რეტროგრადული ვენერა მერწყულში

რეტროგრადული ვენერა მერწყულში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში, რომლის დროსაც იმ მოვლენებს იკვლევს, რაც იქამდე უელავს თვალწინ, სანამ რეალურად  მოხდება. დროდადრო შესაძლოა მბრძანებლურიც იყოს, დახმარების სურვილში, და, თავის უნებურად, ხელიც შეუშალოს ადამიანებს.

უზომოდ დამოუკიდებელი ხასიათის გამო, ძალიან რთულად იღებს ნებისმიერ შეზღუდვას. მისი მიჯაჭვულობები იმდენ ნივთზე, ადამიანსა თუ გარემოებაზე ვრცელდება, რომ  ახლობლებს უჭირთ თავიანთი ენერგიის კონცენტრაცია მასზე. ამგვარი ქცევა სინამდვილეში მისი უკიდურესად  ცვალებადი ბუნების ანარეკლია. როგორც წესი, ის ძალზედ მგრძნობიარედ რეაგირებს თავის გარემოცვაზე. ამიტომ, ის იძულებულია შეცვალოს თავისი მიდგომა ცხოვრების მიმართ, რომ თავი უფრო გაწონასწორებულად იგრძნოს.

ამ მეამბოხეს ძალიან უყვარს თავისუფლება და კატეგორიულად ვერ იტანს, როდესაც სხვები საკუთარ ნებას თავზე ახვევენ. სამაგიეროდ, თავად მიაჩნია, რომ მშვენივრად იცის, რა არის სხვებისთვის უკეთესი. ამგვარი დამოკიდებულებით, ლოგიკურია, რომ მის პირადი ურთიერთობები არც ისე პერსპექტიულია.

ყველაფრის მიმართ ხარბი ინტერესით გამოირჩევა. იხიბლება  უცნაური ადამიანებით. ყველაფერი ტრადიციული და საზოგადოდ მიღებული მოსაწყენად ეჩვენება და მალე ბეზრდება. ამიტომ, დიდხანს ერთ რამეზე  ვერ კონცენტრირდება. მიუხედავად ამისა, მას სჭირდება საიმედოობის შეგრძნება. ის არც ისე თავდაჯერებულია, როგორც თავს აჩვენებს, მაგრამ სულაც არ უნდა, რომ სხვებმაც იცოდნენ ეს.

I ფაზაში ის აქტიურად იკვლევს ამოუცნობ მოვლენებს. III ფაზაში  ისევ უბრუნდება ამ კვლევას, თუმცა ამჯერად წარსულში დაგროვილი ცოდნის ნაკლებ გამოყენებულ ნაწილებსაც იშველიებს. სწორედ  ამ მდებარეობის ვენერის მფლობელები განიცდიან დიდ სიამოვნებას ძველი ცივილიზაციებისა და ნაკლებ ცნობილი  ისტორიული დოკუმენტების კვლევებით. ბევრსაც ასტროლოგია და ეზოთერული საგნები იტაცებს.

თუ მას ხელოვნურად შექმნილ ფენებს მოაშორებთ, ხელში საკმაოდ მარტოსული ადამიანი შეგრჩებათ. მისი უანგარო მოთხოვნა, დაეხმაროს სხვებს, რეალურად მის პირად მცდელობას წარმოადგენს, იპოვოს უკან დასაბრუნებელი გზა კაცობრიობასთან, რომელმაც სხვა განსხეულებაში რატომღაც უარყო ის. ამის გამო, ის არასდროს ელის ჭეშმარტ  სიახლოვეს ადამიანებთან, თუმცა იმითაც კმაყოფილია, რომ მისი იდეები და შეხედულებები ამჟამად მიღებულია და მთელი ძალებით ეცდება დაიმსახუროს  ეს მიღება.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top