რეტროგრადული ვენერა სასწორში

რეტროგრადული ვენერა სასწორში

მმართველი ვენერა თავს ყველაზე შინაურულად გრძნობს სასწორის ნიშანში. როდესაც ინდივიდი, შემხვედრი ადამიანების მეშვეობით, ფაზიდან ფაზაში  გადადის, ის თავს უფრო საჭიროდ გრძნობს.

მისი სიყვარულის კონცეფცია ძალზედ რომანტიულია, თუმცა უფრო იმ იდეებსა და ნივთებზე  არის დამოკიდებული, რომელსაც სხვა ადამიანები წარმოადგენენ, ვიდრე თავად ინდივიდის ფიზიკურ გემოვნებასა და მოთხოვნებზე.

ზოგიერთი ადამიანი, ამ მდებარეობით, ჰომოსექსუალურ ექსპერიმენტებს ატარებს, რადგან მათი სიყვარულის მოთხოვნა ცდილობს აღზევდეს საზოგადოებრივი ტრადიციების შეზღუდვებზე. ყველაფერში, რასაც ინდივიდი აკეთებს, ქვეცნობიერი სიჯიუტე და თავნებობა ვლინდება. ის გასცემს, როდესაც არ თხოვენ; ემსახურება, როდესაც არ უბრძანებენ და მას ემორჩილება, ვინც მისგან თვინიერებას არ მოითხოვს. ის ძალიან მწვავედ რეაგირებს ძალაზე, ზეწოლაზე და მოთხოვნებზე.

მისი ბუნებრივი ინდივიდუალიზმის საიდუმლო სხვა ადამიანების ფარული მოთხოვნების მოძებნის და მათი დაკმაყოფილების უნარია.  გულის სიღრმეში ამ ადამიანმა თვითონაც არ იცის,  რა სურს რეალურად საკუთარი თავისთვის. ლოგიკურია, რომ ის ყოველთვის ცვალებად მდგომარეობაშია, იქიდან გამომდინარე, ვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს მიმდიდნარე მომენტში. რეტროგრადული ვენერა სასწორში მშვენივრად აცნობიერებს იმ ფსიქოლოგიურ თამაშებს, რომელსაც საზოგადოება თამაშობს და რა გასაკვირია, რომ თავად ერთერთი ყველაზე დახელოვნებული მოთამაშეა.

ის ხშირად ირწმუნებს თავს, რომ ზოგიერთ ადამიანს უმისოდ ცხოვრება არ შეუძლია, რაც ფაქტობრივად მისი საკუთარი მოთხოვნების პროექციაა.  ის შეიძლება ძალიან ბედნიერი იყოს ნებისმიერ ადამიანთან, ვინც მისი მოთხოვნების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რადგან სინამდვილეში არავისთან ამყარებს კავშირს. ის უბრალოდ საკუთარ თავს ჰყოფს ნახევარზე და სხვა ადამიანს „სარკის“ დანიშნულებით იყენებს, რომ იპოვოს თავისი არსის ის ნაწილი, ვისთანაც იმ მომენტში თავის გააგივება უნდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, ის უმეგობრდება, ესიყვარულება და სექსითაც კი კავდება, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.

მისი კარმა დაფუძნებულია, ურთიერთობების მეშვეობით, ფასეულობათა სისტემის დაბალანსებაზე. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც  ამას მოახერხებს, ის დამშვიდდება და გულწრფელად მხარს დაუჭერს იდეას, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top