რეტროგრადული ვენერა თევზებში

რეტროგრადული ვენერა თევზებში

აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს, როდესაც ისევ და ისევ შთანთქავს ოცნებას სიყვარულზე, რომელმაც გვერდი აუარა. ის ძალზედ მარტოსულია და ჩუმად განიცდის  ხელშესახები რეალობისგან სიშორეს. წინა ინკარნაციაში ის უკიდურესად რომანტიული იყო და ახლაც კვლავ  წარსული ფანტაზიებისკენ ილტვის. საკმაოდ არასტანდარტულია. საკუთარ თავს დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევს, სანამ ისეთი ვინმე ჰყავს, ვისზე დაყრდნობაც შეუძლია. ბევრი რამ, რასაც გრძნობს, ჯადოსნური ზღაპრების თავიდან განცდის მცდელობაა, სადაც ეს უკიდურესად შთაბეჭდილებიანი ადამიანი საკუთარ თავს პოულობდა ბავშვობაში. თუმცა ამას შუახნის ასაკამდე მაინც ვერ მიხვდება.

მასთან კონტაქტის დამყარება რთულია, რადგან  ილუზიები საკუთარი თავის დანახვის საშუალებას არ აძლევს. ყოველ ჯერზე, როდესაც მისი სარკე-ილუზიები  ნამსხვრევებად უნდა იქცეს, ის ახალ ფანტაზიებს ქმნის, რომ  იმ შეზღუდვებისგან განთავისუფლდეს, რომელსაც დღევანდელი  რეალობისგან განიცდის.  ის არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს ამ ინკარნაციაში, მაგრამ არ ან ვერ აცნობიერებს, რომ თავად ირჩევს გარემოებებს, რომელიც გარს აკრავს. მისთვის გაცილებით მარტივია იწამოს, რომ  ცხოვრებას თავისი დინებით მიჰყავს, ხანდახან მისი ნების საწინააღმდეგოდაც.  მას ეშინია აღმოჩნდეს ისეთი ადამიანების ან გარემოებების ტყვეობაში, რაც მომავალში რაიმე ტიპის მოთხოვნებს წამოუყენებენ. მან ქვეცნობიერად იცის, რომ ვერ დაკმაყოფილებას ამ მოთხოვნებს. ამრიგად, ეს კიდევ ერთი მიზეზი ხდება  ნამდვილი გრძნობებისგან გასაქცევად.

ვენერას ეს მდებარეობა მიდრეკილია მაზოხიზმისკენ. ის მუდმივად ქმნის ისეთ სიტუაციებს, სადაც ინდივიდის კომსიური „მე“ ისჯება, რის შედეგადაც, მის უმდაბლეს პერსონალურ „მეს“ სევდა შთანთქავს. რაც უფრო მეტად მისცემს ადამიანი წარსულის მოგონებებზე დაფუძნებულ ილუზიებს დღევანდელ გრძნობებში შეჭრის უფლებას, მით უფრო დაშორდება აწმყო გრძნობებს, რისი განცდაც, როგორც თავად ჰგონია, უნდა. ადამიანებთან ურთიერთობაში, ის  სქელი ბურუსით იფარება, რითაც გაუცნობიერებლად თავს იცავს რეალობისგან.

ეს ერთერთი ყველაზე რთული მდებარეობაა პერსონალური სიყვარულისთვის. არსებითად, ადამიანმა გზა უნდა გაიკვალოს კარმის მეშვეობით. ამას მაშინ მოახერხებს, როდესაც თავის მოლოდინებს  უმდაბლესი „მეს“ პერსონალურ სიბრტყეზე აამაღლებს. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება ღვთაებრივი განაჩენის განცდა, რომელზეც თავის რეალობას დააფუძნებს.

ბევრმა ადამიანმა, ამ მდებარეობით, წარსულ ინკარნაციაში დაკარგა პირადი სიყვარული. ახლა ის  ქვეცნობიერად აგრძელებს ამ სიყვარულის ასპექტების ძებნას ყოველ ადამიანში, რომელსაც ცხოვრებაში ხვდება. ასე გრძელდება იქამდე, სანამ ერთხელაც არ გააცნობიერებს, რომ მისმა სულმა, ადამიანურად ეგოისტური მოთხოვნების მიუხედავად, ტრანსფორმაცია გადაწყვიტა.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top