რეტროგრადული ვენერა III სახლში

რეტროგრადული ვენერა III სახლში

ეს ძალიან რთული მდებარეობაა რეტროვენერასთვის, რადგან ტყუპების არაპროგნოზირებადობა ინდივიდს  ქაოტურად აგდებს რეტროგრადული პროცესის ერთი ფაზიდან მეორეში.  ადამიანი თითქმის ყველა ურთიერთობებაში  ამოვარდნილია სინქრონიდან. მისი გაცემული სიყვარული, მიღებულ სიყვარულთან შედარებით, ან ზედმეტად დიდია ან ძალიან მცირეა. გარდა ამისა, მისი სიყვარული აცდენილია დროის განზომილებებსაც. მაგალითად, მას შეიძლება ძალიან უყვარდეს ვინმე ურთიერთობის საწყისს ეტაპზე, როდესაც მასთან ყოფნისთვის ემზადება. მიჯნურთან ფაქტობრივად ყოფნის პერიოდში, უშუალო კონტაქტისას,  მკვეთრად დაეცეს მისი გრძნობითი ვიბრაცია. სიყვარულის უმაღლეს საფეხურს კი მხოლოდ დაშორების შემდეგ მიაღწევს, როდესაც უკან მიიხედება და სიყვარულის ობიექტს მეხსიერებაში აღადგენს.

ამრიგად, სასიყვარულო და ახლო ურთიერთობები ამ ინდივიდისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როდესაც  ის „აქ და ახლა“ ცხოვრებას ცდილობს. გარეძალები მუდმივად იმგვარად ზემოქმედებენ  მასზე  და ისეთ გარემობებს უქმნიან, რისთვისაც ადამიანი ან ჯერ მზად არ არის, ან უკვე ჩავლილად მიაჩნია. ასეთ ცხოვრებისეულ პირობებში აღმოჩენისას, ადამიანი ცდილობს ერთმანეთს შეუთანხმოს გრძნობები და გონებრივი აქტივობა. შედეგად, ის ბევრ დროს ხარჯავს საკუთარი გრძნობების ანალიზში.

ეს მეტად რთული მდებარეობაა ქორწინებისთვის, რადგან, სახლის მუტაბელური ბუნების გამო, ინდივიდის პირადი გრძნობები თითქმის ყოველთვის ამოვარდნილია ფაქტობრივ  გარემობებთან. ეს ადამიანი ყოველთვის იმას არ გულისხმობს, რასაც ამბობს. ასე იმიტომ იქცევა, რომ ის გაცილებით უფრო დაინტრიგებულია იმ გრძნობებით, რასაც თანამოსაუბრეში/პარტნიორში აკვირდება, ვიდრე საკუთარი განცდებით.

ის არსებითად თავდაუჯერებელია, განსაკუთრებით თანატოლებთან. ძალიან ხშირად, თავი რომ მიღებულად იგრძნოს, ისეთ რაღაცებს იტყვის და მოიმოქმედებს, რაც, მისი აზრით, მართალია, არ წარმოადგენს მის ჭეშმარიტ ბუნებას, მაგრამ, სამაგიეროდ, საზოგადოებრივ მოწონებას მოუტანს, რაც მას ასე ძალიან სწადია.

მისი კარმა დაკავშირებულია ადამიანების გრძნობებთან, რადგან ის ცდილობს მიაგნოს სხვების დაკმაყოფილების გზებს, რომ თავად განიცადოს კმაყოფილება. ვენერას ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია მარტოობის კარმა. ეს ის იდივიდია, რომელიც შეიძლება სრულიად მარტოსულად გრნობდეს თავს ხალხის ბრბოში.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top