აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში, როდესაც ის გრძნობების მოლოდინით ცხოვრობს, რომელიც მომევალში უნდა განიცადოს. ეს მას, როგორც თავად მიაჩნია, საკუთარი თავისადმი პატივისცემაა მოუტანს. ის ძალიან მორცხვია და მუდმივად აღელვებს ის, რას იფიქრებენ მასზე. შეიძლება თავდაცვითი პოზიციაც ეკავოს, თუ იგრძნო, რომ სხვები რთულ მდგომარეობაში აყენებენ. ამიტომ, ის დიდ დროს ატარებს მარტოობაში. ის ზემგრძნობიარედ რეაგირებს სხვების აზრზე და თუ ვინმეს მხრიდან ნეგატიურ შეფასებას წააწყდება, სწრაფად გაიქცევა სხვა მიმართულებით.
ამ პოზიციის ერთერთი ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ადამიანი მიდრეკილია ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანოს საკუთარ გრძნობებზე. მას მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი საკუთარი აღქმა და იმის ნაცვლად, რომ დინებას მიჰყვეს, რეალურ განცდამდე, აყალიბებს თავის დამოკიდებულებას განსაზღვრული სიტუაციების მიმართ. საქმე ის არის, რომ, ასეთი დამოკიდებულების გამო, ის თვითონ ეძებს ასეთ სიტუაციებს, რომ შეამოწმოს, რამდენად სწორი იყო მისი წინასწარგანწყობა.
ქორწინება ნამდვილად არ არის მარტივი ამოცანა მისთვის, რადგან ნდობის უკმარისობა, გადაჭარბებულ თვითჩართულობასთან ერთად, ხელს უშლის სხვა ინდივიდების სიმდიდრის სრულად აღქმაში. მოწყენილობა, რომელსაც ეს ადამიანი ხშირად განიცდის, სულაც არ არის გამოწვეული მისი ცხოვრების ან მიჯნურისგან. მას საკუთარი თავი ბეზრდება და იმის ნაცვლად, რომ ამ ფაქტს თვალი გაუსწოროს, ის უზარმაზარ ძალისხმევას იჩენს, რომ თავი სხვადასხვა გასართობით შეიქციოს, სანამ საბოლოოდ არ მიხვდება, რომ მას არაფერი აქვს საერთო თავის პრობლემებთან. დღე, როდესაც ეს ინდივიდი საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის, მის ცხოვრებას შეცვლის.
მან უნდა გადალახოს საკუთარი და სხვების კოლექტიური გრძნობების განცალკევების კარმა. ზუსტად ადამიანებისგან გაუცხოვება აიძულებს, გაექცეს საკუთარ თავს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი პოზიციის მთელი კონსტრუქცია, საკუთარ თავსა და სხვებთან მიმართებაში, მხოლოდ მის გონებაში არსებობს. I ფაზა მას ამ კარმაში აკავებს, მაგრამ II და III ფაზები სახლში დასაბრუნებელ გზას უჩვენებს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”