ვენერას ეს მდებარეობა მიუთითებს ასაკით უფროს პარტნიორთან ან ისეთ ადამიანთან ქორწინებაზე, ვინც ინდივიდისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს მისი წარსულიდან. ხანდახან პარტნიორი ბავშვობის დროინდელ შეზღუდვებს ახსენებს, თუმცა შესაძლოა ეს შეზღუდვები მისი წარსული ცხოვრებიდანაც იყოს გადმოყოლილი.
ამ მდებარეობისთვის ყველაზე კომფორტულია III ფაზა, როდესაც მის ცხოვრებაში წარსული დროის შეგრძნებები მეორდება. მას სურს განიცადოს საიმედო და პროტექციული ტიპის ურთიერთობა, რაც მისთვის საიმედოობასთან ასოცირდება და მისი თავდაჯერების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. ხშირად ანტიკვარიატის ან ისტორიული არტეფაქტების შემგროვებელია. შეიძლება ისეთი ადამიანების კოლექციონირებითაც იყოს დაკავებული, ვინც მისთვის რაღაცის დასრულების, ბოლომდე მიყვანის სიმბოლოს წარმოადგენს. ვენერას ეს მდებარეობა საოჯახო კარმის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
მისი ცხოვრება სავსეა ყველანაირი ფორმით, რადგან ყველაფერი, რასაც გრძნობს, აუცილებლად უნდა კრისტალიზდეს მის შიგნით, რომ მისი საიმედოობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ახალგაზრდობაში ასაკზე უფროსად გამოიყურება. ის მრავალი წლის განმავლობაში ინახავს ფიქრებს, იდეებსა და გრძნობებს (მათ შორის ნეგატიურსაც). ხანდახან უარსაც კი ამბობს ბედნიერებაზე, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში, თუ მომავალში რაიმე უფრო მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღების იმედი აქვს. თუმცა როდესაც ასაკში შედის, მხოლოდ მაშინ ხვდება, როგორ გულმოდგინედ ცდილობდა თავისი წარსულის აღდგენას და რამდენად შეუშალა ხელი ამ ყველაფერმა მის მიმდინარე ცხოვრებას. მაშინ ის რადიკალურად იცვლება და გაცილებით უფრო პრაქტიკული ხდება საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
მთელი ეს დრო ის არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს თანატოლებთან. არსებითად, ის უკუქრონოლოგიურად ცხოვრობს: სიბერის ტვირთს ახალგაზრდობაში ატარებს, სიყმაწვილის თავისუფლებით სიბერეში ნებივრობს. ეს თვისებრივი შეუსაბამობა წარსული ინკარნაციიდან მოდის და მისი ცხოვრების ახალგაზრდულ წლებში ვლინდება: ინდივიდი ბევრ დროს ხარჯავს საკუთარი თავისგან გასაქცევად, შემდეგ კი, დაახლოებით შუახნის ასაკში, როდესაც ამას აცნობიერებს, იმ ყველაფრის კომპენსიებას იწყებს, რაც ახალგაზრდობაში ხელიდან გაუშვა.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”