პროზერპინას ასპექტები
პროზერპინა–მზე
პროზერპინას მზესთან ასპექტები უთითებენ და უჩვენებენ ახსნაზე. ისინი პასუხს აგებენ კითხვის დასმაზე, დასმულ კითხვაზე _ რატომ ხდება ასე და არა ისე? ასე უნდა იყოს თუ ისე? ყოფნა თუ არ ყოფნა? და თუ ყოფნა, მაშინ რა პირობებით და როგორ?
“მასწავლებელი კლასს საშინაო დავალებას კარნახობს”
კანონის გაგება, ჩაწვდომა და ცხოვრებაში მისი გატარება წყდება მატერიალური ქმნითა და ობიექტის განადგურებით. ტიპიური პროზერპინა–მზის სიტუაცია – მუნიციპალური ხელისუფლების თათბირი, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში არსებულ უწესრიგობასთან. ამ ენერგიაზე (პროზერპინა–მზის ენერგია) მუშაობს მეანი (ბებიაქალი), რომელიც ხელმძღვანელობს მშობიარობის მიღებას; თუ მშობიარობა ნორმალურად მიმდინარეობს, ის ამ ენერგიას წარმართავს და გამოჰყავს “ობიექტი” მზე–პროზერპინას ენერგიაზე. პროზერპინა–მზის ენერგიაზე ხდება ესკიზური პროექტის შექმნა, რომელზეც შემდეგ მომავალი “ობიექტის” შტრიხების დადება იწყება. უფრო ფაქიზი მაგალითია _ მომავალი სერიოზული დოკუმენტის სტრუქტურის მომზადება, მაგალითად, სახელმწიფო კანონი.
არასაკმარისი პროზერპინა–მზის ენერგიის რაოდენობა, ნაწილობრივ, იმ კანონებისთვის არასაკმარისი ყურადღების მიქცევა, რომელიც მართავს ქმნილებას (პირობითად ახალ კანონს) ანდა ახალშობილ ობიექტს, აისახება მომავლაში ობიექტის ბედზე, და პროზერპინა–მზის სიტუაცია გარდაიქმნება მზე–პროზერპინას ენერგიად და სიტუაციად: რამეთუ, პირობითად, ხელისუფლების მიერ არასაკმარისი ყურადღების მიქცევა მოქელაქეების მიმართ, მთავრდება ხელისუფლების დამხობით.
პროზერპინა ჰარმონიული ასპექტებით მზესთან
შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს აქტიური დასვენების, სწრაფი სიარულის სიყვარული, საკუთარი გარეგნობის და ჯანმრთელობის სიყვარული (თან გაცნობიერებულ დონეზე).
სოლარისებთან, ნაწილობრივ ეს ეხება ლომებს (ზოდიაქოთი) წყნარი და ჰარმონიული ურთიერთობაა.
პრინციპში, ლომები და ქალწულები საერთოდ არ არიან ერთმანეთთან კონფლიქტში, თუმცა საერთოც ცოტა აქვთ.
პროზერპინა დაძაბული ასპექტებით მზესთან
მთელი ცხოვრების გაურკვეველი და ძალის/ენერგიის წამრთმევი გარდატეხვა, რომლის შედეგაც ადამიანი ვალდებულია ყველაფერი თავიდან დაიწყოს. საჭიროა ყურადღების გამახვილება საკუთარ ჯანმრთელობაზე. შეიძლება საფრთხე შეიქმნას საშიში და დაფარული ავადმყოფოფებიდან. ეს ასპექტი პიროვნებას შანს უტოვებს რომ ჰყავდეს შვილი, რომელიც პირად ჰოროსკოპში შეიძლება ძალიან ღრმად იყოს დაფარული (შეუმჩნეველი). თუმცა შვილის ყოლის საკითხში არც ისე მარტივადაა საქმე და მთავარია ამის გაგება და გაცნობიერება.
ასეთი ასპექტის მქონე ადამიანს, სანამ შვილი ეყოლება (არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი კაცია თუ ქალი), მოუწევს, პირველ რიგში, ღმერთთან კავშირის, ურთიერთობის მოწესრიგება და ღმერთის მიერ დაწესებული წესების შესრულება, ასევე მოუწევს რამდენიმე პირობის შესრულება (პირობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მისია, რა როლი აკისრია და ადამიანი სულიერი განვითარების რომელ დონეზეა).
პროზერპინა–მთვარე
პროზერპინა ჰარმონიული ასპექტებით მთვარესთან
ეს ასპექტი ქალებში ხელს უწყობს ასტრალური სხეულიდან ადვილად გამოყოფასა და ასტრალური სხეულის გაყოფას. იგივე ეხება მამაკაცებსაც, როდესაც პროზერპინას კარგი ასპექტები აქვს მთვარესთან ანდა მერკურთან.
ეს ასპექტი ხელს უწყობს ორსულობას. საერთო დონეზე ამაზე პასუხს აგებს მთვარე, ხოლო ბიოქიმიური უზრუნველყოფისა და ნეიროჰორმონალური რეგულაციის დონეზე – პროზერპინა.
მამაკაცების პირად ჰოროსკოპში შეიძლება ეს უთითებდეს, რომ “მამაკაცის მიერ დათესილი მინდორი, უხვ მოსავალს მოიწევს” (გამრავლების კარგი უნარი).
ჰოროსკოპში პროზერპინა უთითებს მთელი ნეიროენდოკრინოლოგიური სისტემის ჰარმონიულ მოშაობაზე.
პროზერპინა დაძაბული ასპექტებით მთვარესთან
ნეიროენდოკრინოლოგიური სისტემის მუშაობის გადახრაზე უთითებს. ფსიქიკური დაავადებების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით ისეთის, როგორიცაა პიროვნების გაორება.
პროზერპინა მთვარესთან და ვენერასთან ნონაგონში თუ არის: ორსულობის მეორე ნახევრის ტოქსიკურობა, აქ საჭიროა მთელი რუკის დამუშავება, როგორც მთლიანის, მთელი ასტროლოგიური და კოსმიური პრიციპების, ჩართვით. ადამიანის სულიერი მოთხოვნილები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს.
პასუხისმგებლობა
“ხელისუფლება საბიუჯეტო ასიგნაციებს ანაწილებს სოციალურ უზრუნველყოფაზე”
კანონების ძიება და მათი დახმარებით სტრუქტურების შექმნა _ ობიექტზე ზრუნვა.
წიგნი. წიგნები გამოიყენება ბავშვების აღზდისას. წიგნებში მოცემულია წესები, რეცეპტები, რომელთა მიხედვითაც, უკეთესად ზრუნავენ მოზარდ თაობაზე, ასევე მოცემულია განვითარების ის კანონები, რომელიც საჭიროა მშობლებმა გაითვალისწინონ. უფრო მეტად ფაქიზ მატერიას წარმოადგენს ბავშვის ინდივიდუალური უნარები, ანუ მისი პერსონალური განვითარების კანონები და ურთიერთქმედება გარე წრესთან (როგორც ბუნებასთან, ასევე სოციუმთან); ამ კანონების გააზრებაზე უნდა იყოს მიმართული მშობლების პროზერპინა–მთვარის ენერგიის არსებითი ნაწილი, რამეთუ ყველა ბავშვისთვის საერთო, ზოგადი კანონები (თუნდაც ის არსებობდეს და კარგად იყოს აღწერილი), გარდატეხს მისი (ბავშვის) ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციებსა და გარემოებებს, ქმნის უნიკალურ სტრუქტურებს, რომელიც უმჯობესია გამოიყენოს, ვიდრე ვინმემ დაუნგრიოს და გადატეხოს.
ოჯახი. ოჯახურ ეგრეგორში მთვარე–პროზერპინას ენერგია – დედა (“ახლა დროა სასეირნოდ წავიდეთ, ეს შენი ჯანრთელობისთვის სასარგებლოა”) ბავშვების მიერ აღიქმება როგორც პროზერპინა–მთვარე, ამასთანავე ხისტად ირღვევა მათი საკუთარის სტრუქტურა.
ჭეშმარიტად, პროზერპინა–მთვარისეული ქმედება ძალიან რთულია, და მრავალი ადამიანი ხელს ჰკიდებს ამ ენერგიას, თუმცა განიცდის ფიასკოს, შემდეგ კი ცდილობს მის დაფარვას, ისინი იწყებენ ფსიქოლოგიური თამაშის – “მე მხოლოდ დახმარება მსურდა”-ს თამაშს, რომელსაც საფუძვლად უდევს პროზერპინა–მთვარის პოზიციის შეცვლა უფრო საპასუხისმგებლო მთვარე–პროზერპინას ენერგიით.
პროზერპინა–მერკური
პროზერპინა მკვეთრად ოპერირებს ცოდნასა და ინფორმაციაზე. ეს იძლევა შესაძლებლობას მთელი ონფორმაცია შეგროვდეს და შემდეგ “გადაიდნოს” რაღაც ახლად.
ყველაზე მაღალ გამოვლინებაში პროზერპინას შეუძლია ადამიანს მისცეს შეუვალობა, სიმტკიცე, უდრეკობა და ფაქტების გამოთვლის, გაფილტვრის უნარი.
პროზერპინას შეერთება მერკურთან
იძლევა კომპიუტერული პროგრამების შექმნის უნარს. გარემოსთან შეგუების და მორგების უნარისას ვლინდება ტრანსფორმაცია. ადამიანი სადაც არ უნდა წავიდეს – ყველა გზა მისთვის ხსნილია. ამასთანავე, ადამიანს შეუძლია რეალური ტრანსფორმაცია – შეიცვალოს საუბრის მანერა, შეიძლება ითქვას, სრულიად სხვა ადამიანად გარდაისახება. ეს ტრანსფორმაცია მხოლოდ ფიზიოლოგიურ დონეზე კი არა, აზრების დონეზეც კი ხდება.
უარყოფითი ასპექტებისას: დეპრესიულობა, მეწვრილმანობა.
“ქრისტიანები ერთიანდებიან იერარქიულ ორგანიზაციაში – ეკლესიაში”
ეს – სტრუქტურებისა და კანონების მასტრუქტურიზებელი ენერგიაა, იმ მეტაკანონებისა და მეტასტრუქტურების გამოვლინებაა, რომლებიც ობიექტის სტრუქტურის ორგანიზებას ახდენენ. ამ ენერგიაზე ხდება მრავალდონიანი მიღწევები ანდა ობიექტის “ვერტიკალური” სტრუქტურისა და კანონის დიფერენციაცია.
ოჯახი. ოჯახში პროზერპინა–მერკურიანული ენერგიის უკმარისობა მაშინ შეიგრძობა, როდესაც ორგანიზებულ ცხოვრებაში რატომღაც ხდება ვალდებულებების გადანაწილების, დაწესებული პრინციპების რღვევა და იწყება მათ ხარისხობრივ ცვლილებებზე ფიქრი. ასეთი რამ ხშირად ხდება, როცა ოჯახში ერთი ბავშვი 5 წლისაა და/ან უმცროსი შვილი დროს ართმევს მშობლებს, ან ელოდებიან ახალი წევრის დაბადებას, ამ დროს მშობლებს კატასტროფულად არ ჰყოფნით ძალა და დრო – ხდება უფროს ბავშვზე “დიდების” ზოგიერთი ვალდებულების გადაკისრება.
პროზერპინა–ვენერა
ასპექტი უთითებს სიყვარულის, ფულის, სიამოვნების და შინაგანი ცვლილებების საკითხებში ზოგიერთი სისტემისა და წესრიგის გამომუშავებაზე.
პროზერპინა დაძაბული ასპექტებით ვენერასთან, ნეპტუნთან, ურანთან და პლუტონთან
სხვადასხვა კომბინაციებით (და სახლებთან შესაბამისობაში) შეიძლება უთითებდეს ადამიანის უნაყოფობაზე (როგორც ბავშვების ყოლის, ასევე თავისი შემოქმედებითი ნაყოფის შექმნის საკითხშიც).
პროზერპინას პლანეტებთან ასპექტების ვარიაცებისას, მისი სახლში მდებაროებისას, შეიძლება გამოვლინდეს, რომ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა შვილი ჰყავდეს, ასევე უთითებდეს აზრებზე, იდეებზე, ქმნადობაზე/ქმნილებაზე, მაგრამ რაღაც მიზეზების და ფაქტორების გამო მოხდეს მათი გასხვისება/გაშვილება (ანუ უთითებდეს იმაზე, თუ ვინ იღებს ამ იდეას, აზრს, მოდელს, ოჯახს, ვინ ატარებს მუცლად, ვინ ავლენს ქვეყანაზე და ვინ ზრდის – კვადრატურა ურანთან).
ამის მაგალითია კასანდა: მისი შემოქმედების შედეგი საზოგადოებამ არ მიიღო.
გარდა ამისა, ეს ასპექტი (პროზერპინა–ვენერა) აღნიშნავს:
“ყავა, რომელიც შემოაქვთ დაძაბული, საქმიანი მოლაპარაკებების დროს”
კანონის ქმედების შერბილება რეალობასთან ურთიერთშეთავსებული გზით, ხშირად, რაიმე დამატებითი ღონისძიებების გატარების გზით.
ფიზიკურ დონეზე პროზერპინა–ვენერას ენერგია უზრუნველყოფს ფიზიკური სხეულის (მათ შორის სამანქანო სხეულების): ტურბინების, საკისრების, სახსრების და მაკავშირებლების, ასე ვთქვათ, “დაზეთვას”. ის უზრუნველყოფს მანქანების რბილად გადაყვანა/გადაადგილებას; “გამოიგონა” შუქნიშნის ყვითელი ფერი, ველოსიპედის გასაბერი კამერები და ჩქაროსნული ავტოსტრადები.
პროზერპინა–ვენერასეული ყოფითი მხარის ენერგეტიკა მკვეთრად ვლინდება სოციალურ რიტუალებში: ადრე ეს გამოიხატებოდა ქუდის მოხდით ან რევერანსებით, ახლა კი – სპეციფიკური მისალმებით და ზრდილობიანი წინასწარი მოლაპარაკებებით მოცემულ თემებზე: ფასების მატება და გადასახადები, ამინდი და ა.შ.
ამ ენერგიის მახასიათებელია: ზრდილობა, დელიკატურობა, ზოგიერთი წვეტიანი/ბასრი კუთხეებისა და გარეთ გამოჩხერილი ნაწილების დაჩრდილვა, დაფარვა.
ამ ენერგიის ურთიერთობაში ჩართვისას, ადამიანი გრძნობს, რომ საუბრობს ძალიან მკაცრად, ხისტად, მისი საუბარი განსაზღვრულია და სქემატურია, ამის გამო, მის მეტყველებაში მოულოდნელად ჩდება პაუზები, შესავალი სიტყვები, შეთავაზება იწელება, ჩდება მაგალითები და შედარებები, ასევე ღიმილი და სხვა მრავალი საშუალება, რომელიც ზრდილობიან ადამიანს უხეშისგან განასხვავებს.
პროზერპინა–მარსი
პროზერპინა დაძაბული ასპექტებით მარსთან
შეიძლება იყოს ნაყოფის დაბადებისას მისი ტრავმირების საშიშროება, ორსულობის ოპერატიული შეწყვეტა, ანდა ოპერატიული ადრეული მშობიარობა – მაგალითად, საკეისრო (თუ ამოქმედებულია შესაბამისი სახლი).
“მწვრთნელი ყინულზე მოცურავეებს პროგრამას უდგენს”
ამ ენერგიით იქმნება სტრუქტურა, რომელიც რეალურად ანსხეულებს კანონს (როცა მის არსებობაში და ეფექტურობაში უკვე ეჭვის შეტანა აღარ ხდება). პროზერპინა–მარსული დონისთვის მახასიათებელია სტრუქტურის ზუსტი გაფორმება, მაგრამ თავად, როგორც კანონი, ასევე მისი შემქნელები, ზედაპირულად დამკვირვებლისთვის, შეიძლება საერთოდ უხილავნი იყვნენ.
ოჯახი. ამ ენერგიაზე ოჯახში იქმნება ეფექტური და მყარი რიტუალები, რომელიც ცხოვრებაში ანსხეულებს წესრიგსა და ვალდებულებების გაყოფა–გადანაწილებას, პასუხისმგებლობას. პროზერპინა–მარსიანული ფორმის დარღვევა იწვევს ოჯახურ რისხვას, გულისწყომას, რომელიც გარედან დამკვირვებლისთვის გაუგებარი ხდება. ყოველ ოჯახში არის ასეთი (ხშირად დაფარული) ქმედებები.
პროზერპინა–იუპიტერი
ორსულობისას და მშობიარობისას ექიმების შეცდომების დაშვების ალბათობაა, გართულებული სისხლდენით, სისხლის შედედების დარღვევები.
პროზერპინა იუპიტერთან კვინტილით: გონებაში (ტვინში) მკვეთრად ნათდება “რაღაცა” და იქმნება ისეთი გაგების/აღქმის სისტემა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს განჭვრიტოს რა გააკეთოს შემდეგ და როგორ იცხოვროს მომავალში.
“დიპლომატები აწარმოებენ მოლაპარაკებებს შეხვედრის დღის უმაღლეს დონეზე მოწყობის თაობაზე”
ამ ენერგიაზე იქმნება სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ობიექტის მთლიანობას, ერთიანობას, ასევე მისი გარესამყაროსთან კავშირის სრულ სისტემას.
სახელმწიფო ეგრეგორში მასზე მუშაობენ სხვადასხვა, გასხვავებული, არაოფიციალური, გასაიდუმლოებული კომისიები, უმაღლესი დამგეგმავი ორგანოები, შერიგების ნაციონალური ხელისუფლებები (აქ იგულისხმება საერთაშორისო ორგანიზაციები, არბიტრაჟები და სასამართლოები, პროტოკოლის სამსახურები). კომპიუტერში ამ როლს კისრულობს ოპერაციული სისტემა, რომელიც ანაწილებს დროს და მეხსიერებას სხვა პროგრამებზე და გარეგან მოწყობილებთან კავშირს უზრუნველყოფს.
ოჯახი. პროზერპინა–იუპიტერული სიტუაცია წარმოიქმნება ოჯახურ თათბირზე, რომელიც განსაზღვრავს ძალისხმევის მთავარ მიმართულებას, ფინანსური შემოსავლებისა და გასავლების ძირითად სტრუქტურას.
ფირმის საქმეებში პროზერპინა–იუპიტერული ენერგია ფორმირდება საერთო სტრუქტურის (მისი შინაგანი და გარეგანი საქმიანობისა და ურთიერთკავშირის) სახით, სადაც ხანდახან ყველაზე მოულოდნელი მომენტები გადამწყვეტია, და ხდება იმ კონფლიქტების გადაწყვეტა–მოგვარება, რომელიც ურთიერსაწინააღმდეგო ინტერესების მქონე, განსხვავებული სტრუქტურების მიერ წარმოიშვა და საჭიროებს ფაქიზ დიპლომატისა და სიბრძნეს, ეს დიპლომატია და სიბრძნე კი გამომდინარეობს ეგრეგორული ფორმის უპირატესობიდან, მაგრამ ყოველთვის არ აღიქმება ხელმძღვანელების მიერ.
პროზერპინა–სატურნი
ეს ასპექტი ვარაუდობს საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ფორმირებისას გადახრას. ასევე, ორგანული საფუძვლის, ნერვიული სისტემის ფორმირებისა და განვითარებისას გადახრებზეც უთითებს; კანის არასასურველ ცვლილებას, ასევე თმის საფარის (თმის ინტენსიური და სიცოცხლისუნარიანი ზრდა) არასასურველ გადანაწილებას იწვევს.
“მარათონელს ეხსნება მეორე სუნთქვა”
ამ ენერგიის მეშვეობით, ობიექტის კანონები, შინაგანი ცხოვრების პრინციპები, მისი საზოგადოებასთან ურთიერთქმედება და მათი მხარდამჭერი სტრუქტურა პრაქტიკაში გამოიცდება. ამ დროს გამოვლინდება, ამ სტრუქტურების მუშაობასა და არსებობაში არის თუ არა ღვთიური ნება, ასევე გამოჩდება, ეს სტრუქტურები ადამიანს რეალურად რას მოუტანენ.
პროზერპინა –ურანი
პროზერპინა ურანის ასპექტები
თუ პროზერპინა ჰარმონიულ ასპექტებშია ურანთან: ეხმარება სწრაფად შეცვლაში, საკმაოდ არაჩვეულებრივი და ორიგინალური ასპექტია.
ქალწულისა (პროზერპინა – ქალწულის მმართველია) და მერწყულის (ურანი მერწყულის მმართველია) კავშირი საკმაოდ პრობლემატურია, რამეთუ ეს არის მე-6 და მე-8 ნიშნების ურთიერთობა. თუმცა, პრაქტიკაში მრავალი კავშირი, და მითუმეტეს, თანაცხოვრება (ქორწინება), ასევე მეგობრობა (როგორც საქმიანი, ისე ჩვეულებრივი), პარტნირობა იქმნება ზუსტად ამ პრინციპით _ ერთი (მე-6 ნიშანი) ხნავს, მეორე (მე-8) პრობლემებს თესავს, ფანტავს.
პროზერპინას დაძაბული ასპექტი ურანთან უთითებს ქოლერიკულ ტიპაჟზე (რომელსაც ნერვები აქვს მწყობრიდან გამოსული), ამიტომ აქ იქნება დისკოორდინაცია როგორც თავად რუკის მფლობელში, ასევე ზოგადად, მასთან ურთიერთობაში გარშემო მყოფების მხრიდანაც.
რაც შეეხება მშობიარობას, შეიძლება ვარაუდი, რომ ის წარიმართება უჩვეულო პირობებში, შესაძლებელია, მშობიარობა და, საერთოდ, ორსულობა იყოს “სიურპრიზი”, როგორც რუკის მფლობელისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვისაც. ასევე შეიძლება დაიშვას იმის ალბათობაც, რომ მშობირობის გამო მიიღოს როგორც სხეულებრივი, ისე სულიერი ტრავმა.
ურანისა და პროზერპინას ნახევარკვადრატი – ძლიერი დაძაბულობა სამუშაო პროცესში, ხანდახან ეს გარემოება მისი კვალიფიკაციის ამაღლების ანდა მნიშვნელოვანი ნაცნობობის დამყარების დაბრკოლებად იქცევა.
პროზერპინა–ნეპტუნის ასპექტი
როცა პროზერპინა გადის რადიკალურ ნეპტუნს, კოსმიური სტატუსიდან გამომდინარე, ან ძლიერდება ქაოსი, მთლიანად “ყირავდება”, ან ხდება პიროვნების უმაღლესი სულიერი ზრდა, უმაღლესი შეცნობა.
თუ პროზერპინა ჰარმონიულ ასპექტაციაშია ნეპტუნთან
თუ პლანეტებს აქვთ მაღალი კოსმიური სტატუსები, მაშინ ასეთი ადამიანის ბედი შეიძლება ყველას შეშურდეს, რამეთუ ეს ის პერიოდია, როდესაც ყელაფერს შეიცნობს, ყველა საიდუმლო ცხადი ხდება. საკუთარი სულიერი ზრდის საკითხებში მის წინაშე იღება ყველა საიდუმლო კარი. ის აცნობიერებს საკუთარ კოსმიურ ვალს.
პროზერპინას დაძაბული ასპექტები ნეპტუნთან
შეიძლება ითქვას, რომ დედისა და ნაყოფის შესაძლებლობები არაა თავსებადი (თუ ჩართულია 4,5, სახლები). შეიძლება ვარაუდი, რომ სხვადასხვა ეტაპზე მოხდეს მშობიარობის შეწყვეტა.
ასევე შესაძლებელია იმაზე ფიქრიც, რომ ამ ასპექტის მატარებელმა არამიწიერი სიყვარულით უნდა შეიყვაროს თავისი ნაყოფი/შვილი, რათა მუცლად ატაროს, შემდეგ კი ქვეყანას მოავლინოს იგი. და ეს სიყვარული უნდა იყოს მსხვერპლი, და ეს მსხვერპლი საკუთარი სიცოცხლეც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
ამ ასპექტის მფლობელი მადლიერი უნდა იყოს იმაზე “რასაც უფალი მისცემს”, და არ უნდა ისურვოს ფოტომოდელი ვუნდერკინდი.
ორსულობისას მოუწევს მრავალი სამკურნალო წამლის/პრეპარატის მიღება. დიაგნოზი და მშობიარობის მიღება შეიძლება, მშობიარობის ბოლო მომენტამდე, ბუნდოვანი იყოს. ალბათობაა მშობიარობა დაეწყოს გაბრუებულ მდგომარეობაში (ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ), რაც დაამუხრუჭებს მშობიარობას. ეს ეხება ამ ასპექტის მატარებელს, და არა იმას, ვინც მშობიარობას მიიღებს. შეიძლება ნაყოფი მთვრალი ანდა ორგანული გადახრებით დაიბადოს.
ალბათობაა ალკოჰოლის ანდა ნარკოტიკული პრეპარატების მიღების გამო დაძაბული ცხოვრებისეული სიტუაციები შეიქმნას.
პროზერპინა–პლუტონი
ერთმანეთისთვის უცხონი არ არიან, ცვლილებები საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ჰარმონილი, ასევე დაძაბული ასპექტებისას, თუმცა ჰარმონიული ასპექტებისას – დამანგრეველია, მაგრამ ასევე ქმნადიცაა, ხოლო დაძაბული ასპექტებისას _ დამანგრეველი და სახიფათოა.
პროზერპინა _ ასცენდენტი
პროზერპინა ასცენდენტზე იძლევა დეტექტივების, მედიცინის და ყველა სახის ოკულტური საქმიანობის სიყვარულს. პროზერპინას ნათალურ რუკაში გამოვლინების მაგალითებიდან ერთ–ერთი ყველაზე მკვეთრი და, შეიძლება ითქვას, ერთადერთია – მაიკლ ჯეკსონის ნათალური რუკა. მას პროზერპინა 1 წუთზე ნაკლები ორბისით ასცედენტზე ჰქონდა.
პროზერპინა ასცედენტზე – შეიძლება მოხდეს ადამიანის გარეგნული სახის, მისი ფიზიკური სხეულის, უნარების სრული ტრანსმუტაცია. შედეგად, განსაკუთრებით გვიან ასაკში მთლიანად იცვლება ადამიანის შეხედულებები და ჩდება ისეთი ნიჭი, რომლის შესახებაც ადამიანი საერთოდ არ ეჭვობდა.
მაგიური უნარები _ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს განსხვავებული მაგიური ფურმულები, რიტუალები (და ეს იმუშავებს).
პლანეტებთან შეერთებისას – ფანტომასის უნარები.
პროზერპინა 1-ელ სახლში ასცედენტზე – ეს არის ადამიანის ევოლუციის ნიშანი. ადამიანი იწყებს იმ უნარების ფლობას, რომელიც მანამდე არ ჰქონდა და რომლის მიღებაც მას არ შეეძლო. განსაკუთრებით ვლინდება პროზერპინა 37 წლის ასაკის შემდეგ (ამ ასაკში ადამიანს შეუძლია კვლავ გაიზარდოს სიმაღლეში ან პირიქით, შესამჩნევად დადაბლდეს).
თუ პროზერპინა ამავ დროს მზესთან შეერთებაშია – შეიძლება ახალი კბილების ამოსვლაც დაიწყოს.
პროზერპინა დესცედენტზე (მე–7 სახლი)
ახალი საზოგადოებისკენ სწრაფვა, პარტნიორებთან ურთიერთობის განახლება, საკუთარი ცხოვრების სტილით და წესით დაუკმაყოფილებლობა. საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მოღვაწეობაში ხარისხობრივი გადატრიალებები. სოციუმში თავად ადგენს საკუთარი ცხოვრების წესსა და სტილს, საზოგადოებრივ ცხოვრებას უყურებს როგორც თამაშს, ილუზიას. თავად – ცხოვრებაში მოთამაშეა. შეუძლია ყველა თავის მტერს ჩამოხსნას ნიღაბი, ჩახლართულ სიტუაციებს ხსნის, მისთვის ყველაფერი ნათელია.
პროზერპინა _ მც–ზე (მე–10 სახლი)
არანაკლებ სერიოზული გავლენაა
უარყოფითი ასპექტი შეიძლება უთითებდეს იმაზე, რომ ადამიანს ბედნიერება მამისგან აქვს წართმეული (ეს უფრო მეტად მამაკაცებს ეხებათ), ხშირად მამის გარდაცვალება ამ ადამიანის ყოფითი სიტუაცის გაუმჯობესებაზე უთითებს. პროზერპინა იძლევა ალქიმიისა და ქიმიისკენ მიდრეკილებას.
პროზერპინას ასპექტები შავ მთვარსთან (ლილიტთან)
პროზერპინა – პლანეტა სისტემებისა და ყველაფერი იმისა, რაც სისტემებთან არის დაკავშირებული, ხოლო ლილიტი – ვირუსია ჰოროსკოპში, ცოდვად დაცემის კარმული მაჩვენებელია.
ასეთი ასპექტის ადამიანები სკანდალურები და არაერთგვაროვნები არიან.
ისინი შეიძლება გახდნენ იმ ფასეულობათა სისტემის მძევლები, რომელსაც წლობით, გულმოდგინებით აშენებდენ, აგროვებდნენ და კონსტრუირებას ახდენდნენ.
ეს ადამიანები იმ სახლის მშენებლობისას აგურს აგურზე დებდნენ, რომელიც, სინამდვილეში არ სჭირდებათ და ბოლოს მხოლოდ ტვირთად იქცევა.
ისინი შეიძლება გახდნენ ან დიდი ლიდერები, საბოტაჟის მომწყობნი, ან მუშაობის მანიით შეპყრობილები, რომლებისთვისაც სამუშაოს არ მოაქვს სიხარული და კეთილდღეობა. ისინი ხელიდან უშვებენ საკუთარ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევის შანსს, ამიტომაც უწევთ მრავალი უშედეგო ძალისხმევის გამოყენება.
მათი კარმა – იყო “სიტუაციის მძევალი და მონა”
ასეთი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია ადრეული ასაკიდან განივითარონ სპორტის სიყვარული და ჯანსაღი ცხოვრების წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ჯანმრთელობა ძალიან დაიზიანონ და ჰქონდეთ მრავალი ქრონიკული დაავადება.
შეიძლება გამოუყენებელი ენერგია ბუმერანგივით დაუტრიალდებთ და ამ ენერგიამ დააზიანოს მათი ორგანიზმი.
მოცემული შეერთება იყო ლ. უსპენსაკაიას (მომღერალი, 24.02.1954 წ); ჯ. ტრავოლტას (მსახიობი; 18.02.1954წ); გ. რასპუტინის პირად რუკებში.
კომპიუტერულ ენაზე რომ ვთქვათ, შავი მთვარე (ლილიტი) ეს არის ვირუსი, ხოლო პროზერპინა – თავად კომპიუტერული კომუნიკაციაა. ასე რომ, დასკვნა ნათელია.
მკვეთრი და მოულოდნელი ცვლილებები ცხოვრებისეულ გარემოებებში, რომელიც ადამიანს მოცემულ მომენტში შეიძლება ჰქონდეს, “შინაგანი სიტუაციიდან” შესაძლებელია გამოუსწორებლად მოეჩვენოს – ეს პროზერპინასა და შავი მთვარის ნეგატიური ასპექტის მახასიათებელია.
პროზერპინა თეთრი მთვარე (სელენა)
მაგალითი: პროზერპინა სელენას შეერთება ჰქონდა თომაზო კამპანელას.
პროზერპინა დაკავშირებულია მუშაობასთან, მსჯელობასთან, მედიცინასთან, მეცნიერებასთან და ჯანმრთელობასთან. ამ ასპექტმა კამპანელას მისცა უდიდესი შრომისუნარიანობა, უდიდესი სამეცნიერო ნაშრომები, ფანტასტიკური სიცოცხლისუნარიობა და სხეულის რეგენერაციის უნარი. ვის შეეძლო იმ გაუსაძლისი და არაადამიანური პირობების გაძლება (ტანჯვა, წამება) რასაც მან გაუძლო, მაგრამ ის გადარჩა.
პროზერპინა ქირონი
პროზერპინა ხანგრძლივი დროის მანძილზე აანალიზებს ქირონის თემას.
ასეთი ასპექტისას ადამიანებს არ აქვთ სულიერი მოსვენება.
ისინი ხშირად დინების საწინააღმდეგოდ ცურავენ. რელიგიებში, მეცნიერებში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივ მოწყობაში წესრიგისთვის იბრძვიან. ისინი საკუთარ თავზე გადამწყვეტად იღებენ იმის გამოსწორების ვალდებულებას, რაც მთლიანად კაცობრიობის ცნობიერებას არ შეუძლია გაიგოს და ვერც შეძლებს გაგებას.
მომზადებულია უცნობ ავტორებზე დაყრდნობით
სტატიის ავტორი: ნინო