რეტროგრადული ვენერა მშვილდოსანში

რეტროგრადული ვენერა მშვილდოსანში

ეს ძალზედ მარტოსული პოზიციაა რეტროგრადული ვენერასთვის. ინდივიდი თავისუფლებას  უფრო მეტად აფასებს, ვიდრე პიროვნულ სიახლოვეს, რასაც განასახიერებს ვენერა. აქ აქცენტირებულია რეტროგრადული პროცესის I ფაზა. ასე რომ, ინდივიდი უდარდელად დახტის ერთი ცისარტყელიდან მეორეზე  და ერთ ადგილზე დიდხანს არასდროს ჩერდება, რომ, ვენერას მეშვეობით, სრულად შთანთქოს მთელი გარემოცვა. ის არ არის მზად რჩევების მისაღებად. მართალია, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ მას არასდროს ტოვებს იმის განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს უშვებს ხელიდან.

ეს ძალიან რთული მდებარეობაა  ქორწინებისთვის. განქორწინების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მისი  დაუდეგარი ნატურაა. რთულია იმ ყველაფრის დაკმაყოფილება, რასაც ინდივიდი, როგორც მას ჰგონია, საჭიროებს.  ის ხშირად აბნევს გარშემომყოფებს. სამყაროს გიგანტურ კალეიდოსკოპად ხედავს, უამრავი შემოთავაზებით, რომელიც უნდა გამოსცადოს.  თითქმის არასდროს არაფერს უღრმავდება. ლოგიკურია, რომ მისთვის  ცხოვრებისეული გამოცდილების  რაოდენობა ხარისხზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მისი უმაღლესი გონება სამყაროს შორეულ სივრცეებში მოგზაურობს, ისეთი ადგილების აღმოჩენის მოლოდინში, სადაც თავს ისე იგრძნობს, როგორც სახლში. ამიტომ, ეს ადამიანი ოცნებებს უფრო აფასებს, ვიდრე რეალობას.

წინა ცხოვრებიდან მაღალი იდეალები მოსდევს და მართალია, ყოველთვის მათ შესაბამისად ვერ ცხოვრობს, მაგრამ ყოველთვის აგრძელებს ისეთი ადამიანების, ადგილებისა და გარემოებების ძიებას, რომელიც თავის წარსულ იდეალისტურ განცდებთან დააბრუნებს. მან მშვენივრად იცის საკუთარი თავის ფასი და  საკმაოდ ძლიერი ეგო აქვს, რომელსაც ჯანმრთელად ინახავს. ის სიამოვნებით ჰყვება ყველაფერს, რასაც ცხოვრება სთავაზობს. მართალია, ეს საკმაოდ რთული მდებარეობაა ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობისთვის, მაგრამ ადამიანს უჩვეულოდ მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს.

წარსულ ინკარნაციებში მან ძლიერ განავითარა ბუნებრივი ყნოსვა გარესამყაროს მიმართ და ახლა  საკუთარ გუმანზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მასწავლებლის სიტყვებზე.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top