ეს ინდივიდი ბევრ დროს ხარჯავს იმის გასაგებად, რას ფიქრობენ მასზე სხვები. ის ხშირად იცვლის სიმპათიებსა და ანტიპათიებს, რომ მუდმივ ურთიერთქმედებაში იყოს მიმდინარე მომენტთან. მისთვის აუცილებელია უკუკავშირი, რომ საკუთარ თავის იმ ნაწილებს გაუგოს, რომელიც, როგორც თავად მიაჩნია, მოსწონს. ამის შედეგად, მისი ცხოვრება დადებითი შეფასების მიღებაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე კონკრეტულ მიზნებზე.
ტყუპების მუტაბელური თვისებების გამო, ეს მდებარეობა სამივე ფაზაში თანაბარი კომფორტით ფუნქციონირებს, მაგრამ ვენერა აქ ბოლომე ვერასდროს შეიძენს იმ პერსონალურ სიმდიდრეს, რის მიღწევასაც ცდილობს. ამის ნაცვლად, ყველაფერი აზროვნებით დონეზე მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ ადამიანის სიყვარული იდეებსა და კონცეფციებს ეფუძნება და არა პირად გრძნობებს. ვინაიდან მისი თვითიდენტიფიკაცია დამოკიდებულია სხვა ადამიანების მხრიდან მიღებულ შეფსებებზე, ის იმაზე იშვითად ეხება საკუთარ თავს, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა. მისი ყურადღების უდიდესი ნაწილი ფოკუსირებულია ისეთი ადამიანების იდეებზე, ვისიც ყველაზე ნაკლებად ესმის. შედეგად, თავისი პირადი ურთიერთობები მას ძალიან აბნევს.
ის მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, რის მიზეზებსაც საკუთარ თავში ეძებს, რომ ახსნას ის დისკომფორტი, რასაც სხვა ადამიანების საზოგადოებაში განიცდის. საქმე ის არის, რომ მისი მენტალური ნაწილი (ტყუპები) მასკულინური ხასიათისაა, მაშინ როდესაც გრძნობითი ნაწილი (ვენერა+რეტროგრადულ მდგომარეობაში) მკაფიოდ ქალურ თვისებებს ატარებს. მათი შერწყმა ჯვარედინ ვიბრაციას წარმოშობს. ასეთი შერეული ზემოქმედება დიდად აბნევს და თავდაჯერებას ართმევს ინდივიდს, როდესაც ის სექსუალურ სიტუაციებში ხვდება.
ყველა ადამიანი ნაწილობრივ მასკულინურ, ნაწილობრივ ფემინურ ენერგიას ატარებს, მაგრამ ტყუპების ცვალებადი თვისება, რეტროგრადულ ეფექტთან ერთად, სერიოზულად ართულებს ინდივიდის ძირითადი სქესობრივი იდენტობის ფორმულირების პროცესს ბავშვობის წლებში. მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად, ის ახერხებს მცირედ შეცვალოს თავისი აზრობრივი კონსტრუქციები, რის შედეგადაც მას ახლებურად ესმის თავისი ადგილი კაცობრიობაში, მაგრამ მაინც ზოგიერთი ბავშვობისდროინდელი კონცეფციის ძლიერ გავლენას განიცდის. ამიტომ, მისი სასიყვარულო განცდები იშვიათად არის შეფერილი სექსუალური ელფერით. ეს უფრო მისი კაცობრიობასთან უნივერსალური ნათეოსაობის აღიარებაა. ამის მისაღწევად, მან წარსული ცხოვრების კარმა უნდა დაძლიოს, სადაც ის მნიშვნელოვან სირთულეს განიცდიდა საკუთარ თავში მამაკაცური და ქალური მხარეების იდენტიფიკაციის თვალსაზრისით. მიმდინარე ცხოვრებაში ის ქვეცნობიერად ცდილობს დაიკმაყოფილოს ორივე ნაწილი, სანამ არ გაიაზრებს, რომ მისი ჭეშმარიტი იდენტობა არც ერთს არ ეფუძნება. მისი საფუძველი უფრო პოზიტიური და ნეგატიური ენერგიების ურთიერთქმედებაა, რომელთა ჰარმონიული შერევაც უდიდესი შემოქმედებითი აზროვნების წყარო გახდება.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”