რეტროგრადული ვენერა ნათალურ რუკაში

ეზოთერული სიმბოლო

 

ვენერა სიყვარულის, სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტაა. მისი სიმბოლო წარმოდგენილია, როგორც სულის წრე მატერიის ჯვარზე. აქ ადამიანის სული ქვემოთ ეშვება განსაზღვრული ფორმით და ასე ქმნის ცხოვრებას. როდესაც ფორმა სულისგან იქმნება, ის ჭეშმარიტად მშვენიერია, რადგან ყველაფერი, რასაც ადამიანი ქმნის, საწყისს იღებს თავისი ეთერული ბუნებისგან. ამრიგად, ადამიანის სული, მისი სიყვარული, სილამაზე და ჰარმონია სწორედ ვენერას საშუალებით პოულობს გამოხატულებას მატერიაში (ფორმაში).

 

 

 

 რეტროგრადული ვენერას შემთხვევაში, ისევე როგორც მერკურისთან, ხდება სიმბოლოს ინვერსია (ამოტრიალება). მაშასადამე, მატერიის ჯვარი სულის წრეზე მაღლა ექცევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს სულის გასააქტიურებლად ესაჭიროება ფორმა. ამიტომ, თუ  მისი ცხოვრების მატერიალური მხარე არ შეესაბამება ფორმის აღქმას წარსული ინკარნაციებიდან(!), ის მიდრეკილია საშუალება მისცეს სულს, უარყოს ყველაფერი, რაც არსებობს მიმდინარე რეალობაში. აღსანიშნავია, რომ  ყველა რეტროგრადული პლანეტის შემთხვევაში ფორმა ანუ ცხოვრების მატერიალური ნაწილი დომინირებს, რადგან ინიდივიდი კვლავდაკვლავ  ცდილობს გაიგოს მთელი კარმა, რომელიც  წინა ინკარნაციებში მატერიაში გააკრისტალა.

ინდივიდი, რეტროგრადული ვენერით ნათალურ რუკაში, ნაკლებს მოქმედებს ცხოვრებაში. ამის ნაცვლად, მისთვის უფრო დამახასიათებელია ცხოვრებაზე რეაგირება.  მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ვენერას სიმბოლოში არ გვხვდება სამშვინველის ნახევარწრე. სწორედ ამიტომ, ვენერას მიეწერება ადამიანის ჰარმონიზებული ბუნების პერსონალური ნაწილი, განსხვავებით ნეპტუნისგან, რომელიც სამშვინელის ნახევარწრეს შეიცავს, რითაც ადამიანს საშუალებას აძლევს განიცადოს მთელი სილამაზე მისი კოსმიური წყაროდან. სადაც არ უნდა მდებარეობდეს სამშვინველი, როგორც ცნობიერი ძალა, ადამიანის პერსონალური ნაწილი ყოველთის დაქვემდებარებულია მასზე. ამიტომაც ვაწყდებით კოლოსალლურ გულისხმიერებას და გაცემას ნეპტუნის მხრიდან. მაგრამ როდესაც სამშვინველი არ გვაქვს მოცემული, ადამიანის ბუნების პერსონალური ნაწილი იმარჯვებს. აი, რით არის განპირობებული პერსონალური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვენერას მეშვეობით.  და მისი რეტროგრადულობა კიდევ უფრო აძლიერებს ამ ტენდენციას. ინდივიდი ავითარებს რეაქციულ  შტამპებს ყველაფერზე, რაც მის თავს ხდება. ყოველ მოვლენას, გარემოებას და ურთიერთობას იმის მიხედვით აფასებს, რამდენად განიცდის ან მოკლებულია სიყვარულს.

ამრიგად, რეტროგრადული ვენერას საერთო ეფექტი დიდწილად ცხოვრების პერსონალურ ნაწილში იგრძნობა, რომელიც არ  იკვებება სამშვინველისგან, არამედ ცდილობს  სულის მატერიალიზებას.  ბუნებრივია, ამ მოცემულობაში მატერიალური მხარე წამყვანი ხდება.  

 

ინდივიდუალიზმი

რეტროგრადული ვენერას გავლენა მნიშვნელოვნად განსხვავდება დირექტიული ვენერასგან. რეტროგრადულ ვენერასთან შინაგანი წყენისა და ჭრილობების შექმნის სერიოზული ტენდენცია ფიქსირდება. მაშინ როდესაც  დირექტიული ვენერა, პირიქით, ცდილობს გარეთ განაგდოს და მოიცილოს ყველაფერი, რაც მას არ მოსწონს და არ სიამოვნებს.

ადამიანი განსაკუთრებული აქცენტს სვამს  სიყვარულის უკმარისობაზე. მისი სიყვარულის გზა არ მიედინება გლუვად. ზედმეტი სიმორცხვის გამო, არასდროს არ არის დარწმუნებული, აქცევენ მას ყურადღებას თუ არა. არც საკუთარ სიმპატიებსა და ანტიპატიებშია ბოლომდე ჩამოყალიბებული. ის მწვავე განხეთქილებას განიცდის თავის რეალურ ცხოვრებასა და მის  აღქმას შორის. შესაძლოა ძლიერ შეყვარებული იყოს და ვერც აცნობიერებდეს, სანამ  ურთიერთობის დასრულებიდან წლები არ გავა.

რეტროგრადული ვენერა  ყოველთვის  სირთულეებს განიცდის საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, რაც  გამოწვეულია იმით, რომ ინდივიდი   ცდილობს წინასწარ იმგვარად დააპროგრამოს მომავალი ურთიერთობა, რომ ის ჩაეწეროს წარსული გამოცდილების შტამპებში. საერთოდ, რეტროგრადული ვენერა ხშირად იმეორებს ქცევით შტამპებს.

ამ პოზიციისთვის დამახასიათებელია ძლიერი თავდაუჯერებლობა, რადგან ინდივიდი მიდრეკილია შეადაროს საკუთარი თავი ყველას, ვისაც კი ცხოვრების გზაზე ხვდება. თუმცა ასეთი საქციელით ის, ნახევრად ქვეცნობიერად, კვლავდაკვლავ ხელს კრავს მისით დაინტერესებულ პერსონებს. ბუნებრივია, ეს წარსულში  უკვე განცდილი შიშის ექოა. ინდივიდს ეშინია, ვინმემ იმდენად ღრმად არ გაიცნოს, რომ მის თავდაჯერებასა და საიმედოობას საფრთხე  შეუქმნას. მთელი მისი იდენტობა ხომ ამაზეა აგებული. ამრიგად, ინდივიდი, რეტროგრადული ვენერით, თავად ბლოკავს  ბედნიერებას, როდესაც გადაჭარბებული ძალისხმევით ცდილობს მის მიღწევას.

 

კარმა

რეტროგრადული ვენერას მფლობელს არასწორად ესმის სიყვარულის იდეა და ეს არასწორი გაგება მას წარსული ცხოვრებიდან მოჰყვება. სულიერი ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლა ის თავად იცავს თავს სასიყვარულო განცდებისგან, რადგან ძალიან აშინებს საკუთარი მოწყვლადობა. ქალის რუკაში აღმოჩნდება თუ მამაკაცის, რეტროგრადულ ვენერას ძალიან უჭირს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა.

ცდილობს რა აწმყოში ცხოვრებას, ის უსასრულოდ „აცოცხლებს“ წარსულ სასიყვარულ მოგონებას, წინა ინკარნაციიდან, რომელიც ისევ და ისევ  უსხლტება ხელიდან. ის ისე რეაგირებს აწმყოზე, თითქოს თავის წარსულში ცხოვრობს. ამ თვალსაზრისით, ის ყოველთვის დაფიქსირებულია დროის ერთ წერტილში და მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებს, ნაკლებად მოსალოდნელია წინსვლა, რისკენაც, როგორც ის ამბობს, ისწრაფვის.

მამაკაცების რუკაში რეტროგრადული ვენერა  ხშირად არის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული კარმის მაჩვენებელი. თუმცა ჰომოსექსუალიზმსაც აქვს თავისი დონეები. ერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ღიად გეი მამაკაცი, რომელიც პოლიტიკურად არეკლამებს ჰომოსექსუალიზმს მთელი მსოფლიოს წინაშე. სხვა შემთხვევაში, შეიძლება შევხვდეთ დაქორწინებულ, მამაკაცურ კაცს, რომელიც სიტყვა ჰომოსექსუალის ხსენების საშუალებასაც კი არ დაგრთავთ მისი თნდასწრებით. მაგრამ, იმავდროულად, ის ყველა ღონეს მიმართავს, რომ ქალებს თავი აარიდოს. ამ უკანასკნელი ტიპის მამაკაცთა ცხოვრება  ძმაკაცების გარშემო ტრიალებს, ისინი სიამოვნებით დადიან კლუბებში, სავსებით რესპექტაბელურად ცხოვრობენ საზოგადოებაში, მაგრამ მაინც ლატენტური ჰომოსექსუალები არიან. ნაკლები სიმწვავით, თუმცა დაახლოებით მსგავსს რეაქციებს ვაკვირდებით ქალებში, რეტროგრადული ვენერით, რომლებიც მამაკაცებს გაურბიან.

რეტროგრადული ვენერას ყველაზე შესამჩნევი შტამპი სასიყვარულო შეთავაზებების მიმართ უნდობლობაა. როდესაც მათ მიმართ სიმპათიებს გამოხატავენ ან სიყვარულს სთავაზობენ, ეს ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ, რომ ასეთი წინადადებების მიღმა ფარული ანგარებიანი ზრახვები იმალება.

 

მარტინ შულმანიკარმული ასტროლოგია

II ტომი „რეტროგრადული პლანეტები და ინკარნაცია“


About Qet

Scroll To Top