობა, ემოციური არასტაბილურობა, ძალდატანებითი მეთოდების გამოყენება, ავანტიურიზმის, კონფლიქტურობის, რისკიანობისკენ, შურისმაძიებლობისკენ მიდრეკილება.

 

აქ პლუტონი იუპიტერისა და ნეპტუნის სამფლობელოშია, ქირონის ეგზალტირების ნიშანში, ცეცხლის სტიქიაში, რომელიც მისი „ბუნებრივი“ სტიქიის (წყალი) საპირისპიროა. ეს თაობაა –  ღირებულებათა განახლებული სისტემითა და ახალი რელიგიით. აღნიშნული პერიოდი (პლუტონი მშვილდოსანში) გლობასთან განხილულია როგორც მერწყულის ეპოქის დასაწყისი და ხასიათდება პატრიოტიზმის მატებით, დიდი ენთუზიაზმით, დადებითი ნების გამოხატვით, მოიმატებს ადამიანთა შეხვედრები კოსმიური ცოდნის გასაზიარებლად. ადამიანები აცნობიერებენ რისთვის მოვიდნენ და რომელ მხარეს წავიდნენ. წამყვანი მიმართულების ახალი ტალღები ჩნდება, საზოგადოებრივი ენერგიის ზრდა ხდება.

მშვილდოსანი უკავშირდება ზრდას, ღირებულებათა სისტემას, ცხოვრებისეულ ორიენტაციას, პლუტონი კი ტრანსფორმაციას. პლუტონი მშვილდოსანში, ერთის მხრივ უკავშირდება ღირებულებებს, ზრდას, განვითარებას. მეორეს მხრივ, პლუტონის გამოვლენის ზრდა ხდება. ძველად, პლუტონის ექსპანსია საომარ მოქმედებებს აღნიშნავდა. თანამედროვე ცხოვრებაში განსხვავებულად ვლინდება: გავრცელება, შეპყრობა, ნებისყოფის მართვა ისე, რომ ადამიანი აგრესიამდე არ მივიდეს. მაგალითად, პლუტონის მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბაზრის დაპყრობა/მიტაცება; შესაძლოა გაიზარდოს ადამიანების მიგრაცია. პლუტონის გამოვლენას უკავშირდება დანაშაულის საერთაშორისო დონეზე გავრცელება. პრაქტიკის მიხედვით, პლუტონის სხვა ნიშანში გადასვლა ყოველთვის იწვევს ფინანსურ რყევას.

ასევე, მშვილდოსანი რელიგიაში, ფილოსოფიაში, განათლებასა და კანონებში აზრის ძიებას უკავშირდება. უკვე ვხედავთ პოტენციურ ცვლილებებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში, მათ შორის ტრადიციულ რელიგიაში; ვხედავთ საზოგადოებრივი განათლების სისტემითა და კანონებით უკმაყოფილებას. პლუტონის მშვილდოსანში ყოფნის დროს აღნიშნული სფეროების ცვლილება-გადაფასება მოხდება. ხოლო ამ პერიოდში დაბადებული ბავშვები დამოუკიდებლები და არაორთოდოქსალურები იქნებიან საკუთარი ჭეშმარიტებების ძიებაში.

პლუტონი მშვილდოსანში ვლინდება ადამიანთა მსოფლმხედველობის შეცვლაში, ღირებულებათა სისტემის გადახედვაში, ორიენტირებისა და მრწამსის ცვლაში.  პლუტონის მორიელში ყოფნის დროს მკაფიო ოპოზიციური ძალისა და განვითარების სტიმულს შორის ცივი ომი დასრულდა. მშვილდოსანში გადასვლის შემდეგ მსოფლმხედველობის კრიზისი ვლინდება – მამოძრავებელი იდეის ნაკლებობა, იდეალების დაკარგვა, პერსპექტივების ჩამოუყალიბებლობა. პლუტონის მოძრაობასთან ერთად ახალი პერსპექტივები ჩნდება. რადგან მშვილდოსანი განათლებას უკავშირდება, პლუტონის ამ ნიშანში მოხვედრა განათლების სისტემის კრიზისს უკავშირდება, განათლების არაერთი რეფორმა ტარდება.

ამ პერიოდში ჩნდება კომუნიკაციისა და კავშირის ახალი საშუალებები, რომელიც ადამიანის ბიოლოგიურ პოტენციალს ეფუძნება (ტელეპორტაცია). პლუტონი მშვილდოსანში იმყოფებოდა 1750-1762 წლებში, როდესაც საფრანგეთის რევოლუცია მოხდა.

 

ამ პერიოდში დაბადებული თაობა აქტიურად ეძებს უმაღლეს ღირებულებებს, ეს ფილოსოფოსების, რელიგიური ლიდერების, მასწავლებლების თაობაა, რომელიც საკუთარი მაგალითით იდეოლოგიისა და წრის გაფართოებას ახერხებენ. უარეს შემთხვევაში ამპარტავანი, დიდი წარმოდგენის მქონე, ქედმაღალია; ყველას ეჯახება, სხვებს მისთვის მუშაობას აიძულებს, ავლენს ჩვეულებრივ, ადამიანურ უმადურობას. მთლიანობაში – პლუტონის მშვილდოსანში ყოფნის პერიოდი საკმაოდ ნათელი ეპოქა იქნება.

პლუტონის მშვილდოსანში მქონე თაობა ძლიერადაა მიდრეკილი საზოგადოებრივი იდეალების გამოვლენისკენ, მის მსახურებისკენ. ცდილობენ კანონების შეცვლას (რადგან წინა თაობისგან განსხვავებულად აღიქვამენ). საუკეთესო შემთხვევაში – გაფართოებული თვალთახედვა, საკუთარ თავისა და ადამიანების რწმენა, გონებისა და სამართლიანობის ძალის რწმენა ახასიათებს. უარეს შემთხვევაში – ადამიანების სიძულვილი, ეგოისტური მიზნებისთვის ცოდნის გამოყენება, გაუცნობიერებელი მორჩილებისკენ და კაცობრიობის ცოდნის სათავისოდ გამოყენებისკენ აქვს მიდრეკილება.

ეს თაობა დაიბადა იმ 13 წლიან პერიოდში (1995-2008), როდესაც ადამიანები თავს უფრო თავისუფლად, შეუბოჭავად გრძნობდნენ. როგორც ჯგუფი, მიდრეკილნი იყვნენ გრანდიოზული გეგმების დაწყობისკენ, ახალ შესაძლებლობებს იკვლევს. ამ თაობის ჯგუფს ფართო ინტერესები, ენთუზიაზმი და ინიციატივიანობა ახასიათებს. რელიგიური ფანატიკოსები და ფილოსოფიური გონება ამ თაობისთვის იშვიათი არაა და მათი უმეტესობა დიდ წარმატებას აღწევენ სხვებზე ზეგავლენის მოხდენასა და მიმდევრებზე.

პლუტონის მშვილდოსანში მქონე თაობა სიღრმისეულად გრძნობს უსასრულო ცხოვრებასა და შეუზღუდავ შესაძლებლობებს, ელოდებიან მათ გახსნას (აღმოჩენას). ეს ასაკობრივი ჯგუფი მომავლის წარმოდგენას იწვევს და გრანდიოზულ გეგმებსა და პროექტებს ადგენს. მათ მოსწონთ კვლევა და მოგზაურობა, ცდილობენ ჰორიზონტს მიღმა გაიხედონ. ინტერესი აქვთ პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ და იდეის სახელით მოქმედებისკენ.

პლუტონით მშვილდოსანი მიისწრაფის ყველა სწავლების, დოქტრინის, კონცეფციის ნაკლოვანებებისგან, ცდომილებისგან გამოცალკევებისკენ. ძლიერადაა დარწმუნებული, რომ ადამიანის ბუნება აზრიანი და ნათელია – ამის გამოსავლენად კი მხოლოდ მოქმედების სრული თავისუფლებაა აუცილებელი. ღრმად სწამს ადამიანებისა და კაცობრიობის, ცდილობთ მათ იდეალურ არსებობასთან მიახლოვებას. მისი მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების, ჰუმანური პროგრამების გამოსავლენად პირადი თავისუფლება მნიშვნელოვანია.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი საზოგადოებრივი შეხედულებების, იდეალების, რელიგიური და სამეცნიერო კონცეფციების სიღრმისეულ და ფაქიზ წმენდას ახორციელებს. საზოგადოებრივ და პირად ცნობიერებაში ის შლამი და ნაგავი გამოყავს, რომელიც დაგროვდა. ცნობილია, რომ ნებისმიერი იდეა, რომელსაც მასები მიიღებს, პროფანირდება; პლუტონური მშვილდოსანი ამ ეფექტის კომპენსირებას ახდენს.

ათასწლეულის ბოლოს დაბადებული ადამიანები სულიერი, ეთიკური და მორალური ღირებულებების გადახედვას, რელიგიური შეხედულებების, ადამიანთა ცხოვრებაში მათი როლის გადაფასებას დაიწყებს. კარმული კანონები კი საზოგადოებრივი განვითარების საფუძველი გახდება.

ადამიანი, პლუტონით მშვილდოსანში, მონაწილეობას იღებს ახალი იდეებისა და განვითარების მიმართულებების შერჩევაში, ახალი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბებაში; ცოცხლობს იდეისთვის და კვდება მომავალი თაობების ხელშეწყობის სურვილით. მასის მფარველი და გამფართოვებელია, უმაღლესი იდეით ხელმძღვანელობს. მისი ღირებულებათა სისტემა განსხვავებულია (წინა თაობისგან) და ახალ რელიგიურ შეხედულებებს ეფუძნება.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს პერიოდულად  „შემოწმების გავლა“ უწევს შინაგან სიწმინდეზე, რამდენადაა მისი ცხოვრება იდეალებს მიძღვნილი, იდეალებს ატარებს თუ არა ცხოვრებაში. ის ზუსტად გრძნობს უმაღლეს ამოცანებს და მათი პრაქტიკული რეალიზება უწევს.

ბოლო თაობა მე-20 საუკუნის ბოლო – 21-ე საუკუნის დასაწყისში მოევლინა ქვეყანას და ღია კოსმოსის შესწავლის დიდ სურვილს გამოთქვამს, მათი მეშვეობით შესაძლოა რეალობად იქცეს ის, რაც ახლა ფანტასტიკის სფეროდ გვეჩვენება.

 

მომზადებულია გლობას, პოდვოდნის, ვრონსკის, საკოიანის, astro-club.net-ის მასალებზე დაყრდნობით.


About Tamta

Scroll To Top