რეტროგრადული ურანი XII სახლში

რეტროგრადული ურანი XII სახლში

აქ ინდივიდი უმეტესად III ფაზას განიცდის, რომლის განმავლობაშიც წარსულ ცხოვრებებში მიღწეულ გაგებას აცნობიერებს, რადგან შინაგანად გრძნობს, რომ მიმდინარე ცხოვრებაში მათი გამოყენება მოუწევს.  ზოგიერთ მათგანს წინამორბედ ცხოვრებაში ასტროლოგია ესმოდა; სხვებთან, XII სახლის რეტროგრადული ურანი, ცნობიერების მკვეთრი ცვლილებების სიგნიფიკატორია. ნებისმიერ შემთხვევაში, პიროვნული ზრდის პოტენციალი ძალიან მაღალია.

ეს მდებარეობა ასევე წარსულ ცხოვრებებში სექსუალური ხასიათის ანომალიების ან/და ჰომოსექსუალიზმის მაჩვენებელია, თუ მთელს ჰოროსკოპში ამის დამადასტურებელი სხვა სიგნიფიკატორებიც არსებობს. თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მუშაობს ეს პერსონალურ დონეზე _  შინაგანი გამომგონებლობის მიმანიშნებელია, რომელიც ცნობიერების უმაღლესი არხებიდან იღებს სათავეს. ეს ადამიანი ინსტინქტურად კარგად გრძნობს, როგორ მუშაობს ყველაფერი გარესამყაროში. მისი შინაგანი გონება ყოველთვის შემეცნების პროცესშია. ამიტომ, მისთვის სულაც არ არის აუცილებელია დეტალურად გაერკვეს სამყაროს მოქმედების პრინციპებში.

ის ძალიან მარტივად ერგება გარემოებებს და ასევე მარტივად იცვლის საკუთარ იდეებს, რადგან თავისი იდეების ავტორი თვითონ არ არის და არც ცდილობს დისჰარმონიული აზრების ჰარმონიზებას. მას საოცარი უნარი აქვს, არ შეაწუხოს სამყარო, მისგან იმ შინაგანი თავისუფლების მისაღებად, რომელსაც საჭიროებს. მართალია, მისი აზრები საკმაოდ ექსცენტრულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სულაც არ თვლის, რომ შეზღუდულია ტრადიციების ფორმატით, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს ერთად აკავებს თავისი ბორკილებით. თუმცა ის მაინც საზოგადოებაში ცხოვრობს და სატურნთან კარგი ასპექტები საშუალებას მისცემს, თავისი ურანული გამჭრიახობა პრაქტიკულ ურთიერთქმედებაში მოიყვანოს გარესამყაროსთან.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top