რეტროგრადული ვენერა V სახლში

რეტროგრადული ვენერა V სახლში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში. როგორც წესი, მას ძალიან ძლიერი ეგო აქვს, რომელიც თავს შემოქმედებით პროცესში გამოხატავს. ამიტომ, ხანდახან მან შეიძლება გააოგნოს ადამიანები უზარმაზარი  თავდაჯერებით. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, რადგან ამ სახლის და პლანეტის კომბინაცია ბრწყინვალე სამსახიობო მონაცემებს იძლევა, რომელსაც ინდივიდი მაყურებლების თანდასწრებით მიმართავს, რომ საკუთარი სიმორცხვე დამალოს. ის მიდრეკილია საკუთარი გრძნობების პროექციისკენ სხვებზე. მისთვის იმდენად მტკივნეულია მიუღებლობა, თუ ვინმესგან უარყოფის საფრთხე იგრძნო, შესაძლოა დაასწროს და პირველმა კრას  ხელი  პოტენციურ უარმყოფელს. ამასთან, ძალიან რაციონალურადაც ახსნის თავის გადაწყვეტილებას: ის  მის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა!

შინაგანად ის ძალიან ამაყობს საკუთარი თავით და სანამ ვინმეს თავის წრეში მიიღებს, სხვებმაც უნდა განუმტკიცონ ეს გრძნობა. ის მთელი ძალებით ეცდება შეინარჩუნოს საკუთარი ღირსების განცდა. ეს მოთხოვნა იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა უარიც თქვას ცხოვრებით სრულყოფილ ტკბობაზე, რომ საფრთხე არ შეექმნას მის „ღირსეული ადამიანის“ იმიჯს,რომელიც თავისთვის შექმნა.

ის საუკეთესოდ გრძნობს თავს, როდესაც  შეუძლია ისეთ ადამიანებს დაეხმაროს, რომელთაც საკუთარ თავზე ნაკლებ უნარიანად მიიჩნევს. ამრიგად, ზოგიერთი ადამიანი, ამ მდებარეობით, დიდ სიამოვნებას იღებს, როდესაც რაიმე ფიზიკური ნაკლით უნარშეზღუდულ ბავშვებს ან  ადამიანებს ღიად თვითგამოხატვას ასწავლის.

ამ მდებარეობის ერთერთი უმთავრესი სირთულე  მუდმივ იმედგაცრუების განცდაა, რადგან ინდივიდის  მოლოდინები ზედმეტად ირეალურია. ის ვერ იპოვის სრულყოფილ ადამიანს, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს ყველაფერს, რაც, როგორც  ჰგონია, სჭირდება.  ამრიგად, მისი სამუშაოს ძირითადი მიმართულება კმაყოფილების კარმული გაკვეთილის სწავლაა. საქმე ის არის, რომ დაუკმაყოფილებლობა, რომელსაც სხვებისგან განიცდის, რეალურად საკუთარი თავით განცდილი უკმაყოფილებაა, რომელიც მანვე დაუწესა თავს. როდესაც ის გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება იმაზე გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული სხვებზე, ვიდრე წარმოუდგენია, როდესაც ისწავლის დაწიოს თავისი მოლოდინების თამასა ცხოვრების და ადამიანების მიმართ, სწორედ მაშინ შეძლებს განიცადოს ბედნიერება და სიხარული, რომელსაც ასე მგზნებარედ ეძებს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top