რეტროგრადული ვენერა კუროში

რეტროგრადული ვენერა კუროში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს III ფაზაში, როდესაც შეუძლია ჩაიძიროს ყველაფერში, რაც წარსულში შეიძინა. ის მუდმივად აიგივებს საიმედოობისა და საკუთარი ღირებულების შეგრძნებას იმასთან, რა გააკეთა და რა დააგროვა საკუთარ თავში წარსული ინკარნაციებიდან.

ეს ინდივიდი ხშირად არის მიჯაჭვული წარსულ ცხოვრებაში განცდილ სიყვარულზე, რომელიც  ბოლომდე ვერ რეალიზდა. ამის გამო, მიმდინარე ცხოვრებაში განცდილი სიყვარულის არც რაოდენობა და არც ხარისხი მისთვის საკმარისი არ არის იმ სიცარიელის შესავსებად, რომელიც წარსულ ინკარნაციაში განცდილმა ურთიერთობამ დაუტოვა. მისი სული მიჩვეულია აბსოლუტური საიმედოობის განცდას. ამიტომ, მას ვერ დააკმაყოფილებს სიყვარული, რომელიც ნაკლებს სთავაზობს.

ახალგაზრდობაში ის საკმაოდ მორცხვია. მოგვიანებით, საკუთარ თავში იკეტება, მდუმარე ვედრებით, ვინმემ ამ მდგომარეობიდან ამოათრიოს. ის ისურვებდა დახმარების ხელი გაუწოდონ, თუმცა კი აღიარება არ უნდა. ის ცდილობს ჩუმად მიიზიდოს ადამიანები, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან ეშინია მათი.

მისი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ, თავისი ცხოვრების საწყის ეტაპზე, ის მიდრეკილია განსაზღვრული გრძნობების კრისტალიზებისკენ.  მოგვიანებით, ის სასოწარკვეთილად ცდილობს მიუსადაგოს წარსულში განცდილი გრძნობები ყოველ ახალ სიტუაციას. როდესაც ეს არ მუშაობს, ქვეცნობიერად მას უვითარდება აზრი, რომ სამყაროს ნაწილი მის მიღმა მიედინება.

მისი მოლოდინები, საწინააღმდეგო სქესთან მიმართებაში, უჩვეულოდ ირეალურია. ეს ძლიერი თვითმოტყუების შედეგია, რასაც ინდივიდი წლების განმავლობაში ეპოტინებოდა. თუ ვინმე ნაფოტებს აგროვებს, უხილავი ხის შექმნის მოლოდინში, ეს სწორედ რეტროგრადული ვენერაა კუროში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top