რეტროგრადული ნეპტუნი II სახლში

რეტროგრადული ნეპტუნი II სახლში

მარტინ შულმანი

ნეპტუნი მისთვის ძალზედ არახელსაყრელ პოზიციაში იმყოფება, რადგან ის ბუნდოვანებით მოსავს ყველაფერს, რისი დასაკუთრებაც ინდივიდს სწადია. მისი ფასეულობები და ფინანსები ბურუსით არის მოცული. ყოველ ჯერზე, როდესაც ინდივიდი სიმტკიცის გამოჩენას ცდილობს, ის სულ უფრო დამთმობი ხდება. სიყმაწვილის ასაკში განსაკუთრებით მგრძნობიარეა. შეიძლება ითქვას, მარტივად შთაგონებადიც. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, ეს  გულწრფელ თანაგრძნობაში გადასდის.

აქ ნეპტუნის უფორმო ნატურა ბუნებრივ კონფლიქტში შედის II სახლის ფორმის სტრუქტურასთან. ინდივიდს უჭირს საკუთარი ფასეულობათა სისტემის კრისტალიზება და როგორც ჩანს, ამის გამო, შესამჩნევი გაუბედაობითაც ხასიათდება. ის შეიძლება ძალიან ხელგაშლილი იყოს I ფაზის დროს, მაგრამ, იმავდროულად, ფრთხილობს, რომ  III ფაზაში გადასვლისას, არ ინანოს გაცემულ/დაკარგულ ნივთებზე.

წარსულ ინკარნაციებში მან ისწავლა ხელოვნების დაფასება. როგორც წესი, მას მშვენივრად ესმის მუსიკა, მაგრამ ნეპტუნის რეტროგრადული ბუნება არ მისცემს მუსიკით დაკავების საშუალებას იმდენად, რამდენადაც თავად ისურვებდა. ის ბედნიერი იქნებოდა, ეს რომ მნიშვენლოვანი ფაქტორი აღოჩნდეს მის ცხოვრებაში, მაგრამ ამისთვის მთლიანი ჰოროსკოპის სხვა ფაქტორების დახმარება დასჭირდება.

მართალია, ის მრავალ სირთულეს განიცდის, იმის მხარდაჭერის მცდელობაში, რაც სწორად მიაჩნია, მაგრამ ეს მისი კარმის ნაწილია. მიმდინარე ინკარნაციაში მან უნდა გააუვნებელყოს ის ცრუ ფასეულობები საკუთარ თავში, რომელიც წარსული ცხოვრებიდან მოიტანა.

 

სერგეი ვრონსკი

წარსულ ცხოვრებაში ადამიანი მატყუარა და თაღლითი იყო, რაც ფინანსურ სფეროში ვლინდებოდა. შესაძლოა ყოფილიყო ყალბი ფულის დამამზადებელი, ძვირფასეულობის გამყალბებელი. ის ვირტუოზულად ყვლეფდა როგორც სახელმწიფო ხაზინას, ისე გულუბრყვილო კლიენტებს, მდიდრდებოდა „მკვდარი სულების“ მეშვეობით. ამჯერად კარმა მისგან წესიერებას მოითხოვს ყველა საქმეში, რაც ფინანსებს, საკუთრებას, მფლობელობას და ვაჭრობას შეეხება. ახლა ის უანგაროდ უნდა დაეხმაროს ღარიბებსა და გაჭირვებულებს.


About Qet

Scroll To Top