აქ ინდივიდი ახლებურად შეიმეცნებს მეგობრობის, მიზნებისა და იდეალების სფეროებს, რისი გაელვებებიც წარულიდან მოსდევს, თუმცა ახლა მას საშუალება ეძლევა უფრო ღრმა დონეზე აითვისოს ის.
ის ძალზედ ორიგინალური მოაზროვნეა, რადგან მისი იდეები შორს არის ყოფიერებისგან. თუმცა პერსონალურ დონეზე, მიდრეკილია მცდარი ინტერპრეტაცია მისცეს მეგობრულ კავშირებს. ამიტომ, გარკვეული დროის შემდეგ, ის იძულებულია გადახედოს მეგობრობის მნიშვნელობას და შეცვალოს ძველი კონცეფციები. ის იზიდავს ყველა სოციალური ფენის ადამიანს. ამიტომ, გარკვეული დროის შემდეგ, მისი იდეები, ოცნებები და პირადი შეხედულებები მეტად მრავალფეროვანი ხდება.
ის აღმოაჩენს, რომ ადამიანები ყოველთვის მისი მოლოდინის შესაბამისად არ რეაგირებენ და სწორედ ეს ასწავლის სხვების ინდივიდუალიზმის დაფასებას. თანდათან ის სულ უფრო მიუკერძოებელი და ობიექტური ხდება და, „სამართლიანი თამაშის“ მხარდამჭერი, იშვიათად იკავებს რომელიმე მხარის პოზიციას საკამათო სიტუაციებში, რადგან საკმარისად გაცნობიერებულია იმის მისახვედრად, რამდენად უაზროა ყოველგვარი კამათი.
მართალია, მას შეიძლება აღაშფოთებდეს ის, რაც სხვებს ზღუდავს, მაგრამ რეალურად ის ყოველთვის ცდილობს თავი აარიდოს სხვების კარმულ ტვირთს.
როდესაც ეს ინდივიდი ისეთ ადამიანებს ხვდება, ვისაც საკუთარი თავის დანახვა უჭირთ, მას სურს უმაღლესი ცნობიერების თვალები აუხილოს მათ. მაგრამ ის არასდროს შეეცდება, ვინმეს თავისებური აღქმა მოახვიოს თავს. მას მშვენივრად ესმის სამყაროს ერთ-ერთი ოქროს წესი: ყველა ადამიანი საკუთარი სისწრაფით უნდა გაიზარდოს.
კარმულად, ის რელობის მეტად გასხივოსნებულ გრძნობას განიცდის, რაც მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. თუმცა I ფაზაში ის მშვენივრად ახერხებს საკუთარი შთაგონების სხვებზე პროეცირებას, რომ მათაც შეძლონ მიუკერძოებელად ამაღლებული ცნობიერების ნაპერწკლების დაჭერა.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”