ეს ერთერთი ყველაზე რთული მდებარეობაა რეტროგრადული ვენერასთვის, რადგან ინდივიდს სიყვარულის ძალიან მაღალი იდეალი შემოაქვს. სწორედ ამიტომ, ის ვერასდროს განიცდის ამ გრძნობას იმ ადამიანებთან, ვისთანაც დაკავშირებულია, რადგან ვერც ერთი გაუმართლებს იმედს. ქვეცნობიერად ის ყოველთვის ხინჯს ეძებს და პოულობს კიდეც. ამის გამო, მას არამხოლოდ არ სიამოვნებს სიყვარულის განცდის იდეა, (როდესაც როგორღაც მაინც ახერხებს სიყვარულის შეგრძნებას), იმავდროულად, აგრძელებს მის ნაწილაკებად დაქუცმაცებას, სანამ გრძნობა ანალიტიკური თეორიების ქაოსურ კოლექციად არ გადაიქცევა.
ყველაზე დიდ დროს ის III ფაზაში ატარებს, სადაც თავს ინტროვერტულად ავლენს. ასე შიშის გამო იქცევა. მას ეშინია, რომ სხვები ტკივილს მიაყენებენ. ფაქტობრივად, ის იძულებულია გაუგოს ადამიანურ სისუსტეს. მართალია, სრულყოფილი სიყვარულისკენ ყოველი ჩვენგანი ისწრაფვის, მაგრამ სწორედ ეს ვენერა განიცდის ყველაზე მწვავედ იმას, რომ ადამიანურ პირობებში ასეთი სიყვარული ირეალურია. ამავე ფაზაში აანალიზებს, რატომ ვერ დააკმაყოფილა ვერც ერთმა წარსულმა ურთიერთობამ მისი მოთხოვნები. ზუსტად ამგვარი აზროვნების სტრუქტურა_ „აიძულო სიყვარული იმუშავოს“ _უშლის ხელს იმის გაგებაში, რას ნიშნავს სიყვარულის რეალურად განცდა.
ქალწულის ნიშნისთვის დამახასიათებელია ყველა ნაკლის შემჩნევა და განსჯა. რეტროგრადული ვიბრაცია ნიშნის ენერგიას შიგნით მიმართავს. ლოგიკურად, ეს ადამიანი მიდრეკილია საკუთარ თავს გადასცეს ეს კარმა. შედეგად, ის მუდმივად რაღაც ნაკლს პოულობს საკუთარ თავში და გულწრფელად თვლის, რომ სხვების თვალში უკეთესი უნდა იყოს.
მან უნდა ისწავლოს საკუთარი თავის ნათლად დანახვა, მხოლოდ არა იდეალების თვალთახედვიდან, რომელიც მის გონებაშია კრისტალიზებული, არამედ რეალური სამყაროს შესაბამის პერსპექტივებში, რომელშიც ცხოვრობს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”