პროზერპინა – მისი როლი და მნიშვნელობა ასტროლოგიაში

პროზერპინა – მისი როლი და მნიშვნელობა ასტროლოგიაში

რას გვეუბნება მითი და ასტროლოგია პროზერპინას (პერსეფონეს) შესახებ

ნეპტუნისა და პლუტონის უცნაურ მოძრაობას, რომელიც განსხვავდებოდა გამოთვლებისგან, მოჰყვა ის, რომ ასტრონომებმა მათ კიდევ ერთხელ მიაპყრეს ყურდღება და დაფიქრდნენ, თუ რა იყო ამ მოძრაობის მიზეზი. შესაბამისად, დაკვირვებებისა და ბევრი ფიქრის შედეგად ასტრონომებმა პლუტონის ახლოს ციური სხეულის არსებობა შეამჩნიეს და ზუსტად ეს ციური სხეული იწვევდა ნეპტუნისა და პლუტონის უცნაურ მოძრაობას. ამერიკულმა საერთაშორისო პლანეტარულმა ავტომატურმა სადგურებმა _ „პიონერი-10“-მა და „პიონერი_11“-მა დაადასტურეს ასტრონომების ეს ჰიპოტეზა. მართლაც, დაფიქსირდა ჯერ კიდევ უცნობი (ახლა უკვე ცნობილი) ტრანსპლუტონური „პლანეტის“ არსებობა. 1987 წელს აღმოაჩინეს მზის სისტემაში ეს მეათე„პლანეტა“ (2005 წელს კი ის ხელმეორედ „აღმოაჩინეს“). მოგვიანებით  ასტრონომებმა ის ასტეროიდად მოიხსენიეს.

წინასწარი, ზოგადი შეფასების მიხედვით მისი მზის გარშემო მოძრაობის ხანგრძლივობაა (ანუ მზის გარშემო ერთი წრის შემოვლას ანდომებს) _ დაახლოებით 650-700 წელს (ზოგიერთი გამოთვლით კი 665-685 წელს). ასტროლოგებმა კი დიდი ხნის წინ გაითვალისწინეს ამ პლანეტის არსებობაც და მისი ზემოქმედებაც.

რომაულ მითოლოგიაში პერსეფონა – მკვდრების სამეფოს ქალღმერთია. „პერსეფონა“ – ეს ბერძნული ქალღმერთის სახელია, რომელიც ასევე მიწისქვეშეთის სამეფოსა და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო. რომში პერსეფონეს კულტი ოფიციალურად აღიარეს 249 წელს ჩვ.წ.აღ-მდე.

მითოლოგიაში პროზერპინა (პერსეფონე) ზევსისა (იუპიტერის) და დემეტრას (მიწის) შვილი, მცენარეული საფარის ქალღმერთად იწოდებოდა. თავის დროზე ზევსმა ჰადესს (პლუტონს) შეპირდა, რომ ცოლად გაატანდა პერსეფონეს, მაგრამ ამის შესახებ, რატომღაც დემეტრას არაფერი უთხრა. ერთ დღესაც, როდესაც ნორჩი ქალღმერთი თავის მეგობარ გოგონებთან ერთად სურნელოვან ყვავილებს აგროვებდა, ქვესკნელიდან გამოეცხადა აჩრდილების სამყოფელის პირქუში მბრძანებელი და პერსეფონე გაიტყუა თავის სამეფოში (ქვესკნელში).

პერსეფონეს მოტაცება ვერავინ შენიშნა. მხოლოდ დედის მგრძნობიარე და მახვილმა ყურმა გაიგონა შვილის ყვირილი და დახმარების თხოვნა. დემეტრას თავდავიწყებით უყვარდა პერსეფონე, ის იყო მისი სუსტი წერტილი, მისი სიამაყე და პერსეფონეს მოტაცებამ დემეტრაზე ძალზედ ცუდად იმოქმედა, მიეცა მწუხარებასა და სასოწარკვეთას. ის 9 დღე და 9 ღამე ეძებდა შვილს, არ ახსოვდა საჭმელი, სასმელი, დასვენება, ძილი და ისიც, რომ მთელი დედამიწა მის იმედზე იყო. რომ ვერ მიაგნო შვილის სამყოფელს, მიმართა ყოვლისმხედველ და ყოვლისშემძლე ჰელიოსს (მზეს) და სთხოვა დახმარება, სთხოვა მოეძებნა მისი შვილი და ეთქვა, ვინ მოიტაცა პერსეფონე.

ჰელიოსმა უპასუხა, რომ პერსეფონე პლუტონმა (ჰადესმა), ყოვლისშემძლე და უძლეველი ღვთაების _ ზევსის თახმობით მოიტაცა და ახლა ჰადესის სამფლობელოშია დატყვევებული. ამის შემდეგ დემეტრამ მიმართა ზევსს და ულტიმატუმი წაუყენა, სანამ პერსეფონე არ დაუბრუნდებოდა დედას, მანამდე დემეტრა უარს ამბობდა დედამიწის ნაყოფიერებაზე და სიტყვაც შეასრულა. მთელი დედამიწა გლოვობდა დემატრასთან ერთად. ხეები და მცენარები აღარ ყვავილობდნენ, ნაყოფს აღარ ისხამდნენ. პური აღარ მოდიოდა, ღვინო აღარ იწურებოდა. დედამიწაზე შიმშილობა დაიწყო, რაც მთელ კაცობრიობას უპირობო განადგურებას უქადდა. ზევსს (იუპიტერს) არ შეეძლო ადამიანთა მოდგმის განადგურების დაშვება და ამიტომ დემეტრას პერსეფონეს დაბრუნებას შეპირდა. თუმცა, საინტერესოა, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჰადესმა.

მითის მიხედვით, ნებისმიერი სულიერი, მათ შორის უკვდავიც კი, ჰადესის სამფლობელოში თუ რაიმეს შეჭამდა ან დალევდა, კარგავდა მზის ქვეშეთში დაბრუნების საშუალებას და სამუდამოდ ჰადესის ბნელ სამყოფელში რჩებოდა. რა თქმა უნდა, ეს იცოდა პერსეფონემაც, ამიტომ მთელი ტყვეობის განმავლობაში არც ჭამდა და არც სვამდა, იჯდა და დედაზე დარდობდა. იცოდა, დემეტრა მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებდა და ეცოდებოდა საწყალი დედა. საკუთარ თავზე აღარ ფიქრობდა. ყელანაირ საშუალებას ეძებდა დემეტრასთან დასაბრუნებლად. იცოდა ეს ჰადესმაც, იცოდა ისიც, თუ როგორი დედაშვილობა ჰქონდათ დემეტრასა და პერსეფონეს, ამიტომ როგორც კი გაიგო ზევსის გადაწყეტილება, ჭკუა იხმარა და მიხვდა, რომ ძალით აქ ვერაფერს გააწყობდა, თუ არა მოხერხებულობა და სიეშმაკე.

ამიტომაც, ერთ დღესაც (რა თქმა უნდა, ქვესკნელში, აჩრდილთა სამყოფელში დღე არ არსებობს, რადგან იქ ჰელიოსის წმინდა სხივი ვერ აღწევს, იქ მარადიული უკუნი, სიცივე და სევდაა, ამიტომ დღე პირობითია) იგი ეახლა პერსეფონეს და უთხრა, რომ მისი ტკივილი ესმის, იცის როგორ განიცდის დედასთან განშორებას. ნანობს თავის საქციელს, მაგრამ ამართლებს იმით, რომ უყვარს პერსეფონე, უყვარს თავდავიწყებით და მისთვის ყველაფერს გააკეთებს, იმასაც კი, რომ იგი დემეტრას დაუბრუნოს, მაგრამ ერთი პირობით, პერსეფონე უკან, მასთან უნდა დაბრუნდეს მცირეხნით მაინც. ამის გარანტად კი სთხოვა ბროწეულის რამდენიმე მარცვალი მაინც ეჭამა. პერსეფონე ვერაფერმა დააეჭვა. იმდენად უმანკო და კეთილი იყო, რომ ჰადესის ეშმაკობას ვერ მიხვდა, პირიქით, ძალიან გაუხარდა მისი სიტყვები და ჰადესის თხოვნა შეასრულა, ბროწეულის ნაყოფის რამდენიმე მარცვალი შეჭამა.

მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ბროწეული და მისი ნაყოფი ქორწინების კავშირს ნიშნავდა, ოჯახის სიმბოლო იყო, მისი მიღება, მითუმეტეს ჭამა კი უცილობლოდ წყვილის ოჯახურ თანაცხოვრებას აღნიშნავდა, დაუჯერებელია, რომ პერსეფონეს ეს არ სცოდნოდა, ნუთუ ეს პირქუში, მკაცრი, უგულო და ულმობელი ქვესკნელისა და აჩრდილთა მბრძანებელი შეუყვარდა? ეს არავინ იცის, ფაქტი მხოლოდი საა, რასაც მითი გვეუბნება _ პერსეფონემ ბროწეულის მარცვალი შეჭამა და იმ წამიდან იგი ჰადესის მეუღლე გახდა, შესაბამისად, იგი ვეღარასდროს შეძლებდა პლუტონის მიტოვებას. ეს რომ ზევსმა და ოლიმპოს სხვა ღვთაებებმა გაიგეს, ჯერ განრისხდნენ, მაგრამ წესი წესია და ქორწინების სიმტკიცისა და ოჯახის სიმყარის წინააღმდეგ ისინი ვეღარ წავიდოდნენ.

 ამიტომ ითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ პერსეფონე დედასთან წლის 2/3-ს გაატარებს, ხოლო დანარჩენ 1/3-ს საკუთარი მეუღლის/ჰადესის სამფლობელოში იცხოვრებს. ასე სამართლიანად მოხდა პერსეფონეს ამბის გადაწყვეტა. ამ დღიდან დემეტრა (მიწა) საკუთარ შვილთან ერთად წელიწადის 2/3 ატარებს, ხარობენ ერთად ყოფნით, რაც დედამიწასაც ეტყობა და მთელი ბუნება ნაყოფიერდება, ხოლო როგორც კი ახლოვდება დანარჩენი 1/3 დროის დადგომაც, დემეტრა ნაღვლიანდება, უჭირს საყვარელ შვილთან განშორება, მაგრამ იცის, რომ მოვა დრო და ისევ ერთად იქნებიან, თუმცა გული მაინც სევდითა და ტკივილით ევსება, რაც იმის მომასწავებელია, რომ დედამიწაზე ნელ-ნელა ზამთარი შემოდის და პერსეფონეც ჰადესს უბრუნდება. აქვე შევნიშნავ იმას, რომ მგლოვიარე დემეტრა სიმბოლურად თეთრით იმოსება, მისი სამგლოვიარო ტანისამოსი ზამთრის სიცივე და თოვლია. ადრე ბევრ ქვეყანაში სამგლოვიარო ფერად თეთრი ითვლებოდა (დღევანდელისგან განსხვავებით). ესეც სიმბოლურია არა? მაგრამ რას ვიზამთ, მითების სამყროში ყველაფერი წარსულს აცოცხლებს.

ასე, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად დემეტრას ტკივილს პატივივცეთ და ნუ ვუსაყვედურებთ იმ სიცივის, უნაყოფობისა და ცრემლების გამო, რომელსაც დედის გული ატარებს (სურათზე:დემეტრა, პერსეფონე და ჰერმესი (მერკური)).

ასტროლოგიაში კი პროზერპინა ტრანსმუტაციის სიმბოლიზებას ახდენს, რაც გამოვლინებას ჰპოვებს უხილავ, გარდაუვალ გარდაქმნის პროცესებში _ შინაგანი გარდასახვა, შინაგანი არსისა და სტრუქტურის ცვლილება, ალქიმია. ზოდიაქალურ სისტემაში პროზერპინა არის ქალწულის მმართველი (ზოგიერთი ასტროლოგის აზრით კი _ პროზერპინა კუროს ნიშანს მართავს).

პროზერპინა არის ჰიპოთეტური „პლანეტა“, რომლის ორბიტაც განთავსებულია პლუტონის ორბიტის შემდეგ. მას პროზერპინა უწოდეს დ. რედიარ-ის შეთავაზებით, რადგანაც ტრანსპლუტონურ პლანეტად ითვლება, შესაბამისად, მითოლოგიიდან მოხდა სახელის დასესხებაც. მრავალი ასტროლოგი იმ აზრს იზიარებს, რომ 1918 წლიდან 1983 წლის ჩათვლით იგი იმყოფებოდა სასწორის ზოდიაქოში. შემდეგ კი გადავიდა მორიელის ნიშანში, სადაც დაახლოებით 60 წელს დაჰყოფს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პროზერპინა ასეთი პოპულარობით სარგებლობს, ფაქტობრივად მისი ეფემერიდი არ არსებობს _ სხვადასხვა ეფემერიდები და კომპიუტერული პროგრამები (მეოცე საუკუნის მონაცემებზე დაყრნობით) იძლევა ცდომილებას 2 გრადუსამდე. ზოგიერთი ასტროლოგი იხრება იმ აზრისკენ, რომ პროზერპინა შეიძლება იყოს რეტროგრადული მოძრაობის, და ასევე თვლიან, რომ მოძრაობს თანაბარი სისწრაფით, დაახლოებით წელიწადში 27,7’. საინტერესოა ისიც, რომ იმ მოძრაობის კოორდინატებით, რომელსაც მიაწერენ პროზერპინას, ძალიან ჰგავს ასევე ფიქტიურიპლანეტა – პოსეიდონის მოძრაობას, რომელსაც ჰამბურგის ასტროლოგიური სკოლა იყენებს. ეკლიპტიკური გრძედი, სხვადასხვა წყარობის თანახმად – 1.01.

აქვე აღვნიშნავ, რომ ასტროლოგთა უმრავლესობა, ასევე ასტროლოგიური სკოლების უმეტესობა, ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ „პლანეტას“, რადგანაც თვლიან, მისი ბუნება, მისი გავლენა და ენერგეტიკა ჯერ კიდევ შესასწავლია და მისი დაშორების გამოც, გავლენა მცირდება.

პროზერპინას დღედ შაბათი ითვლება, ხოლო რიცხვად – 11 (ზოგიერთი წყაროს მიხედვით – 4), მისი მეტალია – ვანადიუმი, ქვა _ იასპი, ეშმი, ეშმის ქვა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით – სერპანტინი). ფერი _ მოყვითალო-მწვანე (ოპტიმიზმი, გახსნილობა, ფორმალობის, აკრძალვების და შტამპების უარყოფა, კრეატიულობა). პროზერპინის ჩაკრა: კალა-ჩაკრა.

უცნობია ვტორების წყაროზე დაყრდნობით.

(ინფორმაცია დამუშავებულია რუსულ ფორუმებსა და საიტებზე მოძიებული მასალის საფუძველზე).

პროზერპინა

წესრიგი და კანონი

პროზერპინა _ მეოჯახეობა, მეურნეობა/მუყაითობა, მშობლის გრძნობა (დედობრივი გრძნობა).

ფრაზა-გასაღები: მევაანალიზებ!

სიტყვა-გასაღები: მსახურობა. სამსახური.

ღირსება: გულმოდგინება, სიბეჯითე.

უარყოფითი/ნაკლი: უაზრობის, არაფრის გამო ნერვიულობა/წუხილი.

ასტროლოგიაში პროზერპინასთან ასოცირდება ფიზიოლოგია და პროცესები, რეგენერაცია, ცხოვრების ძალიან რთულ პირობებთან შეგუება და მათზე მორგება.

პროზერპინა მართავს იმუნურ სისტემას, დაკავშირებულია იმუნური სისტემის დაქვეითებასთან.

პროზერპინა გარდასახვის, გარდაქმნის, სიღრმისეული ხარისხობრივი გადატრიალებისს იმბოლოა.

დადებითი გავლენა ადამიანზე:

1. მოწესრიგება. კანონი, ძიება, ბუნებაში არსებული კანონების აღმოჩენა, ნივთების ფარული წესრიგის გამოვლენა. კანონების ნებელობითი დაწესება და რეალობაში მათი განხორციელება. მთვარია კანონების შექმნის დროს, იმ ღვთაებრივი ქმნადობის მთავარი ნაწილის დანახვა, რომელსაც ადამიანი ეძიებს. კანონების შექმნის მეშვეობით სამყაროზე საკუთარი, პერსონალური გავლენის დონის გაცნობიერება.

2. ანალიტიკური აზროვნება, ლოგიკა, ანალიზი, დედუქცია, წვრილმანი დეტალებისა და ნიშნების ხედვის უნარი/უარყოფითი – მშრალი ლოგიკა, პედანტიზმი.

3. დეტალიზება, გაყოფა, სქემატიზება. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის მეშვეობით მთლიანი სურათის აღდგენის უნარი/ უარყოფითი – მეწვრილმანეობა, დაწვრილმანება, შარიანობა.

4. შრომა, სამუშაო/უარყოფითი – ძალების გადახარჯვა, გადატვირთვა.

5. დაქვემდებარებულობა, მომსახურება, პასუხისმგებლობა/უარყოფითი – ლაქიობა.

6. პროფესიული მოღვაწეობა, სამუშაო, მსახურება/უარყოფითი – ბიუროკრატიზმი.

7. ფიზიოლოგიური პროცესები, რეგენერაცია, საკუთარი ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ინტერესი/უარყოფითი – დაავადებები. შეიძლება პროზერპინამ ადამიანი დააჯილდოვოს მკურნალის ნიჭითაც.

8. შემგუებლობა, რთულ პირობებში გადარჩენის უნარი/უარყოფითი – პარაზიტიზმი.

9. გეგმა, სქემა, დამუშავება, ეკონომია/უარყოფითი – მეწვრილმანეობა, წუწურაქობა.

10. სისუფთავე, წესრიგი, შემსრულებლობა, აკურატულობა, კირკიტი, რუდუნება, გაცემა, ვალდებულება.

11. კვლევა-ძიება, გამოცდილებები, ექსპერიმენტები.

12. ქიმია, ქიმიურირეაქცია.

13. გადალახვისა და გაცნობიერების ხანგრძლივი პროცესი.

ნეგატიური გავლენა ადამიანზე:

1.  რთული ახსნები, რომელიც აზრობრივად არაფერს ხსნის.

2. მათთვის შესაბამისი, შესატყვისი პრიმიტიული კანონების და ხისტი სტრუქტურების შექმნა. მათ მიერ დაწესებული კანონები ეწინააღმდეგება არსებულს.

3. ბიუროკრატი. რეალობაში ნერგავს ხისტ კანონს, რომლის მორგებაც რეალობაზე ვერ ხერხდება ან ცუდად ესადაგება რეალობას, ამ კანონზე აგებენ სტრუქტურებს, რომელიც დამღუპველია.

4. მისი დევიზი: „მითხარით, უფროსი არ გჭიდებათ? არამსმელი და საჭირო კავშირებით?“

5. თავსმოხვევა. ზარის გარეშე შეუძლია სტუმრის სტატუსით შემოიჭრას თქვენს სამყოფელში არ უყურებს დღის რომელი ნაწილია, ან გცალიათ თუ არა და გაიძულებთ, რომ გაართოთ ან/და სასწრაფოდ გადაწყვიტოთ, მოაგვაროთ თქვენი პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დააიგნორებს თქვენს საქმეებს და ცხოვრების რიტმს.

6. ცდილობს მოაწესრიგოს სხვისი ცხოვრება, ამით კი ან არღვევს, ან საერთოდ ანგრევს მას.

7. პედანტიზმი, მეწვრილმანეობა, შარიანობა, შფოთიანობა, დეპრესიულობა.

8. ყოფითში ამაღლებული მოთხოვნილებები.

პროზერპინა _ ეს სულია, რომელიც ჩარჩოებს შლის, განახლების უმაღლესი უნარი და შესაძლებლობაა, ტრანსმუტაციაა, მთლიანი გადატრიალების უნარია. ეს არის შესაძლებლობა საკუთარი ეგოს საზღვრებიდან გასვლისა, ეგოიზმზე უარის თქმისა და ფსიქოლოგიური სიმყარისა და მდგრადობისა. ის აღნიშნავს ფასეულობათა უნივერსალური სისტემის შექმნას. ადამიანს, რომელზეც გავლენას ახდენს პროზერპინა, შეუძლია მთლიანი რეგენერაცია და ცხოვრების პოზიტიური ცვლილება, შესაძლებელია საკუთრებაზე უარის თქმაც. პროზერპინა – ეს ზესისტემაა, ის იძლევა კირკიტს, სიზუსტეს, ანალიზის უნარს, საგნების სიღრმისეულად შესწავლას, ფაქტების დაგროვებისა და მათი ახალ სიღრმისეულ ფორმაში გადაყვანის უნარს. პროზერპინა ასევე იძლევა იმის უნარს, რომ გადატრიალებების, შინაგანი არსის, სტრუქტურის ცვლილების, შინაგანი გადახარშვისა და გადაფასების, ცნობიერების ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის ზემოქმედებით მოხდეს ადამიანის ცნობიერის შეცვლა. „პროზერპინელს“ (ადამიანი, რომელსაც მფარველობს პროზერპინა) შეუძლია ყველაფრის ატანა, მაგრამ არაა ენერგიული, არამედ განმჭვრეტია. პროზერპინელები შემთხვევითობაში კანონზომიერებას ხედავენ, შეუძლიათ ერთმანეთთან დააკავშირონ ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფაქტები. ეს – გამომძიებლები (შერლოკ ჰოლმსი), რესტავრატორები არიან. პროზერპინის გავლენით ადამიანი მთლიანად შეიცნობს საკუთარ ბუნებას, შეუძლია სისხლით ხორცამდე საკუთარი ფიზიოლოგიის მართვა და შიგნიდან გარდასახვა.

ამ ადამიანებს შესწევთ ძალა, სწრაფი რეგენერაცია მოახდინონ და არაადამიანურ პირობებს შეეგუონ და აიტანონ, ისიც კი შეუძლიათ, საკუთარი გარეგნულობა შეცვალონ. ყველაფრისდამძლევი ლოგიკა ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს 2-3 ფაქტის საფუძველზე მთელი მტკიცებულებათა სისტემა შექნან. მათგან კარგი გამომძიებლები დგებიან _ ალბათობაა, რომ შერლოკ ჰოლმსის პირად ჰოროსკოპში ძალიან ძლიერი პროზერპინა იყო (წიგნის გმირის ასტრო-პორტრეტის განხილვებზე თუ ვიმსჯელებთ). ასევე, შესაძლებელია ეს ადამიანები კარგი არქეოლოგები ან/და რესტავრატორები დადგნენ _ ერთი დეტალის მეშვეობით მთელი ფენომენალური სურათი შექმნან (მ.მ. გერასიმოვი).

პროზერპინა ამ ადამიანებს აჯილდოებს უმაღლესი თვითშეწირვის გრძნობით, თვითუარყოფით, განდეგილობით, მოთმინებით, პიროვნების, სულის სახეობრივი ცვლილების უნარით. ამ ადამიანებს ახასიათებთ მთლიანი თვითკონტროლი, და თავიდან დაბადების უნარი. ისინი ნებისმიერი მოვლენის არსს წვდებიან, ფაქტებს აგროვებენ, შეუძლიათ გაფანტონ შემთხვევითი და არაარსებითი, ატარებენ პედანტურ ანალიზს. ამასთან „ძლიერი“ პროზერპინა მათ აძლევს საშუალებას ეს ანალიზი მთელი სინთეზით შეავსონ, და ყველაფერი გადაიყვანონ ახალ ხარისხობრივ ფორმაში. განჭვრეტის წამში, მათ ცნობიერებაში, მოზაიკად დაშლილი ფაქტები წამიერად აღდგება ერთ მთლიან სისტემად, რომელშიც, ყოველი დეტალი იმავდროს ინარჩუნებს დამოუკიდებელ მნიშვნელობას.

ყოფით მხარეს რაც შეეხება, პროზერპინა ამ ადამიანებს აძლევს მოულოდნელ დადებით ცვლილებებს ცხოვრებაში. თავისთავად ექმნებათ უმაღლეს გზაზე განსავითარებლად საჭირო პირობები. ყველაფერს იღებენ როგორც მოცემულობას, რომელიც გამომდინარეობს დედამიწისეული რეალობის მოწყობიდან, ყოველთვის ინარჩუნებენ წონასწორობას, მაგრამ როცა ამ ადამიანების გადატეხვას ცდილობენ, ისინი აისბერგივით ამოყირავდებიან.

ამ ადამიანებს თავად არ აქვთ გარეგნული ენერგია, ისინი პასიური დამკვირვებლები და აკუმლატორები არიან, ხოლო ხარისხობრივი ცვლილებები მხოლოდ საკმაო ოდენობის პოტენციალის დაგროვების შემდეგ ხდება. პროზერპინა საშუალებას აძლევს ამ ადამიანებს  გახდნენ ცოდნის უმაღლესის სისტემის წინამძღოლები.

პროზერპინას ერთი გასაოცარი თვისებაა _ გარდაქმნას სისტემა ისე, რომ უმაღლესი მხარე რჩება ხელუხლებელი, ხოლო შინაგანი სტრუქტურა სახეობრივად მთლინად იცვლება. ანუ ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთ მშვენიერ დღეს სისტემა ისე აღიქვან, რომ დაფარული სიღრმისეული პროცესების ზემოქმედებით მოულოდნელად შეცვალონ საკუთარი ცნობიერის სტრუქტურა და შინაგანი არსი.

ამ ადამიანებისთვის მთავარ მახასიათებლად იქცევა ტრადიციებში სიახლის დანახვისა და ამის სხვა, განსაკუთრებულ დონეზე გარდაქმნის უნარი, მინიმალური შესაძლებლობებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების უნარი და ამასთანვე, ამ პროცესების დროს არ  განიცდიან ტანჯვას. თუ აუცილებლობა წარმოიშობა, დაძაბვის გარეშე ცვლიან ცხოვრებისეული გარემოებების სისტემას და იცხოვრებენ გარემოებების მიხედვით.

ეზოთერულად პროზერპინა, არის სატურნის უმაღლესი  ჰიპოსტაზი, სიმბოლიზირდებარ ოგორც, შეცნობის ზესისტემის პროცესი,  გამოცდილების დაგროვების მეშვეობით (საკუთარ თავზე მძიმე, რთული და გრძელვადიანი მუშაობის მეშვეობით). შედეგად კი ხდება სიღრმისეული ხარისხობრივი გადატრიალება დაიბადება ახალი ფორმა და სტრუქტურა. პროზერპინას შეუძლია დააჯილდოვოს ადამიანი მკურნალობის ნიჭით.

ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ პროზერპინას გავლენის ქვეშ, ის  აჯილდებს შემოქმედებითი ანალიზის უნარით. მეტნაკლებად დამუშავებულია პროზერპინა ავესტიკური ასტროლოგიის სკოლის მიერ. ის ითვლება ინ-ის, ქალური საწყისის მატარებელ, ცივ, მშრალ მეხუთე დონის პლანეტად, რომელიც დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან.

პროზერპინის დღის სამყოფელია – ქალწული, ღამის სამყოფელი და ეგზლატაციის ნიშანია – ტყუპები. საგასაღებო სიტყვაა: ტრანსმუტაცია, იმედი, სამშვინველი, სიღრმისეული ცვლილებები, სხეულის ალქიმია.

ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top